დაკავშირებული – თავი 45. მეორე ნახევარი
// qc

დაკავშირებული - თავი 45. მეორე ნახევარი

Array
(
[text] =>

  დემიენის სიტყვებმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, გამიჭირდება ზუსტად გადმოგცეთ თუ რას ვგრძნობდი იმ მომენტში. ადამიანი, რომელიც ტკივილამდე მიყვარდა, ხელს მთხოვდა და  უდიდესი სურვილი ჰქონდა მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით გაეტარებინა. გამეცინა, რადგან დემიენს ხელის თხოვნაც თავისებური ჰქონდა. მას არ სჭირდებოდა, რომ სადმე ფეშენებელურ ადგილას წავეყვანე, ლამაზი და ძვირადღირებული კაბა ეჩუქნა, თაიგულებით მორთულ მაგიდასთან მუხლებზე დამდგარიყო და ხელი ეთხოვნა, იმისთვის, რომ ეს მომენტი განსაკუთრებული ყოფილიყო. მის საყვარელ ადგილზე, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ყოფნა ჩემთვის გაცილებით რომანტიული და იდეალურზე იდეალური იყო. ცხადია, თავდაპირველად გაგკვირვება დამეტყო სახეზე და პირველი ეს სიტყვები წარმოვთქვი :

– დემიენ, ჯერ თვრამეტის ვარ და ეს ნუ დაგავიწყდება. – ხელი ჩავკიდე და არ მინდოდა ისე გამომსვლოდა თითქოს უარს ვეუბნებოდი. ჩემზე კარგად იცოდა რამდენად მინდოდა სამუდამოდ მისი მეორე ნახევარი ვყოფილიყავი.

– ვიცი ქეროლაინ, – მელოდიურად ჩაიცინა. – ეგ კარგად მახსოვს, მაგრამ შენი ასაკი ჩემ სიყვარულს და სურვილს იმისა, რომ ჩემი ცოლი გერქვას, ნამდვილად ვერ გამინელებს.

– არ ფიქრობ, რომ ჯერ ძალიან ადრეა? – ძალიან მაინტერესებდა ამ კითხვაზე რა პასუხს გამცემდა. გული ისე სწრაფად მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი მასაც კარგად ესმოდა.

– ჩვენი ურთიერთობისთვის? ნწ, არამგონია. – გვერდულად გაეღიმა, ორივე ხელი ჩამკიდა და თავისი დედამიწისფერი თვალები მომანათა.

– არ…არ ვიცი დემიენ, ამაზე არასდროს არ მიფიქრია…- თვალები დავხარე და ძირს დავიხედე.

– არასდროს? – ცალი ხელი გამიშვა, ნიკაპზე ნაზად მომკიდა და სახე ამაწევინა. თვალები უბრწყინავდა, მიღიმოდა და ეს ყველაფერი იმდენად მაჰიპნოზებდა, რომ ორი წუთით გავშტერდი და ვერაფერი ვუპასუხე.

– მე კიდე ყოველთვის მეფიქრება. წარმომიდგენია როგორ ვცხოვრობთ ჩემ დიდ სახლში მარტო მე და შენ. – მითხრა და თან ტუჩებზე დამხედა. მუცელი ასჯერ შემეკუმშა და მეგონა მის მზერას ვეღარ გავუძლებდი.

– ყველაფერი ესე მარტივად არ არის დემიენ.

– მაგალითად? – დასერიოზულდა. არ მოსწონდა მის ნებაზე რომ არ მიდიოდა ყველაფერი.

– მაგალითად ის, რომ … – მართლა ვფიქრობდი რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა თავი შემეკავებინა.

– ხალხის რეაქციის გეშინია?

– ჰაჰ, რა თქმა უნდა, არა.

– აბა? არ გიყვარვარ? – გამეცინა ეს კითხვა რომ დამისვა.

– რომ არ მიყვარდე ეხლა აქ არ ვიქნებოდი.

– მაშინ რა გიშლის ხელს?

– სწავლა, დედაჩემი…

– დედაშენს ისევ იგივე სიხშირით ნახავ, სწავლას კი უკეთესად გააგრძელებ. როცა შენი თვალით დაინახავ თუ რამდენს ვშრომობ, მგონი უფრო მოგინდება კონკურენცია გამიწიო. – ჩაეცინა მე კი მხარი გავკარი. ამაყობდა და წაიტრაბახა თავისი წარმატებით.

– მეგონა აღარასდროს მომინდებოდა სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრება, მაგრამ შენ.. შენ თავდაყირა აყენებ ჩემ ცხოვრებას, ქეროლაინ.

მიხვდი სარასთან ერთად თანაცხოვრება იგულისხმა და ვაღიარებ, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა მათი წყვილის წარმოდგენისას.

– იქნებ გავიდეს დრო და ისევ აღარ გაგიჩნდეს ამის სურვილი?- ნიშნის მოგებით ვუპასუხე. შევატყვე როგორ დაიძაბა და ეწყინა ჩემი სიტყვები.

– ჩემ საქციელში ხშირად შემპარვია ეჭვი, მაგრამ გრძნობებში არასდროს. ალბათ, რომც აგიხსნა ბოლომდე კარგად მაინც ვერ გამიგებ.. შენც კარგად იცი, რომ რთული ადამიანი ვარ და წინასწარ იმასაც გეტყვი, რომ მარტივი არ იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა და ჩემთან ერთად ცხოვრების დაწყება. ხშირად განმარტოვებაც მიყვარს, ზოგჯერ უაზროდ ვეჭვიანობ და ხანდახან ის ფაქტიც არ მსიამოვნებს, რომ ჩემ გარდა სხვა ადამიანებიც ითხოვენ შენ ყურადღებას. მე ეგოისტი ვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ეგოისტი და შეიძლება მაზოხისტიც ვარ უფლება რომ მივეცი ჩემ თავს ესე ძალიან შემყვარებოდა ვინმე. როგორც მაბედნიერებ, ზუსტად იგივენაირად შეგიძლია ჩემი გაუბედურება, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ბედნიერება ძალიან დიდხანს გასტანს. შენთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ბიძგს მაძლევ უკეთესი გავხდე, აღარ ვიყო წარსულში ჩარჩენილი ბიჭი, რომელიც თავისი წარმატების მიუხედავად ძალიან მარტოსული და შეშინებულია. ეგოისტი იმიტომ ვარ, რომ შენში ვიპოვე ის ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეძებდი. მეგობრობა, სითბო და სიყვარული შენ მასწავლე და დამანახე. ვიგრძენი რამხელა ბედნიერებაა იღვიძებდე და იძინებდე იმ ადამიანზე ფიქრით, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს. შენ ერთი ხარ ჩემთვის, ჩემი ერთადერთი მეგობარიც, მესაიდუმლეც და მეორე ნახევარიც. ჩემგან განსხვავებით შენ ამ სითბოს ოჯახს და სამეგობრო წრესაც უნაწილებ.. მე კი… მე მარტო შენ მყავხარ ქეროლაინ. ამიტომ გამორიცხულია ვცდებოდე, გამორიცხულია დრო გავიდეს და ვინანო ეს გადაწყვეტილება…ვიცი ბევრ რამეს გავუძლებ, მაგრამ შენ დაკარგვას ვერასდროს. ვერასდროს დაგთმობ ქეროლაინ და  რომც აღარ გინდოდეს ჩემთან ყოფნა, იცოდე, ვერასდროს ვეღარ მომიშორებ.

საუბარი დაასრულა თუ არა, ემოციები ვეღარ მოვთოკე, ხელები გავშალე და ძლიერად ჩავეხუტე. მისი მაისური ჩემმა ცრემლებმა დაასველა, მაგრამ ეს დიდად არ მადარდებდა. მიჩვეული ვიყავი მის თვალწინ ნაფლეთებად დაშლას და არ მრცხვენოდა დემიენისთვის იმის ჩვენება თუ როგორ ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე. ვიცოდი, რომ იმ საღამოს იგი მთელი გულით ამბობდა თითოეულ სიტყვას. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი სიყვარული დემიენისას აღემატებოდა. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მე ხომ არაფერი მქონდა ისეთი, რასაც მას სანაცვლოდ შევთავაზებდი. დემიენის ამ სიტყვებმა კი საპირისპიროში დამარწმუნა. ყველაფრის მიუხედავად, დემიენს ყველაზე მთავარი – ბედნიერება აკლდა თავის ცხოვრებაში. ვერანაირი წარმატება ვერ მოგიტანს ისეთ ბედნიერებას, როგორც შენ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთბა. დემიენს კი საყვარელი ადამიანები არ ჰყავდა გარშემო. სწორედ ამ დღეს დავრწმუნდი, რომ დემიენსაც ზუსტად ისე ვუყვარდი მე, როგორც მე მიყვარდა დემიენი. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში, რომ ვიცი არასოდეს დამავიწყდება. ესეთ დროს, საჭირო სიტყვების პოვნა მიჭირს და სწორედ ამიტომ ვარჩევ დუმილს.

იმ საღამოს ნაითვილის თავზე კიდევ დიდხანს დავრჩით ჩახუტებულები მე და დემიენი…ბოლოს კი ჩუმად ჩავჩურჩულე ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველა ჩემი განცდილი ემოციის გაერთიანებას შეძლებდა :

– მიყვარხარ.

ვიცი ცოტა გაიწელა დემიენის და ქეროლაინის ისტორია, მაგრამ შემდეგი თავიდან ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. მაინტერესებს რას ფიქრობთ მოთხრობის დასასრულზე 🙂 და თუ გაინტერესებთ გაგრძელება არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 მე კი ვეცდები მალევე დავდო შემდეგი. 

[text_hash] => 2a2b84a5
)

//qc
//QC2