Array
(
[text] =>
ნახევრად მძინარე მდგომარეობიდან დემიენის შეხებამ გამომაფხიზლა. მთელი გზის განმავლობაში არსებული დუმილის მიუხედავად, მისი შეხება ისეთი თბილი იყო, რომ საუკეთესო სიზმრის დარღვევაც არ იქნებოდა დასანანი.
– ქერ, მოვედით. – მითხრა და ცერა თითი თვალს ქვემოთ ნაზად გადამისვა.
– დავიღალე.
– ვიცი და ეხლა კარგად დაისვენებ. – თავისი ლურჯ-მწვანე თვალები შემომანათა და მანქანიდან გადავიდა. ორ წამში ჩემი კარებიც თავად გააღო და სახლისკენ ხელჩაკიდებული გამიძღვა.
გამბედაობა ჯერ კიდევ არ მყოფნიდა, რომ მეკითხა როგორ ჩაიარა კლუბში საქმეებმა და თუ რა მიზეზით ჩამოდიოდა მამამისი ნაითვილში.
როდესაც სიჩუმე დიდხანს გასტანდა, მას ყოველთვის ხმაური მოჰყვებოდა ხოლმე და იმედი მქონდა, ეს ღამეც ხმაურში არ გადაიზრდებოდა.
– ჩაის ხომ დალევ? – მოულოდნელად მკითხა.
– კი, ოღონდ ჯერ საპირფარეშოში შევალ.
რამდენიმე წუთში დემიენს შევუერთდი სასადილო ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი იყო და ამჯერად მას არავინ ემსახურებოდა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემზე უკეთ შეეძლო მაგიდის გაწყობა.
ისე ლამაზად ჰქონდა დალაგებული თეფშები და გემრიელი ნამცხვრები, რომ მომენტალურად თვალები გამიბრწყინდა და მუცელმაც იგრძნო რა გემრიელობების ჭამა ელოდა მას.
დემიენს გაეღიმა ჩემ დანახვაზე და მის მოპირდაპირე მხარეს მდგარ სკამზე მიმითითა.
– ჰმ, ესე ოფიციალურად? – ჩამეცინა და სკამზე მოვკალათდი.
– ჩაის ყოველთვის უხდება ცოტა ოფიციალურობა.
– რაღაც უკეთეს განწყობაზე ხარ. – ვუთხარი და ჩაი ფრთხილად მოვსვი, რომ ტუჩები არ დამწვოდა. დემიენს სახე დაუსერიოზულდა და მითხრა.
– ცუდ განწყობაზე არც ვყოფილვარ.
– ვფიქრობ უკვე კარგად გიცნობ საიმისოდ, რომ მივხვდე როდის ხარ ცუდ ხასიათზე.
– არა ქეროლაინ, მოვლენებს ძალიანაც ნუ გაუსწრებ. – ცოტა ცივი ტონით მითხრა და მისმა სიტყვებმა გული მატკინეს.
– ჰო მართალია, სხვებივით კარგად ჯერ არ გიცნობ.
– სხვებში ვის გულისხმობ? – თვალები მე მომაპყრო და ვიგრძენი, რომ ხმაურის დრო ახლოვდებოდა.
– მაგალითად, სარას.
– დღეს კლუბში იმიტომ წაგიყვანე, რომ მეტჯერ მასზე ლაპარაკი აღარ დაგეწყო. – ღრმად ამოისუნთქა.
– მე კი დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში თუ რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან.
– თუ მიხვდი იმას, რომ ცუდ განწყობაზე ვარ, კიდევ რატომ მიმატებ?! – უცბად ფეხზე წამოდგა და გული ასჯერ ამიჩქარდა.
– შენ კიდევ იცი როგორი დღეც მქონდა და შენც არ უნდა მიმატებდე არაფერს! – ბოლო სიტყვაზე ხმა გამებზარა და მეც ფეხზე წამოვდექი.
– მაპატიე. – ხელი კეფასთან მიიტანა და მარტივი მისახვედრი იყო, რომ ნანობდა ამ სიტყვებს.
როცა არაფერი ვუპასუხე, მომიახლოვდა და მითხრა.
– ხო მაპატიე?
– სხვა გზა მაქვს, დემიენ?
– დღეს ის ადამიანი ჩამოდის, რომელიც ჩემი საშინელი წარსულის ერთერთი ყველაზე მძაფრი მოგონებაა..შენ ალბათ ვერ ვაიგებ…
– მესმის, ვიცი რომ ძნელია მასთან შეხვედრა და რომ არეული ემოციების გამო მელაპარაკები ესე..უბრალოდ, გულს მტკენ ესეთი სიტყვებით..
– არეული ემოციები? არა ქეროლაინ, ზუსტადაც რომ ყველაზე მკაფიოა ეს ემოციები და ზიზღი ჩემი თავის მიმართ.
– ზიზღი? – წარბები შევჭმუხნე და ვცდილობდი აზრის გამოტანას.
– ჰო ზიზღი. მამაჩემთან თითოეული შეხვედრა მახსენებს იმას, რომ მკვლელი ვარ.- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მე გული ჩამეწვა მის ასეთ სიტყვებზე.
– დემიენ, – ხელი ჩავკიდე – ხომ შევთანხმდით, რომ ამას შენ თავზე არასდროს აღარ იტყოდი.
– კი, მაგრამ…
-შშ..- ტუჩზე თითი მივადე და მაგრად ჩავეხუტე. დემიენის გულის ცემა კარგად მესმოდა ყურებში. ვიცოდი ცივად მელაპარაკა და რომ ესეთი დღის შემდეგ ყველაზე ნაკლებად მე ვიმსახურებდი მისგან ასეთ ტონს, მაგრამ თვითონ გაცილებით დიდი ტკივილი დაჰქონდა გულით, რომლის თავისთვის შენახვაც აუცილებლად გაანადგურებდა. მე კი ასეთ მდგომარეობაში მას მარტო არცერთ შემთხვევაში არ მივატოვებდი. ზურგს არ ვაქცევდი და ყოველ ჯერზე როდესაც მას მსგავსი ფიქრები გაუჩნდებოდა, მზად ვიყავი მაგრად მომეხვია ხელები და გულში ჩამეკრა იგი. მეთქვა მისთვის ის სიტყვები, რაც დაამშვიდებდა და აგრძნობინებდა იმას, რომ იგი უყვართ და რომ მისი მდგომარეობა და კარგად ყოფნა სხვისთვის ძალიან ძვირფასი და
მნიშვნელოვანია.
– მითხარი, რომ გიყვარვარ. – ხრინწიანი ხმით ჩამჩურჩულა.
– ეგ შენ ჩემზე კარგად იცი დემიენ.
– არა, მინდა, რომ მითხრა.
– მიყვარხარ.
ვუთხარი და დემიენმა უცბად ხელები გამაშვებინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად მაკოცა. მთელ სხეულში დენმა გამიარა და თითქოს ახალი ენერგიით დავიტვირთე, მისი ეს კოცნა კი იმის პასუხი იყო, რომ მასაც ძალიან ვუყვარდი.
– ზემოთ გადავინაცვლოთ, უკვე გვიანია. – მითხრა და ამჯერად ნაზად მაკოცა. გულის ცემა ისევ გამიხშირდა, დემიენის გვერდული ღიმილი კი იმას ადასტურებდა, რომ ჩემი აღელვება მანაც კარგად შეამჩნია.
ესეც ახალი თავი🤗თუ არ დამეზარება შემდეგსაც დღეს გვიან დავდებ❤
[text_hash] => b30f88b8
)