Array
(
[text] =>
– პიველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო. – ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო :
– და შენც კარგად იცი რატომაც გიხდი ბოდიშს. თავის გამართლებას არ დავიწყებ, რადგან გულახდილად რომ გითხრა, არც ვფიქრობ, რომ რაიმე მაქვს თავის გასამართლებელი.
პირი გავაღე, შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, მაგრამ ხმის ამოღება არ მაცადა.
– ძალიან დავიბენი, როცა კარების ზღურბლთან მამაჩემი დავინახე. ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდებოდი პირდაპირ სახლში თუ მომაკითხავდა. თვითონაც კარგად იცის, რომ არ გვაქვს ისეთი მამა-შვილური ურთიერთობა, რომ ესე დაუპატიჟებლად ვესტუმროთ ერთმანეთს. მაგრამ, როგორც ჩანს ის დღე რაღაც მიზეზის გამო გამონაკლისი იყო. ცხადია, თავის ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვიდა, მაგრამ როგორ შეიძლება ქალაქი მონატრებული შვილის ნახვის გარეშე დაეტოვებინა. – ამ სიტვებზე ირონიულად ჩაეცინა და თან შევატყვე ცოტა დასევდიანდა.
– რაც შეეხება შენთან მის დამოკიდებულებას, ამას არ ვამართლებ და იმ მომენტში, როდესაც ცინიკურად მკითხა შენ შესახებ და თან შენ თვალწინ, მზად ვიყავი ერთი ხელის დარტყმით სახლიდან გამეძევებინა. მაგრამ ესე არ მოვიქეცი. არც შევეწინააღმდეგე და ამაში არაფერი არ არის არც გასაკვირი და არც საწყენი. – რატომღაც ამ სიტყვებმა გული მატკინა. ესეიგი არ თვლიდა საჭიროდ, რომ მამამისისთვის როგორც მისი შეყვარებული ისე გავეცანი. პირი გამიშრა და ვიცოდი ჯობდა დემიენს დაესრულებინა საუბარი სანამ ცხელ გულზე ცუდ სიტყვებს ვეტყოდი.
– ჰო ქეროლაინ, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. შეიძლება შენთვის არის და სწორედ ამიტომ ვცდილობ აგიხსნა ყველაფერი. მე და მამაჩემს არასდროს გვქონია ახლო ურთიერთობა და ეს შენც კარგად იცი. ისიც კარგად იცი, როგორ დამინგრია ბავშვობის ოცნებები და მუსიკაზე ხელი ამაღებინა. როგორ მოინდომა ჩემგან ცივი ადამიანის გამოძერწვა, და ვაღიარებ, გარკვეულწილად ეს მას გამოუვიდა კიდეც. – ამის მოსმენის შემდეგ შეწინააღმდეგება მომინდა, გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი აუცილებლად საპირისპიროს დავუმტკიცებდი და ვეტყოდი თუ სინამდვილეში როგორი თბილი ადამიანი იყო იგი. მაგრამ დუმილი ვარჩიე.
– სწორედ ამიტომ მე და მაიკლს არაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან გარდა ფორმალური მამა-შვილური ურთიერთობისა და ვაღიარებ, ამის გამოსწორების სურვილი არც მაქვს. იცი, სინამდვილეში სწორედ მამაჩემია ის, ვინც ყველაზე ხშირად მახსენებს ჩემ საშინელ წარსულს. – სუნთქვა გაუხშირდა და თითებით თვალები მოისრისა. – როცა ჩემ წინ ესეთ კაცს ვუყურებ, გულის სიღრმეში დიდად აღარ მიკვირს რატომ გადაწყვიტა დედაჩემმა სხვა ადამიანთან ურთიერთობის დაწყება. ხო ქეროლაინ, ამას კარგად ვხვდები და რაც დრო გადის დედაჩემს კიდევ უფრო ნაკლებად ვადანაშაულებ, ეს ყველაფერი კი ჩემ მიერ ჩადენილ საზარელ საქციელსა და ამ საშინელ ბავშვობის მოგონებას კიდევ უფრო მიმძაფრებს და ხანდახან მართლა მგონია, რომ ამ ჭაობიდან ვერასდროს ამოვძვრები. – თვალები ოდნავ აუცრემლიანდა, მაგრამ რამდენიმე წამში ძალა მოიკრიბა და ისევ ძირითად თემას დაუბრუნდა.
– მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ადამიანმა, რომელმაც ბავშვობა წამართვა, იცოდეს ჩემი სუსტი წერტილის შესახებ. მამაჩემისთვის მე დახურული წიგნი ვარ და რამდენიც არ უნდა ეცადოს მის წაკითხვას ის ვერასდროს შეძლებს. ვერასდროს გაიცნობს ვინ არის მისი ნამდვილი შვილი, რა უყვარს, რას ფიქრობს და რა აწუხებს. ეს ყველაფერი მას თავის დროზე უნდა სცოდნოდა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ, როცა გვერდით არავინ არ მყავდა ისეთი, ვინც მომისმენდა, გამიგებდა… თავისი ბიზნესის გამგრძელებლის გარდა მამაჩემი სხვად ვერაფრად აღმიქვავდა და დღეს, როცა უკვე წარმატებას არა მხოლოდ მამაჩემის ფულით, არამედ ჩემი თავითა და შესაძლებლობებით მივაღწიე, არ ვაპირებ მასთან დაახლოვებას და გულის გადაშლას. სწორედ ამიტომ არ მინდა იცოდეს შენ შესახებ. არ მინდა ხვდებოდეს, რომ მეც მაქვს სუსტი წერტილი, რომელსაც თუ საჭირო გახდება ჩემ გასანადგურებლად აუცილებლად გამოიყენებს. შენ ჩემი სისუსტე ხარ ქეროლაინ და მამაჩემისნაირ სირ ტიპს ამას არასდროს, გესმის არასდროს არ დავანახებ.
ნამდვილად მოულოდნელი იყო დემიენისგან ამ სიტყვების მოსმენა და უნდა ვაღიარო, რომ ცოტა აზრი მიეცა მის ამგვარ საქციელს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ უცნაურად იყო დემიენის ტვინი მოწყობილი და რომ უსაფუძვლოდ ბევრს ფიქრობდა რაღაცებზე, მაგრამ მისმა მსჯელობამ ასე თუ ისე მაინც დამანახა მისი პოზიცია.
– მამაშენმა სარა რატომ მოიკითხა? – ჩემდა უნებურად წარმოვთქვი ეს სიტყვები, რადგან რეალურად არც ვიცოდი სხვა რა უნდა მეთქვა.
– რა თქმა უნდა, სარა…- თითქოს გაბრაზდა ეს შეკითხვა რომ დავუსვი და განაგრძო : – მამაჩემი, როგორც მე, ისე ჩემ და სარას ურთიერთობას ბიზნესის კუთხით უყურებს. როგორც ადრე გითხარი, სარას მამა და მამაჩემი ბიზნეს პარტნიორები არიან და ჩვენი ურთიერთობით მათაც დიდი მოგება ნახეს….- ორი წამით დემიენი გაჩუმდა, თვალები მიწას მიაპყრო და წარმოთქვა ის წინადადება, რამაც ყველაზე მეტად მატკინა გული :
– მე და სარა ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი ვართ. მამაჩემმა გუშინ საღამოს გაიგო, რომ დავშორდით. – მითხრა და ამჯერად თავისი მწველი მზერა გამისწორა. სუნთქვა შემეკრა და არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე. გონება ამერია და სანამ რამეს ვუპასუხებდი დემიენმა განაგრძო :
– ფორმალურობა არაფერს ნიშნავს და ეს შენც კარგად იცი.
– და აქამდე ამ ყველაფრის თქმას არ აპირებდი? იცი… იცი როგორი გულნატკენი ვარ ამას ეხლა რომ მეუბნები? – ხელი ინსტინქტურად გულზე მივიდე, თითქოს ამით ტკივილს შევიმსუბუქებდი, მაგრამ ამაოდ. ჩემ შემხედვარე დემიენიც დასევდიანდა, ადგილზე ვეღარ გაჩერდა და ფეხზე წამოდგა.
– ამის დედაც, ყველაფერი ყოველთვის არასწორედ გამომდის! ქეროლაინ, ეს ფორმალური ქორწინება არაფერს ნიშნავს, შენც ხომ იცი, რომ სარასთან არაფერი მაკავშირებს.
– ვიცი დემიენ, მაგრამ მასთან დიდი წარსული, ოჯახი, ბიზნესი და ყოველდღიური შეხვედრები გაკავშირებს. არ ვიცი.. იქნებ სანამ… სანამ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა მანამდე სინამდვილეში სარასთან პოულობ იმ სითბოს, რაც ჩემგან გაკლია? – სწრაფად მივაყარე ეს სიტყვები, გული კისერში ამომივიდა და სანამ დამშვიდებას მოვასწრებდი კიდევ უფრო გაცოფებულმა დემიენმა რეალობაში დამაბრუნა.
– მითხარი, რომ ხუმრობ. – მომიახლოვდა და შეშინებული მეც ფეხზე წამოვდეგი. სუნთქვა გახშირებული ჰქონდა და ძალიან დაძაბული იდგა.
– ქეროლაინ, მითხარი რომ ხუმრობ, – ამჯერად ტონს აუწია, – იმიტომ, რომ თუ მართლა ერთი პროცენტით მაინც ესე ფიქრობ, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს. – ვიცი ცხელ გულზევე მიპასუხა ესეთი სიტყვებით, მაგრამ მაინც გული მეტკინა, თან უკვე მერამდენედ.
– არ ვიცი დემიენ , ყოველ ჯერზე, როცა ყველაფერი კარგად აეწყობა რაღაც ცუდი აუცილებლად წინ გვეღობება, იქნებ მართალი ხარ და არაფერს აზრი არ აქვს? არც ამ უაზრო კამათს, ჩხუბს… – მოულოდნელად დემიენის ტუჩების შეხებამ ლაპარაკის დასრულება არ მაცადა. ძლიერად მიმიკრა თავის სხეულზე და მაკოცა. ერთი წამით თავის გათავისუფლება ვცადე, ვხვდებოდი ძალიან არასწორი იყო ესეთ სიტუაციაში გრძნობებზე აყოლა და თავის მოჩვენება თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. მაგრამ რამდენად უაზროდაც არ უნდა ჟღერდეს, ის ფაქტი, რომ ყველაფერი რიგზე კიარა შეიძლება ძალიან ცუდადაც იყო, და რომ ამის მიუხედავად დემიენი მაინც ჩემთან სიახლოვისას პოულობდა შვებას და სიმშვიდეს, კიდევ უფრო ვნებიანს და სასიამოვნოს ხდიდა ამ კოცნას.
დემიენმა თითქოს უსიტყვოდ გამცა პასუხი ჩემ კითხვაზე. მიმანიშნა, რომ ერთმანეთის გარეშე ვერცერთი ვერ გავძლებდით და რომ ესეთ კრიზისულ სიტუაციაშიც კი რაღაც უხილავი ძალა მაინც გვაერთებდა და გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ვნებასთან ასოცირდებოდა, არც ეს კოცნა იყო მხოლოდ ფიზიკური ლტოლვით გამოწვეული. უბრალოდ ხანდახან არის მომენტები, როცა ფიზიკური კავშირით ავტომატურად სულიერადაც უკავშირდები ადამიანს. უკეთ გესმის მისი მაშინ, როდესაც სიტყვებით იგივეს ახსნა გაცილებით უფრო რთულია. ჩემგან შეუმჩნევლად ცალი თვალიდან ცრემლი ჩამომცვივდა, გული მტკიოდა, რადგან ძალიან, ძალიან მიყვარდა დემიენი. ესეთ მომენტებში ვხვდებოდი, რომ ერთი ხელის მოსმით შეეძლო ჩემი განადგურება. თუ დემიენის სისუსტე მე ვიყავი, ანალოგიურად ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე სწორედ დემიენი იყო. ბიჭი, რომლის დაკარგვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.
დემიენმა კოცნა შეწყვიტა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თითით ნაზად თვალიდან ცრემლი მომწმინდა და გამეღიმა, როცა დავინახე, რომ მასაც აცრემლებული ჰქონდა თვალები.
– ხვალვე ოფიციალურად გავშორდები სარას. – უცბად დაარღვია დუმილი მე კი ადგილზე გაშეშებული დამტოვა.
– მენდე ქეროლაინ, და იცოდე ყველაფერს ავანაზღაურებ. ყველას ჩამოვიშორებ და ყველაფერზე უარს ვიტყვი, ოღონდ პირობა მომეცი, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნები.
– ამ პირობას მგონი უკვე ძალიან ხშირად გაძლევ. – ჩამეცინა და მუცელში პეპლებს ვგრძნობდი. არ ვიცოდი ერთ წამში ჩვენი დიალოგი რანაირად იცვლიდა მიმართულებას.
– არა, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. მინდა, რომ ცოლად გამომყვე ქეროლაინ. – იმ წამს თავბრუ მართლა დამეხვა და დემიენს ხელი მჭიდროდ რომ არ ჰქონოდა შემოხვეული ჩემს წელზე აუცილებლად წავიქცეოდი.
– რა? – ჩამეცინა, მეგონა ხუმრობდა.
– ჰო, მინდა, რომ ცოლად გამომყვე. თუ რა თქმა უნდა, შენც ამის სურვილი გექნება. – ამ მომენტში მეგონა გულში ათასი ნემსი შემირჭეს, სული შემეხუთა, ლოყები გამიწითლდა, პირი გამიშრა და დემიენთან ესე ახლოს ყოფნა კიდევ უფრო ართულებდა ჩემს მდგომარეობას. ვერ ვიაზრებდი, რომ ნაითვილის თავზე, 18 წლის ასაკში, რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ დემიენ ლუკასმა ხელი მთხოვა.
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ და გამიხარდება თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ 🙂 ვიცი, ალბათ, ცოტა ნაადრევია ესე მალე ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ რას ვიზავთ, დემიენმა ესე გადაწყვიტა :))
P.S არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 მადლობას გიხდით ყველას, ვინც კითხულობთ და გაინტერესებთ <3
[text_hash] => ec0ba1d4
)