დაკავშირებული – თავი 7. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
// qc

დაკავშირებული - თავი 7. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

Array
(
[text] =>

-უიმეე, არ მევასება ეგეთი ამაყი და უსამართლო ტიპები, კარგია რო წამოხვედი მაგ ადგილიდან- რაილიმ კმაყოფილი სახით წარმოთქვა ეს სიტყვები.

-მეკიდე მაინც ვერ ვხვდები რატო წამოხვედი ამის გამო სამსახურიდან- სკოტი ისევ თავისას აგრძელებდა, თან ცალ ყურში ყურსასმენი ეკეთა, რის გამოც ხმამაღალი ტონით ლაპარაკობდა.

-რას ნიშნავს ვერ ხვდები სკოტ? ჯერ იყო კეთილი საქმე გააკეთა ვითომ და ქეროლაინს სამსახური ესე მარტივად დააწყებინა, მერე კიდე ზუსტად ეგრე მარტივად უკან წაართვა! – რაილი უკან არ იხევდა და ჩემი ამბის მოყოლა პატარა „საქმის გარჩევაში” გადაიზარდა. მე კი ჩუმად ვიჯექი და რაილის და სკოტს ვუსმენდი, თან უგემურ იოგურტს მივირთმევდი და ხანდახან კაფეტერიაში მყოფი სტუდენტების სახეებს ვაკვირდებოდი, არმინდოდა ვინმეს ყურადღება მიგვექცია ჩემი უაზრო, სასიყვარულო თუ კარიერული ცხოვრების გარჩევით.

-პირველ რიგში, -სკოტი უფრო დასერიოზულდა, ცალი ყურიდან ყურსასმენი გამოიღო და კიდევ უფრო მეტად ჩაერთო პოლემიკაში- სამსახური მისტერ ლუკასს არ წაურთმევია ქეროლაინისთვის, ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მეორე რიგში კი…

არ დავასრულებინე სკოტს ის, რაც უნდა ეთქვა და საბოლოოდ მეც ამოვიღე ხმა:

-არ აქვს მაგ ყველაფერს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ შთაბეჭდილება გამიფუჭდა მაგ ადამიანზე და არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მე მეგონა, ისეთი არასამართლიანი და გაბოროტებული მომეჩვენა იმ დღეს, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა, ისე სულელად და მიამიტად ვიგრძენი თავი, ეს დამცირება მგონია ცხოვრების ბოლომდე გამყვება- გაბრაზებულმა ხელი მაგრად მოვუჭირე იოგურტის პლასტმასის ყუთს და ღრმად ჩავისუნთე, არ მინდოდა ისევ ნერვებს ავყოლოდი.

-კი ქეროლაინ, იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ არასწორედ მოიქცა, როცა ესე უხერხულად გაგრძნობინა თავი, მაგრამ აი რაც არ მესმის ის არის, რომ გოგოები არასდროს უკვირდებით იმას თუ რა დგას ბიჭის საქციელის უკან- სკოტს მოეწონა თავისი ფილოსოფიურად წარმოთქმული სიტყვები და ამაყი მზერით მომაშტერდა თავისი ლურჯი თვალებით.

-რას ნიშნავს რა დგას?- გაკვირვებულმა ვკითხე და ბოლო ლუკმა ჩავიდე უგემური იოგურტის.

-რა და მიზეზი.

-არამგონია უსამართლობას და ცუდ პიროვნულ მანერებს რამე მიზეზი სჭირდებოდეს.

-ხო, მეც ვერ ვხვდები რა სისულელე გინდა ეხლა უცბად მოიგონო.- რაილიმაც ჩემი მხარე დაიჭირა.

-არაფრის მოგონებას არ ვცდილობ, უბრალოდ ქერ მომისმინე, როგორც შენ უახლოეს მეგობარს, რომელიც ბიჭია და შეიძლება გოგო მეგობარზე უკეთესი რჩევა მოგცეს მსგავს სიტუაციებში- სკოტმა ნიშნის მოგებით გახედა რაილის, რაილიმ კი ბავშვურად ენა გამოუყო.

-კარგი, მიდი აბა გისმენ ყურადღებით.

-მოკლედ, მის ასეთ საქციელს არ ვამართლებ და მითუმეტეს არ ვცდილობ იმ ადამიანის მხარე დავიჭირო ვისაც არც კი ვიცნობ და არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა რომ ასე მოვიქცე, უბრალოდ ერთი რამ, რასაც ვერც შენ და ვერც რაილი ვერ ხვდებით არის ის, რომ ბიჭები, რომლებსაც გოგოები მოგვწონს, ხშირ შემთხვევაში რაღაც რაღაცეებზე, საჭირო შემთხვევაში ვეჭვიანობთ.- სიჩუმე ჩამოწვა და ჯერ კიდევ ვერ მივხვდი სკოტი რას გულისხმობდა.

-სკოტ მორჩი ნამიოკებით ლაპარაკს და თქვი საბოლოოდ რისი თქმაც გინდა, დავიღალეთ ცოტა.- რაილიმ, როგორც ყოველთვის მოთმინება დაკარგა, არ უყვარს დიდი ხნით ყურადღება სკოტს სხვა ადამიანზე რომ გადააქვს, იმას არ ვამბობ, რომ ჩემზე ეჭვიანობს, რა თქმა უნდა არა, რადგან იცის რამდენად დიდი მეგობრობა გვაერთიანებს მე და სკოტს, უბრალოდ არ არის გასაკვირი, რომ მას ურჩევნია ყურადღების ცენტრში ყოფნა.

-კარგი ჰო, მოკლედ ჩემო საყვარელო და კარგო მეგობარო ქერ, -თან გაეღიმა და მითხრა-მინდა გითხრა, რომ ჩემი აზრით მისტერ ლუკასი მართლაც აპირებდა შენ დაწინაურებას უბრალოდ დიდად არ მოეწონა იმ მისტერ მარლის გამოჩენა შენს ცხოვრებაში.

-მარლი არა ჩარლი-შევუსწორე სახელი, თან მისტერ ლუკასი დამიდგა თვალწინ, რომელიც საუბარში სპეციალურად ჩარლის სხვა სახელით მოიხსენიებდა, რათა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დაემტკიცებინა მის მიმართ.

-ხო ნუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ხოდა აი ეხლა რა კავშირშია მიზეზი- ანუ ეჭვიანობა-და შედეგი- ანუ ჩარლის სამსახურიდან უარით გასტუმრება. ის მინდა გითხრა ქერ, რომ, ჩემი აზრით, მისტერ ლუკასს იმაზე მეტად მოეწონე ვიდრე შენ წარმოგიდგენია, მართალია არ ვამართლებ მის საქციელს და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო გზა ადამიანის მიმართ სიმპატიის გამოხატვისა, მაგრამ ფაქტია, რომ მას საერთოდ არ მოეწონა ის ფაქტი, რომ შენ ცოტახნისწინ გაცნობილ ვიღაც ჩარლისთან ასე დაახლოვდი და ესე აღფრთოვანებით ლაპარაკობდი მასზე.

-ჰა-ჰა, რა სასაცილოა სკოტ, უკეთეს სიუჟეტს ველოდებოდი.- გამეცინა და მეგონა რაილი ისევ მხარს ამიბავდა, მაგრამ სხვა გამომეტყველება დაეტყო სახეზე.

-რამდენადაც არუნდა მინდოდეს შეწინააღმდეგება სკოტთან, ამჯერად ვფიქრობ, რომ რაღაც მხრივ შეიძლება ეს ყველაფერიც მართალი იყოს.-რაილიმ მხრები აიჩეჩა და სკოტს გახედა.

-არ ვიცი, ეს არ ცვლის იმ ფაქტს რაც მან გააკეთა და როგორ უხერხულ მდგომარეობაშიც ჩამაყენა.- ისევ დავმწუხრდი.

-ხოდა ზუსტად მაგიტომ მოიქცა ეგრე, რომ შენც გეგრძნო ის ტკივილი და დამცირება რაც მან იგრძნო, შეიძლება ცოტა უაზროდ ჟღერს, მაგრამ ესეთი ადამიანებიც არსებობენ, ეტყობა ძალიან მესაკუთრე და ეგოისტია- სკოტმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი იმ სინამდვილეს, რისგან გაქცევასაც მთელი ძალით ვცდილობდი.

-ხო არვიცი, შეიძლება მართალი ხარ სკოტ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მომავალში მაინც არაფერი შეიცვლება, ერთადერთი, რაც მამშვიდებს ის არის, რომ დედაჩემი უკეთ გრძნობს თავს.

-ვიცი, დედაჩემი იყო იმ დღეს თქვენთან და მოინახულა სოფი..- სკოტმა თბილი ღიმილი მომაპყრო.

-კი და სხვათა შორის, იმ დღეს მეც სახლში ვიყავი და მათმა კულინარიულმა დუეტმა, როგორც ყოველთვის იმედები არ გამიცრუა.

-არ თქვა რომ ჩემი საყვარელი პასტა და პიცა გააკეთეს.- სკოტს თვალები გაუბრწყინდა, როცა ეს სიგემრიელე წარმოიდგინა.

-კი ზუსტად ეგ და ცუდია შენ რომ არ მოხვედი, ისე სად დაეხეტები სკოტ ამ ბოლო დროს?- ეს კითხვა დავსვი თუ არა რაილიმ ყურადღება ჩვენზე გადმოიტანა და თვალები მოწყვიტა ტელეფონს, რომელიც გადაჭრელებული იყო უაზრო ინსტაგრამის ფოტოებით.

-რაღაც საქმეებზე- სკოტს გვერდულად გაეღიმა.

-რაღააც საქმეებზე..ჰმ საინტერესოა.- ცალი წარბი ავუწიე.

-ნუ გეშინია არაფერი სერიოზული, ჯერ მეც შენსავით გაურკვევლობაში ვარ.

სკოტმა ეს თქვა თუ არა მაშინვე ვიგრძენი რაილის წაშლილი სახე, რომელმაც ისევ ტელეფონი აიღო ხელში და მივხვდი, თუ როგორი გულ გატეხილი იყო იმ მომენტში.

-შენკენ რა ხდება რაილს, მგონი შენ დაგვრჩი სასიყვარულო ინტერესის გარეშე.- სკოტმა თმები აუჩეჩა რაილის. არადა გამიკვირდა მისგან ასეთი საქციელი, აშკარად ხშირად მიგრძვნია, რომ სკოტიც იგივეს განიცდიდა რაილის მიმართ, ან იქნებ მეჩვენებოდა და ესეც ისეთივე მეგობრული ურთიერთობა იყო, როგორც ჩემი და სკოტისა.

-აა.მმ ჩემკენ,რავი…მომწონს ერთი ბიჭი და იმასაც მოვწონვარ, ყველაფერი მარტივადაა, მეც ვტკბები ამ მომენტით და არ ვარ თქვენსავით მეოცნებე რომანტიკოსი, რომელიც იდეალურ სიყვარულს ეძებს.- რაილის მოწყენილი გამომეტყველება გამარჯვებულით შეეცვალა, სკოტს კი პირიქით, აშკარად შევამჩნიე, როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.

-მერე როდის გაგვაცნობ? შენი საუკეთსო მეგობრები ჩვენ ვართ და შეგიფასებთ შენს ბიჭუნას-არვიცი სკოტი მიხვდა თუ არა იმას, რომ რაილიმ ეს ამბავი სპეციალურად შეთხზა, მაგრამ ფაქტია, დიდად არ ესიამოვნა ეს სიახლე.

-და ისე რატომ ამბობ რომ იდეალურ სიყვარულს არ ეძებ, რადგან მოგწონთ ერთმანეთი იქნებ სწორედ ეგ არის იდეალური სიყვარული? ან ისე რაქვია, რამდენი წლისაა შენც მოგვვიყევი რამე და გაგვართე სანამ შესვენება გვაქვს- სკოტი მანქანასავით დაიქოქა და აღარ ჩერდებოდა, რაილის კი ძალიან სიამოვნებდა მისი ასეთი რეაქციები.

-მოვლენებს არმინდა წინასწარ გავუსწრო, შენ კიდე ყურადღებით იყავი მისტერ ლუკასივით მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ გამოავლინო..-რაილი ადგა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა, კმაყოფილი იყო თავისი საქციელით და მიხვდა, რომ სერიოზული თავსატეხი გაუჩინა სკოტს.

-რაო? რა მიზეზ შედეგიბრივი კავშირი, მგონი სულ გარეკა შენმა მეგობარმა ან იმ ბიჭმა და უსიყვარულო სიყვარულმა გამოაშტერა. -სერიოზული სახით წარმოთქვა ეს სიტყვები.

მე მალე მივხვდი ყველაფერს და მცდელობა არ მქონია სკოტისთვის განმემარტა ეს ყველაფერი, მან ჩემზე უკეთ იცოდა, თუ რა იგულისხმა რაილიმ თავის სიტყვებში

მიზეზი-ეჭვიანობა იყო,შედეგი კი წყობიდან გამოსული და საოცრად გააქტიურებული სკოტი,  რომელიც ძალიან უკმაყოფილო დარჩა იმ სიახლის მოსმენით, რაც რაილისგან გაიგო.ფაქტია, არ მოწონდა ის, რომ რაილის ცხოვრებაში „სასიყვარულო ობიექტი” გამოუჩნდა. მე ვიცოდი, თუ რამდენად შორს იყო ეს ყველაფერი რეალობისგან, მაგრამ სკოტზე იგივეს ვერ ვიტყოდი.

როგორც ჩანს ბიჭები იმაზე ხშირად ავლენენ ზემოხსენებულ „მიზეზ შედეგობრივ კავშირს”, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. სკოტის მიერ განმარტებულმა ამ ორმა სიტყვამ, მიზეზმა და შედეგმა, დღეს სამი რამ დამანახა :

1.ბიჭი თუ ეჭვიანობის საფუძველზე გოგოს წინაშე უცნაურად იქცევა, მას ეს გოგო მოწონს, თან ძალიან.

2.მისტერ ლუკასს შეიძლება მართლაც მოწონდა ქეროლაინ სვონი, ანუ მე.

3.სკოტ სტაილსი კი თავის თავთან აღიარების გარეშე ყურებამდე იყო შეყვარებული რაილი ბლექზე.

და მაინც…..რა უცნაურია ეს ბიჭების ფსიქოლოგია.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 8eeb5fa8
)

//qc
//QC2