დაკავშირებული – თავი 46. ცვლილებები – novelfull.online
// qc

დაკავშირებული - თავი 46. ცვლილებები

Array
(
[text] =>

     გადიოდა დღეები, თვეები, ჩემი სიყვარული დემიენის მიმართ კი კიდევ უფრო იზრდებოდა. ჰო, მეც არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო დემიენი იმაზე მეტად მყვარებოდა ვიდრე იმ დღეს, როცა ნაითვილის თავზე მოულოდნელად ხელი მთხოვა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუგებრობებიც, მაგრამ არა ისეთი, რომ დიდი წყენა დაეტოვებინა ორივეს გულში.

 ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვხედავდი, მაგრამ დემიენში ნამდვილად. არ ვიცი რა განაპირობებდა მის ასეთ საქციელს, მაგრამ ეხლა თითქოს გაცილებით მეტს ფიქრობდა, სანამ რაიმეს მეტყოდა, რომ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვებით ჩემთვის გული არ ეტკინა. ასევე ყურადღებას კიდევ უფრო მეტად იჩენდა ჩემ მიმართ და ყველანაირად ცდილობდა უფრო გაეფერადებინა ჩემი ცხოვრება. ვერ ვხვდებოდი რა გავაკეთე ესეთი, რომ დემიენისნაირ ადამიანთან ურთიერთობა დავიმსახურე. ვიყავი იმაზე ბედნიერი, ვიდრე ვიმსახურებდი, ჩემი ცხოვრება და რეალობა კი ოცნებაზე გაცილებით უკეთესი იყო. დემიენი სარას ოფიციალურად გაშორდა, მამამისი ნაითვილიდან წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მას მეტჯერ არ შევხვედრივარ, ამოუცნობი მიზეზის გამო წასვლის წინ დემიენს თხოვა მის მაგივრად დემიენს ჩემთვის ბოდიში მოეხადა  გაუგებრობის გამო.

მართალია დემიენს ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდი დღე გამოშვებით მის ნახვას. უნივერსიტეტს რაც შეეხება,  საქმეები ძველებურად მიდიოდა, მაგრამ ერთი გამონაკლისის გარდა. რაილი და სკოტი შერიგდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დემიენს ეს იდეა არ მოსწონდა,  ვერ დამიყოლია და რაილისა და სკოტის შეხვედრა საიდუმლოდ მაინც მოვაწყვე. მე და დემიენი ერთ დღეს რესტორანში ვისხედით, როცა ჯერ ერთს შემდეგ კი მეორეს დავურეკე და რესტორანში მოვიპატიჟე. მეგონა უხერხული სიტუაცია იქნებოდა და ვაღიარებ ცოტა ჩემ გადაწყვეტილებაზე ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად დემიენის ნეგატიური განწყობისა ამ ჩუმად ჩაწყობილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სიტუაციის განმმუხტველი სწორედ ის აღმოჩნდა. 

    რაილი და სკოტი უხერხულობის ასარიდებლად მაქსიმალურად ცდილობდნენ დემიენთან კონტაქტში შესვლას, რომ ერთმანეთისთვის არ გაეხედათ, მაგარამ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც მე მქონდა დაგეგმილი. ჩვენ სამის წარსულის ისტორიებისა და თავგადასავლების დემიენისთვის მოყოლით ორივე უკეთ მიხვდა თუ რამდენი მოგონება აკავშირებდათ ერთმანეთთან და რომ უაზრო ჩხუბისა და დისტანციის გამო მათი ურთიერთობა არ გაწყდებოდა. ამ ყველაფერში მაშინ დავწრმუნდი, როცა დემიენს გარეთ მოსაწევად გავყევი, ისინი დავტოვეთ, რესტორანში დაბრუნებულებს კი რაილი და სკოტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულები და ჩახუტებულები დაგხვდნენ. ღიმილი ყურებამდე ამივიდა და პატარა ბავშვივით ამეტირა. არ ვიცოდი რა მეშველებოდა ესეთი მეგობრები რომ არ მყოლოდა გვერდით და როცა მათ ბედნიერს ვხედავდი, ეს ავტომატურად ჩემს ბედნიერებასაც ნიშნავდა. ამ სიახლის აღსანიშნავად დემიენის სახლში გადავინაცვლეთ, ცოტა დავლიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცეკვეთ, მე კი საუკეთესო საღამო გავატარე ჩემს საუკეთესო ადამიანებთან ერთად.

მიხაროდა, რომ დემიენი დაუახლოვდა ჩემს საუკეთესო მეგობრებს. იმასაც ვატყობდი, რომ სკოტიც უკვე ძალიან დადებითად იყო განწყობილი დემიენის მიმართ. რაილი გაბადრული სახით გვიყურებდა და როცა ჭიქით ხელში ჩვენი სადღეგრძელო წარმოთქვა უცბად დაამატა :

– დემიენ, ქერ- რიგრიგობით შემოგვხედა ორივეს და განაგრძო – ძალიან მიხარია , რომ ესეთ ბედნიერებს გხედავთ. მართალია ხანდახან არ მჯერა, როცა ვიხსენებ თქვენ ორის ისტორია როგორ უცნაურად განვითარდა, მაგრამ სწორედ ეს ხდის ცხოვრებას უფრო საინტერესოს, არა სკოტ? – სკოტს გახედა და ლოყაზე აკოცა.

– ისე უხდებით ერთმანეთს თქვენზე ფილმს გადავიღებდი. თან მემგონი იმდენად გიყვართ ერთმანეთი, რომ უკვე ერთმანეთს დაემსგავსეთ.

– ჰმ, დავემსგავსეთ? – დემიენს გაეღიმა და მე გამომხედა.

– ხო, რომ არ ვიცოდე, რომ შეყვარებულები ხართ, აუცილებლად და-ძმანი მეგონებოდით. – რაილის სიცილში სამივე ავყევით და ერთმანეთს ჭიქები მივუჭახუნეთ.

– გაგვიმარჯოს!

 * * *

დრო ძალიან სწრაფად გადიოდა, მე კი ვცდილობდი ყველა ბედნიერი მომენტი სამუდამოდ ჩამებეჭდა ჩემს ტვინში.

რაილის და სკოტის შერიგების შემდეგ ერთი თვე გავიდა ანუ დადგა დრო, როცა სკოტი ნაითვილიდან უნდა გამგზავრებულიყო. ვცდილობდი ეს დღეები რაილისთან ერთად ხშირად გამეტარებინა, რომ მისთვის ცუდ ხასიათზე დადგომის საშუალება არ მიმეცა. ცხადია, მხოლოდ მე ვერაფერს შევძლებდი და რაილის ცრემლები სკოტის აეროპორტში გაცილების ჟამს გარდაუვალი იყო. განშორებამდე იმდენ ხანს იდგნენ ჩუმად ჩახუტებულები, რომ ვერ შევიკავე და მეც ამეტირა. დემიენს კი ჩემ გვერდზე ჩუმად ჩაეცინა და შუბლზე მაკოცა.

ძალიან მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის პირველი წელი დასრულდა, რომ უკვე მეორე კურსზე გადავედი, თან ამჯერად სკოტის გარეშე, მე კი ყოველ ღამე დაძინებამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა პასუხს გავცემდი დემიენს…

ეს ფიქრები დროებით თავიდან ამოვიგდე, რადგან ჩემ ქორწილამდე ჯერ ვერონიკას ქორწილში ვიყავით დაპატიჟებულები. სწორედ ქორწილის დღეს იმის მაგივრად, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა, როგორც ეს ძველ ვერონიკას ჩვეოდა, მოულოდნელად შემოთავაზებული სამსახური შემახსენა და მითხრა, რომ ერთ კვირაში გასაუბრებაზე მომიწევდა წასვლა.

ეს სიახლე დემიენისთვის არ მითქვამს, ვიცოდი წინააღმდეგობას გამიწევდა და მეტყოდა, რომ გაცილებით უკეთეს ადგილას დამასაქმებდა, მაგრამ არ მინდოდა წარმატებისთვის მხოლოდ დემიენის სახელის გამოყენებით მიმეღწია. გადავწყვიტე გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ შემეტყობინებინა მისთვის ეს სიახლე.

ვერ ვიტყვი არ ველოდითქო, მაგრამ როგორც კი სამსახურიდან როგორც მათ ახალ თანამშრომელს ისე დამირეკეს ემოციები ვერ დავმალე და სოფის კივილით შევუვარდი ოთახში. დედაჩემი ძალიან ბედნიერი იყო ჩემი წარმატებით და სულ იმას მეუბნებოდა, რომ წინ დიდი მომავალი მელოდებოდა.

რაც შეეხება დემიენს, ვერ ვიტყვი ღიმილით შეხვდა ჩემ სიახლესთქო. პირველ რიგში გაბრაზდა და მერე ეწყინა, რომ აქამდე გამოვაპარე ეს ამბავი, მაგრამ როცა კარგად ავუხსენი, რომ მერჩივნა გზა ჩემით გამეკვლია, მივხვდი ესიამოვნა ჩემი სიტყვები და მიზანდასახულობა და არანაირი პრეტენზია აღარ გამოუთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახალ სამსახურს მალე შევეჩვიე, თავს უფრო ზრდასრულ ადამიანად ვგრძნობდი და ძალიან, ძალიან მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ სულ მალე ჩემი შრომით გამომუშავებული პირველი ხელფასი ჩამერიცხებოდა.

ერთ დღეს სამსახურიდან დაღლილი როცა სახლში დროზე უფრო გვიან მივედი, სოფიმ აღტაცებული და გაკვირვებული სახით გამიღო კარი. ვერ მივხვდი რაში იყო საქმე სანამ დედაჩემმა ჩემ საძინებელ ოთახში არ შემახედა.

მეგონა მეჩვენებოდა ის რასაც ვხედავდი, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები ჩემ საწოლზე პატარა უსაყვარლესი ლეკვი დამხვდა გემრიელად მოკალათებული. გული კისერში ამომივიდა, მაშინვე ხელში ავიყვანე მძინარე პატარა არსება და გულზე მივიკარი. სოფი ას კითხვას მაყრიდა უკნიდან თუ ვისგან იყო ეს საჩუქარი, მაგრამ მე ბედნიერების ცრემლების გარდა ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. ცხადია, დემიენისგან იყო ეს საჩუქარი, რაშიც მაშინ დავრწმუნდი, როცა დედაჩემმა პატარა კონვერტი გადმომცა. როგორც კი კონვერტი გავხსენი, წერილში დემიენის ლამაზი ხელწერით დაწერილი სიტყვები ამოვიკითხე.

„ მახსოვს ერთ დღეს გკითხე რა იყო შენი ბავშვობის აუხდენელი ოცნება. ხოდა დღეიდან აუხდენელი ოცნებები აღარ გექნება. 🙂 “

წერლი გულზე მივიკარი და როცა მივხვდი სოფი თავს არ დამანებებდა ვუთხარი, რომ საჩუქარი დემიენისგან იყო.

სოფის ბედნიერი ღიმილი აღებეჭდა სახეზე და ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს. მხოლოდ ის მითხრა, რომ უბედნიერესი იქნებოდა თუ დემიენი იქნებოდა ის ვის გამოც მთელი ცხოვების განმავლობაში ესეთ ბედნიერს დამინახავდა.

სამსახურით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ჩემი დამსაქმებლები კი ჩემი შესაძლებლობებით. მხოლოდ იმ დღეს ვიგრძენი დაძაბულობა, როცა კონკურსი გამოაცხადეს. არასდროს ვაგებდი კონკურსებში და არც ამჯერად ვაპირებდი ფარხმალის დაყრას. მაგრამ როცა გავიგე, რომ დავალება რომელიმე გამოჩენილი ადამიანისგან საინტერესო ინტერვიუს ჩამორთმევას ითხოვდა, ძალიან ავღელდი. ვიცოდი ამჯერად უკეთესი იქნებოდა რჩევა დემიენისთვის მეკითხა. ეს კონკურსი ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, რადგან საუკეთესო ინტერვიუს ავტორს აწინაურებდნენ.

როცა აღელვებულმა დემიენს სიახლე გავანდე, დემიენი უკნიდან ჩამეხუტა და ნაზად ყურში ერთი წინადადება ჩამჩურჩულა, რამაც თვალები გამიფართოვა.

– მე ვიქნები შენი რესპოდენტი.

– რა? – წარბები შევჭმუხნე და ვერ მიხვდი რატომ მეუბნებოდა ამას. ვიცოდი ყველაზე მეტად ინტერვიუები არ უყვარდა დემიენს. ზოგადად ეკრანზე არასდროს გამოჩენილა და ვერ ვხვდებოდი ხუმრობდა თუ არა.

– ჰო ქეროლაინ, მე ვიქნები შენი რესპოდენტი. არ ვაკმაყოფილებ გამოჩენილი ადამიანის კრიტერიუმებს? – ალმაცერად გამიღიმა მე კი ისევ დაბნეული დამტოვა.

– შენ…შენ მედიასთან არ მეგობრობ, მეთვითონ ვხედავ ყოველ დღე როგორ ისტუმრებ ახალ ახალ ინტერვიუერებს უარით…

– ხო გინდა კონკურსში გამარჯვება? – ამჯერად სერიოზული სახით შემომხედა.

– მინდა..

– ხოდა ისე მოიქეცი როგორც მე გეუბნები. შენ იქნები პირველი და უკანასკნელი ვისაც ინტერვიუს ჩამორთმევის საშუალებას მივცემ.

ეს სიტყვები მითხრა და ბედნიერმა ვნებიანად ვაკოცე. ვიცოდი რამხელა ბუმი იქნებოდა ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით და წარმატების სუნიც უკვე ძალიან კარგად მცემდა.

ინტერვიუმ წარმატებით ჩაიარა. დემიენი სავარძელში მოკალათებული თავისი ეშხიანი თვალებით მიყურებდა და საერთოდ არ ეტყობოდა დაძაბულობა ჩემგან განსხვავებით. მართალია მისი დებიუტი იქნებოდა მედიაში გამოჩენის თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიუხედავად, ისე თავდაჯერებულად და მომნუსხველად იჯდა, რომ ამის გამო ორჯერ გავწყვიტე ინტერვიუ და ერთი ლიტრი წყალი ჩავცალე, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. დემიენი ჩემი რეაქციებით კიდევ უფრო ერთობოდა და ვატყობდი არანაირი სურვილი ჰქონდა ინტერვიუს მალე დასრულების. ასე იყო თუ ისე, საბედნიეროდ საბოლოო ჯამში ყველაფერმა იდეალურზე იდეალურად ჩაიარა. ტელევიზიაში ინტერვიუს მიტანის შემდეგ კი ყველა პირდაღებული მომაშტერდა. ვერავინ ხვდებოდა რატომ ვიყავი მე ის ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის უშედეგო მცდელობის შემდეგ დემიენ ლუკასის საზოგადოებისთვის გაცნობას შეძლებდა.

კონკურსში „საუკეთესო ინტერვიუ” მე გავიმარჯვე და ემოციებისგან დაცლილს იმ საღამოს დივანზე დამეძინა.

* * *

ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა, ჩემი ცხოვრება კი იმ მიმართულებით აგრძელებდა სვლას, რომელსაც სიზმარშიც კი არასდროს წარმოვიდგენდი. შემიძლია იგივე ვთქვა დემიენზეც. ეხლა ბევრად უფრო დამშვიდებული მეჩვენებოდა, ბიზნესის მხრივ კი საქმეები გაცილებით უკეთ მიდიოდა. ამ ბოლო დროს როცა მასთან მივდიოდი, ხშირად მაჩვენებდა სხვადასხვა ულამაზესი სახლების სურათებს და რჩევას მეკითხებოდა თუ რომელი სახლი ჯობდა, რომ შეეძინა. როცა ვეკითებოდი რატომ უნდოდა ახალ სახლში გადასვლა მპასუხობდა, რომ უბრალოდ მობეზრდა ერთიდაიგივე ადგილას ცხოვრება, გულის სიღრმეში კი ძალიან კარგად ვიცოდი მისი ეს საქციელი რასაც ნიშნავდა. დემიენი ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება მალე დავეთანხმებინე მასთან ერთად ცხოვრების დაწყებაზე.

როცა ზაფხულის ერთ საღამოს დემიენს დედამისმა ამდენი ხნის შემდეგ კიდევ დაურეკა, დავინახე რამხელა სევდა აღებეჭდა სახეზე. ხელი მაგრად მოუჭირა ტელეფონს და არ უპასუხა. ვიცოდი უადგილო იქნებოდა ჩემი აზრის გამოთქმა, მაგრამ რაღცნაირად უნდა დამეყოლიებინა, რომ დედამისთან ურთიერთობა განეახლებინა. ხელი ნაზად დავადე, ცოტა შემეშნდა მისი მომდევნო რეაქციის, როცა ამ სიტყვებს ვეტყოდი, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით ჩავილაპარაკე:

– დემიენ, ჩემი აზრით დროა, რომ ერთხელ უპასუხო მის ზარს.

– შენი აზრი არ მიკითხავს. – კვლავ ცივად მომიჭრა. სხვა დროს აღარ შევუტევდი, მაგრამ ეხლა საკმარისად ახლო ადამიანს წარმოვადგენდი მისთვის, რომ წინააღმდეგობა გამეწია.

– ხოდა ძალიან ცუდია მარტო შენს ტვინს რომ უჯერებ.

– ქეროლაინ. – ეს უკვე გაფრთხილება იყო, მაგრამ მაინც გავაგრძელე.

– ხო ცუდია დემიენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მარტო ტვინს უჯერებ, შენ გულს კი საერთოდ არ აქცევ ყურადღებას.

– სისულელეს მეუბნები.

– ვიცი, რომ გენატრება.

– რა? – წარბები შეჭმუხნა, ცდილობდა ისე მოქცეულიყო თითქოს ამ სიტყვებმა არ მოახდინეს ზემოქმედება მასზე, მაგრამ ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა მეგონა თვალზე ცრემლები მოადგებოდა რამდენიმე წამში.

– ნუ გრცხვენია ამის აღიარების დემიენ. ის ხომ დედაშენია და ზუსტად ვიცი გულის სიღრმეში შენც გინდა მასთან ურთიერთობის განახლება.

– არ მინდა. – მივხვდი ნელნელა გადმოვიბირებდი.

– მხოლოდ ერთი შანსი მიეცი თქვენს ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან ენატრები და ნანობს შენთან  დაკარგულ წლებს.

– შენი აზრით დედაჩემს კიდევ ვუყვარვარ? – ისევ გამიმეორა ეს კითხვა, რომელზეც თავის დროზე პასუხი უფრო ყოყმანით გავეცი.

– კი, ამაში დარწმუნებული ვარ. ეხლა კი გადაურეკე და შენთვითონაც დარწმუნდები. – ავდექი, შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი. ვიცოდი ამდენ ხნიანი განშორების შემდეგ, იმ საღამოს დემიენი აუცილებლად დაურეკავდა დედამისს..

ერთი კვირის შემდეგ.

ერთ საღამოს მე და ბიმი, ჩემი ოთხფეხა მეგობარი, ერთად ვესტუმრეთ დემიენს. მიუხედავად იმისა, რომ ბიმის პატრონი მე ვიყავი, დემიენის გვერდზე ის ყოველთვის უფრო გააქტიურებული და თამაშს მოწყურებული მეჩვენებოდა.

დემიენს ეცინებოდა და მეუბნებოდა, რომ ბიმი კარგად ცნობდა კარგ ტიპებს. როცა გემრიელად მივირთვით და ბიმიც ბევრი თამაშისგან დაღლილი დასაძინებლად გაემართა, მოულოდნელად დემიენმა როიალისკენ გადაინაცვლა.

აქამდე არასდროს დაუკრავს ჩემ წინ და ვგრძნობდი გულის ცემა მიხშირდებოდა ამ ფაქტის უბრალოდ წარმოდგენითაც კი.

ისე, რომ არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ მოკალათდა სკამზე და დაკვრა დაიწყო. მელოდია და ჩემ წინ გადაშლილი ხედი იმდენად სასიამოვნო იყო, მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო ეს მომენტი. უცბად გამახსენდა მე და დემიენის ურთიერთობის დასაწყისი და თუ რამდენად სხვანაირი, ცივი და უხეში ადამიანი მეგონა ის ერთ დროს.

ეხლა კი ჩემ წინ ჩემი დემიენი იჯდა, დემიენი, რომელსაც ესეთს მარტო მე ვიცნობდი. ადრე ვთქვი, დემიენი ჩემთვის ნარკოტიკი და საინტერესო წიგნიათქო, იმ საღამოს კი დავრწმუნდი, რომ ამ წიგნში საინტერესო და მოულოდნელი თავები არასდროს ამოიწურებოდა. ჩემი ნარკოტიკისადმი მოთხოვნილება და მასზე დამოკიდებულება კი არასდროს განელდებოდა.

დემიენმა დაკვრა დაასრულა და გამიღიმა. მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მივუახლოვდი, მის კალთაში მოვკალათდი და ვუთხარი.

-კი.

-რა? – გვერდულად გაეღიმა, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.

-კი დემიენ, ბევრი ვიფიქრე და თანახმა ვარ… ცოლად გამოგყვები. – უკანასკნელ სიტყვებზე ჩამეცინა, მაგრამ ჩემი ღიმილი დემიენის მარწყვისფერმა ტუჩებმა გადაფარა.

იმედია ახალი თავი მოგეწონებათ 🙂 დასრულებამდე კი, ალბათ, ერთი ან ორი თავი დარჩა.. ასევე მაინტერესებს, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები 🙂 <3 

P.S არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 

[text_hash] => 25de1b46
)

//qc
//QC2