დაკავშირებული – თავი 43.3
// qc

დაკავშირებული - თავი 43.3

Array
(
[text] =>

    მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ძილი მაქვს, ღამის განმავლობაში მაინც ბევრჯერ გამეღვიძა, მაგრამ, როცა თითოეულ ჯერზე დემიენის მკლავებში აღმოვაჩენდი თავს, ბედნიერებისგან ღიმილი ყურებამდე ამდიოდა. ამ ბედნიერებამ არც თუ ისე დიდხანს გასტანა, რადგან როგორც კი თვალები გავახილე და დღის შუქს მოვკარი თვალი, დემიენი ჩემ გვერდით აღარ დამხვდა.

რატომღაც ავღელდი და როდესაც საათს დავხედე დემიენის გაუჩინარება დიდად არ გამკვირვებია. პირველის ნახევარი გამხდარიყო, მე კი ჩემს სახლში რომ ვყოფილიყავი ჯერ კიდევ არ დავაპირებდი ადგომას.. დღეს კვირაა, საბედნიეროდ არანაირი უნივერსიტეტი და ვალდებულებები.. რაც შეეხება დემიენს, ის ყოველთვის და ყველგან მუშაობს..ოღონდ რაზე ეს მეც არ ვიცი ზუსტად. დემიენისგან ვიცი, რომ მასაც ჩემსავით უყვარს გვიანობამდე ძილი, მაგრამ აურაცხელი სამუშაო და მუდმივად დატვირთული რეჟიმი მას ამის საშუალებას არ აძლევს.

ძალა მოვიკრიბე, ერთხელ კიდევ გემრიელად გავიზმორე და ფუმფულა საწოლზე წამოვჯექი. მალევე საპირფარეშოში გადავინაცვლე და სანამ ქვემოთ ჩავიდოდი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დემიენის მაიკა გამოვიცვალე და ჩემს ტანისამოსში გამოვეწყვე.

როგორც ვიცოდი დემიენმა დაითხოვა მოახლე ქალი და დღეს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ ვგრძნობდი ამ უზარმაზარ სახლში, რომელიც ჩემთვის სასახლის ტოლფასი იყო.
კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავედი და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ძალიან ვფრთხილობდი. თითქოს მეშინოდა ვინმეს არ გამოვეჭირე, ოღონდ რაში ეს მეთვითონაც არ ვიცოდი.

სასტუმრო ოთახში არავინ დამხვდა, სამზარეულოშიც სიმშვიდე სუფევდა და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დემიენი თავის კაბინეტში იქნებოდა.
კარები დახურული დამხვდა და სანამ დავაკაკუნებდი იქამდე ხელი შუა გზაში ორჯერ ქვემოთ ჩამოვწიე. თითქოს მრცხვენოდა დემიენის თვალებში ჩახედვის გუშინდელი ღამის შემდეგ. მართალია არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერიც საკმაოდ ინტიმური და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენს ურთიერთობაში.

“რა სულელი ხარ ქეროლაინ” – გავიფიქრე ჩემთვის და ახლა უკვე მოურიდებლად დავაკაკუნე და პასუხის დალოდების გარეშე შევაღე კარები.

დემიენი თავის ტყავის სავარძელში მოკალათებულიყო, ლეპტოპის ეკრანს წარბებშეჭმუხნული მისჩერებოდა და მხოლოდ მას შემდეგ შემიმჩნია, რაც მას თავზე დავადექი და რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებული უაზროდ მივაშტერდი მის უნაკლო საზეს.
– ხომ იცი, რომ ოთახში შემოსვლისთვის ნებართვის აღება შენ არ გჭირდება. – სერიოზული სახით მითხრა ისე, რომ ჯერ კიდევ არ შემოუხედავს ჩემთვის.
როცა პასუხი არ გავეცი მხოლოდ მაშინ გამისწორა მზერა და გამიღიმა.
– ბოდიში, რაღაც პრობლემა შეიქმნა სამსახურში და დილიდან თავი მეტკინა.
– არაუშავს, ჩემსავით უსაქმური ყველა ვერ იქნება. – ჩამეცინა და თმა ყურზე გადავიწიე.
– მოდი აქ. – ეს ორი სიტყვა მშვიდად მითხრა, მე კი პირი გამიშრა მათ მოსმენისას.
– აქ? – წარბები შევჭმუხნე, ვითომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
– ჰო, ჩემთან.- გვერდულად გამიღიმა და დავინახე ხელით როგორ მიმითითა თავის კალთაზე.
ცხადია, მეც რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მის კალთაში აღმოვჩნდი. დემიენმა თმა მეორე მხარეს გადამიწია, კისერში ნაზად მაკოცა და სანამ ჩემი გულის ცემა მთელ ოთახს მოიცავდა, დუმილი მან დაარღვია.
– რაც შეეხება შენ უსაქმურობას, მინდა გაგახსენო, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ და შენთვისვე უმჯობესია ეგ უსაქმურობა შეირგო სანამ დროა.
– არ მიყვარს უფუნქციო ადამიანები და მე მგონი ზუსტად ეგეთი ვხდები. – ამჯერად კარადისკენ გავიხედე და მართლაც დავმწუხრდი, როცა გავიაზრე თუ რამდენი რამის მიღწევის სურვილი მქონდა ამ ცხოვრებაში, მე კი იმის თავიც არ მქონდა, რომ სწავლის საფასური თავად გადამეხადა..
– ქერ, ჩემ გვერდით შენ უფუნქციო არასდროს იქნები . ნებისმიერი სურვილი შემიძლია შეგისრულო და ეგ შენც კარგად იცი.. ნებისმიერ სფეროში შემიძლია შეგიწყო ხელი…
– დემიენ. – ამჯერად მზერა მის ლურჯ-მწვანე თვალებზე გადავიტანე და განვაგრძე. – მაგ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ და ისიც საკმარისია, რომ სწავლის საფასურს…
– მაგ თემაზეც უკვე ვილაპარაკეთ და მემგონი გთხოვე, რომ მეტჯერ ამ საკითხისთვის ხაზი აღარ გაგესვა.
– ჰო ვიცი..
– შენი ბედნიერება ჩემთვის ყველაფერია, ეგ ხომ კარგად იცი, ქეროლაინ?
– კი და დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ… შენ გვერდით. – ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავილაპარაკე და ვიგრძენი ლოყებმა წითელი ფერი მიიღეს. დემიენს ჩაეცინა როცა დარცხვენილი დამინახა და ცხადია, კიდევ გაუჩნდა იმის სურვილი, რომ უფრო შევერცხვინე.
– ბოდიში.. კარგად ვერ გავიგე. – ორივე ხელი მომხვია წელზე და მე კვლავ დამეკარგა აზროვნების უნარი.
– ბედნიერი ვარ, შენ გვერდით, დემიენ. – თამამად გავიმეორე.
– ხანდახან მაოცებს შენი ქმედებები. – ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა ყურებში, მე კი მთელ ტანზე დამბურძგლა.
– როგორ შეგიძლია ერთ წამს ძალიან გაბედულად მოიქცე, მეორე წამს კი თვალები ვერ გამისწორო. ესეთ ზემოქმედებას ვახდენ შენზე, ქეროლაინ? – რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს, როცა ბოლო სიტყვები წარმოთქვა.
– ხო, ალბათ, ჩემთვის ზედმეტად შარმიანი ხარ. – თვალები ავატრიალე და მისი კალთიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ დემიენს ისე მჭიდროდ ჰქონდა ხელები შემოხვეული, რომ სანამ უფლებას არ მომცემდა, თავს ვერაფრით გავითავისუფლებდი.
– სახლში უნდა წავიდე.. შენც სამუშაო გაქვს.
– დარჩი კიდევ ცოტა ხანს. – ისეთი თვალებით მიყურებდა უარის თქმა არ შემეძლო, მაგრამ როგორც კი სოფი დამიდგებოდა თვალწინ, ერთი სული მქონდა სახლში დაბრუნების. ძალიან მინდოდა ჩემი უცნაური თავგადასავლის მერე მის უსაფრთხოებაში თავად დავრწმუნებულიყავი.
– მეც ძალიან მინდა, მაგრამ სოფის მინდა მივუსწრო სამსახურში წასვლამდე.. – როცა ეს სიტყვები ვუთხარი, ხელები ოდნავ გამიშვა.. მანაც კარგად იცოდა რამდენს ნიშნავა სოფი ჩემთვის.
– მაკოცე და გაგიშვებ. – ტუჩებზე დამხედა მერე კი თვალებში შემომხედა. კვლავ პეპლები ამოძრავდნენ მუცელში და არ მეგონა ოდესმე ამ გრძნობას თუ მივეჩვეოდი. ყოველი მისი შეხება პირველის მსგავსად დამაჰიპნოზებელი იყო და იმედი მქონდა, რომ ჩემი შეხება ამ ემოციების ნახევარს მაინც გამოიწვევდა მასში.
თავი მის სახესთან ახლოს მივიტანე, კარგად შევისწავლე და მხოლოდ მას შემდეგ ვაკოცე. დემიენმა ხელები კვლავ მჭიდროდ მომხვია, მე კი ჩემი ხელები მის თმაში შევაცურე. როგორც კი ვიგრძენი, რომ მისი სუნთქვა გახშირდა, თავი უკან გამოვწიე და სანამ დაბნეული თვალებში მიყურებდა, თავი გავითავისუფლე და ავდექი.

დემიენმა ჩაახველა და მივხვდი, რომ იმედგაცრუებული დარჩა. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, სანამ შორს შევტოპავდით დემიენიც არ უნდა გამეწვალებინა და დისტანცია უნდა დამეცვა.
– ხომ იცი რასაც მიკეთებ… რატომ მიდიხარ. – პატარა ბავშვივით გაჯიუტდა, მე კი ბედნიერებას მგვრიდა ეს მომენტი, როცა ვგრძნობდი რაოდენ საჭირო ვიყავი მისთვის.
– ცოტახნით გშორდები, დემიენ, ამიტომ ბევრს მაგაზე ნუ იდარდებ. – კაბა გავისწორე და გავუღიმე. დემიენიც წამოდგა, თმაში ხელი შეიცურა და მომიახლოვდა.
– რომც გინდოდეს, უკვე ჩემგან ვეღარ წახვალ ქეროლაინ, იმიტომ, რომ ჩემი ხარ და მხოლოდ ჩემი. – წელზე ხელი შემომხვია და ადგილზე გაშეშებული დამტოვა. ორი წამი ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და იმ მომენტში როცა ხმის ამოღება დავაპირე, დემიენმა მაკოცა და მაშინვე დამავიწყა ჩემი სათქმელი.
– სახლში მაიკლი დაგტოვებს, მაგრამ მაინც მომწერე, როცა მიხვალ.- მითხრა და კარებამდე გამიძღვა. დამშვიდობებისას შუბლზე მაკოცა, კიდევ ერთხელ გამიმეორა სიტყვა “მიყვარხარ” და საბოლოოდ კარების სახელურიც ჩამოწია.
ღიმილი კიდევ არ მოშორებია ჩემს სახეს, მაგრამ დემიენის მკაცრმა გამომეტყველებამ მეც გაკვირვებული გამახედა სახლის ეზოს მხარეს.
სახლის ზღურბლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით უცნობი მამაკაცი ესაუბრებოდა დემიენის მძღოლ მაიკლს, რის შემდეგაც მან მზერა უკვე ჩვენკენ გადმოიტანა.

გამიხარდება თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ🤗მე კი ვეცდები, რომ შემდეგი თავი მალევე დავდო❤

[text_hash] => b7e804e9
)

//qc
//QC2