Array
(
[text] =>
-არმეგონა მისტერ ნელსონი ესეთი კარგი და გულუხვი ადამიანი თუ იყო. -დედას ვუთხარი ნახევრად საჭმელ გავსებული პირით, თან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რადგან დილას 7 საათზე, უნივერსიტეტში წასვლამდე, ჭამა არასდროს ყოფილა სასიამოვნო პროცედურა ჩემთვის.
-ხო, მეც ზუსტად მაგიტომ ყოველთვის გეუბნები, რომ ნელსონების ოჯახთან მუშაობა ერთი დიდი ბედნიერებაა- სოფიმ ყავით სავსე ჭიქა პატარა მრგვალ მაგიდაზე დადო და გვერდზე მომიჯდა, ოთახში მაშინვე დატრიალდა მადის აღმძვრელი სუნი ყავისა, რომელიც ბევრი ადამიანის გასაკვირად, ჩემ საძულველ სასმელს წარმოადგენდა. ერთადერთი რამ, რაც მასში მხიბლავდა უბრალოდ ყავის სუნი იყო და მეტი არაფერი..
-ვიცი, მაგრამ რატომღაც არ ველოდებოდი დემიენისგან საავადმყოფოს ხარჯების გადახდას, შენ უბრალოდ მისი შვილის ძიძა ხარ და მეტი არაფერი, მაგრამ მიხვდა, ალბათ, რომ ჩვენთვის ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ნიშნავდა.
-დემიენი არა დევიდ ნელსონი,- მკაცრი გამომეტყველებით გამისწორა მისტერ ნელსონის სახელი, აი ზუსტად ისეთი სახით, როგორი სახითაც მშობელი უყურებს თავის შვილს, მაშინ როდესაც მისი საქციელი არ მოსწონს.
-დევიდი?- წარბები შევჭმუხნე და უკვე გაციებული ჩაი მძიმე ყლუპებად დავლიე, თან საათს დავხედე და მივხვდი რომ ვაგვიანებდი.
-ქეროლაინ, დილაობით შენი ტვინი ყოველთვის გვიან აანალიზებს ყველაფერს.- გაეცინა და თავზე ხელი გადამისვა, თან მაგიდის დალაგება დაიწყო. სოფი ვერასდროს იტანს არეულობას, ამბობს, რომ არეული ოთახი ადამიანის არეულ შინაგან სამყაროზე მეტყველებს, დედას კი ყველაფერი მოწესრიგებული უყვარს, შიგნითაც და გარეთაც.
-ზუსტად მახსოვს ექთანმა როგორ გამოკვეთილად მითხრა 7 ასოსგან შემდგარი ადამიანის სახელი, დემიენი, და არანაირი დევიდი არ ყოფილა იქ.- სკამიდან ავდექი და ზურგჩანთა ცალ მხარზე შემოვიგდე.
-ქეროლაინ, მისტერ ნელსონის სახელი დევიდია, ალბათ შეეშალა ექთანს ან შენ მოგესმა.
-არაფერიც არ მომესმა, ძალიან კარგი სმენა მაქვს დედა, და საერთოდ, დარწმუნებული ხარ, რომ ხარჯები მისტერ ნელსონმა გადაიხადა?- გაკვირვებული სახით მივაშტერდი დედაჩემს, რომელიც ამ ამბავში ვერაფერს ხედავდა უცნაურს და დიდად არც აინნტერესებდა ადამიანი, რომელმაც კეთილი საქმე გააკეთა, დევიდი იყო დემიენი თუ ვინმე სხვა.
-ამას მე მეკითხები? შენთვითონ მითხარი ეს ამბავი, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს-თვითონაც გაურკვევლობა დატყობოდა სახეზე.-კარგი რა ქერ, დილის 7 საათზე შეგიძლია სხვა რაღაცეებზეც იფიქრო, თან უნივერსიტეტში გაგვიანდება.
-ხო მართალი ხარ.- დედასთან კამათი აღარ გავაგრძელე, უბრალოდ ლოყაზე ვაკოცე და უნივერსიტეტისკენ გავუყევი გზას.
გარეთ ძალიან სასიამოვნო მზიანი ამინდი იყო, ყურსასმენები მეკეთა და სიმღერის ჰანგებთან ერთად, როგორც ყოველთვის ათასმა ფიქრმა დაუკითხავად შემოაღწია ჩემში. ბევრი ფიქრი არ დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ექთანს, რომელიც ასე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ვინმე დემიენზე, არამგონია ამ ადამიანის სახელი შეშლოდა, სწორედ ამიტომ, შინაგანად რაღაც გრძნობა მკარნახობდა, რომ არანაირი დევიდ ნელსონი არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული.
ამას პრინციპში არც ქონდა დიდი მნიშვნელობა, მთავარია რომ კიდევ არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებს თავიანთი მცირედი საქმითაც კი ახარებდნენ, აბედნიერებდნენ და ყველას აგრძნობინებდნენ, რომ სიკეთე და კეთილი საქმე ისევ არსებობს და მუდამ იარსებებს.
ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე და ამასობაში უნივერსიტეტის მაღალ და დიდ თეთრ შენობასაც მივუახლოვდი, რომელიც თურმე ძალიან მომნატრებოდა. ერთთვიანი განშორება საყვარელ საგნებთან და ლექტორებთან არ იყო მარტივი ამოცანა ჩემთვის. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყოდი ბავშვებზე, რადგან ჩემ ირგვლივ ცოტა თუ მოიძებნებოდა ისეთი, რომელსაც მეგობარს ვუწოდებდი. ერთადერთი რაილი და სკოტი იყვნენ ჩემი განუყრელი მეგობრები.
ბიჭისა და გოგოს მეგობრობის არასდროს მჯეროდა, სანამ ჩემ ცხოვრებაში სკოტ სტაილსი არ გამოჩნდა. ბიჭი, რომელმაც შემივსო ის ცხოვრებისეული დანაკლისი, რასაც ძმის ყოლა ერქვა. თითქმის ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ხშირად გვიხუმრია იმაზე, რომ მე და სკოტი და ძმანი ვიყავით სხვადასხვა მშობლებისგან. სოფის სამეგობრო წრეც, როგორც იცით ცოტა ადამიანით შემოიფარგლება, დედას საუკეთესო მეგობრის, მერედითის შვილი კი სკოტი გახლდათ, რომელსაც იმ დღიდანვე დაწყებული დავუმეგობრდი, როცა ჩემს მე5 დაბადების დღეზე შემთხვევით, ჩემ მაგივრად მან ჩააქრო 5 სანთლიანი პატარა ტორტი.
უნივერსიტეტის ეზოში უამრავი ახალგაზრდა ირეოდა ერთმანეთში, თვალები ცოტა მოვჭუტე თან ხელი ავიფარე სახეზე, რომ მზეს ხელი არ შეეშალა ჩემი თვალთახედვისთვის.
ერთ დიდ ხესთან, რომელიც ჩვენ სამის შეკრების ადგილს წარმოადგენს, რაილი და სკოტი დავინახე, რომელებიც მელოდებოდნენ და თან მორცხვად უყურებდნენ ერთმანეთს. ისე საუბრობდნენ მაშინვე მივხვდი, რომ საუბრის თემა ისეთი უაზრო იქნებოდა, როგორიც, მაგალითად, ამინდია.
რაილის დიდი ხანია სკოტი უყვარს, ამაში მეც კი არ მიტყდება, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი.ძნელია ვერ შეამჩნიო ადამიანი ვის მიმართ განიცდის ამ ძლიერ გრძნობას.
რაილიმ, კარგად იცის, თუ როგორ ახლოს ვართ მე და სკოტი ერთმანეთთან და ეშინია მისი სიყვარულის ამბავი შემთხვევით მე არ ვაცნობო სკოტს. მოკლედ, რომ ვთქვათ ამ გრძნობის დაფარვით, უხერხულ მდგომარეობაში ყოფნას არიდებს თავს. რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ხანდახან არ მინდა რაილისა და სკოტს შორის რამე გამოვიდეს, რადგან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ, თუ ოდესმე რაილი და სკოტი შეყვარებულები გახდებიან, მე სრულიად მარტო დავრჩები, ისინი კი იმდენად დიდ დროს გაატარებენ ერთად, რომ მესამე დამატებად ვიგრძნობ თავს. თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თუ რაილი და სკოტი ერთმანეთს დაშორდებიან მე გატეხილი ხიდის როლში დავრჩები და ყოველ ჯერზე არჩევნის გაკეთება მომიწევს, თუ ვისთან გავატარო ესა თუ ის დღე.
-ქეეერრ- რაილიმ თვალი მომკრა თუ არა მაღლა ხტუნაობა დაიწყო და ხელი დამიქნია, თან გამეცინა, რადგან მისი აქტიურობის რეალური მიზეზი ყველაზე კარგად მე ვიცოდი.
-ქეროლაინ სვონ, იმდენი ხანია დაივიწყე შენი მეგობრები, მგონი ამიერიდან სრული სახელით უნდა მოგმართო ჰო?- სკოტმა სერიოზული სახე დიდხანს ვერ შეინარჩუნდა და გადამეხვია, მერე რაილი ჩავიკარი გულში და მომენტალურად გავბედნიერდი, რადგან გავაანალიზე ამ ორი ადამიანის სახით ყოველ დღე რამხელა ბედნიერებას დავატარებდი გულით. არათანაბარი სიმაღლეების მიუხედავად, შუაში ჩავდექი და ერთი ხელი რაილის, მეორე კი სკოტს გადავხვიე და გზა განვაგრძეთ შენობისკენ.
-რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი ნეტა იცოდეთ- მაგრად ამოვისუნთქე და თან გამეცინა, არ ვიცოდი რომელი ამბით დამეწყო ჩემი ისტორიის მოყოლა.
-ნუგეშინია დრო ბევრი გვაქვს, სანამ მისტერ ჰორანი წაიკითხავს თავის უინტერესო ლექციას, ამასობაში ყველაფრის მოყოლას მოასწრებ.- ეს წინადადება რაილიმ მე მითხრა, მაგრამ ცალი თვალით სკოტს მიაშტერდა და უბრალოდ ტკბებოდა მისი აქ ყოფნით.
-მართალი ხარ რაილს- სკოტიც დაეთანხმა და მაშინვე ვიგრძენი როგორ ესიამოვნა რაილის სკოტის პირიდან წარმოთქმული ეს ერთი სიტყვა, რადგან ამ სახელით სკოტის გარდა მას არავინ მიმართვს.
მიუხედავად ჩემი უცნაური მდგომარეობისა, რასაც გულგატეხილობა, იმედგაცრუება და ერთი ადამიანის დიდი დანაკლისი ჰქვია ,მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მესიამოვნა ისევ ძველ რეჟიმში დაბრუნება და ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთდ ყოფნა, რადგან ზუსტად ვიცოდი ისინი არასდროს მატკენდნენ გულს, როგორც ეს სულ რაღაც ერთი თვის გაცნობილმა ადამიანმა შეძლო. მისტერ ლუკასი, მიუხედავად ჩემი ცხოვრებიდან მისი გაუჩინარებისა, ფიქრებში მარტო არასდროს მტოვებდა და სულ რომ დიდ გადასახლებაზე მესაუბრა, მაინც გამოჩნდებოდა მომენტი, როცა მის ლურჯ და ზურმუხტისფერ თვალებს და მარწყვისფერ ტუჩებს წარმოვიდგენდი თვალწინ. როგორი მიუწვდომელიც იყო თავიდან, ზუსტად ისეთი დარჩა ჩემთვის და მიუხედავად მისი არასწორი საქციელისა, მან მაინც ვერ შეცვალა ის პირველი შთაბეჭდილება, რაც ჩემზე დატოვა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მომწონდა, ვერასდროს შემძულდებოდა და დიდი პერიოდი დამჭირდებოდა მის სამუდამოდ დასავიწყებლად.
რაილის და სკოტს თითქმის ყველაფერი მოვუყევი მაგრამ გარკვეული დეტალები ჩემთვის შევინახე, ის მოგონებები, რაც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, რასაც ძალიან პირადულად მივიჩნევდი და ვფიქრობდი, რომ უსამართლო იქნებოდა ამ მოგონებების და უსაზღვრო ბედნიერების სხვისთვის გაზიარება, რადგან ეს მხოლოდ მე მეკუთვნოდა და ამ ბედნიერ მომენტებს, არასდროს, არაფრის ფასად არ დავთმობდი.
საბოლოო ჯამში ძალიან მესიამოვნა საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა და უნივერსიტეტში დაბრუნება. მაგრამ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ვერ ვიტყოდი იმას, რომ ზუსტად იგივე ქეროლაინ სვონი დაბრუნდა, როგორიც ადრე იყო. ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ ნაცნობ ადგილებში, სადმე სამოგზაუროდ ან სასწავლებლად წავიდეთ და ბოლოს ისევ დავუბრუნდეთ იმ ადგილს, რასაც სახლს ვუწოდებთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ეს წასვლა რამდენ ხნიანი იქნება, ერთ წლიანი თუ ერთ თვიანი, რადგან თითოეული ეს დაბრუნება გარკვეულწილად ცვლის ადამიანს და მის შინაგან სამყაროს. “ოქროს ვარსკვლავში” ერთი თვით გაუჩინარებამ კი სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, უნივერსიტეტს კი სრულიად სხვანაირი ქეროლაინ სვონი დაუბრუნდა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => 1bae4db9
)