Array
(
[text] =>
დემიენმა თავით მანიშნა, რომ გარეთ გავსულიყავი. ცხადია, კარგად ვიცოდი ბოლოს აუცილებლად მის გვერდით ამოვყოფდი თავს, მაგრამ ესე მარტივად დათანხმებას არ ვაპირებდი. ფანჯარა გამოვაღე და ჩუმად ვუთხარი :
– აქ რას აკეთებ? – თან გულის სიღრმეში მეშინოდა სოფის შემთხვევით არ გაეგო ჩვენი საუბარი.
– გამოდი, სალაპარაკო მაქვს. – თმაში ნერვიული მოძრაობით ხელი შეიცურა და ისევ სახეზე მომაშტერდა.
– მემგონი ცუდი დრო შეარჩიე სალაპარაკოდ. – ხელები თავდაცვის მიზნით გადავაჯვარედინე და თან უაზროდ მიხაროდა ჩემი ფანჯრის წინ ესეთ სიმპატიურს რომ ვხედავდი.
– ქეროლაინ, ან გამოხვალ ან მე ამოვძვრები ფანჯრიდან. – ნელნელა მოთმინებას კარგავდა, მე კი ვაღიარებ, მისი წვალება ამ მომენტში ძალიან მომწონდა.
– მეძინება და ლაპარაკის თავი გულახდილად რომ გითხრა არ მაქვს.
– ესეიგი ისე დაიძინებ, რომ არ მნახავ? – კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდა ახლოს და ვიგრძენი გულის ცემა როგორ გამიხშირდა. თვითონ გვერდულად გაეღიმა და დაამატა :
– რაღაც არამგონია.
– შეგიძლია არ იყო ეგეთი დარწმუნებული. – ფანჯრის დაკეტვა გადავწყვიტე, მაგრამ მოულოდნელად დემიენის ხმამ შემაჩერა.
– ქეროლაინ…მესმის გაბრაზებული ხარ და… და არ მინდა, რომ ისედაც გაურკვეველ სიტუაციას ჩვენი უაზრო კამათი დაემატოს.
შენ შეიძლება ტკბილად დაიძინო, მაგრამ მე სანამ არ დაგელაპარაკები იქამდე სახლში ვერ წავალ. – ეს სიტყვები სევდიანი ხმით წარმოთქვა და უნდა ვაღიარო, რომ ყინული გაადნო და დამითანხმა.
– სოფის რომ გაეღვიძოს? – ეს ვუთხარი და თვალები გაუბრწყინდა, როცა მიხვდა რომ დავთანხმდი.
– მენდე, ვერაფერს გაიგებს.
– კარგი. – ფანჯარა უფრო ფართოდ გამოვაღე და ცალი ფეხის გადაყოფა ვცადე, მაგრამ დემიენის შეშფოთებულმა სახემ და ხმამ ადგილზე გამაშეშა.
– რას აკეთებ?! ნორმალური ხარ? – უცბად ახლოს მოვიდა და ფეხზე ხელი დამადო. მის ქმედებაზე გამეცინა. უცნაური იყო მისთვის ფანჯრიდან გადაძრომას რომ ვაპირებდი. მე კი ეს გზა საკმაოდ კარგად მქონდა ათვისებული.
არა იმიტომ, რომ სახლიდან ჩუმად გაპარვის მიზნით ვიყენებდი ამ ხერხს, უბრალოდ ერთგვარი გართობის მიზნით მე და რაილი ძალიან ბევრჯერ ვიყენებდით ამ მოკლე გზას ჩემი სახლის ეზოში გადასაძრომად. ცხადია ისე, რომ სოფის არაფერი გაეგო.
– დემიენ, დამშვიდდი არაფერი მომივა. – სიცილნარევი ხმით ვუთხარი.
– არა, აქედან არ გადმოხვალ. თან შეგცივდება და ჯობია სხვა რამე ჩაიცვა. – ჩემს მოკლე შორტებს დახედა და ვიგრძენი როგორ შემიწითლდა ლოყები. სიცივე არაფერ შუაში იყო აქ და ეს ორივემ კარგად ვიცოდით.
– ნებართვა არც მითხოვია. – ამჯერად ორივე ფეხი ფანჯრის რაფაზე შემოვდე და სანამ მეთვითონ ჩამოვხტებოდი დემიენმა მჭიდროდ დამიჭირა ხელებში და ჩამოსვლაში მომეხმარა. ჩვენი სახე რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ერთმანეთისგან, მის ცხელ სუნთქვას კარგად ვგრძნობდი ტუჩებზ, ამ სიახლოვემ კი ჩემდა უნებურად ძალიან ამაღელვა. როგორც კი მიწაზე დავდგი ფეხები კიდევ უფრო ახლოდან ავათვალიერე დემიენის სხეული. თეთრი მაისური და შავი ჯინსის შარვალი ეცვა. ყველა პატარა დეტალი იდეალური იყო მის გარეგნობაში და ვფიქრობ, ეს მანაც ძალიან კარგად იცოდა. ამ დროს დემიენმა ღრმად ამოისუნთქა და მითხრა :
– ძალიან ჯიუტი ხარ.
– უთქვამთ. – საყვარლად გავუღიმე და სახლის კედელს ზურგით მივეყრდენი.
– ერთ ადგილას უნდა წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ.
– მეხუმრები? ღამის პირველ საათზე სახლიდან ნამდვილად არ გავიპარები.
– უკვე ფაქტობრივად გამოპარული ხარ. – ალმაცერად გამიღიმა და იცოდა, რომ ბოლოს მაინც დამითანხმებდა.
– კარგი, ოღონდ მაქსიმუმ ნახევარი საათით.
– კარგი.
დემიენი წინ გამიძღვა, მაინც დისტანციას ვიცავდით ერთმანეთისგან როცა გვერდიგვერდ მივდიოდით დემიენის მანქანისკენ. საბედნიეროდ, თვითონაც ხვდებოდა, რომ ბევრი რამე ჩვენ ურთიერთობაში დასალაგებელი იყო და ეს მხოლოდ ცივილური საუბრით თუ მოხერხდებოდა. არ ვიცოდი სად მივყავდი, მაგრამ ბევრი კითხვა ამის შესახებ არ დამისვამს. აზრი არ ჰქონდა, თუ თქმას არ აპირებდა, ადგილზე მისვლამდე მაინც არაფერს მეტყოდა.
მანქანაში სიჩუმეს მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა არღვევდა. ის ფაქტი, რომ სადღაც ღამის შორტებით და უბრალო მაისურით მივდიოდი დიდად დემიენს არ აწუხებდა, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ აუცილებლად უკაცრიელ ადგილზე მივყავდი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის, განსაკუთრებით კი ბიჭების დასანახად, ასეთ ფორმაში ვიცი არცერთ შემთხვევაში არ გამომიყვანდა. გზაში 5 წუთი დაგვჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ ნაითვილი საკმაოდ პატარა ქალაქი იყო, ამ ადგილას თავი პირველად ამოვყავი. დემიენი მანქანიდან გადმოვიდა, ჩემი კარიც თავად გამიღო, შემდეგ კი მანქანის უკანა სავარძლიდან დიდი შავი ჟაკეტი აიღო და მხრებზე მომახურა. ამ დროს ღიმილი ვერ შევიკავე და ინსტინქტურად ჩავახველე, რომ დიდად შესამჩნევი ეს ღიმილი არ ყოფილიყო.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და მივხვდი, რომ ქალაქის თავზე აღმოვჩნდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პატარა ამაღლებული ბორცვიდან ღამის ბურუსსში გახვეული მთელი ნაითვილი მოჩანდა. ქალაქი, რომელიც გულის სიღრმეში ძალიან მიყვარდა.ირგვლივ ძალიან სიმყუდროვე იყო და სიწყნარე სუფევდა. მე კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მე და დემიენის გარდა მთელ ქალაქს ღრმად ჩაძინებოდა. ამაღლებულ ბორცვზე ორი პატარა ხის სკამი და მრგვალი ქვის მაგიდა იდგა. მიკვირდა აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი ამ ადგილის შესახებ, რადგან ერთი დანახვით შემიყვარდა აქაურობა.
დემიენი სკამზე ჩამოჯდა, მე მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი და თან თავზე კაპიშონი ჩამოვიფარე, რადგან რაღაცნაირად ესე უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს.
– აქ რატომ მოვედით? – ფეხი ფეხზე გადავიდე და ვკითხე.
– იმიტომ.. – ამ დროს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა, – .. ,რომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს და დიდი ხანია შენი აქ წამოყვანა მინდა.
ეს სიტყვები წარმოთქვა და დიდი ნაპასი დაარტყა. რატომღაც პირველად ცხოვრებაში სიგარეტის მოწევა მომინდა.
– მომცემ?
– რას, სიგარეტს? – ჩაეცინა.
– ჰო.
– არა.
– და რატომ?
– იმიტომ, რომ მოწევა ცუდია.
– ვიცი, გენიოსო. უბრალოდ გასინჯვა მომინდა.
– მოიცა, სიგარეტი გასინჯული არ გაქვს? – უცბად ღიმილი ყურებამდე აუვიდა და ვერ ვხვდებოდი რაიყო ამაში სასაცილო.
– არა, რატომ გიკვირს? – წარბები შევჭმუხნე და უკვე გადავიფიქრე დემიენისნაირი ცინიკოსი ადამიანის წინ სიგარეტის პირველად გასინჯვა.
სანამ პასუხს გამცემდა ერთი ღერი ამოიღო და გამომიწოდა.
დაბნეული მივაშტერდი და ვერ ვხვდებოდი ესე რატომ იქცეოდა.
– რადგან გასინჯული არ გაქვს, ვიცი ერთხელ ცხოვრებაში აუცილებლად გასინჯავ. სწორედ ამიტომ, მინდა პირველი მე გაგასინჯო და არა სხვამ. – სერიოზული ხმით მითხრა და მიხვდი არ ხუმრობდა.
მეც ბევრი არ მიფიქრია და სიგარეტი გამოვართვი. უცნაური გრძნობა დამეუფლა როგორც კი თითებს შორის მოვიქციე სიგარეტის ღერი და ვაღიარებ, ბავშვურად მომწონდა წესების დამრღვევ გოგოს როლში ყოფნა. მაგრამ როგორც კი ერთი ნაპასი დავარტყი, საშნელი ხველა ამივარდა და იმ წამიდანვე შემზიზღდა სიგარეტიც და მისი სუნიც.
– კარგი გოგო ხარ. – დემიენს ეცინებოდა და როგორც კი თავისი ღერი დაამთავრა, სიგარეტი თითებიდან გამომგლიჯა და მოწევა ისევ მან განაგრძო.
– ჰეი, რა წესია ჯერ არ დამიმთავრებია.
– მე გასინჯვაზე დაგთანხმდი ქეროლაინ, მოწევა უკვე შეგიძლია სხვას თხოვო. – მომნუსხველად გამიღიმა და ამ ღიმილმა კვლავ პეპლების კორიანტელი აათამაშა ჩემს მუცელში.
– ხომ იცი, ცოტა დრო მაქვს. – უცბად ისევ დავსერიოზულდი და გამახსენდა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი რიგზე არ იყო, რომ ესე ბედნიერად გაგვეგრძელებინა საუბარი.
– ვიცი და დამიჯერე მეც ყველაზე მეტად მინდა ამ უაზრო საუბარმა მალე ჩაიაროს.
– უაზრო? მემგონი უაზრო არაფერი გვაქვს განსახილველი და თუ ესე ფიქრობ….
– ქეროლაინ, გთხოვ ზედმეტად ნუ გაართულებ სიტუაციას. ჯერ მე მომისმინე და მერე რაც გინდა ის თქვი, კარგი?
ხმა არ ამოვიღე, უბრალოდ თავი დავუქნიე და ერთი სული მქონდა, რომ იმ უხერხულ საღამოსთან დაკავშირებით დემიენს საუბარი დაეწყო.
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 და თუ დაგაინტერესებთ შევეცდები , რომ ყოველ დღე დავდო ახალი თავები. 🙂 <3
[text_hash] => d12fa0db
)