დაკავშირებული – თავი 43.4
// qc

დაკავშირებული - თავი 43.4

Array
(
[text] =>

   უცნობი მამაკაცი ლამაზი ნაბიჯებით მოუახლობვდა სახლის ნახევრად გაღებულ კარებს. დემიენის გვერდით გაშეშებული ვიდექი და ველოდებოდი მომენტს, როცა სტუმარი ხმას ამოიღებდა, ან დემიენი დაარღვევდა სიჩუმეს. სანამ გაურკვევლობა ბოლომდე მომიცავდა მამაკაცმა ხმა ამოიღო :
– ხელის ჩამორთმევას, ალბათ, ვიმსახურებ, ხო? – დემიენს ხელი გაუწოდა, გაუღიმა და ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. უცნობი მამაკაცი დემიენზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი იყო. მუქი შავი თმებითა და ლურჯი თვალებით. თბილი ღიმილი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის – დემიენისას მაგონებდა.

როგორც კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ბევრი ფიქრი აღარ დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ უცნობი მამაკაცი დემიენის მამა იყო.

– სარა სად არის? – კაცმა ამათვალიერა, მერე ისევ დემიენს გახედა და რამდენიმე წამში ჩვენს შორის გაიარა და შემოსასვლელ ოთახში შემოაბიჯა.

– აქ არ არის. – დემიენმა მშვიდი ხმით უპასუხა და მზერა ჩემკენ გადმოიტანა. თითქოს თვალებით რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ იმ წამს იმდენად დაბნეული ვიყავი ვერაფერს ვხვდებოდი. რაღაცნაირად გული მეტკინა ჩემი თავი მამამისს რომ არ გააცნო.

– ეს ქეროლაინია. – თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა, ცალი ხელი ჩემს გაყინულ ხელს ჩაკიდა, ოდნავ თითები მომიჭირა და მამამისს გახედა, რომელიც დემიენის სიტყვებმა ჩვენკენ მოატრიალა.

– ქეროლაინი? – ჩაეცინა და რამდენიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა.

– არ ვიცოდი ოფიციალური საყვარლებიც თუ გყავდა დემიენ. – ამჯერად გადაიხარხარა, დემიენს მხარზე ხელი დაადო და ისე რომ ჩემთვის კვლავ არ შემოუხედავს, სანამ გაცოფებული დემიენი პასუხს გასცემდა დაამატა :
– გამოვიცვლი და მერე დავილაპარაკოთ, დემიენ. ალბათ, აქ დარჩენაზე უარს არ მეტყვი. – ეს სიტყვები უკვე ცოტა სხვა ტონით წარმოთქვა და ისე გაუჩინარდა ოთახის ბოლოში.

ისევ ესე გაშტერებული ვიდექი სანამ ჩემმა ტვინმა არ გაიაზრა, რომ დემიენის მამამ არაფრად ჩამაგდო, მის საყვარლად მიმიჩნია და სახლში შემოსვლის თანავე პირველი კითხვა, რომელიც დაებადა სარას  უკავშირდებოდა.

როგორც ჩანს, ისინი ბევრად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ვიდრე წარმოვიდგენდი.
დემიენი ჩუმად იდგა, თმაში ხელი შეიცურა, მაგრამ აღელვებული არ ჩანდა. მგონი დიდად არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ მამამისმა არაფრად ჩამაგდო და რომ მან ერთი სიტყვაც არ წარმოთქვა სიტუაციის ასახსნელად. არადა ცოტახნისწინ თავისთან საცხოვრებლად გადმოსვლას მთხოვდა.

– კარგი, წავედი. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და კარის სახელურის ჩამოწევა ვცადე. დემიენმა კარების გაღება არ მაცადა, მისკენ შემომატრიალა და მითხრა :
– ვიცი გაურკვევლობაში ხარ, მაგრამ ცოტახანში ყველაფერს აგიხსნი, კარგი?- იმედიანი თვალებით შემომხედა.

ბოლომდე კარგად მაინც არ ვიცოდი ამ ეტაპზე როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან, ეს კაციც არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ ფაქტია მისი ასეთი დამოკიდებულება და ჩემზე აგდებით საუბარი გულნატკენს მტოვებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვითშეფასება ნოლს გაუტოლდა.

– წავედი დემიენ, დაღლილი ვარ.

– აგიხსნი ყველაფერსთქო ხომ გითხარი. – მომენტალურად შემეწინააღმდეგა. მიხვდა, რომ ჩემი ასეთი პასუხი ბოლომდე იმის თანხმობას არ ნიშნავდა, რომ ახლო მომავალში ამ თემის განხილვა მომინდებოდა.
– გასაგებია. ეხლა კი წავედი ნუღარ მაყოვნებ. – წარბები შევჭმუხნე.
დემიენმა კარებს ხელი გაუშვა, ერთი ნაბიჯი უკან გადაფგა და გაყინული მზერით მომაშტერდა.

– სახლში მაიკლი წაგიყვანს.
-არ…
– მემგონი გასაგებად გითხარი. – მითხრა და ზურგი მაქცია. ყველაფერი მაინც ისე გამოიყვანა თითქოს მე მოვიქეცი არასწორედ.
თვალები ავატრიალე და გაბრაზებულმა კარები ოდნავ მოვაჯახუნე. არ მაინტერესებდა მამიკო ლუკასი გაიგებდა თუ არა ამ ხმას.

პირველივე შეხვედრიდანვე მივხვდი როგორი პიროვნებაც იქნებოდა მისტერ ლუკასი. ცივი, ამბიციური, ეგოისტი და უბრალოდ დიდი ფულის მფლობელი ადამიანი.
უკვე კარგად მესმოდა დემიენის, როცა მახსენდებოდა მისი დამოკიდებულება თავისი მშობლების მიმართ.

ასეთი მამის ყოლას მერჩივნა უმამოდ გაზრდილი ვყოფილიყავი, რაც რეალურად ვიყავი კიდეც.

მაიკლი თბილად მომესალმა და მანქანის კარი გამიღო. ვგრძნობდი თავი მტკივდებოდა, რადგან ერთბაშად ბევრი ემოცია მომაწვა. ამავდროულად, სახლში დაბრუნება მიხაროდა.. სოფის როგორც კი ვნახავდი, მეგონა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებოდა.
საშინელი მოგონებები კი რაც ჩემს გატაცებას უკავშირდებოდა, წარსულს ჩაბარდებოდა.

რაილისთანაც ბევრი თემა მქონდა განსახილველი. სკოტის მონახულებაც უნდა მომესწრო სანამ უცხოეთში გაემგზავრებოდა.. ვერონიკას შემოთავაზება ახალ სამსახურთან დაკავშირებით კი რაც შეიძლება მალე უნდა განმეხორციელებინა…

ჩემი ტვინის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ ფიქრებს ეთმობოდა..
უდიდესი ნაწილი კი, ცხადია, დემიენს.
დემიენს და ყველაფერ იმას რაც მას უმავშირდებოდა : მის უცნაურ სამყაროს, სარას, მამამისს, ჩვენ მომავალს..და ყველაფერს საერთოდ.

მომავალზე ფიქრი დიდად არასდროს მიყვარდა, დემიენთან ურთიერთობის დაწყებისთანავე კი სიტყვა მომავალი გაცილებით უფრო შემაძრწუნებლად ჟღერდა ჩემთვის.

  აი რატომღაც ღამის 3 საათსა და 15 წუთზე წერა გადავყვიტე. უძილობამ შემომიტია და თავისით აიკრიფა 600მდე სიტყვა😆ვიცი, მივატოვე აქაურობა და დიდიხანია არ დამიწერია, მაგრამ თუ კიდევ კითხულობთ და გაინტერესებთ ნაწარმოების ფინალი, მაშინ ძალიან დიდ მადლობას გიხდით და მეც ბედნიერი ვარ🤗 წინ ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება. (ბოლო თავის ჩათვლით ყველაფერი გათვლილია, ამიტომ უმიზეზოდ არაფერი ხდება😏).
მოკლედ თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment🙆🏻‍♀️ მე კი ამ შუა საგამოცდო პერიოდში ვეცდები წერა მაინც გავაგრძელო.💕

[text_hash] => b4dfb254
)

//qc
//QC2