დაკავშირებული – თავი 8. წვეულება
// qc

დაკავშირებული - თავი 8. წვეულება

Array
(
[text] =>

     უნივერსიტეტში დაბრუნებიდან ერთი კვირა გავიდა და ყოველ დღე ვგრძნობდი როგორ მემატებოდა დაკარგული ძალები და ენერგია. დედაჩემს საბოლოოდ გამოვუტყდი, რომ სამსახურიდან წამოვედი. რეალური მიზეზი არ მითქვამს უბრალოდ ავუხსენი, რომ ძალიან დამღლელი იყო ოქროს ვარსკვლავში მუშაობა, დედამაც რა თქმა უნდა გამიგო და მითხრა, რომ უმჯობესი იყო სწავლისთვის მიმეხედა და სამსახური დროთა განმავლობაში თავისითაც გამოჩნდებოდა. აი კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მიყვარს ესე ძალიან სოფი, ყოველთვის შეუძლია გამოსავალი დაგანახოს ყველაზე უიმედო და რთულ სიტყუაციებშიც კი. მართალია თუ რამე ფულს არ ვიშოვიდი ამ სემესტრით დამთავრდებოდა ჩემი სწავლა განათლება, მაგრამ იმედი მაინც მქონდა იმისა, რომ რაიმე გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდი. 

მიუხედავად იმისა,რომ უნივერსიტეტში ბევრი მეგობარი არ მყავდა,პარასკევი დილა უილიამ ჯენერის წვეულებაზე საუბრით დაიწყო. უილიამი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან იყო, ფულით განებივრებული და ერთი შეხედვით მიხვდებოდით როგორ ცდილობდა გარდატეხის ასაკში საკუთარი თავის პოვნას. მუქი ყავისფერი თმები მოყვითალო ფერის საღებავით ჰქონდა შეღებილი, მის პატარა ცხვირს კი პირსინგი ამშვენებდა. მალევე ხმები გავარდა იმის შესახებ,რომ უილიამი გეი იყო. არ ვიცი თავდაცვის მიზნით თუ ბუნებრივად, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხმების გავრცელების შემდეგ უილიამმა შეყვარებული გაიჩინა, ელიზაბეტ ბენეტი, საკმაოდ უბრალო გოგო. აი ისეთი კარგსაც რომ ვერ იტყვი და ვერც ცუდს, მოკლედ თავს რომ არ დაგამახსოვრებს ისეთი.ზოგადად, არ ვარ სოციალური და არ მიყვარს უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მაგრამ როცა ლექციიდან გამოსვლისას ელიზაბეტი, რომლისთვის ერთხელაც არ მაქვს გამარჯობა ნათქვამი, შემეჩეხა, გაღიმებული მზერით მომაშტერდა და ისე მომესალმა თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით, იძულებული გავხდი მეც გამოვლაპარეკებოდი.

-ჰეი ქერ.

-დილამშვიდობისა ელიზაბეტ- მეც გავუღიმე თან გამეცინა უკვე შემოკლებული სახელით რომ მომმართა.

-მოკლედ ბევრ დროს არ წაგართმევ- უცბად რაღაც ფლაერი მომაჩეჩა და სანამ დავხედავდი წაკითხვაც არ დამაცადა და საუბარი გააგრძელა- უილიამი წვეულებას აკეთებს თავის სახლში, მისი მშობლები საზღვარგარეთ არიან და მთელი სახლი მის განკარგულებაშია, თითქმის ყველას შევატყობინე შენი განნუყრელი მეგობრების მაილის და სკოტის გარდა და იქ..

-რაილი და სკოტი- შევუსწორე

-ხო რა მნიშვნელობა აქვს-თავისი წვრილი ხმით ჩაიცინა და გააგრძელა- და იქნებ შენ შეატყობინო, უილიამს უნდა რომ მთელი უნივერსიტეტი მოვიდეს.

-კარგი, გადავცემ.

-აუცილებლად გადაეცი და აუცილებლად მოდით- ისევ ყალბად გამიღიმა და მაინც ვერ ვხდებოდი რატომ უნდოდა ესე ძალიან ჩვენი ამ რაღაც წვეულებაზე მოსვლა.

-კარგი აუცილებლად გადავცემ- თან სვლა განვაგრძე, ზარი დაირეკა და მაგვიანდებოდა ლექციაზე.

-და აუცილებლად მოხვაალთ- უკნიდან მომაძახა ელიზაბეტმა და როცა აუდიტორიის კარი შევაღე, ამოვისუნთქე. 2 წუთიანმა დიალოგმაც დაღლა იცის თუ უინტერესო და გაუგებარ ადამიანს ელაპარაკები.

ლექციებიც როგორც იქნა დამთავრდა, წინა დღეს ღამის თენების შედეგად დაწერილი რეფერატი ჩავაბარე ლიტერატურის ლექტორს, ფურცლების რაოდენობამ კი კმაყოფილება ასახა როგორც ლექტორის ისე ჩემს სახეზეც. სახლში მისვლისთანავე რაილის დავურეკე შევატყობინე უილიამის წვეულების შესახებ, თან მოვატყუე, რომ მეჩქარებოდა და დრო არ მქონდა სკოტისთვისაც რომ დამერეკა, შესაბამისად ეს მოვალეობა რაილიზე გადავიდა, რომელიც არამგონია ნაწყენი დარჩენილიყო იმ შესაძლებლობით, რომ სკოტს დაურეკავდა.

თავიდან მეზარებოდა და არ მიმაჩნდა საჭიროდ წვეულებაზე წასვლა, ბევრს არც ვიცნობდი და თუ ელიზაბეტის სიტყვებს გავითვალისწინებდი და იმ ფაქტს რომ ჩვენც დაგვპატიჟეს ესეიგი წვეულებაზე მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა.როცა განწყობაზე ვარ მიყვარს ცეკვაც სმაც და გართობაც, მაგრამ ამჯერად დიდად გული არ მიმიწევდა წვეულებაზე, სადაც უამრავ მთვრალ სხეულსა და ჰორმონებს აყოლილ თინეიჯერ წყვილებს შევხვდებოდი. ამის მიუხედავად რაილიმ მაინც დამითანხმა, როგორც აღმოჩნდა სკოტიც მოდიოდა თავის კალათბურთის გუნდელებთან ერთად. მოკლედ ჩემი სურვილის მიუხედავად ამ საღამოს მაინც მივდიოდი უილიამ ჯენერის წვეულებაზე.

საათს დავხედე ჯერ 6 ხდებოდა, ანუ ბევრი დრო მქონდა მანამ, სანამ მომზადებას დავიწყებდი .მეც ლეპტოპი მოვიმარჯვე და წერა გავაგრძელე. ოქროს ვარსკვლავიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი თავისუფალი დრო დამრჩა და იმას თუ გავითვალისწინებთ როგორ მიყვარს წერა ,მეც წერა დავიწყე. უბრალოდ დღიურის წერა, მაგრამ ამ „დღიურს” ისე ვწერდი, გულის სიღრმეში ვოცნებობდი რამე საინტერესო მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში, რომ შემდეგ ეს დღიური წიგნად მექცია.

წერას როცა მოვრჩი, ფეისბუქი გავხსენი და შევამჩნიე წითელი ერთიანი, რომელიც მამცნობდა რომ ვიღაც მეგობრებში დამატებას მთხოვდა. მეც გავხსენი და გაგიკვირდებათ ვინ აღმოვაჩინე- ჩარლი ჯოუნსი, სწორედ ის ჩარლი ვის გამოც სამსახური დავტოვე. რეალურად იგი არ იყო რეალური მიზეზი ჩემი სამსახურიდან წამოსვლისა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად მაინც შეგვიძლია დავასახელოთ. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაშინვე მის გვერდზე შევედი და სურათების თვარიელება დავიწყე.

 როგორც ადრე გითხარით, სიმპატიური ბიჭი იყო ჩარლი ჯოუნსი, რადგან ქერა და ცისფერთვალებებს ყოველთვის საუკეთესო კატეგორიის ბიჭებად მივიჩნევდი. სურათების თვალიერებაში ჩარლი ჩათშიც გამომეხმაურა, თბილად მომიკითხა და დიდხნიანი საუბრის შემდეგ გამახსენდა, რომ წვეულება ახლოვდებოდა. მეც გადავწყვიტე ჩარლისთვისაც გადამეცა ეს სიახლე და ვთხოვე წვეულებაზე ჩემთან ერთად წამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი ჩემ გარდა იქ არავის იცნობდა, არამგონია ელიზაბეტს წყენოდა კიდევ ერთი ადამიანის წამოსვლა უილიამის წვეულებაზე. ჩარლიც სიახლის გაგებისთანავე მომენტალურად დამთანხმდა და რატომღაც კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. შევთანხმდით, რომ სახლთან მომაკითხავდა. როგორც ჩანს თავისი შეგროვებული ფულით მანქანა უყიდია და თან მუშაობაც დაიწყო ერთ-ერთ საცხობში და მთხოვდა მეც მეცადა ბედი ამ ადგილას სამსახურის დასაწყებად. ვუთხარი ჯობდა ამ თემაზე ლაპარაკი შემდეგ გაგვეგრძელებინა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც გამზადება დავიწყე.

არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე. კაბა მოკლე და ცოტა მოტკეცილი იყო, მაგრამ სარკეში ჩახედვისას ძალიან მომეწონა ჩემი ანარეკლი. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟის ტარება დიდად არ მიყვარს, ამჯერად მუქი წითელი პომადა წავისვი და თვალები მუქი ლაინერით დავიხატე, ჩემი შედევრი კი არც თუ ისე ცუდი გახლდათ. მალე ტელეფონზე ჩარლიმ დამირეკა, ჩანთა ავიღე დედას დავემშვიდობე და თან გავაფრთხილე, რომ გვიან მოვიდოდი სახლში ან რაილისთან დავრჩებოდი, შემდეგ კი კარი გავაღე და უხერხულად მდგარ ჩარლის შევეგებე.

გარეთ დაბნეული იდგა, დიდხანს მიყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო. გამეცინა, ახლოს მივედი და გადავკოცნე. თვალები სწრაფად დაახამხამა და თმაში ხელი შეიცურა.

-არაჩვეულებრივად გამოიყურები ქეროლაინ, როგორც ყოველთვის- თან ხელი გამომიწოდა, კიბეებზე მაღალქუსლიანებით მარტივად რომ ჩამოვსულიყავი.

-იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თითქმის ყოველ დღე რესტორნის ფორმაში გამოწყობილს მხედავდი.- ჩემ სიტყვებზე ჩამეცინა. თან ჩარლის მანქანას მივუახლოვდით, ჯენტლმენივით კარი გამიღო და მეც სავარძელში მოვკალათდი. ღვედები შევიკარით და გზას გავუდექით.

ჩარლის მისამართი ავუხსენი ისიც ვუთხარი როგორ სიტუაციაშიც ამოვყოფდით თავს, მაგრამ როგორც ჩანს ჩარლის არ აწუხებდა ის ფაქტი რომ ასობით უცნობ თინეიჯერთან ერთად ყოფნა მოგვიწევდა. პარალელურ რეჟიმში რაილისაც შევეხმიანე, ვიცოდი, რომ სკოტთან ერთად მოდიოდა და მასთან ერთად მეც ვერვმალავდი აღტაცებას, გული მირძნობდა, რომ ამ ორს შორის სულ მალე დიდი ცვლილებები მოხდებოდა და რომ მათი მეგობრობა დიდ ტრანსფორმაციას განიცდიდა.

ჩარლიმ ორ წუთიანი სიჩუმე დაარღვია.

-ნერვები მეშლება.

-რაზე?- ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და გაკვირვებული სახით გავხედე.

-იმ კაცზე, ოქროს ვარსკვლავი ვისაც ეკუთვნის, შენს უფროსზე რა.-სიტყვა კაცზე გამეცინა, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ ლუკასი თავის ასაკთან შედარებით ბევრად დიდი ფულის პატრონი და წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, კაცად მაინც ვერ აღვიქვავდი, ალბათ 25 წელი ჯერ კიდევ ბიჭად ყოფნის ასაკად მიმაჩნდა.

-ჩემი უფროსი აღარ არის.

-ხო ვიცი, ზუსტად მაგიტომ მეშლება ნერვები, დრო გადის, მაგრამ ნამუსი ისევ ისე მაწუხებს, უფრო მეტად თუარა.-მოწყენილი გამომეტყველება მიიღო, თან საჭეს ხელები უფრო მჭიდროდ მოუჭირა.

-ჩარლი, ნამუსი არ უნდა გაწუხებდეს და შენ არაფერ შუაში არ ხარ, უბრალოდ თანამშრომლობა ასეთ ადამიანთან , რომელიც დაგამცირებს და უსუსურ არსებად გაგრძნობინებს თავს, არამგონია ვინმეს მოწონდეს.

-ქერ, მართლა მაინტერესებს მარტო ეგ იყო მიზეზი?- მზერა უცბად მე მომაპყრო, რამაც ცოტა არ იყოს დამაბნია.

-რისი მიზეზი?

-შენი წამოსვლის.

-არამგონია კიდევ რაიმე მიზეზი ყოფილიყო საჭირო იმისთვის, რომ წამოსვლა გადამეწყვიტა.- ისევ გზას გავხედე.

-მესმის, მაგრამ თან არ მესმის, იმას ვგულისხმობ, რომ ცუდი უფროსები ბევრს ჰყავს. ეშმაკი ატარებს პრადას მაინც ხომ გაქვს ნანახი- ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა, მეც თავი დავუქნიე და შემდეგ ისევ სერიოზული სახით განაგრძო- ხოდა არამგონია მაგაზე უარესი ყოფილიყო, მართალია ცუდად მოიქცა, მეც ნერვები მეშლება, მაგრამ ამის გამო ყველაფერზე უარის თქმა იქნებ არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

ჩარლის სიტყვებმა ცოტა დამაბნია, რა თქმა უნდა, მისი ცივი სიტყვები და ჩემი დამცირება არანაკლები მიზეზი იყო იმისთვის, რომ სურვილი აღარ გამჩენოდა სამსახურში მისვლის, მაგრამ როგორც ჩარლიმ თქვა ამის უკან მართლაც ბევრად უფრო დიდი რამ იდგა ვიდრე უბრალოდ „ცუდი” „არასამართლიანი” უფროსი.

მისტერ ლუკასი იმაზე მეტად მომწონდა ვიდრე უნდა მოწონდეთ ადამიანებს ერთმანეთი და ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ეს გრძნობა არ იყო საერთო. ამ ადამიანმა დამამცირა და გული მატკინა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელშიც ყოველთვის დავინახავდი მას, ვერ გავაგრძელებდი. რა თქმა უნდა, ჩარლისთან ამას არ ვაღიარებდი, მაგრამ ყველაფერი საკმაოდ ნათელი იყო ჩემთვის.

-არ ვიცი, რაც იყო იყო, მოდი აღარ ვილაპარაკოთ სამსახურზე, განსაკუთრებით მისტერ ლუკასზე და უბრალოდ გავერთოთ, კარგი? – ღრმად ამოვისუნთქე და ჩარლიმაც მაშინვე შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი.

ამ დიალოგის შემდეგ დარჩენილი გზა სიჩუმეში გავატარეთ, ძველმა გრძნობებმა ისევ თავი შემახსენა და რაღაცნაირად ცუდად მაგრძნობინა თავი..

                                                                                       * * *

მე7 ჭიქის მერე ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება.ზოგ პრობლემას ივიწყებ,ზოგს პირიქით იხსენებ და ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც არ გინდა რომ მოხდეს.

წვეულებაზე განსაკუთრებული თავიდან არაფერი მოხდა, უილიამი და ელიზაბეტი ხელიხელ ჩაკიდებულები შეგვეგებნენ მე და ჩარლის, ელიზაბეტმა თავიდან ცოტა წარბები შეჭმუხნა, ვერ გაეგო ვინ იყო და რა უნდოდა ჩარლი ჯოუნსს უილიამის წვეულებაზე, მაგრამ მალევე ისევ იგივე უშინაარსო გამომეტყველება მიიღო, ბედნიერი საღამოს გატარება, ბევრი დალევა და ცეკვა გვისურვა, უილიამი კი უსიტყვოდ დაგვემშვიდობა და ელიზაბეტთან და თავის ეგრედ წოდებულ ძმაკაცებთან ერთად, რომლებიც ზურგს უკან დასცინოდნენ, დიდი ბასეინისკენ გადაინაცვლა.

მე და ჩარლიმ კოქტეილები ავიღეთ, რამდენიმე ნაცნობს შევხვდი და შემდეგ სკოტსა და რაილის შევუერთდით. ჩარლის ძალიან მოეწონა ჩემი მეგობრები და ჩემ ორ საუკეთესო მეგობარსაც ძალიან მოეწონა ჩარლი, როგორც ჩანს ჩარლი კალათბურთის მოყვარული გახლდათ, რის გამოც საერთო ენა ჩარლიმ და სკოტმა მალევე გმამონახეს. სკოტმა თავისი გუნდელები გააცნო ჩარლის და მალე მე და რაილი მარტო აღმოვჩნდით. რაილი ყველანაირად ცდილობდა ჩემ დათანხმებას, რომ ცოტა მაინც დამელია. რა თქმა უნდა, მე უარზე ვიყავი,ზედმეტად კარგად მახსოვს  როგორი მარცხით დამთავრდა ბოლოს ჩემი და ალკოჰოლური სასმლის ურთიერთობა.

-უნდა დალიო, ხო ხედავ მე როგორ ვერთობი?- რაილი სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა და თავს იტყუებდა ვითომ ძალიან ერთობოდა.

-კი რაილს, ვხედავ როგორც ერთობი.- ვუთხარი და ცალი წარბი ავუწიე.

-იცი დღეს სკოტმა რა მითხრა- მომიახლოვდა და ხელი მაგრად მომიჭირა მაჯაზე.

-რა?- თან სიცილს ძლივს ვიკავებდი ისეთი სახით მელაპარაკებოდა.

-რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურები.- თვალები დახუჭა და გაიღიმა.

-გოგო რო არ ვიყო სკოტს წავართმევდი შენ თავს- თვალი ჩავუკარი და საკმაოდ სერიოზული სახით ვუთხარი, რაზეც რაილიმ ისტერიული სიცილი ატეხა.

-სკოტს არც ჭირდება ჩემი თავის წართმევა, ისედაც სხვა მოწონს.

-სკოტს ზუსტად ისე მოწონს სხვა, როგორც შენ ის შენი გამოგონებული ახალი „მეგობარი ბიჭი”.

-არივიცი, წავედი მე კიდე უნდა დავლიო და უნდა შემომიერთდე, თორე მეწყინება- ისეთი მიამიტი სახე მიიღო, მივხვდი სხვა გზა არ მქონდა და მეც დავთანხმდი.

-კარგი, ოღონდ იცოდე მარტო ერთი ჭიქა.- ვუთხარი თუ არა ხელი ჩამკიდა და წინ გამიძღვა მაგიდისკენ სადაც სასმელები იდო.

-ყველაფერი ერთი ჭიქით იწყება პატარავ. -არვიცოდი, მაგრამ იმ მომენტში რაილიზე მართალი სიტყვები თურმე არავის უთქვამს…

როგორც გითხარით, მე7 ჭიქის მერე ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება. მე7 ჭიქა გადავკარი და მივხვდი, თურმე საკმაოდ კარგი შეგრძნებაა, როცა ორგანიზმი ალკოჰოლით გევსება, თითქოს ახალ სხეულში ძვრები და იმას აკეთებ, რასაც შენი ნამდვილი მე არ გააეკთებს, ან იქნებ პირიქით, ზუსტად იმას აკეთებ რისი გაკეთებაც შენ ნამდვილ მეს უნდა.. ბევრი ცეკვის და სისულელეების კეთების მერე მივხვდი ზოგს ესე ძალიან რატომ უყვარს დალევა. მეგონა სხვა ადამიანი ვიყავი და მთელი სამყარო მე მეკუთვნოდა. ჩემი ასოციალურობის მიუხედავად, უცნობ ადამიანებთან ამდენი არასდროს მილაპარაკია, ერთი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი ჯეიმი გავიცანი, ბებრი ვიცეკვეთ, მაგრამ როცა ცეკვის დროს სხვანაირი მოძრაობები დაიწყო და ხელები ბარძაყებს ქვემოთ ჩააცურა ჩემმა ნამდვილმა მემ გაიღვიძა, გამოფხიზლდა და ცოტა უკან დაიხია ჯეიმისგან. ჯეიმის გაუკვირდა და სიცილი დაიწყო, ალბათ საკმაოდ ბავშვური და მორცხვი მოვეჩვენე, რის გამოც ცინიკურად შემომხედა და ყურში მკითხა.

-ბიჭი არასდროს შეგხებია არა?- ისეთი ხმა ქონდა დამბურძგლა მთლიან სხეულში და სისხლი გამეყინა, ნასვამმა ძლივს წარმოვთქვი საჭირო სიტყვები.

-მგონი ამის განხილვა არ იქნება საინტერესო.- ვუთხარი და დიდ ვერანდისკენ დავიძარი, რომელიც ბასეინს გადაჰყურებდა. უკნიდან კი მისი ხმა გავიგონე:

-სად მირბიხარ პატარავ, მოდიი გავერთოთ.

მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და გზა ისე გავაგრძელე უკან არც მომიხედავს. ყველა ბიჭი ერთნაირია, ვფიქრობდი ჩემთვის,  ხანდახან მგონია სექსუალური ურთიერთობების გარდა არაფერი აინტერესებთ..ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ვცდილობდი გახსენებას რა მოხდა ამ რამდენიმე საათის განმავლობაში. არც ვიცოდი რაილი სად იყო ან ჩარლი ან სკოტი…თავს მარტო ვგრძნობდი და გულის რევის შეგრძნებაც მეუფლებოდა ჯეიმის და მისი ხელების გახსენებისას. სკამზე დავჯექი და არსებულ ხმაურში ვცდილობდი სიმშვიდე მეპოვნა. ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა რომელიმე ჩემი მეგობარი, შიგნით შესვლას კი მარტო არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი. ვგრძნობდი თვალები როგორ მეხუჭებოდა და ძალა როგორ მეცლებოდა ფეხებიდან, სანამ ტელეფონის ზარმა არ გამომაფხიზლა. ნომერს დავხედე და დაფარული იყო. არ მიყვარს უცხო ნომრების აღება, მეგობარი არ მყავს იმდენი, რომ არ ვიცოდე ვინ დამირეკავს დაფარული ნომრით. მეც უბრალოდ გავუთიშე როცა მივხვდი, რომ თვითონ არ აპირებდა გათიშვას. ორ წუთში ისევ დაფარული ნომრისგან შემოვიდა ზარი და გაბრაზებულმა ყურზე მივიდე ტელეფონი, როცა ისევ შემოვიდა ზარი ჩემ თავზე გამეცინა, იმდენად მთვრალი ვიყავი დამავიწყდა ტელეფონზე ბლოკის მოხსნა და ისე აღება, მეც ეკრანს კიდფევ ერთხელ დავხედე, ავიღე და პირდაპირ ვუთხარი.

-სხვაგან მოხვდით.

-ქეროლაინ.- მხოლოდ ერთი სიტყვის მოსმენაც საკმარისი იყო ჟრუანტელის დასავლელად.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment 🙂 <3 

[text_hash] => ee0c8382
)

//qc
//QC2