დაკავშირებული – თავი 47. მოულოდნელი სიახლე – novelfull.online
// qc

დაკავშირებული - თავი 47. მოულოდნელი სიახლე

Array
(
[text] =>

          ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ერთდროულად ასეთი ფერადი და თანაც უფერული, როგორც ახლა. მიუხედავად ყველაფრისა, რატომღაც ახლა მშვიდად ვარ, რადგან, ალბათ, ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი.. ცხოვრება წამის მეასედია, ჩემი წამის მეასედი კი ეძღვნება ადამიანს, რომელმაც თავდაყირა დამიყენა სამყარო. ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს მისი არსებობა.

მშვიდად ვარ? ჰაჰ, სასაცილოა ქეროლაინ. როცა წვიმიან ამინდში ბნელი ქუჩის კუთხეში ზიხარ და ფიქრობ სიცოცხლე როგორ დაასრულო, მშვიდად არ ხარ. ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდის სახეზე, ყელში ბურთი მეჩხირება და ვფიქრობ როგორ შევარჩიო ყველაზე სწორი და მარტივი გზა, რომ რამენაირად თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს.

თვითმკვლელობა ალბათ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალია. ერთ წამში ჩემი ყველანაირი ტკივილი გაქრება, დასრულდება და მეც ვპოვებ სიმშვიდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზა არ არსებობს. მთელი ცხოვრების ტანჯვაში გატარებას სიკვდილი ჯობია, არა? ამ კითხვას ვუსმევ ჩემ თავს და პასუხს ვერ ვიღებ. წვიმა კიდევ უფრო ძლიერდება და მთლიანად მისველებს სახეს. ცრემლებს წვიმის წვეთები შთანთქავს, ჩემ არსებობას კი რამდენიმე წამში ჩემივე ხელი შემაწყვეტინებს. ხომ ეს არის მარტივი გამოსავალი? კიდევ ერთხელ ვეკითხები ჩემს თავს. პასუხი ისევ არ არის. პასუხს არავინ გამცემს.. ეს კარგად ვიცი და სწორედ ამიტომ მიჭირს ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება.

სოფი? მოულოდნელად ქვეცნობიერი შემომძახებს. თავს გავაქნევ და ვცდილობ ზედმეტი ფიქრების თავიდან ამოგდებას.. რაილი? ოდნავ ტონს უმატებს შინაგანი ხმა… სკოტი? თითქოს წვიმის წვეთები შუბლს მიხვრიტავს და მანიშნებს, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდე.

დემიენი? ახლა უკვე თითქოს სილას მარტყავს სახეში ქვეცნობიერი. ცრემლები კვლავ გაუჩერებლად ტოვებენ ჩემს სახეს. თავს მუხლებში ვრგავ და უკვე მთელ ხმაზე ვიწყებ ტირილს.. ირგვლივ არავინ არ არის, მხოლოდ მე, წვიმა და ჩემი ფიქრები არ ვაძლევთ ერთმანეთს მოსვენების საშუალებას. იქნებ უკვე დროა? ვფიქრობ ჩემთვის, როცა მოულოდნელად ტელეფონის ზარი არღვევს ამ აუტანელ, წვიმის წვეთების მონოტონურ მელოდიას.

დემიენი… სხვა გზა არ მაქვს უნდა ვუპასუხო.. ამაზე უარესად თავს მაინც ვერაფერი ვეღარ მაგრძნობინებს. ვერასდროს..

………..

რამდენიმე საათით ადრე.

დემიენ ლუკასს ცოლობაზე დავთანხმდი. რამ შეიძლება განმაცდევინოს ამაზე დიდი ბედნიერება? ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ცხოვრებაში, ჩემი მეუღლე გახდება. ყოველი დღე დაიწყება და დამთავრდება მისით.. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? აღფრთოვანებას, ბედნიერებას და ეიფორას ვერ ვმალავ. მთელ სახეზე მაწერია რამდენად ბედნიერად ვგრძნობ თავს. აი თურმე რას ნიშნავს გიყვარდეს ცხოვრება, საკუთარი თავი და შენთვის სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც უკვე სინამდვილეში ყველაზე ნაცნობი და ახლობელია. არ მჯერა, რომ ხვალიდან ქორწილის სამზადისს შევუდგები. არც ის მჯერა, რომ დემიენთან ერთად დავიწყებ ცხოვრებას, სრულიად ახალი ფურცლით, დავამატებდი, რომ საუკეთესო ფურცლით.. უკვე წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება რაილის.. სკოტს, რომელიც უკვე რამდენიმე ათასი კილომეტრით შორსაა ჩვენგან.. და რაც მთავარია დედაჩემს.

გული მწყდება, რომ ჩვენი ახლო ურთიერთობის მიუხედავად აქამდე დემიენის სოფისთვის კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე. სინამდვილეში ამის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ დემიენის დაბადების დღის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრილან. ალბათ, მიზეზი მაინც ის იყო, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი დემიენის ქმედებებში. იმას არ ვამბობ, რომ ოფიციალური ცოლის სტატუსი მჭირდებოდა მის სიყვარულში დასარწმუნებლად, უბრალოდ სანამ ურთიერთობაში ყველაფერს არ დავალაგებდით, არ მინდოდა სოფი ჩვენი ჩხუბის და გაუგებრობების მოწმე ყოფილიყო. უფროსწორედ არ მინდოდა სოფის წარმოდგენა შეცვლოდა დემიენზე, იმ შემთხვევაში თუ იგი არასწორად მოიქცეოდა. ეხლა კი ყველაფერი იმდენად იდეალურად არის და მეც იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ერთი სული მაქ სოფის ყველაფერი მოვუყვე. უფროსწორედ ყველაფერი მოვუყვეთ ჩვენ შესახებ..

ფიქრებიდან დემიენმა გამომარკვია, რომელიც ახლა უკვე თეთრ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყოფილიყო. ტახტზე მოკალათებულს მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და ფეხზე წამომაყენა.

– მზად ხარ? – თბილად გამიღიმა და თავისი ლურჯ-მწვანე თვალები შემომანათა, რომელიც ესე ძალიან მიყვარს.

– მემგონი.. – ღრმად ამოვისუნთქე.

– ვიცი, რომ ნერვიულობ და ეს ბუნებრივია, ქეროლაინ. – შუბლზე მაკოცა და განაგრძო :

– ყველაფერი კარგად იქნება.

– ყველაფერი უკვე ისედაც კარგად არის. – ვუპასუხე და ნაზად ვაკოცე ტუჩებში.

– წამოდი, თორემ მეშინია უცბად არ გადაიფიქრო. – მელოდიურად ჩაეცინა და მეც თავი დავუქნიე. სინამდვილეში კი ერთი პროცენტიც არ იყო იმის შანსი, რომ რაიმე გადამეფიქრებინა.

დემიენი მართალი იყო..ყვეალაფრის მიუხედავად მაინც ვნერვიულობდი. ხანდახან მეგონა, რომ ზედმეტად ადრე იყო სოფისთვის პირდაპირ ამ სიახლის მიწოდება. იქნებ ჯობდა ჯერ მხოლოდ მე დავლაპარაკებოდი, მაგრამ მეორე მხრივ დემიენის გვერდით ყოფნა და მისი თავდაჯერებული საუბარი უფრო განმუხტავდა სიტუაციას.

გზა დემიენის სახლიდან ჩემს სახლამდე ძალიან მალე გავიდა. გულის ცემა კიდევ უფრო გამიხშირდა, როცა დავინახე, რომ შემოსასვლელ ოთახში შუქი ანთებული იყო. საათს დავხედე.. 9 საათი ხდებოდა. დრო, როცა დედაჩემი შეიტყობდა, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი თხოვდებოდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და სანამ მანქანის კარს გავაღებდი დემიენმა ხელი ჩამკიდა, მისკენ შემატრიალა და მითხრა :

– თუ ერთი პროცენტით მაინც ეჭვი გეპარება, ხომ იცი…

– არა დემიენ, დარწმუნებული ვარ ყველაფერში. – ვუპასუხე, მან კი თბილად გამიღიმა დანაზად ხელზე მაკოცა.

მანქანიდან გადმოვედით, რამდენიმე ნაბიჯი ხელიხელ ჩაკიდებულებმა გავიარეთ და ჩემი სახლის ზღურბლთან აღმოვჩნდით. უკვე წარმომედგინა სოფის გაკვირვებული და თან ბედნიერი სახე, როცა მოულოდნელად ორივეს ერთად დაგვინახავდა.

ზარი დემიენმა დარეკა მე კი ერთი სული მქონდა სოფის რაც შეიძლება მალე გაეღო კარები, რომ უხერხულ სიტუაციას მალე ჩაევლო.

სოფი ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, და როცა ჩემ გვერდით დემიენს მოკრა თვალი, უცბად მეორე ხაზზე მყოფ მერედითს დაემშვიდობა.

– მერედით, სტუმრები მოვიდნენ მერე დაგირეკავ… – გავიგე მეორე ხაზიდან კითვა გაისმა სტუმრების შესახებ, მაგრამ სოფიმ არ აცადა და ისე გაუთიშა ტელეფონი.

ღიმილი ყურებამდე აუვიდა სოფის, თითქოს ცოტა დაიბნა კიდეც.. დემიენს იმდენ ხანს მიაშტერდა დაავიწყდა ჩემი არსებობა. როცა სოფიმ სახლში შეგვიპატიჟა დემიენი ჯენტლმენივით მიუახლოვდა, გადაკოცნა და კიდევ უფრო მეტად გაბადრული დედაჩემი სასადილო მაგიდისკენ გაგვიძღვა.

– ბოდიში დემიენ, ქეროლაინს არ გავუფრთხილებივარ, რომ დღეს სტუმრად გვეწვეოდი. – ამ დროს სოფიმ მე შემომხედა და ცოტა მკაცრი გამომეტყველება მესროლა. ორ წამში დემიენს გახედა და ისევ დადნა მისი შემხედვარე.

– პირიქით, ბოდიშს მე გიხდით ესე დაუპატიჟებლად რომ გეწვიეთ.

– არა, რა სისულელეა, ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ.

– დიდი მადლობა. – დემიენმა თბილად გაუღიმა და მე გამომხედა. მეგონა ენა გადავყლაპე, რადგან ლაპარაკის უნარი წამერთვა.

– ეხლავე ჩაის დაგალევინებთ, თან ზუსტად ამ წამს მოვრჩი ნამცხვირს გამოცხობას. ქეროლაინი გიჟდება ჩემს ნამცხვრებზე. – სოფიმ ჩაიცინა და სამზარეულოში გადაინაცვლა.

–  ბევრი მსმენია თქვენს კულინარიულ შედევრებზე. – უპასუხა დემიენმა და როცა სოფი ოდნავ ხედს მიეფარა მე შემომხედა.

– ძალიან დაძაბული ხარ. – ხელი მომკიდა და მისმა შეხებამ ოდნავ აზრზე მომიყვანა.

– ხო.. არ ვიცი რა მჭირს, ალბათ, მისი რეაქციის მეშინია.

– სოფის? – დემიენს ჩაეცინა. – სოფი ისეთი კარგი ადამიანია, არ წარმომიდგენია, რომ ამ სიახლეზე ცუდი რეაქცია ჰქონდეს.

– ჰო, მართალი ხარ. – რაღაცნაირად თავი გავიმხნევე და სოფის გავხედე, რომელიც ნამცხვრით ხელში მოგვიახლოვდა.

– ქეროლაინ, ისე ურიგო არ იქნებოდა თუ მომეხმარებოდი. – ისევ მკაცრი თვალებით შემომხედა და მეც ავდექი თეფშების მოსატანად. როცა უკან დავბრუნდი დემიენმა თავიდან ბოლომდე ამათვარიელა და ჩუმად მითხრა :

– მემგონი დედაშენისგან რაღაცეების სწავლა მოგიწევს, მალე პრაქტიკაში მოგიწევს ამ ყველაფრის გამოყენება. – მითხრა და ვიგრძენი ლოყები როგორ ამიხურდა. მხარი გავკარი და ისევ მის გვერდით მოვკალათდი. სოფიმ გემრიელი ჩაი ჩამოასხა და ორივეს ბედნიერი და კმაყოფილი თვალებით მოგვაშტერდა.

– დემიენ, ქეროლაინი რატომღაც ბევრს არ მელაპარაკება ხოლმე, მე კი არაფერი ვიცი შენ შესახებ.. – სოფიმ თქვა და ჩაი მოსვა.

– დიახ, მართალი ხართ. მეთვითონ ვწუხვარ, რომ აქამდე თქვენი კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე.

– არაუშავს, სად გვეჩქარება, მომავალში გავიცნობთ უკეთ. – სოფის ჩაეცინა და ამჯერად მე შემომხედა. ხელები მაგიდის ქვეშ ერთმანეთზე მქონდა გადაჯაჭვული როცა დემიენმა მოულოდნელად ხელი ჩამჭიდა და თქვა :

– ქალბატონო სოფი,..

– უბრალოდ სოფი დამიძახე დემიენ. – კვლავ თბილად გაუღიმა დედაჩემმა.

– სოფი… ვიცი, რომ ნაადრევად მოგეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ… მე და ქეროლაინს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და…. დაოჯახება გადავწყვიტეთ.

ერთი წამი… ორი წამი… სამი წამი…. სამ წამიანი სიჩუმე მეგონა საუკუნეს გაგრძელდა. სოფის სახეზე ვერ ვიტყვი, რომ იმედგაცრუება ამოვიკითხე, უბრალოდ დღეს ყველაზე ნაკლებად, ალბათ, ამ სიახლის მოსმენას ელოდა.

მეოთხე წამი გავიდა და სოფიმ კარგად გაანალიზა დემიენის ნათქვამი. ჯერ მე შემომხედა, მერე დემიენს და თქვა :

– სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ველოდებოდი ამ სიახლის მოსმენას, მაგრამ რა დაგიმალოთ და ძალიან ბედნიერი ვარ.

– მართლა? – თვალები გამიბრწყინდა და ემოცია ვერ დავმალე. დემიენს კი ჩაეცინა ჩემ გვერდით.

– ხო, რა თქმა უნდა, შენი ბედნიერება ყველაზე და ყველაფერზე მეტად გამიხარდება ქეროლაინ. უბრალოდ ერთი რაც მაწუხებს ის არის, რომ დემიენის შესახებ, გარდა იმისა, რომ ძალიან ზრდილობიანი და როგორც გარეგნობით ეტყობა, წარმატებული ბიჭია, სხვა არაფერი ვიცი.

– მოდი ეს ყველაფერი ეხლავე გამოვასწოროთ. მე დემიენ ლუკასი ვარ.. არ ვიცი ჩემ შესახებ გსმენით თუ არა, მაგრამ ალბათ, მამაჩემის შესახებ უფრო გეცოდინებათ…

– მამაშენის? მაიკლ… მაიკლ ლუკასი? – სოფის თვალები გაუფართოვდა, ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადო და სუნთქვა გაუხშირდა.

– დიახ.. ნაითვილში მამაჩემს უფრო იცნობენ, მისგან განსხვავებით მე არ მიყვარს მედიასთან კონტაქტი. მაგრამ ქეროლაინის სიუჟეტის გასვლის შემდეგ ამ სტატუსს ალბათ ვეღარ მოვირგებ. – ჩაეცინა და ისე ჩაილაპარაკა. მე კი ეხლა გამახსენდა, რომ დედაჩემისთვის არც მომიყოლია კონკრეტულად რა კონკურსში გავიმარჯვე ახალ დაწყებულ სამსახურში, რადგან ვიცოდი დემიენის ხსენების შემთხვევაში დაუსრულებელი ლაპარაკი და უამრავი კითხვა მელოდა სოფისთან.

– ესეიგი მამაშენი… მაიკლ ლუკასია, ხომ? – სოფის თითქოს არ ესმოდა დემიენის ხმა.. მონოტონურად გაიმეროა ეს შეკითხვა, თან ხმა უკანკალებდა და არ ვიცოდი რა იდგა ამ ყველაფრის უკან. ვაღიარებ, ძალიან ავნერვიულდი.. უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა და დემიენიც უკვე ძალიან დაძაბულად იჯდა.

– ხო დედა, რა არის ამაში დაუჯერებელი?! – უკვე მოთმინება დავკარგე, უაზრო საკითხზე რომ გავჩერდით ამდენ ხანს. მაგრამ სოფის პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია.

– დიდი ბოდიში ბავშვებო, რაღაც უცბად ცუდად ვიგრძენი თავი და ცოტა ხანს დაგტოვებთ. მაპატიეთ. – სოფი ძლივს წამოდგა მაგიდიდან და თავის ოთახში ჩაიკეტა. პირ დაღებული დავრჩი, წარმოდგენა არ მქონდა რამ განაპირობა დედაჩემის ასეთი რეაქცია და რაც ყველაზე მთავარია, დემიენთან ვგრძნობდი თავს ძალიან უხერხულად.

– დემიენ.. ძალიან დიდი …

– ბოდიში არ მომიხადო. არაფერია საბოდიშო… არ მიკვირს, ალბათ, მოულოდნელმა სიახლემ იმოქმედა დედაშენზე. ცოტა დრო მიეცი და იცოდე არ გაუბრაზდე. – დემიენი წამოდგა და კარებისკენ წავიდა.

– არ წახვიდე. – არ მინდოდა ესეთ გაურკვეველ სიტუაციაში წასულიყო ჩემი სახლიდან.

– ჯობია დედაშენს მარტო დაელაპარაკო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.. წინ ბევრი დრო გვაქვს სიტუაციების დასალაგებლად. – ცოტა სევდიანად გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და კარები ნაზად გამოიხურა. სანამ მანქანის დაქოქვის ხმა არ გავიგე, ადგილიდან ვერ დავიძარი. გული რაღაც არაამქვეყნიურად ცუდს მკარნახობდა. ფეხს ვერ ვიცვლიდი და მეშინოდა სოფისთან დალაპარაკების. დედაჩემს საკმაისად კარგად ვიცნობდი, რომ მივმხვდარიყავი თუ როდის არ იყო რაიმე რიგზე. იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს რეაქცია მხოლოდ შვილის გათხოვებით არ იყო გამოწვეული. 

იმედია ახალი თავი მოგეწონებათ 🙂 როგორც მიხვდით, სამწუახროდ, ბედნიერი დასასრული არ ექნება ამ მოთხრობას და ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავიდანვე ვიცოდი როგორც დავასრულებდი, ეხლა მაინც გული მწყდება და შემდეგ თავებში ალბათ კიდევ უფრო მეტად დამწყდება :)) <3 მაინტერესებს რას ფიქრობთ დასასრულის შესახებ? და თუ გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3

[text_hash] => 0d7ed096
)

//qc
//QC2