Array
(
[text] =>
ამ ბოლო დროს თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი..ათასი ფიქრი ირეოდა ჩემს ტვინში, განსაკუთრებით კი გაუგებრობამ და გაურკვევლობამ შემომაჩვია თავი. არ მინდოდა ამის აღიარება ჩემ თავთან, ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად ჩემი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანს უკავშირდებოდა, აშკარა იყო, რომ სიმპატიური, ამოუცნობი, ცოტათი მისტიური და უცნაური ხასიათის მქონე მისტერ ლუკასი არაამქვეყნიურად მომწონდა.
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა თვემ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.. თავი არასდროს არ მიგრძვნია ასე ბედნიერად, ყოველი დილა თითქოს უფრო ნათელი და დადებითი ემოციებით იყო აღსავსე. არასდროს ესე არ შემყვარებია მაღვიძარას მონოტონური, გამაყრუებელი ხმა, როგორც ეხლა.. დილას ადრე გაღვიძებაც არასდროს ყოფილა მარტივი ამოცანა ჩემთვის, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემ თავთან არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი სამსახური და რესტორანი „ოქროსვარსკვლავი” კი არა, არამედ ერთი ადამიანი იყო, რომლის თუნდაც ორი წუთით შორიდან დანახვაც ბედნიერებას მანიჭებდა.
შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. დიახ, ნერვები მეშლებოდა თანაც ძალიან, რადგან ამხელა ზემოქმედება არცერთ ადამიანს არ მოუხდენია ჩემზე, როგორც ეს მისტერ ლუკასმა შეძლო. ამით თითქოს თავს უფრო სუსტ ადამიანად ვგრძნობდი, რადგან თუ ვინმე ასე ძალიან მომეწონებოდა, გამიტაცებდა და თავს შემაყვარებდა, უკან დახევა უკვე ძალიან რთული იქნებოდა.
თან ყველაზე უცნაური და სასაცილო ის იყო, რომ ამ ადამიანის სახელი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩემს ფიქრებში შემოაღწია, დღემდე არ ვიცოდი. მართალია, მისტერ ლუკასი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ მისი ვინაობა აქამდე არც ვიცოდი, დღესაც კარგად მახსოვს ვერონიკას გაოცებული სახე, როდესაც შეიტყო რომ მისტერ ლუკასის შესახებ არაფერი მსმენოდა. მისი კაბინეტის კარებზე გაკრულ ბანერზე მხოლოდ სახელის პირველ ასოს დ-სა და მის გვარს ამოიკითხავდით- დ.ლუკასი.
არვიცი რატომ, მაგრამ მისი სახელის გაგების სურვილი არც მქონდა, რადგან ეს თითქოს კიდევ უფრო დამასუსტებდა და უძლურს გამხდიდა ჩემთვის სრულიად ახალი და ძლიერი გრძნობის მიმართ. და აღარ მომცემდა მისტერ ლუკასის დავიწყების საშუალებას; ის კი თითქოს სამუდამოდ და კვალ წარუშლელად ჩაიბეჭდებოდა ჩემს ტვინში. ჩემთვის იგი მისტერ ლუკასი იყო, უბრალოდ სიმპატიური და წარმატებული ადამიანი და ჩემი ბოსი, მეტი არაფერი. ჩემი სურვილიც სწორედ ეს იყო, მინდოდა მისტერ ლუკასი მუდამ მისტერ ლუკასად დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ ამ ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდი მისთვის თავის არიდებას, რადგან ვიცოდი რამდენჯერაც შევხვდებოდი მის ზღვისფერ და ზურმუხტისფერ თვალებს,იმდენჯერვე გაიზრდებოდა ჩემი გრძნობები მის მიმართ. ეს კი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს სურვილებს, რადგან თუ საკუთარ თავთან ბრძოლას თავს დავანებებდი, მისტერ ლუკასის შეყვარების ალბათობა გაიზრდებოდა, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა- უიმედო და ცალმხრივ სიყვარულს, რაც ყველა სულიერი არსებისთვის განადგურების ტოლფასია. რელაურად არც არასდროს მყვარებია არავინ, არც ვიცოდი ეს გრძნობა რას ნიშნავდა და თუ რამდენად ძლიერი იყო იგი, მაგრამ თუ ოდესმე ვინმეს შეყვარებას შევძლებდი, ამ გადმოსახედიდან ეს ადამიანი აუცილებლად მისტერ ლუკასი იქნებოდა.
მარტის სუსხიანი დილა საკმაოდ უსიამოვნოდ დაიწყო, ტელეფონზე უნივერსიტეტიდან შეტყობინება მომივიდა, რომ თუ მომდევნო კვირის ლექციებსაც გავაცდენდი დამატებითი გამოცდების ჩაბარება მომიწევდა. რა სასიამოვნო სიახლეა, გავიფიქრე ჩემთვის, თან ვცდილობდი იმედგაცრუება არ შემემჩნია, რადგან დედაჩემს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ჩემი სამსახური ჩემს სწავლა განათლებას უშლიდა ხელს. ვიცოდი ამ ყველაფერს იგი თავის თავს დააბრალებდა, რადგან ის მიზეზი, რის გამოც რესტორანში ვმუშაობდი ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იყო.
სამწუხაროდ, კარგი ნიშნებისა და დაუღალავი შრომის მიუხედავად, სახელმწიფო არ იხდიდა სწავლის მთლიან ხარჯებს, ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებდა,რომ მეორე წლიდან შეიძლება უნივერსიტეტის გარეთ აღმოვჩენილიყავი.მოკლედ რომ ვთქვათ,ყველაფერი იდეალურად მიდიოდა მანამ,სანამ უნივერსიტეტმა არ შემახსენა თავი.
ამ რესტორანში მიმტანად მუშაობას ვერ გავაგრძელებდი მთელი ცხოვრება და აქ მხოლოდ შემოსავალი არ იყო მთავარი, უბრალოდ ცხოვრებაში გაცილებით უკეთესი და უფრო დიდი მიზნები მქონდა დასახული, რომელთა მიღწევისთვის არაფერს დავიშურებდი. ვოცნებობდი რომელიმე მაღალრეიტინგულ სატელევიზიო არხში მუშაობაზე, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დასწრებასა და საკუთარი გადაცემის შექმნაზე. თითქოს ბავშვურ და აუხდენელ ოცნებებს ვისახავდი, მაგრამ ასაკის მატების მიუხედავად მაინც ვცდილობდი სასწაულების არსებობაში ეჭვი არ შემპარვოდა, რათა ჩემი რწმენაც ისეთივე მყარი დარჩენილიყო როგორც ადრე.
სწორედ ამ ოცნებების ასრულებისთვის აუცილებელი იყო კარგი განათლების მიღება,რაშიც „ოქროს ვარსკვლავი” ხელს არ შემიშლიდა. საწოლიდან ადგომისთანავე სარკეს მივუახლოვდი და ვცდილობდი აზრის ჩამოყალიბებას. ის რისთვისაც ვემზადებოდი და რატომაც გავდიოდი სარკის წინ რეპეტიციას, სულაც არ იყო მარტივი ამოცანა..ამდენი ხნის თავის არიდების შემდეგ კვლავ მომიწევდა მისტერ ლუკასთან დალაპარაკება, რამენაირად უნდა ამეხსნა და შევთანხმებულიყავი საათების გადანაწილებაზე,რათა პარალელურ რეჟიმში უნივერსიტეტში სიარულიც მომესწრო..რა თქმა უნდა, სამსახურის ძებნის პროცესში ყველაფერი დაგეგმილი მქონდა და ზუსტად ვიცოდი გასაუბრებაზე როგორ უნდა მოვლაპარაკებოდი ჩემს დამსაქმებელს, რათა სტუდენტური და ზრდასრული ცხოვრება კარგად შემეთავსებინა ერთმანეთისთვის, მაგრამ მისტერ ლუკასის გამოჩენამ ბევრ რამესთან ერთდ ამ პატარა დეტალშიც შემიშალა ხელი. სამსახური ისე დავიწყე, რეალურად არანაირი გასაუბრება არავისთან არ მქონია და მეც, არ არის გასაკვირი, რომ თავიდან ამომვარდა სამუშაო საათების შესახებ ჩემს ბოსთან მოლაპარაკების წარმართვა. იმ წამს, როდესაც გავიგე რომ სამსახურის დაწყების შანსი მეძლეოდა, არ მინდოდა ამ ერთადერთი შანსის ხელიდან გაშვება და ბედნიერი მომენტის გაფუჭება, სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ დავთანხმდი უსიტყვოდ მისტერ ლუკასის შემოთავაზებას.
ზუსტად ნახევარ საათში ყველანაირად მოვწესრიგდი, სარკეში კიდევ ერტხელ ავათვალიერე ჩემი თავი, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო მეტად მომწონდა.. ვხედავდი, რომ რაღაც ჩემში იცვლებოდა, არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ შინაგანადაც უფრო სხვანაირად ვგრძნობდი თავს.. დედას დავემშვიდობე, კითხვაზე „სად მიდიხარ?” ,რა თქმა უნდა, მოკლე და ტყუილით გაჟღენთილი პასუხი გავეცი „უნივერსიტეტში”.
„ოქროს ვარკსვლავს” მივუახლოვდი და ისევ იგივე გრძნობა დამეუფლა, რასაც ყოველ დღე ამ ადგილთან მიახლოვებისას განვიცდი..კარი შევაღე თუ არა მომღიმარე ვერონიკას შევხედე. მეთვითონ მიკვირს ერთი შეხედვით ასეთ ცივ ადამიანთან როგორ დავამყარე კარგი ურთიერთობა. რეალურად, მე და ვერონიკას დიდი არაფერი გვაკავშირებდა და ჩვენი ურთიერთობაც მხოლოდ გამარჯობა გაგიმარჯოთი შემოიფაარგლებოდა, მაგრამ ზოგ მომენტში, გულის სიღრმეში მეც და ისიც ვხვდებოდით, რომ ჩვენი ეს უბრალო ურთიერთობა მეგობრობის გზას დაადგა.
-იმ ამბის მერე, როგორც ვხედავ, არასდროს იგვიანებ- მითხრა ვერონიკამ.
-ჰო, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში.. -გავუღიმე
-შენთვის ერთი ახალი ნიუსი მაქვს, და ვფიქრობ მოგეწონება. -ცალი წარბი მაღლა ასწია და ისეთი სახით შემომხედა, მივხვდი, რომ რაღაც ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი უნდა ეთქვა.
-საინტერესოა, აბა გისმენ.
-მოკლედ შენს პოზიციაზე ახალი ადამიანი განიხილება, შენ კი დიდი ალბათობით დაგაწინაურებენ.
-არ არსებობს!- ემოცია ვერ დავმალე.
-კი ქეროლაინ არსებობს, ეს ისეთივე მარტივი წარმოსადგენია, როგორც ის, რომ ჯეიკს მე მოვწონვარ.- ჯეიკი ოქროს ვარსკვლავის გაუნძრევლად მდგომი სიმპატიური დაცვა იყო, რომელიც ვერონიკას არც იცნობდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერონიკა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ჯეიკს ის მოსწონდა. ვერონიკა მუდმივად იმეორებდა თავისი წვრილი ხმით: „აი ხო არასდროს მოძრაობს, მაგრამ როგორც კი კარებს ვუახლოვდები თვალებით ყოველთვის ჩემკენ იხედება და თითქოს მიღიმის” ამ „თითქოს” გაღიმებაში გულახდილად რომ გითხრათ არ ვიცოდი რა იგულისხმებოდა, ადამიანი ან იღიმის ან არა, შუალედი არ არსებობს. ჯეიკზე ფიქრს თავი დავანებე და ტვინში უცბად გავაანაცლიზე, ის რაც ორი წუთის წინ ვერონიიკამ მითხრა. ხანდახან ვფიქრობდი ცხოვრება ზედმეტად უაზროდ მეხუმრებათქო.
-ხუმრობ ალბათ.. – ვერ იჯერებდა ჩემი გონება იმას,რომ ცხოვრებაში პირველად მეც მიმართლებდა.
-ხოიცი დილის საათებში არ მიყვარს ხუმრობა და საერთოდ, რატომ აპრობლემებ ქერ ყველაფერს? მიიღე ის რასაც ცხოვრება გთავაზობს, არავინ შეგეხვეწება თუ არ გინდა ეს ყველაფერი, მართალი ხარ, შეიძლება არ იმსახურებ, მაგრამ, ფაქტია ვიღაც ზედმეტად დაინტერესდა შენით- გვერდულად გამიღიმა.
ამ „ვიღაცაში” ზუსტად ვიცოდი ვინც იგულისხმებოდა, და მასზე გაფიქრებაც პეპლების კორიანტელს აღძრავდა ჩემში. მაგრამ მიზეზი, თუ რა განაპირობებდა მის ამ ინტერესს ჩემდამი ვერანაირად ვერ ვხვდებოდი. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, გამორიცხული იყო ასეთ გავლენიან, წარმატებულ და უსიმპატიურეს ბიჭს, რომელსაც მილიონობით გოგო ეთაყვანება, მე-ერთი უბრალო და არაფრით გამორჩეული გოგონა- მოვწონებოდი.
არეული ფიქრებიდან გამოვერკვიე და ვერონიკას ვკითხე:
-და რა იგულისხმება ჩემ დაწინაურებაში ?
-ჩემი დამხმარე იქნები, სატელეფონო ზარებს უპასუხებ და მაგიდების ჯავშანს მიიღებ კლიენტებისგან, თუ საჭირო გახდება დაჯავშნილ მაგიდას ხელახლა დაჯავშნი, თუ ამ მაგიდის დაჯავშნას მისტერ ლუკასის ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი ან თუნდაც უბრალოდ ახლო ნაცნობი მოინდომებს, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მისი სანაცნობო წრე, სხვა დანარჩენთან შედარებით, ბევრად მაღლა დგას. ჰო რაც მთავარია, მარტო მე ვეღარ ავუდივარ ამდენ საქმეს, ერთად უფრო ბევრი საჭორაო დაგვიგროვდება და თან ხელფასიც საგრძნობლად გაგეზრდება, რაც არამგონია ცუდი სიახლე იყოს შენთვის.- ისევ ამათვარიელ დამათვარიელა და მარტივად მივხვდი, რომ ჩემი იაფფასიანი ტანისამოსი იგულისხმა.
-მგონია რომ სიზმარში ვარ..ვერ ვხვდები რატომ?..მართლა არვიცი, მადლობა საერთოდ ვის უნდა გადავუხადო.
-შენც კარგად იცი ვის უნდა უმადლოდე ქეროლაინ,მაგრამ ასეთ რაღაცეებზე მადლობებს მისტერ ლუკასს არ უხდიან, არ მოსწონს მის კეთილშობილებაზე ზედმეტ ყურადღებას რომ ამახვილებენ.
იმდენად დაუჯერებელი ამბავი ესმოდათ ჩემს ყურებს წამიერად გავშტერდი და არ ვიცოდი რა მეთქვა ვერონიკასთვის.
დუმილი ვერონიკამ დაარღვია:
-ისე, გულახდილად, რომ გითხრა ვერ ვხვდები რა მოეწონა მისტერ ლუკას შენში, ნუ კარგი გოგო ხარ, მაგრამ აშკარად ისეთი არაფერი.- ძველი ვერონიკა დაბრუნდა, ამათვალიერა და თან საყვარლად გამიღიმა, ვითომ ორი წამის წინ სახეში არ „გამომლანძღა”.
-მართალი ხარ, ალბათ ზუსტად მაგიტომ მიჭირს შენი სიტყვების მარტივად დაჯერება. კარგი, წავედი საქმეს უნდა შევუდგე.-გამოვტრიალდი, მიხვდი რომ მასთან ესე უცბად დაახლოება არ იყო კარგი იდეა.
-მოიცადე ქეროლაინ, საწყენად არ მითქვამს.-მოწყენილი სახით შემომხედა.
-არც მწყენია ვერონიკა, ვიცი რომ ესეთი ხარ, უბრალოდ ჯობია საქმეს შევუდგე.
-სანამ საქმეს შეუდგები მიიღე ჩემი ბოდიში, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვიყენებ ჩემს ლექსიკონში და ხო, მთავარი დამავიწყდა, შენ ადგილს ვინც დაიკავებს,ვინმე ჩარლი ჯოუნსია, რომელსაც ეს ერთი კვირა ყველაფერი უნდა აუხსნა რა და როგორ ხდება და თუ ამის შემდეგ იგი საქმეს თავს კარგად გაართმევს, ჩათვალე, რომ ჩემ გვერდით მაგიდაზე ადგილი შენია.
რა თქმა უნდა, ვერონიკას მაშინვე ვაპატიე ცივად ნათქვამი სიტყვები, რაც არ უნდა ეთქვათ ჩემთვის წყენას დიდხანს გულში ვერ ვიტოვებდი, ამიტომ განაწყენებას და ჩხუბს მერჩივნა ძველ რეჟიმში გამეგრძელებინა მუშაობა. ვერონიკას დავემშვიდობე და იმ წამიდან დაწყებული ძალიან დავინტერესდი იმით, თუ ვინ იქნებოდა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩემი პოზიცია უნდა „გადამეცა”.იმედია ყველაფერს მალე აითვისებდა და მეც ერთი ნაბიჯით წინ წავიწეოდი.
ერთი კვირა გავიდა ჩარლის გამოჩენის შემდეგ და მივხვდი,რომ ჩემი იმედები გამართლდებოდა. მოკლედ გეტყვით, ჩარლი ჯოუნსი კარგი ბიჭი ჩანდა.. ქერა თმებით და ცისფერი თვალებით, სიმპატიური, სასაცილო და ძალიან საყვარელი ბიჭი. ამ ყველაფერს მისი გაცნობიდან 10 წუთში მივხვდი.. ყურადღებით მისმენდა, თან მაკვირდებოდა, მიღიმოდა და ხანდახან კომპლიმენტსაც მიკეთებდა. სასიამოვნო იყო ჩარლისთან ერთად მუშაობა, რადგან ისიც ჩემხელა იყო.. დანარჩენები ჩემზე მინიმუმ 7 წლით მაინც უფროსები იყვნენ, ვერონიკას ჩათვლით.. ჩარლისთან საერთოს გამონახვა კი არ იყო რთული ამოცანა, იგი ჩემსავით უბრალო სტუდენტი იყო, რომელიც ახალბედა და გამოუცდელი ჩანდა სამუშაო სფეროში. როგორც მითხრა, სამსახიობოზე სწავლობდა, და იმედოვნებდა, რომ შორეულ მომავალში ცნობილი ვარსკვლავი გახდებოდა.
ჩვენი დიალოგი იმდენად ადვილად წარიმართა მეგონა ბევრად უფრო დიდ ხანს ვიცნობდი მას. სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა, საათს დავხედე და 6 საათი გამხდარიყო ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემი სმენა დამთავრდა. ჩარლის გავხედე, რომელიც თავის უნიფორმას უაზროდ მიშტერებოდა, თან ბედნიერება ეტყობოდა სახეზე და ამ სურათის შემხედვარე ჩემი თავი გამახსენდა, ზუსტად ესეთი ბედნიერი ვიყავი ერთი თვის წინ,როდესაც ოქროს ვარსკვლავში დავიწყე მუშაობა.
-ჩარლი, ჩვენი დრო ამოიწურა, შეგიძლია თავი დაანებო შენი უნიფორმით ტკობას.
-დიახ ბოს, გასაგებია. – სასცილო მოძრაობით თავი დამიკრა და ბავშვური ღიმილით მომანათა თავისი ცისფერი თვალები.
-მემგონი ამ საქმეს თავს კარგად გაართმევ.
-კი ყველაფერი შენი დამსახურებით ქეროლაინ.
-განსაკუთრებული არაფერი არ მისწავლებია შენთვის, მთავარი პრაქტიკაა და ნელ ნელა ყველაფერი კარგად გამოგივა, აგერ ნახავ.-გავუღიმე.
-ხო იმედია, საარტისტო სკოლისთვის თანხას ვაგროვებ, არმინდა ეს შანსი ხელიდან გავუშვა ამიტომ ყველანაირად ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ მისის სვონ.
გამეცინა მის ამ სიტყვებზე, მხარი გავკარი და ვუთხარი:
-ბატონო ჩარლზ, გირჩევნიათ გამოიცცვალოთ და მალე წახვიდეთ სახლში, დამიჯერეთ უფრო დამღლელი დღე გელოდებათ ხვალ.
-პირველ რიგში, ჩარლზი არა ჩარლი, და მეორე-მე მზად ვარ ყველანაირი დაბრკოლებისთვის.
-ჰმმ საინტერესოა ანუ ყველანაირისთვის.-ცალი წარბი ავუწიე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-დიახ, თქვენი გულის მონადირებისთვისაც კი მზად ვარ დაუღალავად ვიბრძოლო.-ეს თქვა, ორი წამით სერიოზული სახე შეინარჩუნა და მალე გულიანად გადაიხარხარა. თავიდან რატომღაც დავიძაბე და რაღაც სხვა დავინახე მის ამ სიტყვებში. მერე ღრმად ამოვისუნთქე და მეც ავყევი სიცილში.
-კარგი წავალ მე გამოვიცვლი. -თბილად გავუღიმე..
-კარგი, მეც და მერე გასასვლელთან დაგელოდები.
-გასასვლელთან?-წარბები შევჭმუხნე.
-ხო, როგორც აღმოვაჩინეთ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან და… ერთად გავისეირნოთ თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა.
-აა, კი, რა თქმა უნდა. კარგი მაშინ დამელოდე და ორ წუთში გამოვალ.
სანამ გასახდელს მივუახლოვდი მეორე სართულის კიბეებიდან ახოვანი სილუეტი გამოჩნდა, გული მუცელში ჩამივარდა და მოძრაობის უნაარი დავკარგე. სულ გადამავიწყდა ის, რომ მისტერ ლუკას უნდა მოვლაპარაკებოდი, უკვე ერთი თვე გადიოდა მას შემდეგ რაც სამსახურის გამო უნივერსიტეტს ვაცდენდი, ეხლა კი ყველაფერი უფრო რთულდებოდა, რადგან როგორც დღეს გავიგე თურმე მაწინაურებდნენ.
მისტერ ლუკასი ტელეფონზე ლაპარაკობდა, სახის გამომეტყველება ისევ მკაცრად გაყინულიყო მის უნაკლო სახეზე, არვიცი ესე ვინ გაანაწყენა, მაგრამ აშკარად უკმაყოფილო იყო იმის მოსმენით, რასაც მეორე ხაზიდან ვიღაც ეუბნებოდა.
კიბეებზე ლამაზი ნაბიჯებით დაიწყო ჩამოსვლა, ძალიან მერიდებოდა მისი შეჩერება და სატელეფონო ლაპარაკის შეწყვეტა, მაგრამ სხვა დროს გამბედაობას ვეღარ მოვიკრეფდი.
დიდ კიბეებს მივუახლოვდი, მისტერ ლუკასმა მომენტალურად მზერა მომაპყრო, დავინახე, რომ სახეზე რაღაც ემოცია დაეტყო, რომელსაც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ,ოდნავ თითქოს დამშვიდდა კიდეც, მაგრამ სამ წამში მისი სახე ისევ ცივმა გამომეტყველებამ შეცვალა.
-არ არის საჭირო, ამას მეთვითონ ვწყვეტ, გითხარით, რომ ეს საკითხი უკვე აღარ განიხილება, ნახვამდის.
გაბრაზებულმა ტელეფონი ჩემდა საბედნიეროდ იმ წამს გათიშა, როდესაც მე მომიახლოვდა, მაგრამ არც ვიცი საბედნიერო იყო თუ საუბედურო ეს ყველაფერი.
დაბნეულმა ხელები ერთმანეთს მაგრად ჩავჭიდე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
ადგილზე გაშეშებულს მომიახლოვდა, თავისი არაამქვეყნიურად ლამაზი თვალებით მზერა გამისწორა, გვერდულად გამიღიმა და ხავერდოვანი ხმით მითხრა.
-საღამომშვიდობისა ქეროლაინ.
-საღამომშვიდობისა.
-როგორც ვხედავ თავს კარგად ართმევ სამუშაოს.- გაეღიმა და თავისი დედამიწის ფერი თვალები შემომანათა.
-დიახ, თან ჩარლიც ძალიან ყოჩაღი და კომუნიკაბელური ბიჭია, უკვე ძალიან დავახლოვდით და ვფიქრობ, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის.
-ჩარლი?-წარბები შეჭმუხნა და გაურკვევლობა დაეტყო სახეზე.
-დიახ, ჩემი პოზიცია ვინც უნდა დაიკავოს, ის ჩარლი.
-სამსახურიდან მიდიხარ?-გაყინული მზერა მომაპყრო და იმდენად დავიბენი ყელში ბურთი გამეჩხირა და ტირილი მომინდა.
-აა-მმ-იცით,არ-რა,უბრალოდ ვერონიკამ მითხრა,რომ….ან შეიძლება შეცდომით გადმომცა იინფორმაცია, ბოდიშს გიხდით.
-და?-კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
-მეგონა,მმ..მაწინაურებდნენ.-დარცხვენილმა ძირს დავიხედე,ალბათ პამიდორის ფერი დამედო სახეზე..
-დიახ, გეგონათ. მე არ მითქვამს დასტური ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.-ცივად გამიღიმა, ჩემი ანგელოზი ეშმაკს დაემსგავსა, თითქოს სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ მამცირებდა და გულს მტკენდა, ესეთ უხერხულ მდგომარეობაში არავის არასდროს ჩავუყენებივარ, მეც პატარა დაჩაგრული ბავშვივით ვგრძნობდი თავს და ყველანაირად ვცდილობდი ძალების მოკრებას, რომ მის თვალწინ ნაფლეთებად არ დავშლილიყავი.
გავჩუმდი, ორი წუთით ისიც გაჩუმდა და თან მაკვირდებოდა, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ვგრძნობდი ერთი სიტყვის თქმასაც ვერ მოვასწრებდი ისე დავიღვრებოდი ცრემლებად. ღმერთო, რა სულელი და გულუბრყვილო ხარ ქეროლაინ!
შემოტრიალებას ვაპირებდი, როცა წამის მეასედში ჩემი მკლავი დაიჭირა და ისევ მისკენ შემომაბრუნა.
-თქვენს მარლის კი გადაეცით, რომ სხვაგან ეძებოს სამსახური, აქედან თავისუფალია.
-ჩარლი, მას ჩარლი ჰქვია.-ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები და ხმა შუა ლაპარაკისას გამებზარა.
-დიახ,ქეროლაინ ჩარლის გადაეცით,რომ აქ არ დაიწყებს მუშაობას.-არ ესიამოვნა ჩარლის სახელი რომ შევუსწორე.
-იქნებ მაინც მისცეთ შანსი… მართლა ძალიან კარგი ბიჭია და ვფიქრობ არ იმსახურებს, რომ უარი მაინცდამაინც ეხლა უთხრათ, ერთი კვირის შემდეგ.
ამ სიტყვებმა კი თითქოს ბომბი ააფეთქა,მოთმინება დაკარგა მისტერ ლუკასმა და თვალები დახუჭა,ღრმად ამოისუნთქა და ლამაზი თვალებით და გაუგებარი გამომეტყველებით მომაშტერდა.
-იმას,რასაც ეხლა თქვენ აკეთებთ, არავინ მიბედავს, არავინ მეწინააღმდეგება და არავინ მისწორებს ჩემს გადაწყვეტილებებს, ჩემი მისამართით არავინ იძლევა შენიშვნებს, თქვენ კი უბრალო გამოუცდელი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია ამ ცხოვრებაში, მორალს მიკითხავთ, ისე მელაპარაკებით თითქოს მნიშვნელოვანი იყოს თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ვინმე ჩარლიზე. თქვენ იმაზე მეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამშრომელი.- სახე იმდენად ახლოს მოიტანა ჩემთან, ვგრძნობდი გაბრაზებულს სუნთქვა როგორ გაუხშირდა. თვალები თითქოს უფრო დაძაბა, და იმდენად მწველი მზერით მიყურებდა, არვიცოდი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებდი ესე გაუნძრევლად დგომას.
პირი გავაღე რაღაცის თქმას ვაპირებდი, ოღონდ რის თქმას მეთვითონაც არ ვიცი. მაგრამ ამის საშუალება მან არც მომცა.
-ჯერ არ დამისრულებია და საუბარს არ გამაწყვეტინებთ- ამ წინადადებაში მან სიტყვა „ნუ”-ც არ გამოიყენა, „საუბარს ნუ გამაწყვეტინებთ” -ის მაგივრად კატეგორიული „არ გამაწყვეტინებთ” იხმარა- მე არ ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებებს, ჩემზე არ მოქმედებენ ადამიანები და განსაკუთრებით გრძნობები, და ალბათ ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლოც ქეროლაინ, სწორედ ამიტომ მარტივად გეუბნებით და ამას მეტჯერ აღარ გავიმეორებ, ჩარლი მაინც დატოვებს სამსახურს რადგან მე ეს ასე გადავწყვიტე, რაგინდ არასამართლიანად უნდა მიიჩნიოთ ეს გადაწყვეტილება, პლიუს მინუს ერთი მიმტანით არაფერი აკლდება ამ ქვეყანას.დანარჩენი კი თქვენი გადასაწყვეტია გააგრძელებთ თუ არა აქ მუშაობას.
მორჩა.ეს იყო ის სიტყვები რამაც ერთი ხელის მოსმით გაანადგრუა ყველა ის გრძნობა და წარმოდგენა რაც ჩემში ცხოვრობდა, ჩემ თვალწინ ფარდა აეხადა ისეთ ადამიანს,რომელიც თურმე ჩემთვის უნაკლო ადამიანის შიგნით ამდენ ხანს ცხოვრობდა. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ პასუხის გაცემა, რასაც ძალიან მალე მისტერ ლუკასს ვეტყოდი, იმდენად თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, რომ ნებისმიერი ქმედება ასჯერ უფრო რთული ჩანდა მასთან მიმართებაში.
არვიცი რამ მომცა თავდაჯერებულობა, არც ის ვიცი ღირდა თუ არა ვინმე ჩარლის გამო ასეთი შანსის ხელიდან გაშვება რასაც „ოქროს ვარსკვლავში” მუშაობა მთავაზობდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მე ამ სამსახურს ვტოვებდი.მომავალზე ფიქრს კი მერეც მოვასწრებდი. ერთადერთი რამ რაც იმ წამს ჩემს გონებასა და გულში ტრიალებდა,ზიზღი და სიძულვილი იყო..ალბათ მართალია, რომ სიძულვილსა და სიყვარულს მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი აშორებს, ორივე იმდენად დიდი და ძლიერი გრძნობაა, რომ ძნელია შენთვის უბრალო ადამიანის მიმართ განიცადო.არვიცი იმ წამს მართლა შემძულდა თუ არა მისტერ ლუკასი,მაგრამ ჩემმა პასუხმა, ალბათ, მას ეს ფაქტი დაუდასტურა.
– მადლობას გიხდით იმ შანსისთვის რაც მომეცით, მაგრამ სამსახურიდან წასვლა გადავწყვიტე.სწორედ ამის შესახებ მინდოდა თქვენთან საუბარი, რომ უნივერსიტეტში პრობლემები მექმნებოდა აქ მუშაობის გამო. ნახვამდის მისტერ ლუკას, სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. -ძლივს ამოღერღე სიტყვები,სუნთქვა შევიკავე, რატომღაც მეგონა ეს დამეხმარებოდა ცრემლების შეკავებაშიც.
ორ წამიანი პაუზის შემდეგ,იმის მოლოდინში რომ ერთ სიტყვას მაინც მეტყოდა,მისტერ ლუკასი მარმარილოს ფიგურასავით გაყინულიყო.არანაირი ემოცია აღარ ჩანდა მის სახეზე.ხელები შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და წელში გამართული, ამაყად მიყურებდა. ის აღარ იღებდა ხმას, და ფაქტია, სხვა გზა აღარ დამრჩენოდა. საბოლოოდ შევხედე, და იმ ერთ წამში მთლიანად შევისწავლე მისი უნაკლო სახე. თუ ვერასდროს ვეღარ შევხვდებოდი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მინდოდა მისი დავიწყება..თვალები დავხუჭე, მერე გავახილე და ტვინში ჩავიბეჭდე ეს ლამაზი გამოსახულება, რომელიც ჩემ წინ გაქვავებულიყო. შემდეგ გამოვტრიალდი და გასასვლელთან მდგომ ჩარლის ბედნიერი ღიმილით შევეგებე.
ზუსტად იმ ორ წამში შევამჩნიე თუ რამდენად დიდი და რაღაც ჯერ არ განცდილი ემოცია ასახა ამ ადამიანის სახეზე ჩემმა წინადადებამ. ამ ყველაფრის გადმოცემა ცოტა მიჭირს, ჯერ იყო მოულოდნელობა, შემდეგ გაურკვევლობა, ბოლოს იმედგაცრუება და სინდისის ქენჯნა. მისტერ ლუკასმა იმ დღეს კარგად გააანალიზა, რომ ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ რაღაც სახით წინააღმდეგობა გაუწია და არ დაჰყვა მის ნებას.იგი იმასაც მიხვდა,რომ მის ასეთ საქციელს ყოველთვის მოჰყვება რაღაც დანაკარგი, ამ შემთხვევაში ეს დანაკარგი მე ვიყავი და თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს მისთვის ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებდა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => 05ff1d94
)