Array
(
[text] =>
სოფის ოთახს მივუახლოვდი, მაგრამ შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი. თითქოს რაღაც ძალა მექაჩებოდა და უკან დახევას მკარნახობდა… მაგრამ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა მომხდართან დაკავშირებით დედაჩემთან დალაპარაკება და ჯობდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. ძალა მოვიკრიბე, კარების სახელური ჩამოვწიე და მაშინვე თვალი მოვკარი სოფის, რომელიც ჩემკენ ზურგით ფანჯარასთან ახლოს იდგა. ვიცი კარგად გაიგო ჩემი ოთახში შემოსვლა, მაგრამ უკან არ გამოუხედავს. მივხვდი, სანამ არ დავუძახებდი ყურადღებას არ მომაქცევდა, ამიტომ დუმილი მე დავარღვიე.
– სოფი… – პასუხი ისევ არ გამცა.
– დედა, – ხმა გამებზარა, ნერწყვი გადავყლაპე და გავაგრძელე – შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?
ამჯერად სოფი ჩემკენ შემოტრიალდა და დავინახე ცრემლები როგორ ასველებდა მის სახეს. ხელი გულთან ახლოს მიიტანა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. ადგილზე გავშეშდი და საკუთარ ხმას ვეღარ ვპოულობდი, რომ კითხვა დამესვა მისთვის. დედაჩემი ხელების კანკალით მომიახლოვდა, სახეზე ამათვალიერა, მერე თმა ყუზე გადამიწია და ისევ ტირილი დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა და რაც შეიძლება მალე უნდა გამეგო სოფის სათქმელი.
– მ-მითხარი…ძალიან გთხოვ, ნუ მაწვალებ და მითხარი რა ხდება? ესე გატკინა გული ამ…ამ სიახლემ, რომ ცრემლებს ვეღარ იკავებ? – ხელი ჩემი სახიდან ჩამოვაწევინე და უკან დავიხიე. მოსალოდნელი საშიშროება სწორად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
– ქეროლაინ… ჩემო პატარა ქეროლაინ … – თავი გააქნია და ისევ ცრემლები გადმოცვივდა მისი თვალებიდან.
– დედა! – ხმას ავუწიე, – ნუ მაშინებ! ნუ მაშინებ, ძალიან გთხოვ. – ჩემგან გაუცნობიერებლად თვალებში სისველე ვიგრძენი და მივხვდი, რომ დედაჩემთან ერთად მეც ვტიროდი.
– არ.. არ შემიძლია… გესმის, რომ არ შემიძლია? – სოფიმ ანერვიულებულმა აქეთ იქით დაიწყო სიარული. საღად ვერ აზროვნებდა და ეს არ იყო ძნელი მისახვედრი.
– ეხლავე მითხარი რაც სათქმელი გაქვს, ან მაშინ ვერასდროს ვეღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს.
– დემიენს უარი უნდა უთხრა.
– რა? – გამეცინა. დიახ, მთელ ხმაზე გადავიხარხარე როგორც კი ეს სიტყვები წამოცდა სოფის.
– დემიენს ცოლად არ გაყვები. – მხოლოდ სოფის ხმა ისმოდა ოთახში, მაგრამ მეგონა დედაჩემის გარდა მთელი სამყარო დამცინოდა ამ სიტყვებით.
– კარგი, ყველაფერი გასაგებია. – მშვიდი ტონით ვუთხარი და ზურგი ვაქციე. როგორც ვატყობ, არაფრის თქმას არ აპირებდა რაც გამარკვევდა მის ასეთ რეაქციაში.
– ქეროლაინ! – უკნიდან მომაძახა განწირული ხმით.
– რა დედა?! არაადეკვატურად მელაპარაკები და სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ! დიდი გოგო ვარ უკვე და შენგან დამოუკიდებლად უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება! თუ დემიენი არ მოგწონს ეგ შენი არჩევანია და მე არ მეხება. – ცრემლები ისევ ვერ შევიკავე. ამ მომენტში თავს ვიტყუებდი. უბრალოდ არ მინდოდა….ღმერთო, ნეტავ იცოდეთ როგორ არ მინდოდა დედაჩემის ასეთი რეაქციის გამომწვევი მიზეზი გამეგო. მზად ვიყავი ჩემოდანი ჩამელაგებინა და უკან მოუხედავად გავშორებოდი ამ სახლს, სოფის და ყველაფერს საერთოდ, რაც დემიენთან ერთად ყოფნაში ხელს შემიშლიდა.
– დიდი გოგო ხარ და… და რამენაირად უნდა, – ხელი ისევ გულზე მიიდო და შემეშინდა ცუდად არ გამხდარიყო ჩემ თვალწინ. – ქეროლაინ, რამენაირად უნდა მომისმინო.. გაიგო ჩემი სათქმელი და მაპატიო.
– გისმენ. – მოთმინებას ვკარგავდი, თვალთ მიბნელდებოდა და მინდოდა ამ საუბარს რაც შეიძლება მალე ჩაევლო.
– ჯობია დაჯდე, მოდი ჩაი დავლიოთ და ისე…
– დედა საკმარისია! ან მეუბნები, ან ეხლავე მივდივარ სახლიდან!
– დაკავშირებულები ხართ.. – 2 წამიანი პაუზა გააკეთა და განაგრძო – შენ და დემიენი.
– პირდაპირ მითხარი. – თვალებიდან უკვე გაუჩერებლად მომდიოდა ცრემლები და დედაჩემის სახეს უკვე ძლივს ვხედავდი.
– აქამდე… აქამდე როგორ არ ვიცოდი დემიენი, რომ ლუკასი იყო… ხომ შეიძლებოდა ადრე მცოდნოდა ქეროლაინ. -დედაჩემი მომიახლოვდა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და მივხვდი, რომ სიტყვებს ვეღარ პოულობდა.
– მამაშენი.. მე და მამაშენს ძალიან გაგვიფუჭდა ბოლო წლებში ურთიერთობა.. ბავში არ გვიჩნდებოდა, რასაც მამაშენის უმუშევრობა და ლოთობა ემატებოდა. მე კი… მე კი ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რასაც დღემდე ვნანობ, მაგრამ … მაგრამ მაშინ დღეს შენც არ მეყოლებოდი აქ, ქეროლაინ. – აკანკალებული ხელით ცრემლები მომწმინდა სახიდან, მე კი შევცბი და უკან დავიხიე. გულის ცემა იმდენად გამიხშირდა, მეგონა რამდენიმე წამში სიცოცხლეს გამოვემშვიდობებოდი.
– მალე დაასრულე ჩემი ტანჯვა, ძალიან გთხოვ. – მუხლებში ჩავიკეცე და სახეზე ხელები ავიფარე.
– მაიკლ ლუკასი გავიცანი ერთ საღამოს, დემიენივით შარმიანი მამაკაცი იყო და მეც ძალიან მარტივად მოვიხიბლე მისით. არვიცი მან რა ნახა ჩემში, მაგრამ სწორედ იმ საღამოს…იმ საღამოს მოხდა მოსახდენი და 9 თვის შემდეგ შენ შემეძინე. – კიდევ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, მე კი კვლავ თავჩაქინდრული ვიჯექი იატაკზე. მიხვდა, რომ სანამ საუბარს არ დაასრულებდა თავის აწევას არ ვაპირებდი. ამიტომ სოფიმაც უკანასკნელი მწარე სიტყვები, სიტყვები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს მკაფიოდ წარმოთქვა და იმ წამსვე სიცოცხლე წამართვა.
– მაიკლ ლუკასი მამაშენია ქეროლაინ. დემიენი კი… შენი ძმა.
ამ სიტყვების გაგონებისთანავე თავი მუხლებიდან ავწიე, ფეხზე წამოვდექი და აწითლებული თვალებით სოფის მივაშტერდი.
– ტყუილია.
– ქეროლაინ….
– ტყუილია! მატყუარა ხარ! ამდენი წელი მატყუებდი.. მთელი ცხოვრება ტყუილში ვიცხოვრე და ეხლაც მატყუებ. – შუბლი ხელით მეჭირა და აზროვნებას ვკარგავდი.
– არ მჯერა! ტყუილია! ტყუილია! გესმის?! ტყუილია! – მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და ნელნელა ჩემი ხმაც სადღაც იკარგებოდა. არ მახსოვს ის მომენტი სოფი როგორ მომიახლოვდა და ჩამეხუტა, მაგრამ ფაქტია, ჩემი განწირული კივილი უკვე სოფის კისერში ისმოდა.
– მაპატიე…. იმედია, რომ ოდესმე მაპატიებ… ძალიან გთხოვ მაპატიე, ქეროლაინ. – დედაჩემი მთელი ძალით მიჭერდა ხელებს, ამას ვგრძნობდი, მაგრამ ამავდროულად ამ სამყაროს არ ვეკუთვნოდი.
დედაჩემის მკლავებიდან როგორღაც თავი გავითავისუფლე, კარებამდე მივირბინე, გამოვაღე და უკან მოუხედავად გავიქეცი სახლიდან.. გავიქეცი და უკან მოვიტოვე ყველაფერი. დედაჩემის ხმა უკვე სადღაც შორიდან ისმოდა. მთელი სისწრაფით მივრბოდი ნაითვილის ქუჩებში, ოღონდ სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი. არც ის ვიცოდი რას ვაპირებდი, მაგრამ სახლიდან გამოსვლისთანავე გავიაზრე, რომ უკან არასდროს მივბრუნდებოდი და რომ ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი.
უცბად წვიმა დაიწყო… ძლიერად წვიმდა და წვიმის წვეთები მთლიანად მისველებდა სახეს. ბნელი ქუჩის კუთხემდე მივირბინე და რადგან წასასვლელი არსად მქონდა, იქვე ჩამოვჯექი. ვგრძნობ, რომ ამინდიც ჩემთან ერთად ტირის, მაგრამ ამ ტკივილს, რასაც ამ წუთებში ვგრძნობ ვერავინ ვერ გაიზიარებს. ვერავინ ვერ მიხვდება რას ნიშნავს იყო ცოცხალი, მაგრამ თავს გარდაცვლილად გრძნობდე. ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდის სახეზე, ყელში ბურთი მეჩხირება და ვფიქრობ როგორ შევარჩიო ყველაზე სწორი და მარტივი გზა, რომ რამენაირად თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს.
თვითმკვლელობა ალბათ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალია. ერთ წამში ჩემი ყველანაირი ტკივილი გაქრება, დასრულდება და მეც ვპოვებ სიმშვიდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზა არ არსებობს. მთელი ცხოვრების ტანჯვაში გატარებას სიკვდილი ჯობია, არა? ამ კითხვას ვუსმევ ჩემ თავს და პასუხს ვერ ვიღებ. წვიმა კიდევ უფრო ძლიერდება და მთლიანად მისველებს სახეს. ცრემლებს წვიმის წვეთები შთანთქავს, ჩემ არსებობას კი რამდენიმე წამში ჩემივე ხელი შეწყვეტს. ხომ ეს არის მარტივი გამოსავალი? კიდევ ერთხელ ვეკითხები ჩემ თავს. პასუხი ისევ არ არის. პასუხს არავინ გამცემს.. ეს კარგად ვიცი და სწორედ ამიტომ მიჭირს ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება.
სოფი? მოულოდნელად ქვეცნობიერი შემომძახებს. თავს გავაქნევ და ვცდილობ ზედმეტი ფიქრების თავიდან ამოგდებას.. რაილი? ოდნავ ტონს უმატებს შინაგანი ხმა… სკოტი? თითქოს წვიმის წვეთები შუბლს მიხვრიტავს და მანიშნებს, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდე.
დემიენი? ახლა უკვე თითქოს სილას მარტყავს სახეში ქვეცნობიერი. ცრემლები კვლავ გაუჩერებლად ტოვებენ ჩემ სახეს. თავს მუხლებში ვრგავ და უკვე მთელ ხმაზე ვიწყებ ტირილს.. ირგვლივ არავინ არ არის, მხოლოდ მე, წვიმა და ჩემი ფიქრები არ ვაძლევთ ერთმანეთს მოსვენების საშუალებას. იქნებ უკვე დროა? ვფიქრობ ჩემთვის, როცა მოულოდნელად ტელეფონის ზარი არღვევს ამ აუტანელ, წვიმის წვეთების მონოტონურ მელოდიას.
დემიენი… სხვა გზა არ მაქვს უნდა ვუპასუხო.. ამაზე უარესად თავს მაინც ვერაფერი ვეღარ მაგრძნობინებს. ვერასდროს..
არ ვიცი ვინმეს კიდევ გაინტერესებთ თუ არა მოთხრობის დასასრული, რადგან დიდი ხანია მივატოვე აქაურობა 🙁 მაგრამ 3 თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დავბრუნდი და ვეცდები აღარ გავუჩინარდე 🙂
ძალიან გამიხარდება, თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ <3
[text_hash] => ad2040a7
)