დაკავშირებული – თავი 10. მწვანე სახლი N2
// qc

დაკავშირებული - თავი 10. მწვანე სახლი N2

Array
(
[text] =>

           

როგორც კი ჩარლი გაუჩინარდა, დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა..

დემიენმა თვალით მანიშნა ეზოდან გასვლა. არც დამელოდა, პირდაპირ შემოსასვლელი გალავნისკენ დაიწყო სვლა.ზუსტად იცოდა, რომ უკან აუცილებლად გავყვებოდი.

ეზოს გარეთ სიბნელე იყო, სახლიდან გამომავალი მუსიკის ხმაც თითქოს მიწყნარდა და სიმშვიდემ დაისადგურა ირგვლივ.

-აქ რატომ გამოვედით?

ვკითხე დემიენს, რომელიც სიბნელეში ჩემ წინ იდგა.

ხელები ერთმანთზე გადავაჯვარედინე და ვცდილობდი  მისი სახის გამომეტყველების დანახვას.

-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა.

-უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა.

-გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის?

ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა.

-მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან წავედი და ჩემდა უნებურად ეზოს გალავანს ზურგით მივეყრდენი.

-მიპასუხე- სახე კიდევ უფრო ახლოს მოიტანა ჩემთან, გაბედული რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვაკოცებდი, თითქოს მთელი ორგანიზმი მთხოვდა ამის გაკეთებას.

-კი.

-კი რა?

-კი მომწონს.

ეს ვუთხარი და ერთი ხელით, ჩემი სახის გვერდით, კედელს მიეყრდნო.

-საერთოდ რატომ მეკითხები ამას?

-ჩემი რომ ყოფილიყავი,- სახე კიდევ უფრო ახლოს მოწია – მარტო  არ გაგიშვებდი,არავისთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეზე დასალაპარაკებლად. – იმდენად პატარა მანძილი გვაშორებდა ერთმანეთს, ვგრძნობდი მისი ცხელი სუნთქვა როგორ მელამუნებოდა სახეზე.

-გაიწიე.

-რა?- რა თქმა უნდა, რომ უკან არ გაიწია.

-მართლა გაიწიე თორემ..- ვეღარ დავასრულე წინადადება და ვერც დემიენი მიხვდა ვერაფერს სანამ მის ფეხებთან გული არ ამერია.

სასმელს ეიფორია დაემატა, ეიფორიას მოულოდნელობა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ კი დემიენი.

მისი სიტყვები ფხიზელ მდგომარეობაშიც თავბრუს დამახვევდა, ნასვამ მდგომარეობაში კი ამ სიტყვებმა ასმაგად მოახდინეს ზემოქმედება ჩემზე და ფაქტია, ჩემმა სხეულმა ამდენს ვეღარ გაუძლო.. ვერც ვიაზრებდი რა მითხრა, რატომ ან საერთოდ გულახდილად  მითხრა თუ არა ეს წინადადება..მაგრამ ამაზე ფიქრი ორგანიზმმა არ დამაცადა..დემიენმა მაშინვე ხელით დაიჭირა ჩემი შუბლი და თან თმებს მისწორებდა სანამ თავი ისევ ზემოთ არ ამოვწიე.

ვაღიარებ ესე უხერხულად თავი ბოლოს ოქროს ვარსკვლავიდან წამოსვლის დღეს ვიგრძენი.

ძალიან შემრცხვა და მეგონა ამ ფაქტმა საბოლოოდ ხაზი გადაუსვა იმის ალბათობას, რომ დემიენს მოვეწონებოდი.

-ამის დედაც,- რაღაც მაინც ხომ უნდა მეთქვა.

დემიენს გაეცინა, თმები ყურზე გადამიწია, აღელვებული სახე უცბად ისევ პირვანდელს დაუბრუნდა და ირონიულად მითხრა:

-ნუ გეშინია, მთავარია შენმა ჩარლიმ არ დაგინახა.

გამეღიმა, არადა ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუ როგორ ვიყავი თანახმა თუნდაც 100 ჩარლის დავენახე ესეთ მდგომარეობაში ოღონდ მის თვალწინ არ დამმართნოდა ის, რაც დამემართა.

ალბათ, სახეზე შემატყო, რომ ცუდ ხასიათზე დავდექი და არაფრის სურვილი აღარ მქონდა.

-კარგად ხარ? – ცოტა აღელვებული და მზრუნველი ტონით მკითხა.

-მგონი.

-წამოდი.

-რა?

-ისევ გაგიმეორო?- კვლავ დასერიოზულდა.

-სად წამოვიდე?

-სახლში დაგტოვებ, ესეთ მდგომარეობაში აღარ გაჩერდები ამ ადგილას.

-რატომ აღარ გავჩერდები?- შეწინააღმდეგება ვცადე.

-იმიტომ, რომ ცუდად ხარ და დასვენება გჭირდება.

-როდიდან დაიწყე ჩემზე ზრუნვა? – მართლა ვერ ვხვდებოდი მის ასეთ საქციელს. ვერ ვხვდებოდი იმასაც, საერთოდ რატომ მოვიდა აქ და პირველ რიგში, რატომ იყო დაინტერესებული ჩემით.

-ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვავ ქეროლაინ, მე თუ არ წამომყვები, სახლში მომდევო 4 ან 5 საათის განმავლობაში არავინ წაგიყვანს. თუ წაგიყვანს კიდე, შენს პატარა მეგობრებს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო გააჩერებენ.

ამ დროს ჯიბიდან გასაღები ამოიღო და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი მანქანისკენ დაიძრა. უკან არც გამოუხედავს ისე მკითხა.

-მოდიხარ?

-კი.

მანქანას მივუახლოვდი, დემიენს ჩარლის მსგავსად ჩემთვის კარები არ გაუღია, პირდაპირ საჭესთან მოკალათდა და მელოდებოდა სანამ არ ჩავჯდებოდი. გაშტერებული ვიდექი, ვიცოდი ბოლოს მაინც მის მანქანაში ამოვყოფდი თავს, მაგრამ რატომღაც ეგრევე გიჟივით ჩახტომა არ მინდოდა.

დემიენმა ფანჯარა ჩამოწია და ძალიან სერიოზული სახით მითხრა.

-ჩაჯექი ან მივდივარ.

არ ვიცოდი უარი რომ მეთქვა მართლა წავიდოდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, ვერ გავრისკე. ამ ბედნიერ მომენტს ესე მარტივად ხელიდან ვერ გავუშვებდი.

ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, მანქანის კარები გავაღე და ჩავჯექი..მინდოდა მისკენ გახედვა, მაგრამ თავიდან მომერიდა, მერე კი მივხვდი სხვა გზა აღარ დამრჩენოდა, რადგან მანქანის დაძვრას არ აპირებდა. გავხედე, ის კი მწველი მზერით მიყურებდა. ყოველ ჯერზე, როცა თვალებს გავუსწორებდი, მეგონა ჩემს ფიქრებს კითხულობდა და ყველაფერი სააშკარაოზე გამოჰქონდა.

-ღვედი შეიკარი. – მითხრა.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღვედი შევიკარი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მეთვითონაც არვიცოდი რას ვაკეთებდი და ვერ ვხვდებოდი საერთოდ რანაირად აღმოვჩნდი იმ საღამოს დემიენ ლუკასის მანქანაში. ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, ვერ ვიტანდი, ეხლა კი ამ წამს როცა  ერთ პატარა მანქანაში ორივე საერთო ჰაერს ვსუნთქავდით, მას იდეალურ ადამიანად მივიჩნევდი.

ისეთ ეიფორიაში ვიყავი, საერთოდ არ მადარდებდა ჩემი მეგობრები რას იფიქრებდნენ, არც ნამუსი მაწუხებდა, რომ ჩარლისთან პირობა დავარღვიე და არ შევბრუნდი სახლში.

უბრალოდ ბედნიერი წუთები რომ არ დამეკარგა, საერთო მესიჯი მივწერე ყველას „არ ინერვიულო, უბრალოდ ცუდად გავხდი და სახლში წასვლა გადავწყვიტე, ხვალ შეგეხმიანები”.

ეს მესიჯი ღამის 02:12 წუთზე სამ ადამიანს მიუვიდა : რაილის, სკოტსა და ჩარლის.

ბევრი კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ამავდროულად არ ვაპირებდი ჩემი უაზრო

ლაქლაქით ეს მომენტი გამეფუჭებინა.

სიჩუმე ისევ გრძელდებოდა, მე კი უკვე მოურიდებლად ვაკვირდებოდი მისი სახის ყველა
დეტალს,ჩახსნილ პერანგს, ვერცხლისფერ საათს და ბეჭდებს, რომელიც მარცხენა ხელზე
ეკეთა. თმები, როგორც ყოველთვის, იდეალურ მდგომარეობაში ჰქონდა.
ღმერთო რა სექსუალ…

-მაკვირდები?- ფიქრებიდან დემიენის ხმამ გამომაფხიზლა.

-ვერ, ვერ კიარადა არ გაკვდები..უფროსწორედ, არ გაკვირდები.-მეგონა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აღარ ვიყავი,მაგრამ გრძელი წინადადების წარმოთქმა მანქანაში , სადაც უხერხულობის გამო ტემპერატურა საგრძნობლად მომატებული იყო, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

დემიენს გაეცინა, მარჯვენა ხელი თმებში შეიცურა და ისევ გზისკენ გაიხედა.

-რამდენი დალიე?-გაეღიმა.

-მგონი 7 ჭიქა.

მოულოდნელად გაეცინა, კიარ გაეცინა დამცინა, მე კი ვტკბებოდი ამ მელოდიური ხმის მოსმენით.

-შენ რა მართლა ითვლი ჭიქების რაოდენობას?

-ხო, რა მოხდა?- სერიოზული სახით გავხედე.

-არაფერი..- მერე ისევ დასერიოზულდა და ოდნავ სიჩქარეს მოუმატა.

იმდენად უგონოდ ვიყავი სულ დამავიწყდა მისამართის თქმა დემიენისთვის. ნაცნობი ქუჩა დავინახე და მიმართულების მითითება ვცადე:

-ამმ..დებილი ვარ მისამართის თქმა დამავიწყდა..აი ეხლა პირდაპირ და მერე მარჯვ..

-ვიცი, მარჯვნივ, მერე პირდაპირ, მერე ისევ მარცხნივ და მეორე, მწვანე სახლი- მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები მე კი უკვე მერამდენედ დამტოვა ესეთი დაბნეული.

-საიდან იცი სად ვცხოვრობ?

-წინათგრძნობა ალბათ..

-სერიოზულად.-უკვე ცოტა ავნერვიულდი.

ეს ვუთხარი თუ არა, ხმა გავიგე როგორ ჩაკეტა მანქანის ოთხივე კარი.

გულის ცემა გამიხშირდა და იმაზეც კი დავფიქრდი იქნებ მანიაკია და ჩემი გატაცება უნდათქო.

-სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობ, მანქანაში რომ არ უნდა ჩაუჯდე შენთვის არ უთქვამთ?-ამჯერად ჩემკენ არ გამოუხედავს, მეგონა გაეცინებოდა, მაგრამ იმდენად სერიოზული სახით ამბობდა ყველაფერს, მართლა შიშის გრძნობა დამეუფლა.

რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ დამასწრო.

-ნუ გეშინია, ვხუმრობ,- გაეღიმა და მარჯვენა ლოყაზე ღრმული გამოუჩნდა,- ეს ისე ცხოვრებისეული გაკვეთილი, მერე რომ გაითვალისწინო.

ძლივს ამოვისუნთქე, მაგრამ გულის ცემა მაინც 10მაგად მქონდა მომატებული.

-ჰა-ჰა რა სასაცილოა- სერიოზული სახით ვუთხარი- საიდან იცი სად ვცხოვრობ?-ძალა

მოვიკრიბე და ვკითხე.

-გარკვეული კავშირები მაქვს.

-ჩემი სახლის ცოდნასთან რა შუაშია „კავშირი”- დავიჯერო მითვალთვალებდა?

-არ მიყვარს ბევრ კითხვებს რომ მისვავენ.

-მართალი ხარ, არც მე, მაგრამ ისიც არ მიყვარს უცნობებმა ჩემი სახლის მისამართი რომ იციან.

ვუთხარი და ისევ გამომხედა, კვლავ გამიღიმა. იცოდა, რომ ეს ღიმილი და მისი თვალები აზროვნებას აკარგვინებდა ადამიანს. მისი უნაკლო სახე, ამავდროულად, იმდენად მისტიურიც იყო, რომ ყველანაირი პერსონაჟის როლს მოირგებდა. სერიული მკვლელიც რომ ყოფილიყო აუცილებლად წარმატებული იქნებოდა, რადგან ყველას და ყველაფრის მოჯადოვებას შეძლებდა თავისი თვალისმომჭრელი გარეგნობით.

როცა მიხვდი პასუხის გაცემას არ აპირებდა, დროებით გრძნობები გვერდზე გადავდე და კითხვა კიდევ გავუმეორე.

-მითხარი, საიდან იცი ჩემი სახლის ადგილმდებარეობა.

მძიმედ ამოისუნთქა გზისთვის თვალი არ მოუწყვეტია და ისე მითხრა.

-იმ დღეს, ოქროს ვარსკვლავიდან ჩარლისთან ერთად რომ გამოხვედი…-მომენტებში ჩერდებოდა, რატომღაც უჭირდა ამ წინადადების თქმა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა, რომ როგორმე წარმოეთქვა ეს სიტყვები.- მოკლედ, როცა ჩარლისთან ერთად გამოხვედი, ცოტახანში მეც გამოვედი, თან საქმე მქონდა და..-ჩაახველა, ხელი ისევ თმაში შეაცურა და გააგრძელა.- და ბარემ უკან გამოგყევით, ვიფიქრე ჩარლიმ რამე..

-ჩარლიმ რა რამე?-ვერაფერს ვხვდებოდი, დემიენი კი ლაპარაკში კიდევ უფრო ავლენდა თავის უცნაურ ხასიათს.

-მეთქი ჩარლიმ რამე არ დაუშავოსთქო.

გამეცინა, მართლა გამეცინა და მეგონა ისევ ხუმრობდა, მაგრამ ამჯერად სერიოზული გამომეტყველება არ გამქრალა მისი სახიდან.

-ჩარლის რა უნდა დაეშავებინა ჩემთვის?

-მე რომ უარი ვუთხარი სამსახურზე, ვიფიქრე გაბრაზებულს შენი საშუალებით არ ეძია შური ჩემზე. – გამომხედა და ისევ ღრმად ამოისუნთქა, თან ხელებზე დამხედა, რომელიც ნერვიულობისგან ერთმანეთზე იყო გადაჩაჭვული.

-ჩარლის? რა შურისძიებაზე ლაპარაკობ-ისევ გამეცინა-ან შენთან მე რა შუაში ვარ საერთოდ?

-საერთოდ არ მეცინება- ვიგრძენი ეწყინა ჩემი დამცინავი ტონი.

-და გინდა თქვა, ნორმალურ საქციელად მიგაჩნია ის, რომ სათვალთვალოდ გამოგვყევი მე და ჩარლის?- აშკარად ძალიან გავთამამდი და არ ვიცი კარგი იდეა იყო თუ არა ეს.

-არაფრის თქმა არ მინდა ქეროლაინ,-ტონს აუწია,- უბრალოდ, მეგონა ჩემ ჯინაზე იმ დღიდანვე დაიწყებდა გაუთავებელ მცდელობას რომ შენს საცვლებში ჩამძვრალიყო.

თვალები გამიფართოვდა ამ სიტყვების მოსმენისგან, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი დიალოგი წარიმართებოდა მე და დემიენს შორის.

-სისულელეს ამბობ და გთხოვ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ.- ფანჯარაში გავიხედე, ვეღარ უძლებდა ჩემი ორგანიზმი მის ასეთ მზერას.

ჩემს სიტყვებზე თავი გააქნია და ჩაეცინა:

-ისე ნუ იქცევი, ვითომ პირველად გესმოდეს ესეთი რაღაც.

-კი, ჩემი მისამართით პირველად მესმის.- ვგრძნობდი ტემპერატურამ კვლავ როგორ იმატა, გაბრაზებული მძიმედ სუნთქავდა და მეშინოდა ისევ იგივენაირად არ ეტკინა გული თავისი სიტყვებით.

სიჩუმე ცოტახანს გაგრძელდა, გზა კი უსასრულო მეჩვენებოდა. მაგრამ მოვიტყუები, რომ გითხრათ, არ მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნათქო.

-არაფერს იტყვი?- დუმილი ამჯერად მე დავარღვიე.

ხმა კვლავ არ გამცა, არვიცი ნანობდა თუ არა თავის სიტყვებს, მაგრამ ფაქტია არ აპირებდა იმის თქმას, რაც ცოტახნისწინ წამოცდა.ზედმეტი მიხვევ-მოხვევების გარეშე მარტივად დავრწმუნდი, რომ იმ დღეს დემიენ ლუკასმა მართლაც იეჭვიანა ჩემზე და ეს ეჭვიანობა ცოტა პათოლოგიურადაც კი გამოავლინა.

-საავადმყოფოში..დედაჩემის ხარჯები შენ გადაიხადე?

თვალები ორი წამით დახუჭა, ისევ გაახილა და გზას მიაშტერდა.

-მიპას..

-გავიგე ქეროლაინ,-უცბად გამაწყვეტინა სიტყვა და თქვა: – კი, დაგინახე როგორ გიჟივით

გავარდი საავადმყოფოში, მეც უკან გამოგყევი…და მერე გავარკვიე, რომ დედაშენი გამხდარა ცუდად.

-ჩუმად რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?- ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო უაზროდ კუდში დევნა, როცა შეიძლებოდა იგივე სცენარი უფრო ნორმალური, ცივილური გზით განვითარებულიყო.

-ჩუმად მე არაფერს ვაკეთებ.

-მაშინ რატომ არ მნახე იმ დღეს, თუ ჩემი დახმარება გინდოდა ან საერთოდ რატომ მითვალთვალებდი..

-ამის დედაც, გაჩუმდი ქეროლაინ, ეს ადრეც გითხარი და ეხლაც გეუბნები, რომ შენ არ გეხება მე როდის რას გავაკეთებ, რას გადავიხდი და საერთოდ როგორ ვიცხოვრებ.

-რას გადაწყვეტ და როგორ მოიქცევი ეგ შენი ნებაა, მაგრამ ისე ნუ იცხოვრებ, რომ მთელი სამყარო მარტო შენი გეგონოს, სხვისი თვალთვალი კი ნამდვილად არ არის კარგი საქ..

-შეგიძლია უბრალოდ მადლობა თქვა და გაჩუმდე.- ხელები საჭეს მოუჭირა და რამდენადაც შეეძლო მშვიდად მითხრა.

-მადლობა.-სწრაფად ვუთხარი, არმინდოდა ისევ მისი განრისხება, მაგრამ როგორც ჩანს ამ პასუხმაც არ დააკმაყოფილა.

-ეგ არ მიგულისხმია.- ღმერთო რა რთული პიროვნებაა! მადლობა მითხარიო, ვუთხარი და მაინც უკმაყოფილო დარჩა.

როგორც იქნა გამოჩნდა ჩემი სახლიც, საათს დავხედე, სამის ნახევარი გამხდარიყო, მის გვერდით გატარებული 18 წუთი კი ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდა.

მინდოდა მეკითხა, საიდან გაიგო ჩემი ნომერი და ადგილსამყოფელი, მაგრამ ვიცოდი უხეშ სიტყვებს ვერ ავცდებოდი; ამიტომ მოსალოდნელ უხერხულ სიტუაციას თავი ავარიდე.

მანქანა გააჩერა. საჭეს მარჯვენა ხელი მოაშორა და მოულოდნელად მკითხა:

-კარგად ხარ?- კარგად ყოფნაში არ ვიცი ემოციური მდგომარეობა იგულისხმა თუ ფიზიკური, მაგრამ ორივე შემთხვევაში იგივე პასუხს გავცემდი.

-უკეთესად.

-ბოდიში, ხანდახან ვერ ვაკონტროლებ უხეშად წარმოთქმულ სიტყვებს.- იმდენად მომნუსხველად ლაპარაკობდა, ნებისმიერი წყენას დაგავიწყებდა.

არვიცი რამ მიბიძგა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს სიტყვები წარმოვთქვი:

-ლამაზი თვალები გაქვს.

სახე გაუბრწყინდა, ჩემსავით არ ელოდა, რომ ამ სიტყვებს ვიტყოდი. ისე საყვარლად გაეღიმა ჩავეხუტებოდი, რომ შემძლებოდა.

-უთქვამთ,- ღიმილს ვერ იკავებდა და ვერ ვხვდებოდი ესე ძალიან რატომ ახარებდა ჩემი კომპლიმენტი.

მეგონა მორჩა ჩვენი დიალოგი, მაგრამ უცბად საუბარი გააგრძელა.

-შენი თვალები კი ბევრად სუფთა და წმინდაა.. – მზერა მომაშორა და სადღაც უსასრულობაში გაიხედა. როგორც ჩანს, მისი ეს წინადადება ბევრად მეტ შინაარსს იტევდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.

მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა კი პეპლები აათამაშა ჩემს მუცელში.

ისევ გამომხედა, კვლავ ღიმილი დატყობოდა სახეზე, მეც გამეღიმა, თან მის სახეს ვაკვირდებოდი, ცოტა ახლოს წამოწია სახე, თვალებს არ მაშორებდა, თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით პირველი ვინ გაიხედავდა. არასდროს მიყვარდა ადამიანების თვალებში ყურება, ყოველთვის ვიმორცხვებოდი და პირველი მე ვიხედებოდი განზე, მაგრამ მისი თვალები…იმდენად უცხო და არაამქვეყნიური იყო ცდუნების გაძლება და გვერდზე გახედვა უფრო რთული მეჩვენებოდა. მერე ტუჩებზე დავხედე, მანაც გაიმეორა ჩემი თვალების მოძრაობა..არმეგონა თვალებში ყურება თუ ამდენი ემოციების გამომწვევი და ინტიმური შეიძლება ყოფილიყო..

-ალბათ, არ ფიქრობ, რომ გაკოცებ ხო? ცოტახნისწინ არწყიე..- ეს იდეალური მომენტი მისმა სიტყვებმა დაარღვია. ცინიკური სახით შემომხედა, მე კი მეწყინა..ისევ სულელად ვიგრძენი თავი..

-რა სისულელეა.- ჩამეცინა, თითქოს უკვე არ მქონდა წარმოდგენილი, როგორ მოჰქონდა სახე კიდევ უფრო ახლოს და როგორ ეხებოდა მისი ტუჩები ჩემსას.

-შენი თვალები სხვა რამეს ამბობენ.. მზერა არ მოგიშორებია ჩემი ტუჩებისთვის.-ისევ ეს ცინიკური საუბარი, გავბრაზდი და ვუთხარი:

-იოცნებე.- მინდოდა ამ დრამატული სიტყვებით დამეტოვებინა მისი მანქანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარები ჩაკეტილი იყო.

იძულებული გავხდი ისევ შემეხედა მისთვის, გამარჯვებული მზერით მიყურებდა.

-მადლობას არ გადამიხდი?

-მადლობა.

ვუთხარი და კვლავ გავიგე ხმა, რომელიც მამცნობდა, რომ მანქანის კარებები გაიღო. ისევ მომნუსხველი ღიმილი მომაპყრო და მითხრა:

-ნახვამდის ქეროლაინ.

-მომავალ შეხვედრ…ნახვამდის -უცბად გადავაკეთე სიტყვები. იქნებ საერთოდ არ აპირებდა მეტჯერ ჩემ ნახვას.

ყველაზე მეტად არ მინდოდა მისი მანქანის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, გადმოვედი; ნელი ნაბიჯით და იმ იმედით, რომ არ წავიქცეოდი, სახლის კარებისკენ დავიწყე სვლა. მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ინტერესი მკლავდა ისევ უკან გამეხედა და კიდევ შემეხედა მისთვის, მაგრამ როგორღაც ძალა მოვიკრიბე და მივხვდი, უკეთესი იქნებოდა თუ მეტ ყურადღებას არ მივაქცევდი.

გასაღები შევარჭე კარებში, ორჯერ გადავატრიალე; შიგნით შევაბიჯე და სანამ კარებს მოვხურავდი, გავიგე თუ როგორ დაიძრა მანქანა, რომელიც დემიენთან ერთად გაუჩინარდა ნაითვილის ქუჩებში.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 6b204c6b
)

//qc
//QC2