Array
(
[text] =>
-გისმენთ?- გულის ცემა გამიხშირდა და ვლოცულობდი ეს ის ყოფილიყო ვინც მინდოდა, რომ ყოფილიყო.
-დემიენი ვარ,მიცანი? -იმედი გამიცრუვდა, ეს ის არ იყო ვინც მეგონა.
-დემიენს არ ვიცნობ. – ვუთხარი თუ არა გავიგე როგორ ჩაიცინა და ამ ლამაზმა, მელოდიურმა ხმამ გულის ცემა ამიჩქარა. გათიშვა გადავიფიქრე.
-არ მეგონა ნაცნობებს ესე ადვილად თუ ივიწყებდი.- თვალები დავხუჭე და დავფიქრდი საიდან მეცნობოდა ეს სახელი….ზუსტად ვიცი სადღაც მსმენია დემიენი…დემიენი..რა კარგად ჟღერს ეს სახელი..დემიენი – ბოლოჯერ ხმამაღლა წარმოვთქვი სიტყვები.
-დემიენი!- ეხლა საერთოდ წამოვიყვირე და მიხვვდი საიდანაც მახსოვდა, საავადმყოფოში დედაჩემის ხარჯები ვინც გადაიხადა, იქნებ ეს იყო ის დემიენი. საკმაოდ იშვიათი სახელია და არამგონია უბრალო დამთხვევა ყოფილიყო. ღმერთო, ნასვამი რომ არ ვიყო აზრებს უფრო კარგად მოვუყრიდი თავს.
-მომწონს ჩემ სახელს როცა ყვირი, მაგრამ ეს მოდი მოგვიანებით.- ცინიკური საუბარი, ჰმ ნეტა საიდან მეცნობა..აზრი აღარ ჰქონდა ამდენ ფიქრს, პაზლიც აეწყო და იმსაღამოს გავიაზრე, რომ ტელეფონზე დემიენ ლუკასს ველაპარაკებოდი. ესეთი ლამაზი და ამავდროულად ბოხი და ხრინწიანი ხმა მღოლოდ ერთი ადამიანისგან მსმენია, ადამიანისგან, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ ამავდროულად ვგიჟდებოდი მასზე.
-არაფერს იტყვი?- ისე მკითხა თითქოს მე დავურეკე.
-მგონი იგივე კითხვა თქვენ უნდა დაგისვათ.
-თქვენობით საუბარს რატომ დაუბრუნდი ქეროლაინ, ნუ გეშინია მეორეჯერ ვეღარ გაგაგდებ სამსახურიდან. აღარ ვარ შენი უფროსი, 7 წლიანი სხვაობა კი მგონი არ ხდის აუცილებელს თქვენობით მელაპარაკო.
-ჰაჰ, რა სასაცილოა, თქვენ არ გაგიგდივართ სამსახურიდან რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ,ეს ასე არ იყო, მეთითონ წამოვედი და საერთოდ რატომ მირეკავთ, თან ღამის პირველ საათზე, მეგონა ბიზნესმენები ადრე იძინებდნენ.- ამ სიტყვებზე მეთითნაც გამეცინა, მაგრამ მართლა მეგონა საქმიანი ადამიანები ყოველთვის რეჟიმში იყვნენ.
-ჩემი დღის გრაფიკს მერე გაგაცნობ თუ ძალიან დაგაინტერესებს.
ის იყო მისთვის პასუხი უნდა გამეცა, რომ ამ დროს ვერანდაზე ჩარლი გამოვიდა.
-ქერ, რას აკეთებ აქ?- ხმა მომესმა და მისკენ შემოვტრიალდი.
-აა..მმმ. არაფერს თქვენ გეძებდით და მერე აქ აღმოვჩნდი.- ყალბი ღიმილით დავმალე ჩემი აფორიაქება.
-ვინ არის?- ტელეფონიდან დემიენის ხმა შემომესმა.
-წამო შიგნით შევიდეთ- ჩარლი მომიახლოვდა და წელზე ხელი შემომხვია.
დავიბენი და იმის მაგივრად, რომ რამე მეპასუხა, დემიენს ტელეფონი გავუთიშე.
არვიცი იმ წამს ესე რატომ მოვიქეცი მაგრამ ფაქტია რაღაც ინსტიქტმა ამის გაკეთება მაიძულა.
ტელეფონმა ზუსტად ორ წამში ისევ ვიბრაცია დაიწყო, კვლავ უცხო ნომერი. ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონი დავბლოკე.
მე და ჩარლიმ გავჭერით როგორღაც თინეიჯერების ტალღა, ისეთი ხმაური იყო ვერც მოვახერხე კითხვა თუ რაილი და სკოტი სად იყვნენ. ჩარლიმ ხელით მანიშნა ეზოში გავიდეთო, მეც თავი დავუქნიე და როგორღაც ავაყოლე ფეხის ნაბიჯები მისას. ჩარლიმ ბევრი დალია, მაგრამ ჩემსავით არ დაბარბაცებდა სიარულის დროს.
დიდ ეზოში გავიარეთ, მართლაც ძალიან ლამაზი სახლი იყო, ეტყობოდათ უილიამის მდიდარი მშობლების ხელი, ან უბრალოდ ბეევრი ფულის ხელი. მე და ჩარლი იქვე, დიდ ყავისფერ სკამზე დავსხედით, ვიგრძენი, რომ ცოტა შემცივდა, ჩარლიმ კი როგორც ჯენტლმენმა მომენტალურად გააანალიზა სიტუაცია და თავისი ჟაკეტი მომახურა მხრებზე.
-მადლობა.- თბილად გავუღიმე თან მის ლამაზ ცისფერ თვალებს დავაკვირდი, რომელიც გაფაციცებით ათვალიერებდა ჩემ სახეს.
-მარტო რატო იყავი იქ?
-ეგ მემგონი მეუნდა გკითხო,რატო მიმატოვე?- თან გამეცინა.
-არვიცი უცბად გაუჩინარდი, რაილი და სკოტი სადღაც გაიპარნენ მე კი სკოტის მეგობრებთან შევრჩი, მერე მეც დავლიე და…
-და გადაგავიწყდი- დავასრულე მისი წინადადება.
-რა სისულელეა ქერ, უბრალოდ თან რაღაც…
-რა რაღაც? – როცა დავფიქრდი არსებულ სიტუაციაზე, ცოტა მართლა მეწყინა..
-უცნაურად იქცეოდი, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ რამდენი ხელი გადაგხვიე სულ იქით იწეოდი მეგონა არ გსიამოვნებდა ჩემთან ერთად ყოფნა, გამიკვირდა ეხლა მაინც რომ მომეცი უფლება ხელი შემომეხვია და ისე გამომეყვანე იქიდან- თან გაიცინა, ცდილობდა იუმორით ეთქვა ეს ყველაფერი.
-რა სისულელეა ჩარლზ, შენც კარგად იცი რომ შენთან ყოფნა მსიამოვნებს, უბრალოდ გირჩევ ნასვამ მდგომარეობაში მეგობარი გოგო მარტო არ გაუშვა ხოლმე.
-მარტო? ქერ შენ დამპატიჟე ამ წვეულებაზე,- თან გაბრაზება დაეტყო და ფეხზე წამოდგა,- წვეულებაზე, სადაც ერთ კაცსაც არ ვიცნობ შენ გარდა, მემგონი პირიქით შენ დამტოვე. ვცდილობდი შენ გვერდით ყოფნას და ახლოს არ მიკარებდი, ვგრძნობდი უხერხულად იყავი, მერე მითხარი ცოტახანში მოვალო და ეს ცოტახანი 1 საათს გაგრძელდა, მეგონა რამე გაწყენინე ან ცუდად გაგრძნობინე თავი და ბოდიში რო კუდში არ გამოგეკიდე.
-სისულელეებს რატო ლაპარაკობ? არვიცი შეიძლება მართლა ეგრე ვიქცეოდი, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში ყველა ადეკვატურად არ იქცევა.- მეც ფეხზე წამოვდექი, ძალიან ამეშალა ნერვები ჩარლი ჩემ „უცნაურ” საქციელს რომ აბრალებდა იმას, რომ ნახევარი საათის განმავლობაში არც უცდია ჩემი მოძებნა. გაბრაზებულმა ეს წინადადებაც დავამატე
-და ბოდიში ჩარლი რო მთვრალ მდგომარეობაში ჰორმონებს არ ავყევი და კოცნის ან კიდევ სხვა რამის უფლება არ მოგეცი.
ეს სიტყვები რომ ვუთხარი გამწარდა და საყვარელი ჩარლი მომენტალურად სერიოზულ ბიჭად გადაიქცა, რომელსაც ჩემი ტონი და ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვები სულაც არ სიამოვნებდა.
-რა მითხარი?
-რაც გითხარი, მემგონი კარგად გაიგე.
-ქეროლაინ, შენ გგონია, რომ შენთან არასერიოზული ურთიერთობის დაწყება მინდა? – წარბები შეჭმუხნა და გამოკვეთილად მითხრა უკანასკნელი სიტყვა.ამ ყველაფერს მართლა გულწრფელად ამბობდა, მაგრამ იმდენად კარგად არვიცნობდი, რომ მის სიტყვებში 100 პროცენტით დარწმუნებული ვყოფილიყავი.
-კარგი დაივიწყე. – ვუთხარი და ზურგით გამოვტრიალდი, ჩარლიმ ამ დროს ხელი მომკიდა მკლავზე და მისკენ შემომაბრუნა. ამ ყველაფერმა ერთი დაუვიწყარი მომენტი გამახსენდა, მომენტი როდესაც ზუსტად ამ ჟესტით მისტერ ლუკასმა მისკენ შემომატრიალა, ოღონდ ის ეიფორია და გულის აჩქარება, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი საერთოდ გამქრალიყო ამ წუთას. ტვინმა და გულმა ისევ გააცოცხლა ის ბედნიერი და ამაღელვებელი მოგონება და ის მზაფრად განცდილი ემოციები, რასაც შემდგომ ჩემი მოულოდნელი ქმედება მოჰყვა.
არვიცი რამ მიბიძგა ამ საქციელის ჩადენისკენ, შეიძლება იმ მომენტში დემიენი მედგა თვალწინ და არა ჩარლი, მაგრამ ფაქტია, რომ შემოტრიალებისთანავე ჩარლის ვაკოცე, ტუჩებში.
გულახდილად რომ გითხრათ, პირველი რაც ვიგრძენი იმედგაცრუება იყო, არმგეონა პირველი კოცნა თუ ესეთი არაფრისმთქმელი იქნებოდა. კოცნა ძალიან ცოტახნიანი და უბრალო იყო. ვაღიარებ, გული ამიჩქარდა, მაგრამ დემიენის უბრალოდ დანახვაც კი 100ჯერ უფრო მეტად აჩქარებდა ჩემი გულის ცემას..ან საერთოდ რატომ ვადარებ დემიენს, რა მჭირს? ეს ხომ ჩარლია, ჩარლი ჯოუნსი, ძალიან კარგი და საყვარელი ბიჭი..
წინათგრძნობა თუ არსებობს ალბათ ეს უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევათაგანი.
ზურგს უკან ხავერდოვანი და ნაცნობი ხმა მომესმა, რის გაგონებასაც სატელეფონო ზარის გარდა სხვაგან აღარ მოველოდი.
-ხელს ხოარ გიშლით?
შემოვტრიალდი, გული მუცელში ჩამივარდა, სხეულში სისხლი გამეყინა და ჩემი გამომეტყველებაც ათასნაირი ემოციით შეიცვალა ერთ წამში.
მეგონა მარტო ფილმებში ხდებოდა ესეთი რაღცეები, მაგრამ თურმე ვცდებოდი, თანაც როგორ..როგორც კი ჩემს ყურებს ხავერდოვანი ბოხი ხმა მოესმათ, მაშინვე ვიცოდი შემოტრიალებისთანავე ვის დავინახავდი.
ჩემ წინ მისტერ ლუკასი, უფრო სწორად, დემიენ ლუკასი იდგა. იმდენად სხვანაირად ეცვა შორიდან რომ დამენახა ალბათ ვერ ვიცნობდი. მიჩვეული ვიყავი მის ოფიციალურ ტანისამოსს. ყოველთვის შავ შარვალ კოსტუმში იყო გამოწყობილი და შეხედვისთანავე ეტყობოდა, რომ წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. ეხლა კი ჩემს წინ,თითქოს ჩვეულებრივი 25 წლის ახალაზრდა ბიჭი იდგა, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობდა განსაკუთრებული, მდიდრული ცხოვრებით.
გონება იმდენად დაბინდული მქონდა ზუსტად ვერ აღგიწერთ როგორ გამოიყურებოდა იმ საღამოს. მაგრამ ჩემთვის რომ ყოველთვის თვალისმომჭრელი გარეგნობა ჰქონდა ამას ნებისმიერ წამს დაგიდასტურებთ.
ერთადერთი რაც შევამჩნიე ის იყო, რომ შავი, ოდნავ ჩახსნილი პერანგი ეცვა..და ის, რომ ძალიან გაბრაზებული სახით მიყურებდა.
სანამ ხმას ამოვიღებდი გვერდიდან ჩარლის სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში.
-ეს აქ რას აკეთებს?- მე შემომხედა, თითქოს ვერ გაბედა პირადად დემიენისთვის ამ კითხვის დასმა.
დემიენს ჯიბეებში ჰქონდა ხელი ჩაყოფილი, ჩარლის ყურადღებაც არ მიაქცია, მომიახლოვდა, თითქოს ამდროს ჩაეცინა და ადგილზე გაყინული გადამკოცნა.
როგორც კი მისი სახე ჩემსას შეეხო თვალები დამეხუჭა და ორგანიზმში პეპლების კორიანტელი ვიგრძენი.. თითქოს ეს იყო ჩემი პირველი კოცნა და არა რამდენიმე წამის წინანდელი, რომელიც ჩარლის ეკუთვნოდა.
მაშინვე ვიგრძენი ორგანიზმში ტემპერატურის მატება, ღმერთო ნეტა იცოდეთ როგორ ვნატრობდი იმ მომენტში დრო გაჩერებულიყო და ირგვლივ ყველა გამქრალიყო მე და დემიენის გარდა.
მაგრამ ფაქტია, ჩემი ოცნება რეალობად ვერ იქცეოდა.
როგორც კი დემიენის სახე ჩემსას მოშორდა, ვიგრძენი როგორ გავწითლდი. რა თქმა უნდა, ჩემი დაძაბულობა რაღაც მხრივ ჩარლიმაც იგრძნო და მიხვდა რომ იმ მომენტში მთავარი პერსონაჟის როლი დაკარგა და თითქოს დემიენის აურამ მისი არსებობა მთლიანად შთანთქა და ჩაყლაპა.
ჩარლიმ უცაბედად წელზე ხელი შემომხვია, შემომხედა და მითხრა:
-წამოდი ქერ, შიგნით შევიდეთ.
დემიენმა მზერა ჯერ ჩარლის ხელებს მიაპყრო და შემდეგ ერთი წამითაც არ მოუშორებია თვალი ჩემთვის.
დაბნეულმა ჩარლის ვერაფერი ვუპასუხე სამამ დუმილი დემიენმა არ დაარღვია.
-შენთან საქმე მაქვს და მერე შედი შიგნით.
-არამგონია ქეროლაინს რამე საქმე ქონდეს შენთან- ჩარლიმ გამბედოაბა მოიკრიბა და თავდაჯერებულად გასცა ეს პასუხი დემიენს. როგორც ჩანდა, დემიენისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩარლის სიტყვებს, მეგონა რაიმე სახით წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ ის კვლავ გაუნძრევლად უბრალოდ ჩემს ყურებას განაგრძობდა.
ამის შემდეგ ჩარლი მე შემომიტრიალდა და ახლა თითქოს მუდარით მითხრა:
-წამოდი რა ქერ, აქ არ გაცივდე.
არვიცი რატომ მაგრამ ჩარლისგან ამ თბილი სიტყვების მოსმენა იმ მომენტში, როცა წინ დემიენი მედგა საერთოდ არ მსიამოვნებდა.
მეც ძლივს ხმა ამოვიღე:
-წადი ჩარლი, დავილაპარაკებთ და მალე მოვალ.
თან დემიენს გავხედე და დავინახე გვერდულად როგორ ჩაიცინა. სასმლის ბრალი იყო თუ უბრალოდ დეიენის არვიცი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მას გავხედავდი, მასთან რაც შეიძლეება ახლოს ყოფნის სურვილი მიჩნდებოდა. ოღონდ მარტო, მესამე დამატების გარეშე.
-ნუ გეშინია არ მოვიტაცებ- თქვა დემიენმა და მკაცრი მზერა მიაპყრო ჩარლის.
-დარწმუნებული ხარ?- მკითხა ჩარლიმ.
არვიცი იმ მომენტში ჩემ მიერ გაცემული პასუხი სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ ინტერესი მკლავდა იმის გასაგებად, თუ რატომ ან საიდან აღმოჩნდა დემიენი აქ.
-კი, დარწმუნებული ვარ.
ჩარლი მომიახლოვდა და სპეციალურად დემიენის დასანახად ტუჩებში მაკოცა.
თავი ინსტიქტურად მალევე გამოვწიე, თითქოს ნამუსი მაწუხებდა დემიენის წინ ამას რომ ვაკეთებდი. როცა სინამდვილეში ეს ყველაფერი სრული აბსურდი იყო.
მომეჩვენა, თითქოს ამ მომენტში დეიენმა ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, მაგრამ მერე რაღაცამ შეაჩერა, ძირს დაიხედა და კვლავ გაყინული მზერით შემომხედა.
-კარგი შიგნით გელოდები და მალე მოდი.- მითხრა ჩარლიმ.
ჩარლის თავი დავუქნიე და დავინახე ნელი ნაბიჯებით როგორ მიუახლოვდა სახლის კარებს. თან ერთხელ უკან გამოიხედა, მე გავუღიმე და ამით მივანიშნე, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ..საკითხავიც სწორედ ეს არის, იყო თუ არა ყველაფერი რიგზე?
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => 9b6c3fd2
)