Array
(
[text] =>
მესმის დამსხვრევის ხმა. კედელს ენარცხება თიხის ჭურჭელი და ლამაზი წითელი ფერის ვარდები მიმოიფანტება გარშემო. ყურებზე ხელებს ვიფარებ და ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდის თვალებიდან. სუნთქვა მიჭირს, გული მეკუმშება და ტკივილის გასაყუჩებლად თვალებსაც ვხუჭავ. ვცდილობ სამყაროს გამოვეთიშო, მაგრამ არ გამომდის… ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამომდის..
– დედასშევეცი! მკიდია. მაგრად.. მაგრად მკიდია ქეროლაინ! – დემიენი მთელ ხმაზე ღრიალებს და მიახლოვდება. თვალს ისევ არ ვახელ. ხვდება, რომ შეშინებული ვარ, ამიტომ დისტანციას ინარჩუნებს და არ მეხება. პასუხს არ ვცემ, უბრალოდ მზერას ვუსწორებ და დემიენის ჩაწითლებულ და აცრემლებულ თვალებს ვუყურებ. ასეთი განადგურებული ჯერ არასდროს მინახავს.. არ მინდა ესეთი დამამახსოვრდეს.
– იტყუება. დედაშენი იტყუება. ეხლა კი ეს თემა დავივიწყოთ. – თმებში ხელს იცურებს და როცა მზერას მისწორებს, ვატყობ თავის მოტყუებას ცდილობს. სიმართლეს არ უნდა, რომ თვალებში ჩახედოს. თითქოს ის, რაც ორი წუთის წინ ვუთხარი საერთოდ არ გაუგია.
– არ გესმის, არ გინ-ნნდა, რომ გაიგო. – სლუკუნით წარმოვთქვავ ამ სიტყვებს, დემიენი კი ამჯერად კიდევ უფრო მეტად მიახლოვდება. რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგავ და როცა კედელს ზურგით ვეხები ვხვდები, რომ წასასვლელი გზა არსად მაქვს. დემიენი თავის ხელებში იქცევს ჩემს სახეს და მზერას მისწორებს :
– ჰო, არ მესმის. არ მინდა, რომ გავიგო და ეს თემა დაიხურა. – სუნთქვა ძალიან გახშირებული აქვს და პირველად ამდენი ხნის მანძილზე მისი მეშინია. არ მეშინია იმის, რომ ფიზიკურად რამეს დამიშავებს, უბრალოდ ვიცი ბოლო წამამდე შემეწინააღმდეგება. ვცდილობ ხელები ჩამოვაწევინო, რაზეც წარბებს ჭმუხნის და ნესტოებს ბერავს.
– ვერ გაგიშვებ. ვერ მომიშორებ. ვერასდროს. ვე-რას-დროს. ხომ გესმის? – მისი სუნთქვა ტუჩებზე მელამუნება და იმხელა გავლენა აქვს ჩემზე, რომ ჩემი ტვინის ერთი, ძალიან პატარა ნაწილი მომხდარის დავიწყებას ცდილობს. მაგრამ, ცხადია, ეს ნაწილი ძალიან, ძალიან სუსტია.
– უნდა…დემიენ, უნდა გამიშვა. – ცხელი ცრემლები მის ხელებს ასველებს, დემიენი კი ნაბიჯს მაინც არ დგავს უკან. ამჯერად ძალას ვიკრებ, თავს ვითავისუფლებ და კარებისკენ მივდივარ. ვერ დავემშვიდობები. დემიენს ვერასდროს ვერ დავემშვიდობები.
დემიენი მაჯაზე მიჭერს ხელს და ადგილზე მაშეშებს.
– სისულელეა. ყველაფერი სისულელეა. ქერ, შემომხედე.! – მისი ხმა იბზარება, მე კი უკან გახედვას ვერ ვბედავ.
– ქერ…ძალიან…ძალიან გთხოვ, ქერ. მე და შენ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. სხვანაირად არ, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება ქეროლაინ.
– ქეროლაინ, შემომხედე! – ისევ ტონს უწევს და ამჯერად მისკენ ვტრიალდები. თავიდან ბოლომდე განადგურებული, ვემზადები უკანასკნელი დარტყმის მისაღებად, რომელსაც ვიცი, ვერ გავუძლებ. მაგრამ ისევ დემიენის გამო უნდა დავდგე ძლიერად. უნდა მოვაჩვენო, რომ არ მიჭირს, რომ შევეგუები, რომ ყველაფერი არც ისეთი უსაშველოა როგორც ეს ჩანს. რომ … რომ მის გარეშე ცხოვრებას შევძლებ. თავს უნდა დავაჯერო და დემიენსაც.
– ვერ ვიცოცხლებ. უშენოდ მე ვერ ვიცოცხლებ. არ მოგცემ წასვლის უფლებას! ამდენი, ამდენი რამე გადაგვხდა თავს და ჩვენ არაფერი არ დაგვაშორებს.. ხო მართალი ვარ? მითხარი, მითხარი, რომ მართალი ვარ.
– უნდა გამიშვა.. – გაყინული სახით ვიმეორებ ამ სიტყვებს.
– ტყუილია. ყველაფერი დაივიწყე. ხვალიდან ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც გეგმაში გვქონდა. ხო გახსოვს?! მე და შენ, სამუდამოდ. შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებდი, ხომ გახსოვს ქეროლაინ? – მთელ ხმაზე ამბობს ამ სიტყვებს, თვალები ისევ უცრემლიანდება და ვიცი, რამდენიმე წამში კიდევ უფრო იფეთქებს. თუ სიძლიერეს არ გამოვიჩენ, კიდევ უფრო გაიწელება ეს ჯოჯოხეთი.
– გესმის რას მეუბნები?! ან საერთოდ გესმის მე რასაც გეუბნები? ესეთი… ესეთი რამის დავიწყება არ შეიძლება და ეს შენც კარგად იცი! – ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, დისტანცია მისგან ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
– არა! არა! საერთოდ არ მაინტერესებს სირმა მამაჩემმა ვისთან მიქარა წარსულში. ჩემი….შენ არ ხარ ჩემი და..ამის დედაც, ნუ მათქმევინებ ამ სიტყვას. – ცრემლებს ვეღარ იკავებს და მოულოდნელად მუხლებში იკეცება, სახეზე ხელებს იფარებს და მთელ ხმაზე იწყებს ტირილს.
– ძალიან მტკივა..ყველაფერი მტკივა, გააჩერე ეს ტკივილი ქეროლაინ. – თავჩახრილი იგივე პოზაში ზის, ხვდება, რომ მართალი ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება წარმოუდგენელია. ეს დემიენმა კარგად იცის… ყველაფერზე მეტად მინდა მივიდე, ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ…. არ შემიძლია. ჩვენ განწირულები ვართ ჯოჯოხეთისთვის, ოღონდ… ცალ-ცალკე..ერთმანეთის გარეშე.
ხელები მიკანკალებს, მუხლებში ვიკეცები და იძულებული ვარ ესეთი განადგურებული დავტოვო.. ზურგს ვაქცევ, გული ხელით მიჭირავს და მინდა რაიმე ძალამ ამ ცუდი სიზმრიდან გამომაფხიზლოს. კარებს ვუახლოვდები..სახელურის ჩამოწევამდე და ჩვენს დამშვიდობებამდე რამდენიმე წამი რჩება. მისკენ ვტრიალდები და ცუდად ვხვდები განადგურებული დემიენის დანახვაზე. მას ეგონა ჩემი სახით ბედნიერება იპოვა ამ ცხოვრებაში, სინამდვილეში კი საბოლოოდ ყველაზე დიდი ტკივილი მე მივაყენე. ჩემი დემიენი, ჩემი აღარ არის და ვერასდროს ვეღარ იქნება. ხმის ამოღება მინდა, ძალას ვიკრებ და უკანასკნელ სიტყვებს ვეუბნები :
– თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა ისე გიყვარდი, როგორც ამბობდი ხოლმე, ძალიან გთხოვ…. ძალიან გთხოვ სისულელე არ ჩაიდინო..ჩემი ხათრით მაინც.
ამ დროს დემიენი თავს მაღლა წევს, გაყინულ, თითქოს უემოციო მზერას მისწორებს და ჩუმად მეუბნება :
– აი მაგას კი ნამდვილად ვერ შეგპირდები, ქეროლაინ. შეგიძლია წახვიდე. – ფეხზე დგება და ზურგს მაქცევს…
უკვე მერამდენედ მცვივა ცრემლები თვალებიდან…ამ ტანჯვას დასასრული არ აქვს. არ ვიცი ვინანებ თუ არა..ისიც არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა… მაგრამ…. მაგრამ დემიენს უკან ვეღარ გავყვები..ვეღარ გავუძლებ მის მზერას, მის სიტყვებსა და ამხელა ტკივილს განშორებისა.
კარებს ვაღებ, ღრმად ვისუნთქავ ნაითვილის ჰაერს და სირბილით ვშორდები დემიენის სახლს… მე და დემიენი ვეღარასდროს ვიქნებით ერთად, ვერასდროს ვნახავთ და ვერასდროს გავიგებთ ერთმანეთის ხმას…მე და დემიენი, ეს უკვე ორივეს წარსულია, სამწუხაროდ, მტკივნეული, მაგრამ ამავდროულად ბევრი დადებითი ემოციით სავსე. ჩემი ბავშვობაც და ჩემი მომავალიც… აუხდენელი, ოცნებად დარჩენილი მომავალი. დრო გავა, ალბათ, ამ ტკივილს ორივე გადავაგორებთ, უერთმანეთობას შევეჩვევით და ახალ, განსხვავებულ ცხოვრებას დავიწყებთ. ოდესმე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და ისევ ვიპოვით სიცოცხლის აზრს.. ჩვენი ისტორია წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ეს ისტორია არ იქნება ბედნიერად გასახსენებელი.. ჩვენივე გულებში დარჩება, დაიმარხება და ამავდროულად, რაღაც სახით მუდამ იარსებებს ჩვენში. ესეთი სიყვარული ალბათ ერთხელ მოდის, მე კი ბედნიერი ვარ, რომ იგი დემიენთან ერთად განვიცადე. ჩემი დიდი მეგობარი, ყველაზე მთავარი გულშემატკივარი, ჩემი გულის მეორე, განუყოფელი ნაწილი და უბრალოდ, დემიენ ლუკასი. მისტიური, უცნობი ბიჭი, დედამიწის ფერი თვალებით..ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან თბილი და მოსიყვარულე… მე და დემიენი… ჩვენ ვერასდროს ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ გვეყვარება ერთმანეთი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე და ბოლო ამოსუნთქვამდე ჩვენ დაკავშირებულები ვიქნებით ერთმანეთთან.
მე და დემიენი დაკავშირებული ვართ.
——————————————————————————————
ჩემო ძვირფასო და საყვარელო მკითხველო,
პირველ რიგში მინდა ძაალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც დღემდე ინტერესით კითხულობდით, მხარს მიჭერდით და თბილი კომენტარებით მავსებდით, რაც ალბათ, ყველაზე დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის 🙂
ვიმედოვნებ, რომ იმედები ძალიან არ გაგიცრუვეთ და დასასრულით ასე თუ ისე კმაყოფილები იქნებით.
როცა გავიაზრე, რომ “დაკავშირებული” დასასრულს მიუახლოვდა, რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება დამეუფლა. დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, გართობის მიზნით დავწერე პირველი თავი.. ბოლოს კი გართობ-გართობაში 50 თავი შემომეწერა და როცა ამ თავებს ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე არ მომწონს და ვიცი, რომ თავების უმეტესობა დასახვეწი და გასამართა, მაინც კმაყოფილების შეგრძნება მეუფლება.
მოკლედ, არ ვიცი ამდენს რატომ ვწერ.. ალბათ, კიდევ ერთ თავს ავტვირთავ ეპილოგის სახით და დაკავშირებულს წარსულს ჩავაბარებ 🙂
შემდეგში კი იმედი მაქვს, რომ უკეთეს ნაშრომს შემოგთავაზებთ და გამიხარდება, თუ მასაც იგივენაირი ინტერესით წაიკითხავთ <3
[text_hash] => d2478bb4
)