დაკავშირებული – თავი 44.
// qc

დაკავშირებული - თავი 44.

Array
(
[text] =>

    სასწავლო წელი ნელნელა დასასრულს მიუახლოვდა. იმის გააზრებას ვერ ვასწრებ, რომ უკვე მეორე კურსზე გადავდივარ… ვერც ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ვუყრი ერთად თავს და საერთოდ ბევრი, ძალიან ბევრი რამ მგონია, რომ სიზმარში გადამხდა თავს.

ოქროს ვარსკვლავში მუშაობის დაწყებისთანავე ჩემი ერთფეროვანი და ცოტა მოსაწყენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და დემიენის გამოჩენამ ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შემივსო გულში, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი არ ვიცოდი.

უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არაფერი აღარ მემუქრებოდა, ის დღე, როცა ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გამიტაცეს, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.

სახლში დაბრუნებისთანავე ცოტა დავმშვიდდი, როცა სოფის შევეგებე და დავრწმუნდი იმაში, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩემი თავგადასავალის შესახებ. სოფის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ის საღამო მართლაც უაზრო თინეიჯერულ წვეულებაზე გავატარე რაილისა და სკოტთან ერთად.

ბევრი სოფისთან იმ დღეს არ მილაპარაკია. არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ თვალებში ვუყურებდი და ვატყუებდი. გული მტკიოდა როცა ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემთან დიალოგის გაბმას. ბევრ კითხვას მისმევდა წვეულებასთან დაკავშირებით, თან ცდილობდა როგორღაც რამდენიმე სიტყვა დემიენის შესახებაც დამეცდინა. მაგრამ როგორც კი შევატყე, რომ საუბარი მისკენ მიჰყავდა, უბრალოდ ვუთხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა. სოფი საკმაოდ კარგად მიცნობს, რომ მიხვდეს როდის ვარ ნაკლებად გულახდილი, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ესეთ დროს ზედმეტი კითხვების დასმაც არაფრისმომტანია..

სინამდვილეში მართლა გადაღლილი ვიყავი. ემოციურადაც და ფიზიკურადაც. რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემზე დიდი ზემოქმედება იმდენად გატაცებას არ მოუხდენია, რამდენადაც დემიენის მამასთან შეხვედრამ მოახდინა. ვიცოდი არ იყო საჭირო ამდენი ფიქრი, მაგრამ ჩემდა უნებურად მისი ცინიკური დამოკიდებულების გარდა სხვაზე არაფერზე მეფიქრებოდა. ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ დემიენმა ჩემი დაცვა არ სცადა.. ჩემი თავი მამამისს უბრალოდ როგორც ქეროლაინი ისე გააცნო და ერთი სიტყვაც არ უხსენებია იმის საჩვენებლად, რომ მე დემიენისთვის გაცილებით უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე უბრალოდ ქეროლაინი.

საწოლზე მოვიკუნტე და მალევე ჩამეძინა. საღამოსკენ როცა უკვე კარგად გამოძინებული ენერგიაზე მოვედი, რაილის ნახვა გადავწყვიტე, რადგან ტელეფონით ამბების მოყოლა საკმარისი არ იქნებოდა. როგორც კი თვალი გავახილე პირველი დემიენის გამოტოვებული ზარები დამხვდა. ვიცოდი დაიგნორება მას კიდევ უფრო გაამწარებდა, ამიტომ მოკლე შეტყობინება მივწერე :

„რაილის სანახავად გავდივარ, მერე შეგეხმიანები”

ორ წუთში ისევ გადმორეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. ვიცოდი სიტუაციის ახსნას შეეცდებოდა და ვაღიარებ, მეც ძალიან მაინტერესებდა თუ რას მეტყოდა მომხდართან დაკავშირებით. უბრალოდ, მხოლოდ ტელეფონით საუბარი შორს არსად წაგვიყვანდა და უაზრო კამათს მერჩივნა რაილი მენახა, დემიენს კი მოგვიანებით დაველაპარაკებოდი.

„შეგიძლია ორი წუთით ტელეფონი აიღო?”

ჰმ, თავაზიანი დემიენი.. ესეიგი მართლა დამნაშავედ გრძნობდა თავს, რადგან ესე მომწერა.

„მომწერე.” – იმედია მიხვდებოდა, რომ ლაპარაკის განწყობაზე არ ვიყავი.

„ყველაფერს ართულებ.”

ეს მომწერა და ამჯერად არაფერი აღარ ვუპასუხე. ისევ მე გამოვყავდი დამნაშავედ. იმასაც ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანს გაბრაზება უნდა დააცადო და რომ ყველაფერი ერთ წამში არ გვარდება. ტელეფონს ხმა გამოვურთე, რომ ცოტახნით მაინც, დემიენის გარდა სხვა რაღაცებზეც მეფიქრა.

იმ საღამოს რაილი ერთერთ კაფეში ვნახე. ბევრი ვიჭორავეთ და გამიხარდა, როცა დავინახე, რომ რაილი ცოტა გამხიარულებული იყო. მინდოდა სკოტთან დაკავშირებით რამე მეკითხა, მაგრამ ვიცოდი რამე სიახლე რომ ყოფილიყო რაილი არაფერს გამომაპარებდა, ამიტომ დუმილი ვარჩიე, მანამ სანამ სკოტს მეთვითონ არ შევხვდებოდი. ის ფაქტი, რომ ორშაბათს უნივერსიტეტში ჩვენ სამნი ერთად არ შევიკრიბებოდით, ძალიან მეუცნაურებოდა. სწორედ ამის შემეშინდა ყველაზე მეტად, როცა გავიგე, რომ ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი პოტენციური შეყვარებულები იყვნენ.

არვიცი რა მოხდებოდა მე და დემიენს შორის, მაგრამ რაილისა და სკოტის დაშორებას ნამდვილად ვერ გადავიტანდი. მათი დაშორება ჩვენი სამეულის დაშლას ნიშნავდა, რაც უდიდესი დანაკლისი იქნებოდა ყველასთვის.

ორშაბათს სკოტი უნივერსიტეტში არ გამოჩენილა და შევატყვე როგორი იმედგაცრუებული დარჩა რაილი. გულის სიღრმეში ძალიან ელოდებოდა მასთან შეხვედრას. მეც ჩემ თავს შევპირდი, რომ სკოტთან შეხვედრას არ გადავდებდი და ლექციების მერე ჩემთან სახლში დავპატიჟე. სკოტმა ბოდიშები მიხადა, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ შემეხმიანა. როგორც მითხრა გასამგზავრებლად საბუთებთან დაკავშირებით აგვარებდა რაღაც საქმეებს. მას შემდეგ კი როცა მოვუყევი ჩემი ამბები, სახე წაეშალა, ძალიან გაბრაზდა და სანამ არ ავუხსენი, რომ ეხლა ყველაფერი რიგზე იყო იქამდე არ დამშვიდდა. მითხრა, რომ ნამუსი საშინლად აწუხებდა, რომ ესეთ მძიმე დღეებში ჩემ გვერდით არ იყო, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ უკვე სანერვიულო არაფერი იყო.

სანამ რაილისთან დაკავშირებით საუბარს ჩამოვაგდებდი, მოულოდნელად სკოტმა თვითონ მკითხა თუ როგორ გრძნობდა თავს რაილი. სისულელე იქნებოდა მეთქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ვუთხარი, რომ ამ ამბავს რაილი ძალიან განიცდიდა.

სკოტს თვალები აუცრემლიანდა და პირველად ვნახე ესეთი განადგურებული. ვიცოდი მთელი გულით უნდოდა რაილის გვერდით დარჩენა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მთელი ოჯახი მიემგზავრებოდა ნაითვილიდან და მარტო აქ მას არავინ დატოვებდა. რაც მთავარია, საკუთარი ოცნებების ასახდენად და მიზნების მისაღწევადაც აუცილებელი იყო მისთვის ამ პატარა ქალაქიდან წასვლა. ვიცოდი რთული იქნებოდა ორივესთვის განშორება, მაგრამ სკოტის ცრემლების დანახვისთანავე დავრწმუნდი იმაში, რომ ისინი აუცილებლად შერიგდებოდნენ. სკოტს ძლიერად შემოვხვიე ხელები, ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ყველაფერი აუცილებლად მოგვარდებოდა. სკოტის გამგზავრებამდე კიდევ 1 თვე იყო დარჩენილი და ორივეს როგორღაც უნდა გადაებიჯებინა საკუთარი თავებისთვის, რომ ეს ერთი თვე მაქსიმალურად გამოეყენებინათ ერთად ყოფნისთვის.

როცა სკოტს დავემშვიდობე ასეთი გეგმა ამომიტივტივდა თავში.. სანამ რომელიმე გადადგავდა პირველ ნაბიჯს გადავწყვიტე მე მომეწყო მათი შეხვედრა. ვიცოდი დემიენი ჩემ გეგმას არ მოიწონებდა, რადგან ყველაზე მეტად ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამეს ჩარევა არ მოსწონდა, მაგრამ დემიენი ეხლა ყველაზე ნაკლებად მადარდებდა…

დემიენი… ნეტა რას შვება ეხლა… რატომ აღარ გადმომირეკა… მოულოდნელად ამ ფიქრებმა შემოაღწიეს ჩემს თავში და სანამ კიდევ უფრო დავიტანჯავდი ამაზე ფიქრით თავს, მოულოდნელად რაღაც ხმამ დამაბრუნა რეალობაში. ჩემს ფანჯარაზე, რომლისგანაც საწოლიდან მხოლოდ ერთი მეტრი მაშორებდა, ვიღაც კენჭებს ისროდა. გული კისერში ამომივიდა და ვცადე ყურადღება არ მიმექცია ამ ხმისთვის. გვერდი ვიცვალე და საპირისპირო მხარეს გადმოვბრუნდი. თვალები მაგრად დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ამ შემაწუხებელი ხმის მიუხედავად მალე ჩამეძინებოდა. რამდენიმე წუთი გავიდა და როცა ხმა კიდევ არ მიწყნარდა, უკვე გაბრაზებული ფეხზე მამაცად წამოვდექი, ფანჯარას მივუახლოვდი და ნელა ფარდა გადავწიე. გარეთ სიბნელე იყო, მეგონა ვერაფერს დავინახავდი, მაგრამ მთვარის შუქით განათებულმა ადამიანის სილუეტმა გულის ცემა ამიჩქარა. ადგილზე გავშეშდი, ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე, თითქოს ყველანაირი ძალა გამომეცალა სხეულიდან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეიდენის საძმოს ბიჭებმა ისევ მომაკითხეს, მაგრამ როგორც კი უცნობის სილუეტმა მისთვის დამახასიათებელი მანერით თმაში ხელი შეიცურა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ ახლოს გადმოდგა სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა.

ესე გაშტერებული ვიყურებოდი ფანჯრიდან და ვგრძნობდი, რომ გულის ცემა კვლავ მიხშირდებოდა. ოღონდ ამჯერად შიშის გამო არა.. დემიენ ლუკასი ჩემი ფანჯრის წინ იდგა, სერიოზული სახით მიყურებდა და ესეთ სიბნელეშიც კი, მისი მზერა, რომლისგანაც ჩემს სხეულს ფანჯრის მინა იცავდა, მაინც მწვავდა და მაჯადოვებდა.

   თუ გაინტერესებთ გაგრძელება, არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 ამჯერად ნამდვილად აღარ გავუჩინარდები, რადგან არ მინდა ეს მოთხრობა გავწელო და ფინიშამდეც იმედია, რომ მალე მივალთ 🙂 

[text_hash] => 6c117551
)

//qc
//QC2