დაკავშირებული – თავი 43. უხერხული შეხვედრა
// qc

დაკავშირებული - თავი 43. უხერხული შეხვედრა

Array
(
[text] =>

    საბედნიეროდ სურვილი ამიხდა და კლუბი მე და დემიენმა მალევე დავტოვეთ. სანამ დემიენი თავის საქმეს აგვარებდა, მე მის “საიდუმლო” ოთახში სავარძელზე მოკალათებული ველოდებოდი. როგორც კი ოთახში შევედით დემიენმა მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა : “მალე დავბრუნდები” და გაყინული მზერით დამემშვიდობა. ძნელი მისახვედრი არ იყო ის, რომ სარას სიტყვებმა მასზე გავლენა მოახდინეს და ჩემთვის ჯერჯერობით უცნობი ემოცია დატოვეს მასში. ცხადია, სახლში მისვლამდე მისთვის ამ კითხვის დასმას არ ვაპირებდი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევდი იმას თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა დემიენს მამამისთან. ვაღიარებ, სარამ შესაფერისი მომენტი გამოიყენა ამ სიტყვების წარმოსათქმელად და კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ მას გაცილებით მეტი რამ აკავშირებდა დემიენთან ვიდრე მე. ეს ფიქრები შეძლებისდაგვარად ამოვიგდე თავიდან და სანამ დემიენს ველოდებოდი რაილის დავურეკე ტელეფონზე.
გავაფრთხილე, რომ უაზრო მესიჯები არ მოეწერა ჩემთვის მანამ, სანამ ღამეს დემიენთან ერთად გავატარებდი. ცხადია, ასჯერ მითხრა, რომ არანაირი დეტალი არ უნდა შემენახა ჩემთვის და რომ ყველაფერი კარგად უნდა აღმეწერა მისთვის, მე კი, სამწუხაროდ, რაილის იმედები გავუცრუვე და დარწმუნებით ვუთხარი, რომ ამ ღამით არაფერი ისეთი არ მოხდებოდა, რისი მოსმენაც რაილის ყურებს ესიამოვნებოდათ.
რაილი სკოტთან დაშორების მიუხედავად, რომელიც ვიმედოვნებ რომ დროებითი იყო, მაინც ხალისიან განწყობას ინარჩუნებდა. ჩემ ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო სკოტთან დალაპარაკება ვერ შევძელი, მაგრამ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ სკოტს რაც შეიძლება მალე დაველაპარაკებოდი და როგორღაც აზრზე მოვიყვანდი.
რაილისთან საუბარი დიდხანს აღარ გამიგრძელებია, იმდენად დაღლილი ვიყავი ფიზიკურადაც და ემოციურადაც, რომ უკვე ოცნებად მექცა ამ ადგილიდან თავის დაღწევა და თბილ საწოლში მოკალათება.. “დემიენის გვერდით”- შემომძახა ჩემმა ქვეცნობიერმა. მე კი ვიგრძენი მოულოდნელად როგორ იმატა ოთახში ტემპერატურამ.
როგორც გითხარით, საბედნიეროდ კლუბიდან მალე წავედით. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, როცა კარები დემიენმა შემოაღო და თავით მანიშნა, რომ მივდიოდით.
მანქანაში ჩასხდომის წუთიდან დაწყებული სახლში მისვლამდე დემიენს ხმა არ ამოუღია. კარგად იგრძნობოდა უხერხულობა და დაძაბულობა, ესეთ დროს კი სიტუაციას ყოველთვის დემიენი მუხტავდა და არა პასიური ქეროლაინ სვონი. შესაბამისად მეც არ მიცდია ხმის ამოღება და ზედმეტი კითხვების დასმა. ძალიან დაღლილი ვიყავი საიმისოდ, რომ სწორი სიტყვები შემერჩია დემიენთან დასალაპარაკებლად. საჭეზე მჭიდროდ მოჭერილი ხელებით თუ ვიმსჯელებდით, დემიენი ცუდ ფიქრებში იყო გართული და რაღაცაზე ან ვიღაცაზე ძალიან ჰქონდა ნერვები მოშლილი.
ბევრი ამ ყველაფერზე არ მიფიქრია, უბრალოდ თავი მივადე ფანჯარას და დაღლილ-დაქანცულს ფანჯარაზე მიყუდებულსვე მიმეძინა..

და აი ამდენი ხნის მერე გადავწყვიტე წერა განვაგრძო, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ გავიგებ, რომ ვინმე კიდევ კითხულობს ჩემს მიტოვებულ ნაშრომს.🤣ეს მხოლოდ ამ თავის დასაწყისია და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment❤

[text_hash] => 12d9133c
)

//qc
//QC2