Array
(
[text] =>
თუ გინდათ ჩემი გრძნობები, რომელიც ამ თავის წერის დროს განვიცადე, ბოლომდე გაიზიაროთ, მაშინ მოუსმინეთ ამ მუსიკას <3
– დემიენ..
– რატომ არ მპასუხობ? მოიცა, გარეთ ხარ?! – ბოლო სიტყვები უფრო ხმამაღლა წარმოთქვა.
– შე-შეიძლება, რომ შენთან მოვიდე? – წვიმამ ცოტა იკლო, მაგრამ კანკალისგან ძლივს წარმოვთქვამდი სიტყვებს.
– დროზე მითხარი სად ხარ.
– არ ვიცი…სახლთან ახლოს ვიქნები.- თვალები დავხუჭე და ვცდილობდი როგორმე ჰაერის ჩასუნთქვას. დიდი მანძილი არ გამივლია, ამიტომ დიდი ალბათობით, სახლიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრი მაშორებდა.
– არ იცი! ამის დედაც, რა ხდება ქეროლაინ?! – ძალიან გაბრაზებული და აღელვებული იყო. წარმოდგენაც არ მინდოდა ცოტახანში რა რეაქცია ექნებოდა, როცა სიმართლეს ვეტყოდი.
– არ-რაფერი. სოფისთან ვიჩხუბე და სახლიდან წწ-წამოვედი.
– გამოვდივარ, ორ წამში მანდ გავჩნდები და არ ინერვიულო კარგი?
– კარგი.
– მიყვარხარ. – მოულოდნელად მითხრა და კვლავ ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან.
– მეც. – ალბათ, სწორედ ამ მომენტში ვუთხარი მას ეს სიტყვა ყველაზე გულახდილად, უდიდესი ტკივილით და რაც მთავარია, უკანასკნელად.
დემიენმა მართლაც ორ წამში მომაგნო. მანქანა ზუსტად ჩემ დაჩოქილ სხეულთან მოაჩერა და ელვის სისწრაფით მომიახლოვდა. მაშინვე თავისი ქურთუკი გაიხადა, მხრებზე მომახურა და ჩემი სუსტი და ძალაგამოცლილი სხეული ხელში აიყვანა, გულზე მაგრად მიმიკრა, ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. თვალები მაგრად დავხუჭე, არ მინდოდა მისი ლამაზი სახის დანახვა. ტკივილი ხომ ისედაც ენით აღუწერელი იყო. მისი სიახლოვე კი უდიდეს სიმშვიდეს და ამავდროულად ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა. მასთან შეხებისთანავე კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი არასდროს მიეცემოდა. დემიენს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ ახლა კითხვების დასმა რომ ზედმეტი იქნებოდა ეს კარგად იცოდა. მანქანამდე მიმიყვანა და ორივე უკანა სავარძელზე მოვკალათდით. როგორც ჩანს, მაიკლი იჯდა საჭესთან. თავი დემიენის კალთაში მედო, თვალს ისევ არ ვახელდი და უბრალოდ ხელს მთელი ძალით ვუჭერდი მკლავებზე. მინდოდა ჩემი ტკივილი ეგრძნო, მინდოდა რაიმე გამოსავალი ეპოვნა, მინდოდა ჩემი თქმის გარეშეც უკვე ცოდნოდა ყველაფერი და დავერწმუნებინე, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. რომ ხვალიდან ისევ ესე ბედნიერად ვიქნებოდით მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება.
– შშ, არ იტირო ქეროლაინ, ეხლა აქ ვარ და ყველაფერი კარგად იქნება. – თითქოს ამოიკითხა ჩემი ფიქრები, თავისი ტკბილი და ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა ეს სიტყვები და სველ თმაზე ნაზად მეფერებოდა.
თვალი გავახილე და კიდევ ერთხელ დავაკვირდი მის უნაკლო სახეს. თმის კულულებს, რომელიც წვიმისგან ბოლოებში კიდევ უფრო დახვეულიყო, მის მარწყვისფერ ტუჩებს, ლურჯ-მწვანე თვალებს, ოდნავ აცრემლებულს, თვალებს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ამ ქვეყანაზე. დემიენი მიყურებდა და სევდიანად მიღიმოდა, კარგად გრძნობდა ჩემს ტკივილს და ვერაფერს აკეთებდა ამ ტკივილის გასაყუჩებლად.
– აღარ იქნება.. – ჩურჩულით წარმოვთქვი ეს სიტყვები, ისევ დავხუჭე თვალები და ცრემლებმა გაათბეს ჩემი გაყინული სახე.
***
დემიენმა კვლავ ხელში ამიყვანა, არ მომცა უფლება სახლამდე ჩემი ფეხით მივსულიყავი. შეწინააღმდეგების თავი არც მქონდა, ისედაც ძალიან მძიმე წუთები მელოდებოდა და სულიერად ვცდილობდი ამისთვის მოვმზადებულიყავი, რაც ვაღიარებ, შეუძლებელი იყო.
როგორც კი სახლში შევედით, დემიენმა ნაზად დამსვა მიწაზე. მე კვლავ გაშტერებული ვიდექი, თვალებში ვუყურებდი და მეგონა მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა. ასეთ ჯოჯოხეთში ყოფნას არავინ იმსახურებს, როგორშიც მე ვარ. ასეთ ჯოჯოხეთს ვერც ვერავინ გაუძლებს და არამგონია მე ვიყო გამონაკლისი..
დემიენმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ხმას ისიც არ იღებდა და როგორც კი მიხვდა, რომ მეტის მოთმენა მასაც აღარ შეეძლო, მთელი ძალით ჩამიკრა გულში. ვგრძნობდი, რომ კანკალებდა და მისი გახშირებული სუნთქვით მივხვდი, რომ ტიროდა. არ ვიცოდი ჩემზე ნერვიულობდა, ძალიან შეშინდა თუ უბრალოდ ცუდს, ძალიან ცუდს უგრძნობდა გული. მაგრამ, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ჩემს ტკივილს ბოლომდე იზიარებდა. მინდოდა დამემშვიდებინა, როგორც ყოველთვის ვამშვიდებ ხოლმე, მინდოდა მეთქვა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, რომ უბრალოდ სოფის წავეკამათე და ხვალიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა, მაგრამ ამის თქმა არანაირად არ შემეძლო…
ვულკანი რამდენიმე წამში იფეთქებდა და ჩემი ცხოვრებაც დემიენის თვალწინ ნაფლეთებად დაიშლებოდა. მაგრამ მთავარი პრობლება აქ მე არ ვიყავი. საკუთარი თავის განადგურებას გადავიტანდი, ყველაფერს გავუძლებდი, იმასაც გავუძლებდი, რომ დემიენი ამის მერე ცხოვრებაში არასდროს აღარ მენახა, მაგრამ ის ფაქტი, რომ დემიენის ცხოვრებაც ნაფლეთებად დაიშლებოდა, რომ ჩემსავით ისიც ჯოჯოხეთში ამოყოფდა თავს და რომ მისი ცხოვრებაც აზრს დაკარგავდა, ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა. სიცოცხლეს დავთმობდი მის გამო, ოღონდ ჩემ წინ განადგურებული არ მენახა. ერთადერთი რამ, რასაც ვერასდროს მოვინელებდი და გადავიტანდი, დემიენის უბედურება იყო. იმდენად მიყვარდა და ამ მომენტშიც იმდენად მიყვარს, რომ, ალბათ, ზუსტად ამიტომ სრულდება ჩვენი ისტორია ასე სევდიანად. მინდა არასდროს გავუშვა ხელი, მინდა, რომ სამუდამოდ ესე ჩახუტებულები დავრჩეთ, მინდა კიდევ ბევრჯერ ვუთხრა თუ როგორ მიყვარს, თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის და რომ მის გარეშე ცხოვრება ფერებს დაკარგავს, რომ აზრი აღარ ექნება არაფერს, მაგრამ არ შემიძლია. კიდევ უფრო მეტად ვერ ვატკენ გულს, ვერ დავუმატებ ჩემს ტკივილს და ვერ გავუზიარებ იმ ყველაფერს, რასაც ამ წუთებში ვგრძნობ. ხელებს მეც მაგრად ვუჭერ ზურგზე, თავი მის მკერდზე მაქვს მიდებული და მკაფიოდ მესმის მისი გულის ცემა. 10მდე ვითვლი და თითო წამის გასვლისთანავე ყველა მოგონება, რაც დემიენთან მაკავშირებს თვალწინ მიცოცხლდება. მახსენდება ოქროს ვარსკვლავი, ჩვენი გაცნობის და ჩემი დაბადების დღე. დღე, როცა პირველად მაკოცა და გამომიტყდა გრძნობებში. დღე, როდესაც პირველად დავინახე სინანული და ცრემლები მის თვალებში. დღე, როდესაც მივხვდი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. მე10 წამიც გავიდა, გამახსენდა თითოეული მისი შეხება, ჩახუტება, მისი სუნი და… მისი თვალები. თვალები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.. თვალები, რომელსაც ორი ფერი აქვს, ორი სამყარო, ზუსტად ისეთი, როგორიც დემიენია. მეც ამ თვალების დასანახად სახეს ვაშორებ მის მკერდს, მზერას ვუსწორებ და რამდენიმე წამის შემდეგ დუმილს ვარღვევ :
– ყველაფერი დამთავრდა, დემიენ.
რაღაცნაირად ძალიან მტკივა გული და არ ვიცი რატომ 🙂 თან მიხარია დასასრულისკენ რომ მიდის ამბავი, მაგრამ თან გული მწყდება. იმედია, რომ მოგეწონებათ ეს თავიც და გამიხარდება თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ <3 კიდევ 1 ან 2 თავი დარჩება და დასასრულს მივუახლოვდებით <3
[text_hash] => ee4af090
)