Array
(
[text] =>
ეიდენმა მზერა ამარიდა და ჯიბიდან თავისი მობილური ამოიღო, ეკრანს დახედა და სერიოზული ხმით უპასუხა.. მე უბრალოდ გაშტერებული ვიჯექი და ვცდილობდი იმ ინფორმაციის გადახარშვას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ეიდენმა გამიზიარა.. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ესეთი სცენარი ნამდვილად არ წარმომედგინა.. გულის სიღრმეში რატომღაც მეგონა, რომ დემიენსა და ეიდენს შორის გოგო ჩადგა და სწორედ ამ მიზეზის გამო იჩხუბეს.. როგორც ჩანს, ვცდებოდი.. ეიდენმა ტელეფონს უპასუხა თუ არა მხოლოდ ეს წინადადება წარმოთქვა „აქ არის”, რის შემდეგაც მობილური მე გამომიწოდა. ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ დემიენი იყო მეორე ხაზზე. იმის მაგივრად, რომ მისი ხმის გაგონებისას დავმშვიდებულიყავი, რატომღაც უფრო ავნერვიულდი.. ჩემი ნერვიულობის მიზეზი კი ერთი იყო, დემიენის ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე არ მინდოდა ამ სიტუაციას გამწვავება მოყოლოდა. მოკლედ გეტყვით, მეშინოდა დემიენს აქ ჩამოსვლისთანავე ეიდენისთვის რამე არ დაეშავებინა. მეც არ ვიცი რატომ განვეწყვე დადებითად მის მიმართ, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეიდენი არ იყო ცუდი ადამიანი.
ტელეფონი ყურზე მივიდე თუ არა დემიენის ბოხმა ხმამ გამომარკვია ჩემი ფიქრებიდან.
– ქეროლაინ, მითხარი, რომ კარგად ხარ და რომ არავის არაფერი დაუშავებია…თორემ.. – აღელვებული მელაპარაკებოდა..
– კი დემიენ, კარგად ვარ.. შენ სად ხარ? – თან ეიდენს გავხედე, რომელიც ცნობისმოყვარე თვალებით მაკვირდებოდა.
– მოვდივარ და მაქედან არ დაიძრათ, საიდვილში ჩასვლა აღარ არის საჭირო…- ჩაახველა და განაგრძო – ჩემი ბრალია ყველაფერი..ამის დედაც, ეხლა მანდ…მაგასთან ერთად არ უნდა იყო. – ვიცი ცდილობდა თავის გაკონტროლებას, მაგრამ ბოლომდე ეს არ გამოსდიოდა.
– დედაჩემს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება?
– არა, მაგაზე არ ინერვიულო..საფრთხე ეიდენის გარდა არავის არ ემუქრება.
– დემიენ… – შეწინააღმდეგება ვცადე, არ მინდოდა მათი დაპირისპირება გამწვავებულიყო.
– მოკლედ ნახევარ საათში მანდ ვიქნები, იქამდე კი დედაშენს დაურეკე და უთხარი, რომ დღეს მეგობრებთან ერთად რაღაც წვეულებაზე მიდიხარ და იქ დარჩები.
– სახლში არ დავბრუნდები?
– არა და მინდა, რომ მშვიდად იყო და არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.. – მითხრა და ტელეფონი გათიშა.. მე კი რატომღაც ეხლა უფრო დავმშვიდდი.. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოაგვარა დემიენმა საქმეები, ვიცოდი, რომ ყოველშემთხვევაში დამალვა აღარ მომიწევდა.
– რა გითხრა? – დუმილი ეიდენმა დაარღვია.
– საიდვილში ჩასვლა აღარ არის საჭირო, აქ მოვა..
– გასაგებია.. – გვერდით გაიხედა და ანგარიში მოითხოვა. მალე სასადილოდან ჩვენს ნომერში გადავინაცვლეთ, სანამ დემიენი ჩამოვიდოდა ცოტა ხანს დავისვენებდი.. ამდენმა ნერვიულობამ ძალები გამომაცალა და ძალიან დაღლილი ვიყავი, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად.
მართალია, დრო მქონდა ეიდენთან საუბრის გაგრძელებისთვის, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ ამ თემაზე ლაპარაკი დიდად აღარ მინდოდა. ვიცოდი, ისედაც საკმარისად ჩავეძიე მათ საქმეში და დანარჩენი უკვე მე არ მეხებოდა. მე და ეიდენი ერთ ოთახში ვიყავით, მაგრამ ამის მიუხედავად, არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია, როცა ფეხზე გავიხადე და საწოლზე წამოვწექი.. თან ტელეფონი დასატენად შევაერთე და დედაჩემის ნომერი ავკრიფე..ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ მინდოდა შეემჩნია, რომ სინამდვილეში ყველაფერი რიგზე არ იყო..დედას მოკლედ მოვატყუე, რომ ჩემი კურსელი ელიზაბეტი მორიგ წვეულებაზე გვეპატიჟებოდა მთელ უნივერსიტეტს და რომ უარის თქმა უხერხული იქნებოდა. სოფი კი იმდენად იყო გართული სამსახურის საქმეებში, რომ თანხმობის მოცემის გარდა კითხვები არ დაუსვამს..იცოდა, რომ გვიან რაილისთან დავრჩებოდი, რაზეც ცხადია, დამთანხმდა.. თან დედა დღესაც გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ამიტომ იმასაც ვერ შეამჩნევდა, რომ შუადღის შემდეგ სახლში აღარ შევბრუნებულვარ.. ღრმად ამოვისუნთქე, როცა მივხვდი, რომ ერთ-ერთი პრობლემა მოგვარდა..ამის შემდეგ რაილის გადავურეკე, რომელსაც ძალიან მოკლედ მოვუყევი არსებული სიტუაციის შესახებ. თავიდან ეცინებოდა, არ სჯეროდა რასაც ვეუბნებოდი.. მაგრამ, როცა სერიოზული ტონით ავუხსენი, რომ სახუმარო აქ არაფერი იყო, დაიჯერა და მხოლოდ ეს წინადადება მითხრა „გახსოვს გითხარი, ეგ ტიპი თუ კიდევ შეგაწუხებს ჩემთან ექნება საქმეთქო!” მის ამ სიტყვებზე გამეცინა, როგორც ჩანს, რაილიმ ბოლომდე მაინც ვერ გაიაზრა ის, რომ კი არ შემაწუხეს, არამედ გამიტაცეს და ბედმა გამიღიმა, რომ თავის დაღწევა მოვახერხე..
როცა ტელეფონით საქმეები მოვაგვარე, მივხვდი, რომ ძილი მომერია… საათს დავხედე 7 ის ნახევარი გამხდარიყო, დემიენი კი სავარაუდოდ მაქსიმუმ ნახევარ საათში ჩამოვიდოდა. ეიდენი ოთახის მეორე კუთხეში მდგარ სავარძელზე იჯდა და ხმას არ იღებდა… სიჩუმემ კი ძილი კიდევ უფრო მომგვარა და რამდენიმე წამში სიზმრების სამყაროში გადავინაცვლე..
მართალია, მხოლოდ 20 წუთს მეძინა, მაგრამ ამ 20 წუთშიც მოვახერხე საზარელი სიზმრების ნახვა.. ისევ იმ ბნელ ოთახში აღმოვჩნდი და სკამზე დაბმულს მოქმედების უნარი წართმეული მქონდა.. ყვირილი მინდოდა და ვერ ვყვიროდი, ჩემი გადამრჩენელი კი არსად არ ჩანდა.. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და ვიცოდი, რომ რამდენიმე წუთში სიცოცხლეს გამომასალმებდნენ.. როცა უცბად კარებზე ბრახუნის ხმა გავიგე..ხმა ძალიან მკაფიოდ მესმოდა და ძალიან მეშინოდა… არ ვიცოდი ვინ შემოაღებდა ბნელი ოთახის რკინის კარებს.. ვერც მოვასწარი სილუეტის დანახვა, როცა მომენტალურად იარაღით პირდაპირ გულში მესროლეს… საწოლზე შიშისგან წამოვჯექი და ჩემ თვალწინ შემდეგი სანახაობა გადაიშალა.
– სხვა ოთახში გაჩერება არ შეგეძლო შე ნაბიჭვარო?! – დემიენი მთელ ხმაზე ღრიალებდა და ოთახის მეორე კუთხეში მდგარ ეიდენს გაცოფებული მიუახლოვდა.
– მარტო უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებდი?! – ეიდენის პასუხმაც არ დააყოვნა.
– დემიენ! – მომენტალურად საწოლიდან წამოვხტი და დემიენს მივუახლოვდი.. მხარზე ხელი დავადე და მის შემოტრიალებას ვცდილობდი. იმდენად გაქვავებული იდგა ერთ ადგილას არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩემი ხელების რტყმას მის ბეჭებზე. რეაქცია ჩემს მცდელობას არ მოჰყვა და იმაზე მალე აღმოჩნდა ეიდენი იატაკზე, ვიდრე მე ამის გააზრებას მოვასწრებდი.
– ეს იმისთვის, რომ ქეროლაინი ამ ამბავში გახვიე. – დემიენმა გამწარებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები. მე კი გაშტერებული ვიდექი და მის სახელს ვყვიროდი. რეაქცია არც ამაზე ჰქონდა. ეიდენმა სახეზე ხელი აიფარა და დავინახე ცხვირიდან როგორ წასკდა სისხლი. ნერვიულობამ ზენიტს მიაღწია, მაგრამ იმან, თუ რამდენიმე წამში როგორ შეიცვალა ვითარება, ნამდვილად გაოცებული დამტოვა.
მოულოდნელად დემიენმა ეიდენს ხელი გაუწოდა და ფეხზე წამოაყენა.
– ეს კი იმისთვის, რომ ქეროლაინი გადაარჩინე და მალევე მიხვდი რა ყლეობას ჩადიოდი. – ეს სიტყვები წარმოთქვა, მე კი ამ სცენის დანახვამ უსიტყვოდ გაშეშებული დამტოვა მათ უკან, სანამ დემიენმა მზერა ჩემკენ არ გადმოიტანა და მაგრად გულში არ ჩამიკრა :
– მაპატიე, მაგრამ საჭირო იყო. – თავისი მელოდიური ხმით ჩაიცინა ჩემს ყურებთან, მე კი როგორც კი მისი სუნი შევიგრძენი სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა. დემიენის მკლავებში აღმოჩენა ჩემთვის უკვე სახლში ყოფნის ტოლფასი იყო.
– შენ რომ რამე დაგმართნოდა…ვინმეს რამე რომ დაეშავებინა… – ვიგრძენი როგორ დაიძაბა მისი სხეული და ამჯერად თვალებში ჩავხედე.
– ნუ გეშინია, მთავარია ეხლა კარგად…- წინადადება არ დამასრულებინა და ნაზად მაკოცა. ორი წამით თვალები დავხუჭე და მის შეხებაზე სხეულში დენმა დამიარა.
– პირობას გაძლევ, დღეიდან ვერავინ, ვერასდროს თითს ვერ დაგაკარებს. – მითხრა და მზრუნველი თვალები მომაპყრო.
– ისინი…უკან მოგვყვებიან?
– არა, ყველაფერი მოგვარდა. – ერთი ხელი თმაში შეიცურა, მეორე კი ჩემს პატარა ხელს ჩაკიდა.
– როგორ მოგვარდა? – დავინტერესდი.
– შენ ეგ არ გეხება.
– დაელაპარაკე? – თავს არ ვანებებდი.
– ქეროლაინ, გითხარი, რომ ეს შენ არ გეხება. – ცოტა გაბრაზდა.
– მე ცოტახნით დაგტოვებთ. – ეიდენმა უკნიდან ხმა ამოიღო, დემიენმა კი პასუხი ისე გასცა მისთვის არც შეუხედავს.
– არ არის საჭირო, უკვე გავდივართ.
– გავდივართ? – წარბები შევჭმუხნე.
– ხო, გსიამოვნებს აქ ყოფნა? – თვალები მოჭუტა და ცოტა ცინიკური სახით შემომხედა.
– არ ვიცი.. არ მეგონა ესე მარტივად თუ მოგვარდებოდა ყველაფერი.
– როგორც ხედავ, მოგვარდა. წამოდი, გავდივართ. – თავით კარებისკენ მანიშნა და ნელი ნაბიჯებით ოთახის გასასვლელისკენ დაიძრა. ამ დროს ეიდენს გავხედე, რომელიც სავარძელთან ახლოს იდგა. ვიცოდი დემიენი მელოდებოდა და აკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოძრაობას, მაგრამ ისე ვერ დავტოვებდი აქაურობას, რომ ეიდენს არ დავმშვიდობებოდი. ვიცოდი, ამის შემდეგ დიდი ალბათობით მას ვერასდროს ვეღარ ვნახავდი. ამიტომ უსიტყვოდ დამშვიდობებას მასთან გამოლაპარაკება ვარჩიე.
ეიდენს მივუახლოვდი და გავუღიმე, მას კი ჩემი ღიმილის დანახვისთანავე თვალები გაუბრწყინდა და მორცხვად შემომხედა.
– ყველაფრის მიუხედავად, მადლობა მინდა გადაგიხადო.. შენ რომ არა, ალბათ, გაცილებით უარეს სიტუაციაში ამოვყოფდი თავს. – ვუთარი და უხერხულობის გამო ხელები ერთმანეთს ჩავჭიდე. უკნიდან დემიენის მზერა მწვავდა..
– ვწუხვარ, რომ ცუდად გადაიკვეთა ჩვენი გზები, მაგრამ ალბათ, შენი სახით სანახევროდ მაინც გამოვისყიდე დანაშაული. – ეს სიტყვები მე მითხრა მაგრამ დავინახე ამ დროს როგორ გახედა დემიენს..მის თვალებში მხოლოდ ორ რამეს დაინახავდით.. სევდას და სინანულს.. მე კი სწორედ ამიტომ მომწონდა ეიდენი.
სანამ პასუხის გაცემას მოვახერხებდი, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა დემიენის სხეული. არ ვიცი ჩემმა სიტყვებმა იქონიეს გავლენა მასზე თუ ეიდენის პასუხმა, მაგრამ ფაქტია, დემიენმა ეიდენს ხელი გაუწოდა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა : – გაპატიე.
ამ სიტყვების მოსმენისთანავე ეიდენს სახე დაუმშვიდდა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და სწორედ ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ვიცოდი, რამდენად რთული იქნებოდა ამ ერთი სიტყვის წარმოთქმა დემიენისთვის, მაგრამ მარტივი მისახვედრი იყო, თუ რამდენად გულახდილი იყო იგი იმ წამს. ესე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მე კი ვიცოდი, რომ ამ დღის შემდეგ არასდროს აღარ დამავიწყდებოდა შავგვრემანი, წვრილთვალება, სიმპატიური და ცოტა უცნაური ბიჭი, სახელად ეიდენი.
იმედია მოგეწონებათ და თუ გაგრძელება გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 P.S ასევე მაინტერესებს რას ფიქრობთ ეიდენის პერსონაჟზე 🙂
[text_hash] => dda25a35
)