დაკავშირებული – თავი 42.2
// qc

დაკავშირებული - თავი 42.2

Array
(
[text] =>

     ჩემი ტანსაცმელი, რომელიც იმ ბნელ ოთახში ყოფნისას გაჭუჭყიანებულიყო, დემიენის თხოვნით სახლში მოსვლისთანავე სარეცხის მანქანაში შევაგდე.. მე კი კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ მორცხვად მას უარი არ ვუთხარი და დავთანხმდი, რადგან ეხლა მშვიდად წავიდოდი დემიენთან ერთად Underground-ში. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში რომ ჩემთვის ერთერთ ყველაზე უცნაურ დღედ აღინიშნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. დემიენთან ერთად ყოფნის განმავლობაში ვინც გავიცანი და ვინც ოდნავ მაინც იყო დაკავშირებული მასთან, ყველა მოვინახულე. ეიდენითა და მისი, უფროსწორედ მისი ყოფილი, ბანდით დაწყებული და სარათი დამთავრებული. ნამდვილად არ მქონდა გეგმაში ესეთ დაძაბულ და რთულ დღეს დემიენთან ერთად კლუბში წასვლა, მაგრამ როგორც ჩანს დღეიდან ჩემი გეგმები ბევრს არაფერს ნიშნავდა და მოულოდნელობა ჩემი ცხოვრების დახასიათებისთვის ყველაზე სწორი და ზუსტი განსაზღვრება გახდა.

     მას შემდეგ რაც დემიენს კლუბში წაყოლაზე დავთანხმდი, უსიტყვოდ გავემართე საპირფარეშოსკენ, ჩემი მშრალი და სუფთა ტანისამოსი ავიღე, გამოვიცვალე და რამდენადაც შევძელი, მოვწესრიგდი. შეიძლება სულელურად ჟღერდა, მაგრამ სარას ლამაზი ფიგურის გვერდით არ მინდოდა თავი უხერხულად მეგრძნო. როგორც კი დემიენის საიდუმლო ოთახში სარამ თავი შემოყო, იმ წამიდანვე მოხიბლული დავრჩი მისი გარეგნობით და ხანდახან, გულის სიღრმეში მიკვირდა კიდეც ესეთი ლამაზი და დახვეწილი ქალბატონის შემდეგ დემიენს მე როგორ მოვეწონე. საკუთარი თავის ფასი ასე თუ ისე ვიცოდი, და ვაღიარებ, ჩემი შესაძლებლობის მიუხედავად, რაც ძვირადღირებული ტანსაცმლისა და მოვლის საშუალებების ნაკლებობას გულისხმობდა, საკუთარი თავი მაინც მომწონდა. კმაყოფილი ვიყავი იმ მინიმუმით რაც გამაჩნდა, დემიენის მუდმივი კომპლიმენტები და უბრალოდ მისი ერთი შეხედვა კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავი ულამაზეს ქალად მეგრძნო. ეხლა კი ეს გრძნობა მომენტალურად სადღაც გაქრა და სარას არსებობამ შთანთქა ჩემი თავდაჯერებულობა. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და თავს მიამიტ არსებად არ ვიგრძნობდი ჩემთვის სრულიად შეუფერებელ სიტუაციაში.

როგორც კი საპირფარეშოდან გამოვედი, დემიენი საწოლზე ჩამომჯდარი დამხვდა. ხელში ტელეფონს ათამაშებდა და ხმას არ იღებდა. არ ვიცოდი ნანობდა თუ არა იმას, რომ კლუბში გაყოლა შემომთავაზა, მაგრამ ცხადი იყო, რომ დიდად კომფორტულად არ გრძნობდა თავს.

– მზად ვარ. – რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და ვუთხარი.

– ლამაზი ხარ. – თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მაშინვე ვიგრძენი როგორ დაიწყეს ჩემმა ყურებმა ფეთქვა. ამაზე არაფერი ვუპასუხე, ის კი რამდენიმე წამში წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა :

– სანამ ემზადებოდი კარგად დავფიქრდი და მინდა, რომ ბოდიში მოგიხადო დღევანდელის გამო..

– ბოდიში მიღებულია. – თბილად გავუღიმე.

– არა ქერ, მართლა არ უნდა მეთქვა ესეთი რაღაცები, ვიცი ისედაც არ გსიამოვნებს ამ…მოკლედ… სარაზე ლაპარაკი და კარგად მესმის შენი.. წარმოდგენაც არ მინდა… წარმოდგენაც არ მინდა რა რეაქცია მექნებოდა შენ რომ შენს ყოფილ შეყვარებულთან გქონდეს ურთიერთობა.. – თან მომიახლოვდა და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, მე კი კვლავ გავშეშდი და ხმას არ ვიღებდი.

– ზუსტად ამიტომ მინდა წამომყვე და დარწმუნდე, რომ მე და სარას ურთიერთობა მხოლოდ ბიზნესით შემოიფარგლება და მეტი არაფერი მაკავშირებს მასთან.. ისე გავბრაზდი, როცა ტელეფონმა დარეკა და შენთან ერთად განმარტოვების უბედნიერესი წამები გამიფუჭა.. – ამ დროს ხელი ჩამკიდა და ოდნავ თითები მომიჭირა. – მზად ვიყავი ნელნელა გამეხადა ის დიდი მაისური და ფართხუნა შარვალი, რომ შენი ლამაზი სხეული უფრო კარგად დამენახა. – გვერდულად გაეღიმა და ზუსტად მიხვდა როგორ ჰიპნოზსაც მიკეთებდა მისი ესეთი საუბრით. ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ადამიანს ხასიათი რამდენიმე წამში შეცვლოდა.

– მაგრამ პირობას გაძლევ, როგორც კი დავბრუნდებით ჩემი გეგმა შესრულდება და ყველანაირად დაგავიწყებ დღევანდელი დღის არსებობას…ოღონდ ღამის გამოკლებით, რა თქმა უნდა. – სახე კიდევ უფრო ახლოს მოიტანა, ტუჩებზე დამხედა, მაგრამ მის ნაცვლად შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა.

– ძალიან მიყვარხარ და ვერ გადავიტან იმას, რომ ჩემს გრძნობებში ოდესმე ეჭვი შეგეპაროს. – ხელით ჩემს თმას ათამაშებდა, რის გამოც თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე.

– მე კი ძალიან გამიხარდება თუ უფრო ხშირად იქნები გულახდილი ჩემ მიმართ. – ამოვისუნთქე და ისე ვუთხარი.

– ვიცი და ვეცდები გამოვასწორო..ხომ იცი ხანდახან მიჭირს იმ ყველაფრის გადმოცემა, რასაც ვფიქრობ, მაგრამ საქციელით ამას აუცილებლად დაგიმტკიცებ, გპირდები. – ხელები გამიშვა და გული დამწყდა უფრო დიდხანს რატომ არ დავრჩით ერთმანეთთან ჩახუტებულები.

– როგორც კი Underground-ში შევაბიჯებთ მინდა ჩათვალო, რომ ეს ჩემ გარდა შენი საკუთრებაცაა.

– შენი და სარას გარდა. – ჩამეცინა, დემიენს კი სახის გამომეტყველება კვლავ გაუმკაცრდა.

– წავიდეთ. – მხოლოდ ეს მითხრა და კარებისკენ გაემართა, მე უკან გავყევი და უკვე ვგრძნობდი როგორ მიტევდა ნერვიულობის დიდი ტალღა.

***

დემიენის სახლიდან კლუბამდე გზა არც ისე მოკლე იყო..შესაბამისად სიჩუმეში მგზავრობას დემიენმა ჩემთან საუბარი არჩია და ვხვდებოდი როგორ ცდილობდა ჩემ გახალისებას. როცა კითხვა თავის ბიზნეს მოგზაურობაზე დავუსვი, დემიენმა ძალიან მოკლე პასუხები გამცა. მითხრა, რომ მხოლოდ უაზრო შეხვედრებით იყო დათვირთული მისი დღე და რომ საინტერესო არაფერი მომხდარა. ძალიან მინდოდა სარას შესახებაც მეკითხა რამე , მაგრამ ცხადია, ამ კითხვის დასმა ზედმეტად უადგილო იქნებოდა.

   სანამ კლუბს მივუახლოვდებოდით დემიენმა კიდევ ერთხელ მოასწრო სამსახურის შემოთავაზება და მითხრა, რომ ნებისმიერ საქმეში დამეხმარებოდა რისი წამოწყების სურვილიც გამიჩნდებოდა. მე ისედაც ძალიან მადლიერი ვიყავი იმით, რომ დემიენმა უნივერსიტეტის სწავლის საფასური გადამიხადა და რაც მთავარია, არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ დემიენთან ერთად მისი სტატუსისა და ჩემი წარმატების ხელშეწყობის გამო ვიყავი. ვიცი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი საზოგადოების აზრს, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი, ესეთი იყო ქეროლაინ სვონი. ასევე ვერონიკას შემოთავაზება ტელევიზიაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან კარგ შესაძლებლობად მეჩვენებოდა და თუ ამ კუთხით წარმატებას მივაღწევდი ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება იქნებოდა და არა დემიენის. ამიტომ გადავწყვიტე ჯერ გასაუბრება გამეარა და თუ ამიყვანდნენ, მხოლოდ მას შემდეგ მეცნობებინა სიახლე დემიენისთვის. სწორედ ამ მიზეზით, როცა დემიენმა სამსახურთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, ძალიან მარტივად და მოკლედ ვუპასუხე, რომ ჯერ დასვენება მერჩივნა.

რაც შეეხება სწავლის საფასურის გადახდას, წარმოდგენა არ მქონდა დედაჩემისთვის ეს სიახლე როგორ უნდა გადამეცა. როგორც ვიცოდი, დემიენს ჯერ კიდევ არ უნდოდა მისი ნამდვილი ვინაობის გამჟღავნება, მე კი მისი სურვილის გარეშე არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი დემიენის შესახებ სოფისთან საუბარს. გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობდი, რომ ჯერ არ ჩქარობდა და ეგონა, რომ თუ დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის დეტალებს გაიგებდა ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა.

Underground-ის შესასვლელს მივუახლოვდით და კარგად ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა. ამ ადგილთან ბევრი მოგონება მაკავშირებდა.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ აქ არ ვყოფილვარ, მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა აქაურობას ჩემთვის. იასამნისფერი შუქებით განათებული შენობის დანახვამ წარსულში დამაბრუნა და ნერვიულობის შეგრძნება დამეუფლა, როცა გამახსენდა როგორ შევხვდი ზუსტად ამ ადგილას უცნაური ბიჭების დაჯგუფებას. იმ დღეს ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კიდევ მომიწევდა მათი ნახვა, ჩემს გატაცებაზე  საუბარი კი საერთოდ ზედმეტია. თავი გავაქნიე და როგორღაც ტვინიდან ამოვიგდე ეს შემზარავი ფიქრები, რომელიც მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ერთი შეხედვით ყველაფერი იოლად მოგვარდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ეს ამბავი ისე მარტივად არ წაიშლებოდა ჩემი ცნობიერებიდან, როგორც ეს დემიენს ეგონა, უფროსწორედ უნდოდა რომ ესე ყოფილიყო…

მანქანიდან გადმოვედით და შენობის შესასვლელისკენ დავიძარით. დემიენმა წელზე შემომხვია ხელი და სანამ დაცვას არ მივუახლოვდით იქამდე არ გამიშვა. ფიქრებში ეიდენმაც შემახსენა თავი და რატომღაც მისი გახსენებისას ცუდი შეგრძნება არ დამეუფლა..როგორც დემიენმა თქვა,  ამ ადგილას ეიდენი არასდროს აღარ გამოჩნდებოდა და ამაში ეჭვი არც მეპარებოდა, უბრალოდ შემთხვევითაც რომ შევხვედროდი მას, დარწმუნებული ვიყავი შიშის გრძნობა საერთოდ არ დამეუფლებოდა.

ფიქრებიდან კლუბურმა მუსიკამ გამომარკვია, რომელიც მთელ ხმაზე იყო ჩართული. ირგვლივ უამრავი მოცეკვავე სხეული ირეოდა ერთმანეთში და სრული ქაოსი სუფევდა. როგორც ჩანს, დღეს ყველაზე ბევრი სტუმარი ჰყავდა Underground-ს და იმედი მქონდა, რომ ამ ადგილიდან მალე გავაღწევდით.

 უცბად დემიენმა სახე ყურთან ახლოს მომიტანა და მითხრა :

– ჩემს ოთახში შევიდეთ, შენ იქ დამელოდე და როგორც კი საქმეებს მოვაგვარებ გამოგიყვან და სახლში წავიდეთ.

– კარგი. – თავი დავუქნიე და სანამ ვიწრო დერეფნისკენ დავიძრებოდით იქვე ნაცნობ ბარმენს მოვკარი თვალი. სწორედ იმას, რომელმაც რაილის დაბადებისდღეზე ალკოჰოლური კოქტეილი მიწილადა. ძალიან მაინტერესებდა დემიენს რა საქმე ჰქოდა მოსაგვარებელი, მაგრამ ვიცოდი არ ღირდა ჩემი კუდში გაყოლა, რადგან იყო რაღაც საკითხები, რაც მე საერთოდ არ მეხებოდა და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ნამდვილად არ ვაპირებდი.

    მეგონა მშვიდად გადავინაცვლებდით დემიენის ოთახში, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. როგორც კი ულამაზეს კაბაში გამოწყობილ, მაღალ და გამხდარ ქერა ქალბატონს მოვკარი თვალი, გული მუცელში ჩამივარდა. დერეფნის დასაწყისში კედელთან მიყუდებული სარა იდგა და ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა. მეც ვერ ვხვდებოდი რატომ იწვევდა ის ამხელა ემოცებს ჩემში, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მას ვხედავდი განგაშის გრძნობა მეუფლებოდა და ეს გრძნობა მკარნახობდა, რომ  ამ ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის სასარგებლო არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა. ცხადია, დემიენმაც მაშინვე შეამჩნია ის და  მეც პირველი სწორედ დემიენს გავხედე.. თითქოს ვცდილობდი რაიმე ემოცია ამომეკითხა მის სახეზე და იმედი მქონდა, რომ მას ღიმილი არ აღებეჭდებოდა  სარას დანახვისას. 

   დემიენს ჩემთვის არ შემოუხედავს, უბრალოდ წელზე შემომხვია ხელი და ორივე სარასკენ დავიძარით. არ ვიცი სარა თავს აჩვენებდა თუ მართლა ვერ დაგვინახა, მაგრამ სანამ დემიენმა სახელით არ მიმართა იქამდე ტელეფონი ყურიდან არ ჩამოუწევია. რამდენიმე წამის შემდეგ შეგვიმჩნია, უფროსწორედ დემიენი შეიმჩნია, გაუღიმა და მეორე ხაზზე მყოფ ადამიანს დაემშვიდობა. გული შემეკუმშა როგორც კი დემიენს მიუახლოვდა და გადაკოცნა. ამაში თითქოს არაფერი იყო უცნაური, მაგრამ როგორც კი მათი სახეები ერთმანეთს მიუახლოვდა ტვინში ათასნაირი სურათი დამიტრიალდა, რაც ვაღიარებ, ცუდი შეგრძნებების გარდა სხვას არაფერს აღძრავდა ჩემში. ამის შემდეგ სარამ მე შემომხედა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და ყალბი ღიმილით მომაშტერდა სახეზე.

– ქეროლაინ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო…

– წუხილი საჭირო არ არის, მთავარია, რომ გადავრჩი. – მეც გავუღიმე და ჩემმა პასუხმა ცოტა გაკვირვებული დამტოვა. ისიც არ მეგონა საერთოდ რამის თქმას თუ მოვახერხებდი.

– ქეროლაინი მართალია და მოდი ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ, კარგი? – დემიენმა სერიოზული ტონით მიმართა სარას და ეს უფრო გაფრთხილება იყო ვიდრე თხოვნა.

– რა თქმა უნდა, მთავარია რომ ყველაფერი კარგადაა და ორივე კარგად ხართ. – ეს თქვა და ხელი დემიენს დაადო მხარზე. ვიცოდი სპეციალურად იქცეოდა ესე, რომ დაემტკიცებინა თუ რამდენად ახლოს იყო დემიენთან.

– ქეროლაინს ოთახამდე მივაცილებ, შენ კი იქამდე ჯეიკობს შეხვდი, რომ შემდეგ დავილაპარაკოთ საქმეზე.

– კი, უკვე გზაშია და მალე მოვა. – სარამ თავისი გრძელი თითები თმაში შეიცურა და კვლავ დემიენს მიაპყრო მზერა. დემიენმა უბრალოდ თავი დაუქნია და მე კიდევ უფრო ახლოს მიმიკრა თავის სხეულთან, რადგან, ალბათ, მეტყობოდა, რომ მესამე დამატებად ვგრძნობდი თავს. 

ის იყო ზურგი ვაქციეთ მას, რომ მომენტალურად სარას წვრილმა და, ამავდროულად, ცოტა ხრინწიანმა ხმამ კვლავ მისკენ შეგვატრიალა.

– უი დემიენ, რომ იცოდე დღეს ღამე მამაშენი ჩამოდის.. 

იმედია მოგეწონებათ ახალი თავი და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 

P.S ნელნელა მგონი დასასრულს ვუახლოვდებით 🙂 

[text_hash] => 9c2447b5
)

//qc
//QC2