Array
(
[text] =>
– არ უპასუხებ? – ხელები ძირს ჩამოვუშვი და დუმილი დავარღვიე, როცა მივხვდი, რომ დემიენი ტელეფონის აღებას არ აპირებდა.
– არ მინდა ბედნიერი მომენტის გაფუჭება. – გამიღიმა და ხელით ისევ მასთან ახლოს მიმწია.
– უკვე გაფუჭებულია. – ჩამეცინა და ვერ ვხდებოდი ესე ძალიან რატომ ვბრაზდებოდი მეორე ხაზზე მყოფ ადამიანზე, რომელიც როგორც ჩანს ტელეფონის გათიშვას არ აპირებდა.. ალბათ, დემიენისთვის მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი.
– თუ ესე ფიქრობ, ვუპასუხებ. – სერიოზული სახე მიიღო, ხელი გამიშვა და მობილური ჯიბიდან ისე ამოიღო, რომ დისტანცია ჩვენ შორის არ შეუმცირებია. ეკრანს დახედა და სანამ აიღებდა თვალებში შემომხედა, მე კი მაშინვე მივხვდი, ვინც იქნებოდა მეორე ხაზზე.
– გისმენ. – დემიენმა ბოხი ხმით თქვა და თან ხელი თმაში შეიცურა. ცხადია, ეს ჟესტი მისი ნერვიულობის გამომხატველი იყო.
– კი, ყველაფერი კარგად არის. შეგიძლია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე. – ოთახში საკმარისად იყო სიჩუმე იმისთვის, რომ მასთან მოლაპარაკე ადამიანის წვრილი ხმა კარგად გამეგო. მეორე ხაზზე სარა იყო, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო დემიენს ღამის 12 საათზე ურეკავდა.
– ეხლა? – წარბები შეჭმუხნა და ფანჯარას მიუახლოვდა, მე კი ადგილზე გაშეშებული დავრჩი და ერთი სული მქონდა გამეგო თუ რამ შეაწუხა მისი ყოფილი ცოლი ესეთ დროს.
– მარკს თხოვე, დარწმუნებული ვარ ჩემ გარეშეც მოგვარდება ეგ ამბავი. – ღრმად ამოისუნთქა და მხრები ქვემოთ დაუშვა, ვხვდებოდი, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო.
– არა, ცუდ ხასიათზე არ ვარ, პირიქით საკმაოდ ბედნიერად ვგრძნობ თავს და ზუსტად ამიტომ არ მინდა ამ სისულელეს დავუთმო დრო, საერთოდ ადრე რატომ არ გამაფრთხილე?! ….
– კარგი, გასაგებია. ცოტახანში გამოვალ. – ცივად წარმოთქვა ეს სიტყვები და ამჯერად მზერა ჩემზე გადმოიტანა, რომ კარგად დაენახა ჩემს სახეზე აღბეჭდილი ემოციები. მე კი მხოლოდ ეხლახანს გავიაზრე, რომ ისევ იგივე ადგილას ვიდექი გაშეშებული და უბრალოდ დემიენს ვუსმენდი. ცხადი რომ არ გამხდარიყო ჩემი დაძაბულობა, დემიენს თვალებით ვანიშნე, რომ საპირფარეშოში გადავინაცვლებდი. მან კი თავი გააქნია და ხელით მანიშნა, რომ ადგილიდან არ დავძრულიყავი.
ტელეფონი ყურს მოაშორა თუ არა მომიახლოვდა და სანამ ხმას ამოვიღებდი თვითონ მითხრა :
– სარა იყო… აინტერესებდა როგორ იყავი. – ჩაახველა და ისე წარმოთქვა ეს სიყვები.
– და რატომ აინტერესებდა? – ჩამეცინა და ვცდილობდი თავის გაკონტროლებას, რომ დაფიქრების გარეშე ცუდი სიტყვები არ წარმომეთქვა.
– იცის რატომაც დავბრუნდით ნაითვილში რამდენიმე დღით ადრე…
– ერთად ჩამოხვედით? – ხელით თმა ყურზე გადავიწიე და ვოცნებობდი ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ „არა” ყოფილიყო.
– ხო.
– გასაგებია.. საპირფარეშოში შევალ და.. – დემიენმა მაჯაზე ხელი მომკიდა და წინადადება არ დამასრულებინა.
– ქეროლაინ, ხომ იცი, დღეიდან არანაირი გაუგებრობა არ უნდა იყოს მე და შენ შორის და თუ რაიმე… თუ რაიმე კითხვა გაქვს შეგიძლია მკითხო.- დაბნეული წარმოთქვამდა ამ სიტყვებს და მისმა რეაქციამ მუცელი შემიკუმშა, შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ცხადია, ჩაძიებას არ ვაპირებდი.
– რა კითხვა უნდა მქონდეს? – ჩამეცინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ზედმეტად არაბუნებრივად გამომივიდა.
– დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში გაინტერესებს, რატომ დამირეკა სარამ ამ დროს. – მომიახლოვდა და სუნთქვა შემეკრა, ვერ ვხვდებოდი რატომ მაწვალებდა და რატომ არ მეუბნებოდა პირდაპირ თავის სათქმელს.
– ხო, მართალი ხარ, მაინტერესებს, და ისიც ვიცი, რომ ჩემი მდგომარეობის გაგება ნამდვილად არ შედის მის ინტერესებში.. უბრალოდ სანამ ჩემით გკითხავდი, შეგეძლო პირდაპირ გეთქვა ეს ყველაფერი.
– მართლა ინერვიულა, ქეროლაინ.. ყველა ძალიან ვნერვიულობდით..- როგორც კი ეს სიტყვები თქვა გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ყალბი ადამიანები მეზიზღებოდა და ზუსტად ვიცოდი რამდენად ყალბი იქნებოდა სარას ნერვიულობა ჩემს გატაცებასთან დაკავშირებით. სანამ ჩემს ტვინში ნეგატიური ემოციები იფეთქებდა, დემიენმა განაგრძო :
– უბრალოდ ეხლა რაღაც პრობლემა შეიქმნა Underground-ში, არაფერი სერიოზული, მაგრამ …ცოტახნით გასვლა მომიწევს, რომ ეს საქმე მოვაგვარო. – ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გაყინული გამომეტყველებით მომაშტერდა.
– ხვალ რომ მოაგვარო, არ შეიძლება? – ღრმად ამოვისუნთქე და ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას.
– სამწუხაროდ არა, და ყველაზე მეტად მე არ მინდა იქ წასვლა.. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს..- კიდევ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და სანამ სახესთან ხელს მომიტანდა, უკან გავიწიე.
– ქეროლაინ.. – ხრინწიანი ხმით მომმართა, მე კი ძირს დავიხედე და სიბრაზის ნაცვლად სევდა დამეუფლა. ზედმეტად კარგად ვგრძნობდი თუ როგორ ცდილობდა სარა კვლავ დემიენის დაბრუნებას…. სავარაუდოდ მართლა რაღაც საქმე გამოჩნდა, შეიძლება სასწრაფოც კი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ამ საქმის უკან სარას სხვა მოტივიც იმალებოდა და გულახდილად რომ გითხრათ ბოლომდე არც ვადანაშაულებდი მას..
სარა დემიენს საკმაოდ დიდი ხანია იცნობდა და ის ფაქტი, რომ მათი ურთიერთობა ოდესღაც ინტიმურიც იყო კიდევ უფრო აშკარას ხდიდა იმას, რომ დემიენისნაირი ადამიანისგან თავის შორს დაჭერა ურთულესი ამოცანა იქნებოდა მისთვის. რეალურად ეს ყველაზე კარგად ხომ მე ვიცოდი, მაგრამ იმასაც ვიაზრებდი, რომ ჩემი მოზღვავებული ემოციები მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან შინაგანად გამანადგურებდა.
იმას არ ვამბბობ, რომ დემიენის გრძნოებში მეპარებოდა ეჭვი, უბრალოდ მისი და სარას ხშირი შეხვედრები ჩვენი ურთიერთობისთვის სასარგებლო რომ არ იქნებდა ამაში დარწმუნებული ვიყავი.
– ქერ.. ძალიან მალე დავბრუნდები, შენ იქამდე დაწექი, დაისვენე და სანამ დაიძინებ უკვე შენ გვერდით გავჩნდები.. კარგი? – ამჯერად მოახლოვება აღარ უცდია და დიდად არც ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ გაბრაზებული ვიყავი.
– თუ გინდა სახლში დამტოვე. სოფი მაინც მორიგეა დღეს და ვერ შეამჩნევს, რომ ამ დროს დავბრუნდები.
– სერიოზულად მეუბნები მაგას? – წარბები შეჭმუხნა და სერიოზული სახით შემომხედა.
– კი.
– დღეს მარტო არცერთ შემთხვევაში არ დაგტოვებ და მინდა, რომ ეს ღამე შენთან ერთად გავატარო.
– უკვე მტოვებ. – სევდანარევი ღიმილით შევხედე და მივხვდი, ჩემმა სიტყვებმა გული ატკინეს.
– ეგეთი რაღაც მეტჯერ არასდროს აღარ გაიმეორო, კარგი? – ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე ვიგრძენი.
– სიმართლეს ვამბობ.
– ნახევარსაათიან საქმეზე გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ გტოვებ და შენც იცი, რომ გულს მტკენს ესეთი სიტყვები.
– მეც მტკივა გული… მაგრამ როგორც ჩანს ამას ვერ ხვდები.
– ანუ რაგინდა თქვა, რომ არ წავიდე და ჩემი საქმე ფეხებზე დავიკიდო? – ამჯერად ტონს აუწია, რაც ძალიან არ მესიამოვნა.
– დღეს ძალიან, ძალიან რთული დღე მქონდა დემიენ და…- უცბად ხმა გამებზარა და მეც გამიკვირდა როგორ შევიკავე ცრემლები.
– ამის დედაც, მაპატიე.. არ უნდა მეთქვა. – ხელი შუბლზე მიიდო და თავი გააქნია.
– ჰო, არ უნდა გეთქვა.
– წამომყევი.
– რა? – მომენტალურად დავიბენი, როცა ეს სიტყვა წარმოთქვა.
– ხო ქეროლაინ, წამომყევი და დარწმუნდები, რომ მართლა საქმის მოსაგვარებლად მივდივარ.
– დემიენ, გენდობი და არაფრის დამტკიცება არ მჭირდება. უბრალოდ წადი და არ იფიქრო ჩემზე.
– ამის დედაც, ხვდები მაინც რა სისულელეებს ლაპარაკობ, ქეროლაინ?! ხო იცი ეს დედანატირები, რომ ვერ ვიტან, როცა ესე ლაპარაკობ!
– თუ ჩემი წაყვანა გინდოდა, უფრო ადრე შემომთავაზებდი ამას. – ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე, თითქოს ასე თავს ვიცავდი დემიენის შეტევებისგან.
– ყველაფერს ართულებ…- ხელით თვალები მოისრისა და ორ წამში ისევ მე შემომხედა :
– ეიდენიც იქნება? – ჩემდა გასაკვირად ვკითხე.
– რა თქვი?! – თვალები დაძაბა და მეგონა რამდენიმე წამიც და აფეთქდებოდა.
– უბრალოდ მაინტერესებს კლუბში ეიდენიც იქნება თუ არა.
– როგორ გგონია ამ ამბების მერე ოდესმე ჩემთან ახლოს გაიჩითება ეიდენი თავის სირ ბანდასთან ერთად?
– არ ვიცი.
– მე მგონი კარგად ვერ ხვდები რამხელა ძალას ვფლობ ქეროლაინ. – სუნთქვა გახშირებული ჰქონდა და სანამ ნეგატიური ემოციების ჩემზე გადმოტანას მოასწრებდა, იქამდე ვუპასუხე :
– კარგი, მოვდივარ.
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ და ძალიან გამიხარდება თუ დაა-Vote-ებთ ისინი, ვინც კითხულობთ, რადგან ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ასევე თუ კითხვისას რაიმე აზრი გაგიჩნდებათ ნუ დაიშურებთ მის კომენტარებში გადმოტანას :))) <3 <3
[text_hash] => a6683061
)