დაკავშირებული – თავი 5. დემიენი
// qc

დაკავშირებული - თავი 5. დემიენი

Array
(
[text] =>

-დე,მოვედიი -ემოციებისგან დაღლილმა მძიმედ გავაღე სახლის კარები.

თვალებით დედაჩემის ძებნა დავიწყე, არადა რა ძებნა იყო საჭირო, ჩვენი სახლი ხომ ზოგი ადამიანის ერთ დიდ ოთახს უდრიდა. შემოსასვლელი ვიწრო იყო, ღია მწვანე ფერის კედლებით გარშემორტყმული. პირველი  ჩემი ოთახის მუქ ყავისფერ კარს დაინახავდით, რომელიც თავისი სიძველის მიუხედავად ძალიან მომწონდა. ჩემი ოთახის გვერდით დედაჩემის ოთახს, შემდეგ კი ძალიან პატარა ტუალეტს შეამჩნევდით, სახლის დანარჩენი ნაწილი კი დიდ, ჩვენ შემთხვევაში პატარა, ოთახსა და სამზარეულოს ეკავა და ეს ორი ოთახიც, რა თქმა უნდა, გაერთიანებული იყო.

-სოფი, სად ხარ?- დედას სახელით მაშინ მივმართავ, როცა გაბრაზებული ვარ ან რაღაცაზე ვნერვიულობ. ამ შემთხვევაში უფრო განერვიულებული ვიყავი ვიდრე გაბრაზებული, რადგან ვიცოდი დედა ადრე თავისუფლდებოდა სამსახურიდან, ანუ ჩემ დაბრუნებამდე უკვე 1 საათით ადრე სახლში უნდა დამხვედროდა, მისი კვალი კი არსად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ამაში უცნაური, ანუ ის, რომ დედა სახლში არ დამხვდა, გული მაინც რაღაც ცუდს მიგრძნობდა. სოფი იმდენად პუნქტუალურია, მხოლოდ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში აგვიანებდა სახლში მოსვლას.

ჩემმა „ძებნამაც”არ გამოიღო შედეგი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი რომ დედა სახლში არ იყო, ტელეფონზე დავურეკე…

ერთი ზარი გავიდა და ჩემდა საბედნიეროდ მონოტონური მუსიკალური სატელეფონო ზარი გვერდითა ოთახიდან შემომესმა.

რა თქმა უნდა მობილური სახლში დარჩა! ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა, მეც დაბნეულმა არ ვიცოდი რამექნა, სანამ სატელეფონო ნომრებში იმ ოჯახის ნომერი არ ვიპოვე, რომლებთანაც სოფი ძიძად მუშაობდა.

მალე აიღეთ,გთხოვთ..გული კისერში მიცემდა, წინასწარ ვგრძნობდი რაღაც ცუდს და მინდოდა ეს გრძნობა და ფიქრები როგორმე ამომეგდო თავიდან.

ტელეფონი აიღეს, ხმა არავინ გამცა, მაშინვე მივხვდი პატარა ლიზი იქნებოდა, რომლის ძიძასაც დედაჩემი წარმოადგენდა. მეც წვრილი ხმა დავიყენე, აი ზუსტად ისეთი ბავშვებს როგორი ხმითაც ეფერებიან ხოლმე, როგორც ჩანს ისინი ასეთ ხმაზე უფრო რეაგირებენ.

-საყვარელო ლიზი, შეგიძლია შენი დედიკო დამალაპარაკო?- თან გავიღიმე და მერე მივხვდი რომ პატარა ლიზი ვერ მხედავდა.

-დედა არ ალის.

-მაშინ მამიკო დამალაპარაკე.

-ალა.

ოხ ეს ჯიუტი ბავშვები.

-ლიზი მარტო ხარ სახლში?

-ალა.

-მაშინ ვინმე დამალაპარაკე ამის დედაც!- დიახ, ეს მე ვარ, ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს ემოციებს მაშინ, როცა განერვიულებულია.

-ამის დედაც -ლიზიმაც გაიმეორა ჩემი უწმაწური სიტყვები.

არსებული სიტუაციის მიუხედავად, ამ სცენაზე ხმამაღლა გამეცინა..ალბათ,  ნერვიულობის ბრალია.

ორ წამში ყურმილი ლიზის გამოართვეს, ალბათ გაიგეს პატარა ბავშვის მიერ წარმოთქმული „ცუდი” სიტყვები, მეც სწორედ ეს მინდოდა- ვინმე ზრდასრულ ადამიანთან დალაპარაკება.

-გისმენთ?

-გამარჯობათ, მისის ნელსონი ბრძანდებით?

-არა, ნელსონები სახლში არ არიან, მეზობელი ვარ, ლიზი მე დამიტოვეს.

-აა..და თუ იცით ლიზის ძიძა სახლიდან დიდი ხნის წინ წავიდა?- თვალები დავხუჭე და ვოცნებობდი უცხო ქალბატონს ისეთი არაფერი ეთქვა, რაც გულს გამიხეთქავდა.

-ძიძას რაც შეეხება, თუარ ვცდები ცუდად გახდა, ნელსონებმა წაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც მითხრეს გული წაუ…

-მისამარათი მითხარით, მალე!-ისევ აგრესიული მე, ამიტომ ერთი წინადადება დავამატე უხეში სიტყვების გამოსასწორებლად. – თუ შეიძლება.

უცხო ქალბატონმა საავადმყოფოს სახელი და მისამართი ჩამაწერინა, იმ წამს მეგონა მოვკვდებოდი, მუხლები მიკანკალებდა და ყველაზე მეტად მინდოდა, რაც შეიძლება მალე გავმჩდარიყავი დედას გვერდით.

ჩანთას დავავლე ხელი და წინა კვირის ხელფასიდან დარჩენილი ფულით პირველად 18 წლის განმავლობაში, ტაქსი გავაჩერე, რადგან ასეთ სიტუაციებში ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

საავადმყოფოს მივუახლოვდი, მანქანიდან გიჟივით გადმოვვარდი და საავადმყოფოს გამჭვირვალე კარებზე რომ არ წამეკითხა წარწერა: “ფრთხილად,კარებია” აუცილებლად შევეჯახებოდი.

იქვე სასწრაფოდ ვიკითხე სოფი ჯეინის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი.

ახალგაზრდა გოგონამ მითხრა პალატის ნომერი 405..მე კი ამ დღიდან დაწყებული რიცხვი 405 შემზიზღდა.

ათასი ფიქრი და ემოცია ირეოდა ჩემში..პირველ რიგში იმაზე გავბრაზდი, რომ ეს ამბავი არავინ შემატყობინა, მაგრამ ამ გაბრაზებისთვის ჯერ არ მეცალა, რეალურად მაშინვე დავმშვიდდი როდესაც დედაჩემის პალატაში შემიშვეს, ეს უკვე იმას მიანიშნებდა, რომ სანერვიულო და სერიოზული არაფერი იყო.

მისის და მისტერ ნელსონებს მადლიერი სახით შევხედე, ისინი რომ არა ვინ იცის დედაჩემს რა დაემართებოდა საავადმყოფომდეც ვერავინ მოიყვანდა მას..

დედას ჩემი დანახვისთანავე სახე გაუბრწყინდა, ხელები ოდნავ გაშალა და მეც მის მკლავებში აღმოვჩნდი. თვალები მაგრად დავხუჭე და ცრემლების დაღვრაც არ მომრიდებია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის თანდასწრებით არასდროს ვტირი..ეს იყო სწორედ ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ არაფერი იყო იმაზე ღირებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა. მივხვდი რომ სუპერ დედა მყავდა მთელ მსოფლიოში სოფი ჯეინის სახით, დედა, რომელსაც მარტო არასდროს აღარ დავტოვებდი.

                                                                             * * *

დედას თხოვნის და მუდარის მიუხედავად, იმ ღამეს სახლში მაინც არ წავედი, სოფი მეორე დღეს უნდა გამოეწერათ საავადმყოფოდან, მაგრამ ჯიუტად აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან მეშინოდა მისი მარტო დატოვების. მოსაცდელში ჩაძინებულსა და კისერ გაშეშებულს დილის 9 საათზე გამეღვიძა, რეალურად არც მძინებია უბრალოდ სულ რაღაც 15 წუთით 5 ჯერ ჩამეძინა მოუხერხებელ სავარძელზე..

მიზეზი რამაც მე6 ჯერ გამომაღვიძა ახალგაზრდა ექთანი იყო, რომელმაც მომახარა დედის ამბავი და ჯანმრთელობა გვისურვა, მითხრა რომ უკვე წასვლა შეგვეძლო და რომ დედას თავისუფლად შეეძლო სახლში დაბრუნება.

ის იყო, ქალი გზის გაგრძელებას აპირებდა, როცა მე შევაჩერე.

-უკაცრავად, ამმ…რამდენი არის გადასახდელი და სად უნდა გადავიხადო იქნებ მითხრათ-თან პარალელურად აბურდული თმები გავისწორე, რომელიც ჩიტის ბუდეს დამსგავსებოდა.

ქალს გაეღიმა და მშვიდი თვალებით შემომხედა.

-მინდა მოგახაროთ, რომ საავადყოფოს ხარჯები  დემიენმა გადაგიხადათ, კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ, ნახვამდის.

სანამ გავიაზრე მის მიერ ნათქვამი სიტყვები ექთანმა ზურგი მაქცია და ერთ ერთ პალატაში გაუჩინარდა. იმის კითხვაც ვერ მოვასწარი თუ ვინ იყო დემიენი, იქნებ დედას ახლობელი ან იქნებ თვითონ მისტერ ნელსონი იყო, ქვეცნობიერად მახსოვდა, რომ მისი სახელიც დ ასოზე იწყებოდა. ნელსონების ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, სწორედ ამიტომ ჩემი ეჭვები უფრო მყარდებოდა. კი აუცილებლად ის იქნება, გავიფიქრე ჩემთვის.

პრინციპში, ამას არც ქონდა დიდი მნიშვნელობა, რაც მთავარია ყველაფერი ბედნიერად დასრულდა,რადგან იმედგაცრუების მიუხედავად დღესაც გამოჩნდა ვიღაც კეთილი ადამიანი და სადარდებელიც არაფერი მქონდა, გარდა იმისა, რომ სამსახური დავკარგე, რომ სწავლის საფასურს ვეღარ გადავიხდიდი, რომ 18 წლის ასაკში ბევრად მეტი რამ მჭირდებოდა ვიდრე მქონდა, რომ შევცდი იმ ადამიანში ვინც მომწონდა, რომ როგორც ბედმა გამიღიმა, იგივენაირად ზურგი მაქცია, რომ …. მოკლედ მეტს აღარ გავაგრძელებ…უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უცნაური რამე იყო ჩემი ცხოვრება.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 0e20ca2b
)

//qc
//QC2