დაკავშირებული – თავი 43.2
// qc

დაკავშირებული - თავი 43.2

Array
(
[text] =>

   დემიენის საძინებელში გადანაცვლებისთანავე ნერვიულობამ შემომიტია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ამ აღელვებას დაღლილობა ფარავდა და ამ მომენტში ძილის გარდა სხვა არაფრის სურვილი არ მეუფლებოდა.
დემიენმა მითხრა, რომ შხაპს მიიღებდა და შემდეგი წინადადების გაგონებაზე “თუ გინდა შემომიერთდი” ისეთი ფერი დამედო, დემიენმა ვერ შეინარჩუნა სერიოზული სახე და მოურიდებლად დამცინა. მეც გამეცინა უაზროდ და ბალიში მთელი ძალით ვესროლე, რაზეც მორიგი დაცინვა დავიმსახურე.
– მოდი პირველ ღამეს ჩემზე ძალადობით ნუ დაიწყებ. – თვალი ჩამიკრა და საპირფარეშოში გაუჩინარდა.
ვიცოდი მეხუმრებოდა, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენამ გულის ცემა გამიხშირა და კვლავ მიამიტ და გამოუცდელ არსებად მაგრძნობინა თავი.
იქნებ ფიქრობს, რომ დღეს მართლაც “ის” დღეა… ან იქნებ მობეზრდეს ამდენ ხანს ლოდინი და ჩემით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩეს? იქნებ დროა მეც უარი ვთქვა ჩემს პრინციპებზე და ბოლომდე მივყვე მის ნებას? კარგად რომ არ გამომივიდეს? რომ შევრცხვე და უხერხულად ვიგრძნო თავი?… ტვინი მეტკინა ამ ყველაფერზე ფიქრით და ამ მომენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი…

როცა მივხვდი, რომ უაზრო ფიქრები მაწუხებდა, საწოლში მოკალათება გადავწყვიტე მანამ, სანამ დემიენი შემომიერთდებოდა.. იმის გამო, რომ ჩემი ღამის პერანგი თან არ მქონდა, კვლავ დემიენის ფართხუნა შარვალი და შავი მაისური გადავიცვი, რომელიც სკამზე ლამაზად დაკეცილი იდო.
როცა შარვალი ამოვიცვი მივხვდი, რომ ესე ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი და კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძნობდი თავს თუ დემიენის გვერდით 3 ზომით დიდ ტანისამოსში მოვკალათდებოდი. ამიტომ როგორღაც ჩემს თავს გადავაბიჯე და მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა დავრჩი. გაგიკვირდებათ და ლიფიც გავიხადე.. სასაცილოდ ჟღერს, ალბათ, მაგრამ ჩემთვის ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.. ზედმეტად მორცხვი ვიყავი იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მეგრძნო თავი ბიჭის გვერდით. საკუთარ თავთანაც ვერ ვარ ბოლომდე კომფორტულად და ისეთი ბიჭის გვერდით ყოფნა, როგორიც დემიენია, ცხადია, კიდევ უფრო მიქვეითებდა ჩემს ისედაც არ არსებულ თავდაჯერებულობას.

დემიენის საწოლი საკმაოდ დიდი და უკომფორტულესი იყო. ჰო, ზუსტადაც რომ უკომფორტულესი, რაგან ჩემნაირ ადამიანსაც, რომელსაც ჩაძინება ძალიან უჭირს, რბილ და ფუმფულა ბალიშებზე თავის დადებისთანავე ძილი მოერია.. ტელეფონი გვერდზე გადავდე,თვალები დავხუჭე და კვლავ ფიქრების მორევში გადავინაცვლე. თან სააბაზანოდან გამოსული წყლის ხმა მესმოდა, რომელიც კიდევ უფრო მამშვიდებდა.. დემიენის სიახლოვეს ყოფნა კი დაცულად მაგრძნობინებდა თავს ამ სტრესული და დამღლელი დღის შემდეგ.
მომხდარს ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი და ,ალბათ, ჩემთვის უმჯობესიც იქნებოდა, რომ არ დამეჯერებინა იგი, რადგან ესეთი რაღაცების დამახსოვრება კარგს არაფერს მომიტანდა..
ვფიქრობდი ეიდენზე, სარაზე, რაილისა და სკოტზე, დედაჩემზე, რომელიც აზრზე არ იყო თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, რის გამოც ნამუსი ძალიან მაწუხებდა.. გამახსენდა ვერონიკას შემოთავაზება და მისი და ჯეიკის ქორწილი… ბოლო და ფიქრების ყველაზე დიდი ნაწილი კი ,ცხადია, დემიენს დაეთმო.. დემიენს, რომელიც იმაზე მეტად მიყვარდა ვიდრე უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი. ყველანაირი თვისება მხიბლავდა მასში, უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, დემიენი ჩემი ადამიანი იყო.. აი ზუსტად ისეთი, როგორსაც ოცნებებში წარმოვიდგენდი ხოლმე. მართალია ბევრი ცუდი თვისებაც ჰქონდა, მაგრამ იდეალური და სრულყოფილი ხომ არავინ არის. მე კი, რამდენად უაზროდაც არ უნდა ჟღერდეს, მისი ცუდი მხარეც მხიბლავდა. სასაცილო, მისტიური, მზრუნველი და მოსიყვარულე ბიჭი სახელად დემიენი, სრულიად დაუგეგმავად დაეპატრონა ჩემს სამყაროს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენის შემდეგ გაცილებით უფრო ფერადი გახდა….

****
რომ გითხარით, დემიენის შეხება საუკეთესო სიზმრის დარღვევასაც აანაზღაურებდათქო არ მომიტყუებიხართ. რეალურად არც არაფერი დამსიზმრებია, მაგრამ სანამ დემიენი საპირფარეშოდან გამოვიდოდა, ჩემდა უნებურად გადავინაცვლე სიზმრების სამყაროში.
ემოციურად და ფიზიკურად დაღლილს ძილი ნებართვის აღებას აღარ მთხოვდა და მეც დემიენის საწოლში მოკუნტულს ჩამეძინა…
ძილში სუნთქვა და გულის ცემა გამიხშირდა, მაგრამ ეს რეაქცია ღამის კოშმრისგან არ იყო გამოწვეული.
თვალის გახელის გარეშეც ვიგრძენი დემიენის თბილი სხეული, რომელიც ზურგზე მჭიდროდ მეკვროდა. არვიცი იგრძნო თუ არა ჩემი გამოღვიძება, მაგრამ ცალი ხელით კიდევ უფრო ახლოს მიმწია მასთან და ყურში კარგად ჩამესმოდა მისი ცხელი სუნთქვა.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ამ ქმედებამ კი გამყიდა და დემიენსაც მიანიშნა ჩემი გამოღვიძების შესახებ.
მას ოდნავ ჩაეცინა და კისერში მაკოცა. კვალავ ჩუმად ვიყავით ორივე, მე კი იმხელა სიამოვმებას ვიღებდი ამ ყველაფრით, რომ წარმოდგენაც არ მინდოდა უფრო შორს რომ შეგვეტოპა რა რეაქცია მექნებოდა.
– როგორი თბილი ხარ. – მითხრა და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, რაზეც მუცელი შემეკუმშა და ნელნელა კონტროლს ვკარგავდი. ხმა იქამდე არ ამომიღია სანამ ხელი ოდნავ ქვემოთ არ ჩააცურა, მე კი უნებლიედ ამოვიკვნესე და უცბად მისი ხელი შუა გზაში შევაჩერე.
– დემიენ..
– ნუ გეშინია ქეროლაინ, ხომ გახსოვს გითხარი, სანამ შენი პირით არ მთხოვ, იქამდე არფერი არ მოხდება. – ნაზად ჩამჩურჩულა და შიშველ მკლავზე მაკოცა. ჩემი ხელი კვლავ მის ხელზე მედო და გაშვება მეშინოდა. დემიენიც კარგად ხვდებოდა თუ რას მიკეთებდა ამ მომენტში.
– შენი გულის ცემა მესმის. – ისევ მელოდიურად ჩაიცინა, მე კი სავარაიდოდ პამიდვრის ფერი დამედო სახეზე.
– ხელს არ გამიშვებ? იქით მინდა გადაბრუნება. – მითხრა და ხელი გავუშვი,მხოლოდ ეხლა მივხვდი თუ როგორ ვუჭერდი ხელს, რომ გეზი მას კიდევ ქვემოთ არ აეღო.
– იყავი ესე… – ჩემდა უნებურად ამოვღერღე ეს სიტყვები და უკვე წარმოვიდგინე როგორ ჩაეღიმა გვერდულად.
– შემომხედე. – ხრინწიანი ხმით მითხრა. მეც გვერდი ვიცვალე და როგორც კი მის მხარეს გადმოვტრიალდი სახე მისგან ორი სანტიმეტრით მქონდა დაშორებული.
– არ მიყვარს ესეთი რაღაცების თქმა,მაგრამ…-ამ დროს თმა ყურზე გადამიწია და ლოყაზე და შემდეგ ტუჩებზე თითები ნაზად გადამისვა.
– მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემი ხარ და ეს ყოველთვის ასე იქნება.. შენ გვერდით დაძინება ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც შეიძლება რომ ცხოვრებამ მაჩუქოს, გესმის?
– ნუ გადააჭარბებ, არც ისეთი განსაკუთრებული ვარ, რომ…
– ვერვიტან როცა ჩემს სათქმელს მისწორებ, ქეროლაინ… რადგან ამას ვამბობ, ესეიგი ასეა და ამას ვერაფერი შეცვლის.
– მაშინ ბედნიერი ვიქნები თუ ვერაფერი შეცვლის.. – გავუღიმე, თვალები დავხუჭე და ტკბობა განვაგრძე მისი შეხებით.
– დაიძინე პატარავ..- მითხრა და ტუჩებში ნაზად მაკოცა..მე კი მის ამ სიტყვებზე ჩამეცინა, რადგან დემიენს არ სჩვევია ესეთი სახის საუბრები…

ალბათ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რაღაც მომენტები, რომლის გამოც ღირს ცხოვრება. ეს მომენტი კი ნამდვილად ერთერთი მათგანი იყო.. იმ ღამით თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი…თითქოს სამყარო მხოლოდ მე მეკუთვნოდა.. ეს სამყარო კი ჩემთვის დემიენი იყო.

იმედია მოგეწონებათ ახალი თავი და გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ🤗მალე დასასრულს მივუახლოვდებით, მაგრამ იქამდე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გელოდებათ😏

[text_hash] => a640c817
)

//qc
//QC2