დაკავშირებული – თავი 41. განმარტოვება
// qc

დაკავშირებული - თავი 41. განმარტოვება

Array
(
[text] =>

    სასტუმროდან გამოსვლისთანავე დემიენმა თავისი პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა..ხელი მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული ჩემს წელზე და სანამ მანქანას მივუახლოვდებოდით 5 ჯერ მკითხა კარგად ვიყავი თუ არა. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, დემიენის გვერდით ყოფნამ ბოლომდე დამამშვიდა და ვიცოდი, რომ უკვე არანაირი საფრთხე აღარ მემუქრებოდა. მანქანას მივუახლოვდით, რომლის საჭესაც ამჯერად მაიკლი მართავდა. დემიენმა უკანა კარები გამოაღო, დამელოდა სანამ არ ჩავჯდებოდი და შემდეგ თვითონ მეორე მხრიდან გვერდით მომიჯდა.. ბედნიერებისგან თვალები დავხუჭე, როცა დემიენმა ხელით თავისთან ახლოს მიმწია, მე მის მკერდს დავადე თავი, მან კი თავზე მაკოცა და ჩუმად მითხრა :

– მარტო არასდროს აღარ დაგტოვებ… არასდროს…

– კარგი ბიჭი ხარ, ეიდენს რომ აპატიე… – თვალები დახუჭული მქონდა და ისე წარმოვთქვი ეს სიტყვები.

– ალბათ, მოასწარი ყველაფრის გაგება. – ჩაეცინა.

– აჰამ… – ვუთხარი და ამოვისუნთქე.

– სანამ ჩავალთ დაიძინე…მე კი პირობას გაძლევ, დღეიდან ყოველ დღე ვეცდები, რომ ეს საშინელი დღე შენი ცნობიერებიდან ამოვშალო. – ნაზად ჩამჩურჩულა ეს სიტყვები, მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე და მის მკლავებში ჩამეძინა..

ალბათ, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ სწორედ ამიტომ ვერ გავიგე როდის ჩავედით ნაითვილში.. დემიენის ტკბილმა ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც მამცნობდა, რომ მანქანიდან გადასვლის დრო იყო. ხელით თვალები მოვისრისე და სანამ მეთვითონ წამოვჯდებოდი დემიენმა ფეხზე გავლის უფლება არ მომცა, ხელში ამიყვანა და მისი სახლის შესასვლელამდე ასე მიმიყვანა. იქამდე იმის კითხვაც დამავიწყდა თუ სად მივდიოდით, დემიენის მყუდრო და ულამაზესი სახლის დანახვამ კი კიდევ უფრო მშვიდად მაგრძნობინა თავი..

– დემიენ, შეგიძლია დამსვა. – ვუთხარი და გამეცინა, როცა მივხვდი, რომ ჩემს გაშვებას არ აპირებდა.

– ისეთი მსუბუქი და ისეთი ლამაზი ხარ, არამგონია მომბეზრდეს ჩემს მკლავებში შენი გაჩერება.

– კი, ეხლა განსაკუთრებით ლამაზი ვარ… – ფეხზე დავდექი, თვალები ავატრიალე და ჩამეცინა, დემიენს კი სახეზე სევდა აღებეჭდა, როცა გაახსენდა თუ რა მდგომარეობაში ვიყავი რამდენიმე საათის წინ.

– ქეროლაინ, პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ ეს სახლი შენ განკარგულებაშია და მინდა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო.. ყველაფერს შეგისრულებ, ნებისმიერი რამე მითხარი რაც….- არ დავასრულებინე წინადადება, თითი ტუჩზე მივადე და ვუთხარი :

– შენ გვერდით ვარ და უკვე ყველაფერი კარგადაა, ჩემზე მეტი აღარ ინერვიულო, კარგი? – დემიენს ამ სიტყვების მოსმენაზე თვალები გაუბრწყინდა და თმა ყურზე გადამიწია.

– წამოდი გაჩვენებ სად არის საპირფარეშო და საძინებელი ოთახი.. მოწესრიგდი და მერე საჭმელად ჩამოვიდეთ ქვემოთ.

– კარგი. – გავუღიმე და პატარა ბავშვივით კუდში ავედევნე.. თან ულამაზეს სახლს ვათვალიერებდი, რომელსაც მისი პატრონის ხელი ეტყობოდა და ძალიან გემოვნებით იყო ყველაფერი მოწყობილი. მაშინვე მიხვდებოდით, რომ ძვირადღირებული ნივთები და ავეჯი ამშვენებდა არემარეს, მაგრამ არაფერი არ იყო ზედმეტი და გადაჭარბებული.. თითქოს ეს სახლი დემიენის აურას შეესაბამებოდა.. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, ერთმანეთში არეული თანამედროვე და ძველებური სტილი კი კიდევ უფრო მომხიბვლელ ეფექტს მატებდა ოთახების დიზაინს.

სანამ საპირფარეშოში შევიდოდი დემიენმა თავისი ტანსაცმელი მომაწოდა.. შავი მაისური და სერი სპორტული შარვალი.. მე კი უკვე მეცინებოდა, როცა ჩემს თავს მის ტანისამოსში გამოწყობილს წარმოვიდგენდი. დემიენმა სერიოზული ტონით მითხრა :

– ხომ იცი როგორი სექსუალურია ქალი მაშინ, როდესაც მას თავისი მამაკაცის ტანსაცმელი აცვია.

– ხო, მაგრამ მე ქალი არ ვარ. – ვუთხარი ენა გამოვუყავი და საპირფარეშოს კარები ცხვირწინ მოვუხურე. დემიენის მელოდიური სიცილი გავიგე და მეც გამეღიმა. არ მეგონა ესეთი სტრესული დღის შემდეგ კვლავ ასე ბედნიერად თუ ვიგრძნობდი თავს, მაგრამ ფაქტია, დემიენთან ერთად ყოფნა ბედნიერების გარდა სხვა ყველა უარყოფით გრძნობასა და განცდას თრგუნავდა.

აბაზანიდან გამოსვლისთანავე თავი კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძენი.. მართალია, როცა ამბობენ, რომ ყოველი შხაპის მიღების შემდეგ ახლიდან იბადები. მეც წყალს გავაყოლე ნეგატიური ფიქრები და მოგონებები და თავს დავაჯერე, რომ რამდენიმე საათის წინ განვითარებული მოვლენები უკვე წარსულს ეკუთვნოდა და რომ არანაირი საფუძველი აღარ არსებობდა ჩემი ნერვიულობისთვის.

კიბეებზე ჩამოვირბინე და თან ხელით ვიჭერდი დემიენის სპორტულ შარვალს, რომელიც თავის ნებაზე რომ მიმეშვა აუცილებლად ტრუსების ამარა დამტოვებდა.

დემიენი სასადილო ოთახში დამხვდა, მაგიდაზე უკვე გემრიელი საჭმელები დაელაგებინა და შუაში ლამაზი წითელი სანთელიც ანთებული ჰქონდა.

– როგორც ჩანს კარგად გეხერხება სამზარეულოში ტრიალი. – გამეცინა, როცა დავინახე, რომ დანა-ჩანგალი არასწორედ დაალაგა თეფშების გარშემო. დემიენს მივუახლოვდი და დანა მარცხნიდან მარჯვენა მხარეს გადმოვიტანე.

– შეიძლება არ მეხერხება, მაგრამ ნამდვილი გურმანი ვარ და იმედია, რომ შენც შეგაყვარებ უცხო კერძების დაგემოვნებას.

– საყვარელი კერძი? – ვკითხე და იმის მაგივრად, რომ პასუხი გაეცა გაეღიმა, რამდენიმე წამში კი სიცილი ვერ შეიკავა. მივხვდი, რომ ჩემს, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, თავის ტანსაცმელს აკვირდებოდა, რომელიც ზედმეტად დიდი იყო ჩემთვის.

– ნუ დამცინი. – მხარზე ხელი მივარტყი და სკამზე ჩამოვჯექი.

– სექსუალურობის რა მოგახსენო, მაგრამ ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი ქეროლაინი რომ უსაყვარლესია, მაგას ვერ ვუარყოფ. – თვითონ სკამი ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა.

– ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო? – წარბი ავუწიე დემიენმა კი ორივეს თეფშზე მადისაღმძვრელი სუში დააწყო. იცოდა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი იყო.

– ხო, მერე არ მოგწონს საყვარელი რომ ხარ?

– არ ვიცი.. არა.

– და რატომ, შეიძლება გავიგო? – ისევ ეცინებოდა.

– მგონია საყვარელი მარტო პატარა ბავშვები არიან.

– აჰა, გასაგებია, ესეიგი ქალურობის შეგრძნებას გართმევს ეს სიტყვა.

– არა, არც მინდა რომ ქალური ვიყო. – წარბები შევჭმუხნე და გემრიელი ორაგულის როლი გავსინჯე.

– ქეროლაინ… – მომენტალურად დასერიოზულდა – მეტჯერ ამ თემას აღარ მივუბრუნდები, რადგან ზედმეტად მტკივნეულია ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება და წარმოდგენაც კი… უბრალოდ მინდა, რომ მაპატიო…

– რა უნდა გაპატიო?

– ის, რომ ჩემს გამო…. მოკლედ მე რომ არა ნამდვილად არ აღმოჩნდებოდი ამ მდგომარეობაში….- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ვგრძნობდი ნელნელა აგრესია უტევდა. მის დასამშვიდებლად ხელი ხელზე დავადე და ვუთხარი.

– მეც არმინდა, რომ მეტჯერ ამ თემას მივუბრუნდეთ, რადგან უკვე წარსულს ჩაბარდა და საბედნიეროდ არავის არაფერი დაუშავებია ჩემთვის, შენ კი საპატიებელი არაფერი გაქვს დემიენ და თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ.

– მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. – მოულოდნელად წარმოთქვა ეს წინადადება მე კი პირი გამიშრა, ნამდვილად არ ველოდებოდი ამ შემოთავაზებას.

– რა?

– ხო ქეროლაინ მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად.

– მე..არ…ვერ შევძლებ დემიენ.. არ ფიქრობ, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი?…თან..

– არა არ ვფიქრობ, მინდა რომ 24 საათი შენ გვერდით ვიყო, შენთან ერთად ვიძინებდე და ვიღვიძებდე..- მზერას ჩემს თვალებს არ აშორებდა, მე კი ვგრძნობდი სიმხურვალისგან როგორ მიწითლდებოდა ლოყები.

– ჯერ ბევრი საქმე მაქვს იქამდე.. მინდა, რომ უნივერსიტეტს და ჩემს კარიერას მივხედო.. ხომ იცი ბევრი გეგმები მაქვს. – ჩამეცინა და ძირს დავიხედე, ძალიან ავნერვიულდი.

– კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ..უნივერსიტეტზე კი სადარდებელი აღარ გაქვს.. დანარჩენი სამივე წლის საფასური ხვალ უკვე გადახდილი იქნება.

– რა? – უკვე მერამდენედ ვუსვამდი ამ კითხვას.

– ჰო, ხვალიდან აღარ მოგიწევს ფიქრი იმაზე, როგორ შეაგროვო სწავლის საფასური.

– კი მაგრამ, დემიენ..ეს…არ..არ ვიცი რა ვთქვა…- გული კისერში ამომივიდა და მეგონა ამდენ ემოციას ვეღარ გავუძლებდი.

– არანაირი მაგრამ, შენ თანხმობას არც არავინ ითხოვს.. ხვალვე მოგვარებული იქნება ყველაფერი- ჩაეცინა და განაგრძო- ხომ იცი მთავარი ინვესტიცია განათლებაა, შენნაირი ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები კი არ უნდა აკლდებოდნენ ამ შესაძლებლობას.

– მართლა სიტყვები არ მყოფნის..უღრმესი მადლობა. – მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გავუძელი, მის კალთაში აღმოვჩნდი და ორივე ხელით მჭიდროდ ჩავეხუტე დემიენს.

– შენნაირი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან ამ დედამიწაზე, მთელ გალაქტიკას იმსახურებენ.. მე კი თუ შევძლებ შენთვის ამის ნახევრის მოცემას მაინც, არანაირ ძალას არ დავიშურებ, რომ უბედნიერეს ქალად გაგრძნობინო თავი. – თვალებში მიყურებდა და მთელ სხეულს წვავდა მისი მზერა.. მე კი მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ დემიენის სიყვარულით აღსავსე თვალები მხოლოდ მე მიყურებდნენ და არავის სხვას.

– მაკოცე. – ჩემდა გასაკვირად წარმოვთქვი ეს სიტყვები და კარგად დავინახე როგორ გაირბინეს სიხარულის ნაპერწკლებმა დემიენის თვალებში. მისი სახე რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ჩემგან, ვნებით აღსავსე გამომეტყველებით მიყურებდა, მზერას ჩემს თვალებს არ აშორებდა, რამდენიმე წამში კი ჩემს ტუჩებს დახედა. გული გამალებით მიცემდა და მუცელი მეკუმშებოდა.. დემიენმა თავდაპირველად ნაზად მაკოცა და როგორც კი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო თვალები დავხუჭე და ხელები მის თმაში შევაცურე. ვგრძნობდი, რომ სუნთქვა უხშირდებოდა, მე კი იმდენად ეიფორიაში ვიყავი საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირდა..კოცნა დემიენმა ჩემს კისერზე გადაიტანა და როცა ხელებით ჩემი შავი მაისურის აწევა სცადა, კოცნა შევაწყვეტინე და ვუთხარი.

– დემიენ….არ შეგვიძლია. – ხელები ამჯერად მის მხრებზე დავაწყვე და სუნთქვის დაბალანსებას ვცდილობდი.

– და რატომ? – მივხვდი რომ ბრაზდებოდა და მოთმინებას კარგავდა.

– უბრალოდ… არ ვიცი მზად არ ვარ..

– ჩემი თავის ძალიან მიკვირს. – სერიოზული სახით შემომხედა. მე კი კვლავ მის კალთაში ვიჯექი და მთელი ორგანიზმი მთხოვდა, რომ ისევ მისთვის მეკოცნა.

– რას გულისხმობ? – ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები.

– ამდენი ხანი…. ამდენი ხანია შენთან ურთიერთობა მაქვს და მიკვირს როგორ ვძლებ….როგორ ვუძლებ იმას, რომ ისე არ გეხები, როგორც მე მინდა.. რომ არ შემიძლია მთელი სხეულით შეგიგრძნო… – რატომღაც სევდა აღებეჭდა თვალებში მე კი მისი ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ პირი გამიშრა ნერწყვი მძმედ გადავყლაპე და გულის ცემა კვლავ ასმაგად გამიხშირდა. მხოლოდ მისი საუბრის მოსმენაც საკმარისი იყო, რომ გონება დამეკარგა.

– მაგრამ იმას ვითვალისწინებ, რომ შენთვის პირველი ვარ… – ამჯერად კისერზე მაკოცა, მე თავი უკან გადავწიე და როცა სახე ახლოს მომიტანა ყურში ჩამჩურჩულა :

– რომ ჩემამდე არავინ არასდროს არ შეგხებია, რომ შენთვის ეს ყველაფერი იმდენად ახალია, აჩქარება არ ღირს… ღმერთო, ნეტავ იცოდე როგორ მინდა ეხლა შემეძლოს იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც ვფიქრობ,მაგრამ იცოდე, რომ რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენ ხანს დაგელოდები..

– მიყვარხარ. – ვუპასუხე და ღრმად ამოვისუნთქე.

– მეც, ოღონდ კიდევ დიდხანს თუ იჯდები ესეთ პოზაში, დამიჯერე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. – გვერდულად გამიღიმა მე კი მაშინვე წამოვდექი და აჩეჩილი თმა ხელით გავისწორე.

– დაღლილი ხარ და ჯობია დაისვენო.. – თვითონაც ფეხზე ადგა, მომიახლოვდა, ჩემი სახე თავის ხელებში მოაქცია და მითხრა :

– და მითხარი, რომ ჩემს შემოთავაზებაზე იფიქრებ.

– კი, ოღონდ სამომავლოდ. – გავუღიმე და ნაზად ვაკოცე.

სანამ საძინებელში გადავინაცვლებდით, დიდ ოთახში ტელევიზორის წინ მდგარ გრძელ სავარძელზე მოვკალათდით. დემიენმა რაღაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმი ჩართო, რომელიც დიდად არც მაინტერესებდა, მაგრამ, როცა ვაკვირდებოდი მის სახეს, თუ რამხელა სიამოვნებას იღებდა ამ ფილმის ყურებით, მეც ვბედნიერდებოდი. მალე ფილმიც დამთავრდა და სხვადასხვა თემაზე დავიწყეთ საუბარი.. დემიენი იმდენ კითხვას მისვამდა არ მეგონა კიდევ რამე ინფორმაცია იყო თუ არა დარჩენილი ჩემ შესახებ, რომელიც მისთვის უცნობი იქნებოდა. ამის შემდეგ გამოვუტყდი იმაში, რომ რაილი და სკოტი ერთმანეთს დაშორდნენ და რომ ჩემი პირველი ამოცანა მათი შერიგება იყო. დემიენს ამ სიტყვაზე გაეცინა და სერიოზული სახით მითხრა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ მათი მოსაგვარებელია და რომ უმჯობესი იყო მათ ურთიერთობაში მე არ ჩავრეულიყავი.

 ცხადია, მისი სიტყვები ერთი ყურიდან მეორეში გამოვუშვი და მაინც არ გადავიფიქრე სკოტთან დალაპარაკება. ცოტახანში დემიენმა მკითხა თუ რა იყო ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნება. ამ კითხვაზე პასუხი კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლებოდა – ძაღლი. ყოველთვის მინდოდა ეს საყვარელი არსება მყოლოდა, რომელსაც მთელი გულით შევიყვარებდი და მზრუნველობას არ მოვაკლებდი. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ დედისერთა ვიყავი, შინაური ცხოველი ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა და-ძმის ნაკლებობის შესავსებად. ბოლოს იმდენი ვილაპარაკეთ, რომ ორივეს ენერგია გამოგვეცალა და გადავწყვიტეთ დასაძინებლად ავსულიყავით მეორე სართულზე.

საძნებელი ოთახის ცენტრში იმხელა საწოლი იდგა უხერხულობის შეგრძნება ნამდვილად არ დამეუფლა, როცა გავიაზრე, რომ ამჯერად მე და დემიენი ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიძინებდით. პირიქით, მუცელში პეპლები დახტოდნენ და ერთი სული მქონდა მალე დავწოლილიყავით, რომ მის მკერდზე მოკალათებულს ტკბილად ჩამძინებოდა. 

ეს თავი შედარებით დიდი გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ 🙂 თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 და გამიხარდება თქვენს აზრებსაც თუ დააფიქსირებთ <3 

[text_hash] => d42b2690
)

//qc
//QC2