Array
(
[text] =>
როგორც კი საძინებელში გადავინაცვლეთ მაშინვე ვიგრძენი ტემპერატურის მატება და რამდენადაც არ უნდა მდომოდა სიმშვიდის შენარჩუნება, დემიენის გვერდით ყოფნა ამის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევდა. ისეთი აურა ჰქონდა მაშინვე მისი გავლენის ქვეშ მოექცეოდი.. დიდი ენერგიისა და მუხტის მატარებელი იყო, ამავდროულად, ძლიერი, შარმიანი და ჩემგან განსხვავებით ზედმეტად თავდაჯერებული. კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასიც და შესაძლებლობებიც.. დემიენ ლუკასისთვის უცხო არ იყო ის გარემოება, რომ ყველაფერი მის ნებას ემორჩილებოდა.. სწორედ ამიტომ როგორც კი მან საძინებელი ოთახის კარები მოხურა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გაურკვეველი მიზეზის გამო ავნერვიულდი.. რეალურად ეს მიზეზი ბოლომდე გაურკვეველიც არ იყო..იმ ფაქტის გააზრება, რომ ღამეს ამჯერად დემიენის გვერდით გავატარებდი, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის და ვიმედოვნებდი, რომ ჩემს დაბნეულობას დემიენი დიდად ვერ შეამჩნევდა.
დაძაბული ოთახის ცენტრში კვლავ გაუნძრევლად ვიდექი სანამ დემიენის ტკბილმა და მშვიდმა ხმამ ფიქრებიდან არ გამომარკვია :
– მოეშვი, ნუ გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის. – გვერდულად გაეღიმა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა. მისმა სიტყვებმა კი დამშვიდების მაგივრად, უფრო ამანერვიულეს და სააშკარაოზე გამოიტანეს ჩემი ემოციები. მაშინვე სუნთქვა შემეკვრა და ვიგრძენი ლოყებს როგორ დაეტყოთ წითელი ფერი. მეც არ ვიცოდი ასე ძალიან რა მანერვიულებდა, დემიენის დაბადების დღეზეც ხომ ერთად გავატარეთ ღამე? მაგრამ ალბათ, მაშინ ალკოჰოლმა მომანიჭა სიმშვიდე და ემოციები გვერდზე გადამადებინა.. ბონუსად ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ამჯერად დემიენი საერთოდ არ აპირებდა დივანზე დაძინებას, ჩემი გრძნობები კი ეხლა გაცილებით უფრო ძლიერი და გამძაფრებული იყო მის მიმართ. სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშეც მივხვდი, რომ ზემოხსენებული გარემოებები მაყენებდა უხერხულ მდგომარეობაში.
– რისი უნდა მეშინოდეს? – ჩამეცინა, დემიენმა კი ნიკაპი თავისი გრძელი თითებით ამაწევინა და თვალებში ჩამხედა :
– გეტყობა, რომ ძალიან ნერვიულობ…- გამიღიმა და როცა პასუხი არ ან ვერ გავეცი ისევ განაგრძო :
– არ მომწონს, როცა ჩემ გვერდით თავს უხერხულად გრძნობ.
– უხერხულად არ ვგრძნობ. – ამოვისუნთქე და დავამატე :
– უბრალოდ მძიმე დღე მქონდა და დავიღალე.
– ვიცი და ზუსტად მაგიტომ მინდა, რომ ჩემ გვერდით ყველაზე მშვიდად იყო..
– მშვიდად ვარ, დემიენ.- ვუთხარი და გვერდით გავიხედე.
– თვალებში ვერ მიყურებ ქეროლაინ? – ჩაეცინა და ვიცოდი ძალიან სიამოვნებდა ჩემი წვალება. მეც არ ვიცოდი ესე უხერხულად რატომ ვგრძნობდი თავს.. ალბათ, ემოციური დღის ბრალი იყო და მეტი არაფერი..
– რა სისულელეა. – ჩამეცინა.
– მაშინ თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ კომფორტულად გრძნობ თავს. – სერიოზული სახით მითხრა ეს სიტყვები, ერთი ხელი წელზე შემომხვია და მაშინვე ვიგრძენი როგორ დამბურძგლა მის შეხებაზე.
– ხედავ, ერთი შეხებაც საკმარისია და ლაპარაკის უნარს კარგავ. – ისევ ეშმაკური ღიმილი.. ვერ ვიტანდი, როცა ხვდებოდა თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე. ამიტომ სითამამე მოვიკრიბე და ხელი დავადე ჩემს წელზე შემოხვეულ დემიენის ხელს :
– ჰმ, იქნებ პირიქით დემიენ?
– ნუ მიწვევ, ქეროლაინ.
– თორემ? – მომწონდა მომენტალურად როლების გაცვლა.
– თორემ ამბები იმ თანმიმდევრობით არ განვითარდება, როგორც შენ გაქვს დაგეგმილი. – ამჯერად ხელით ახლოს მიმწია თავის ახოვან სხეულთან და ვგრძნობდი როგორ მელამუნებოდა მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე.
– არ ვიცი თამამი ქეროლაინი უფრო მომწონს თუ მორცხვი. ორი წუთის წინ ჩემს კალთაში იჯექი და კოცნას მთხოვდი, ეხლა კი გაშეშებული დგახარ და თვალებშიც ძლივს მიყურებ. – მისი ხავერდოვანი ხმის მოსმენა ეიფორიაში მაგდებდა და ვხვდებოდი, ამჯერად ისევ დემიენი დომინირებდა.
– ვიცი, რომ ზუსტად ამიტომ გჭირდება მეტი დრო..
– მეტი დრო რისთვის? – ვითომ ვერ მივხვდი..მიუხედავად უხერხულობისა, მაინც მინდოდა თავისი პირით ეთქვა ეს სიტყვები.
– იმისთვის, რომ ბოლომდე ჩემი გახდე. – ვნებიანი თვალებით თითქოს ჩემს სულში ჩაიხედა მე კი კვლავ უსიტყვოდ დამტოვა.
– მესმის შენი გულისცემა.. – მოულოდნელად ხელი მკერდზე დამადო და ჩემმა სახემ ისევ წითელი ფერი მიიღო.
– და ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნოა, როცა ესეთი რეაქცია გაქვს უბრალოდ ჩემს საუბარზეც კი… – ამჯერად სახე კისერთან მომიტანა და სველი კოცნების დატოვება დაიწყო.
– წარომიდგენია უფრო მეტის უფლება რომ მომცე რას იგრძნობ…- ეს სიტყვები წარმოთქვა და უნებურად ჩუმად ამოვიკვნესე, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისად იმისთვის, რომ დემიენს გაეგო.
– ჩემთან ერთად როცა იცხოვრებ, გაგრძნობინებ ყველაფერ იმას რასაც ეხლა შენი ორგანიზმი ითხოვს.. – თვალებში შემომხედა, მერე ჩემს ტუჩებს დახედა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში როცა უნდა ეკოცნა, დუმილი დაარღვია და მითხრა :
– მაგრამ ეხლა უფლება არ მაქვს, სანამ შენთვითონ არ მთხოვ ამას.. – ალმაცერად გამიღიმა, მე კი იმედგაცრუებული დამტოვა, რომ არ მაკოცა.
– ხომ იცი ქერ, ან ყველაფერი ან არაფერი. – ეს თქვა, მე კი პირი გამიშრა და ვერაფერი ვუპასუხე. თვითონაც მაწვალებდა და თითქოს სამაგიეროს მიხდიდა, რომ იმ ყველაფრის გაკეთების უფლებას არ ვაძლევდი, რისი უდიდესი სურვილიც მას ჰქონდა.
– იმედია დარწმუნდი, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო…. და ერთი წამითაც არ მინდა იფიქრო, რომ რამეს დაგაძალებ ან შენი სურვილის წინააღმდეგ ვიმოქმედებ. შენი კარგად და კომფორტულად ყოფნა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და სწორედ ამიტომ, ყველაფერი ყოველთვის ისე იქნება, როგორც შენ იტყვი. ამიტომ გთხოვ, რომ უხერხულად არასდროს იყო ჩემთან, კარგი? – მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები და ვაღიარებ, მეც დავმშვიდდი, როცა ინტიმური საუბარი მან აღარ გააგრძელა. არამგონია დემიენს ჩემზე მეტად ნდომოდა იმ ყველაფრის გაკეთება, რაც ჩემს გონებაშიც იგივე დოზით ტრიალებდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.. ვაღიარებ, მთელი ჩემი არსებით მინდოდა რამდენადაც შესაძლებელი იყო დემიენთან ყველანაირი გზით დაკავშირებული ვყოფილიყავი, უბრალოდ ამ მომენტში რაღაც მაკავებდა და ვგრძნობდი, რომ ბოლომდე მზად არ ვიყავი.
ის ფაქტი, რომ დემიენი არანაირ წინააღმდეგობას არ მიწევდა და ჩემს ნებას უსიტყვოდ ემორჩილებოდა, კიდევ უფრო მაყვარებდა მას.. კარგად ვიცოდი, თუ რა ძნელი იყო მისთვის ემოციებისა და ვნების მოთოკვა, მაგრამ როგორც თვითონ დემიენმა მითხრა, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის თუ მე როგორ ვიგრძნობდი თავს და ამის გამო საკუთარ სურვილებსა და უდიდეს წადილზე უარს ამბობდა. მეც ვეღარ მოვითმინე და როცა ეს ყველაფერი გავიაზრე, ჩავეხუტე და ხელები მჭიდროდ შემოვხვიე მის ძლიერ სხეულს. ჩემ შეხებაზე თითქოს უფრო მოდუნდა, ხელები შემომხვია და მაგრად ჩამიკრა გულში. თავი მის მკერდს მივადე და გამეცინა, როცა გავიგე ჩემსავით როგორ აჩქარდა დემიენის გულის ცემაც.. იმ მომენტში გავიაზრე, რომ ორივე ზუსტად იგივეს განვიცდიდით, როცა ერთმანეთის გვერდით ვიყავით და იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ ამაზე დიდ ბედნიერებას ვერსად და ვერავის გვერდით ვერ მოვიპოვებდი.
დემიენის ხშირი სუნთქვა მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში, თვალები დახუჭული მქონდა და ვტკბებოდი არსებული სიმშვიდით მანამ, სანამ დემიენის სატელეფონო ზარმა არ გააფუჭა ჩვენი ბედნიერი მომენტი…
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ და თუ გაგრძელება დაგაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂
P.S თქვენი აზრით, ამ შუა ღამეს ვინ ურეკავს დემიენს ტელეფონზე? :))
[text_hash] => 66584904
)