Array
(
[text] =>
– დემიენისთვის გიკითხავს? – მწველი მზერა მომაპყრო და ჩემს პასუხს დაელოდა.
– კი, მაგრამ ყოველთვის მეუბნება, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. – ვუთხარი და ცოტა ლუდი მოვსვი. ეიდენმა პასუხი არ გამცა ამიტომ ისევ მე განვაგრძე:
– ამჯერად შენ გეკითხები და არ არის საჭირო დემიენს მიბაძო. – სიცილნარევი ხმით ვუთხარი და ვცდილობდი როგორმე რაიმე სახის ინფორმაცია მაინც გამეგო მისგან. ეიდენმა ღრმად ამოისუნთქა, ორი წამით გაჩუმდა და როცა მიხვდა, რომ დანებებას არ ვაპირებდი, ხმა ამოიღო :
– ჩვენ… მე და დემიენს დიდხნიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, მაგრამ ამის მიუხედავად ნამდვილი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ..ყოველ შემთხვევაში ეს ასე აღმოჩნდა.. ჩვენ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და იმ ეტაპზე ორივეს მხოლოდ საერთო ინტერესები და ცხოვრების სტილი გვაერთიანებდა.. – ეიდენმა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და ცხადია, მე უბრალოდ ჩუმად ვუსმენდი, რომ ლაპარაკი არ შეეწყვიტა.
– გახსოვს…იმ ოთახში, რომ გითხარი დემიენს მეორეჯერაც არ გაუჭირდება… არ გაუჭირდება ადამიანის მოკვლათქო… – ეს სიტყვები ძალიან ჩუმად წარმოთქვა მე კი ამის მოსმენისას ყელში ბურთი გამეჩხირა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
– ალბათ, კარგად მიხვდი რასაც ვგულისხმობდი. – წვრილი თვალები მოჭუტა და ზედმეტად დასერიოზულდა.
– კი, მივხვდი..
– ხოდა ჩვენი დაპირისპირების ისტორიაც ზუსტად მაგ წერტილში იკვეთება. – მითხრა და ლუდი მოსვა.
– ანუ? – ვკითხე, როცა პაუზა ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა.
– არ შემიძლია…
– რადგან დაიწყე უნდა დაასრულო.
– იცი ხანდახან, რომ გიყურებ ვერ ვიაზრებ იმას, რომ 18 წლის ხარ.
– დაუჯერებელი არაფერია იმაში, რომ 18 წლის ვარ. – გამეცინა.
– კი დაუჯერებელია იმის გათვალისწინებით თუ რა სიტუაციაში იმყოფები ამ წამს.
– ლაპარაკი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს შეგიძლია განაგრძო. – უკან მაინც არ ვიხევდი.
– მოკლედ შემიძლია ის გითხრა, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს იმას არ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე. – ძალიან ანერვიულდა.
– დემიენის ტრაგიკული ამბავი, როგორც ხედავ მეც ვიცი…..მართალია, დემიენიც კარგად ხვდებოდა, რომ მასთან ურთიერთობა უფრო სიტუაციის გამო გვინდოდა, მაგრამ დანარჩენი ბიჭებისგან განსხვავებით ჩემთან მიმართებაში ის ყოველთვის უფრო სხვანაირი იყო… ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე განსაკუთრებულად მენდობოდა და ჩვენი ასაკობრივი სხვაობის გამო თითქოს დიდ ძმად აღმიქვამდა.. გულის სიღრმეში მეც მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა და ვხვდებოდი, რომ ის უბრალო და ჩვეულებრივი ბიჭი არ იყო. დემიენი არ გავდა სხვებს და მასთან ერთად დროის გატარება ბევრად უფრო საინტერესო იყო ვიდრე ჩვენი დაჯგუფების ბიჭებთან. ამის მიუხედავად, რეალობა ერთი იყო – ჩვენ დემიენის ფული გვაინტერესებდა. ამასობაში დრო გადიოდა და ჩვენდა უნებურად მე და დემიენი მართლაც დავახლოვით…. სწორედ ამიტომ 15 წლის ასაკში ჩადენილი უნებური დანაშაულის შესახებ დემიენი მხოლოდ მე გამომიტყდა და მთელი გული გადამიშალა..მე კი იმის მაგივრად…. იმის მაგივრად, რომ ეს საიდუმლო შემენახა ერთ დღესაც, როცა დემიენი ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა ეს ყველაფერი ბიჭებს მოვუყევი… მათ კი იმ დღესვე დაებადათ იდეა, რისი საშუალებითაც ძალიან დიდ ფულს ვიშოვიდით.. ჩვენც კარგად ვიცოდით, რომ თუ მედიას ამ ინფორმაციას მივაწვდიდით საოცარი რეაქცია მოჰყვებოდა, როცა ხალხი ტელევიზიასა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში შემდეგ ფრაზას ამოიკითხავდა : „მაიკლ ლუკასის შვილი მკვლელია”.
თავდაპირველად უარზე ვიყავი და ვერანაირად ვერ წარმომედგინა როგორ უნდა გამეწირა ადამიანი ფულის გამო.. მაგრამ ცხოვრება უცნაური რამეა, ქეროლაინ, და ადამიანი ხანდახან ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რაზეც ფიქრებშიც კი არ არის წამსვლელი. გეგმა ასეთი იყო, რადგან დემიენი ყველაზე მეტად მე მენდობოდა წარსულის ისტორია მას თავისი პირით კიდევ უნდა მოეყოლა ჩემთვის, მე კი ამ დროს მისი საუბარი უნდა ჩამეწერა და შემდეგ ეს ჩანაწერი მუქარის სახით უნდა გამოგვეყენებინა, რათა ამ ინფორმაციის სანაცვლოდ მაიკლ ლუკასისთვის ფული გამოგვეძალა.
იმ საღამოს, როცა განმარტოვებით შევხვდი დემიენს და როცა ერთმანეთს მეგობრულად გადავეხვიეთ გაორება დამეწყო… უკვე ვნანობდი იმას, რის გაკეთებასაც რამდენიმე წამში ვაპირებდი, მაგრამ თავს მხოლოდ იმით ვიმართლებდი, რომ ეს ამბავი სინამდვილეში მაინც არ გასკდებოდა და დემიენის ოჯახისთვის ერთადერთი დანაკლისი მილიარდელი მაიკლ ლუკასის ფული იქნებოდა.
მე და დემიენი იმ საღამოს სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით და დადგა ის მომენტიც, როცა წარსულზე დავიწყეთ ლაპარაკი.. დემიენს რაღაცნაირად არ ესიამოვნა მეორეჯერ რომ ჩამოვაგდე ამ თემაზე ლაპარაკი და, ალბათ, ჩემი ნერვიულობაც შეატყო, როცა ყველანაირად ვცდილობდი მის ალაპარაკებას.. კითხვებს ვუსვამდი ის კი დუმდა. ეხლაც მახსოვს ის რამდენიმე წამიანი დუმილი, რომელიც ჩემთვის საუკუნეს გაგრძელდა, როცა დემიენი გაჩუმდა და მიხვდა, რომ იმ დღეს ფულის გამო გავყიდე..
სწორედ იმ საღამოს მერე დამთავრდა ჩვენ შორის ურთიერთობა და გაქრა ყველანაირი ნდობა .. ცხადია, დემიენმა კლუბის ბიზნესზეც უარი თქვა ამ ინციდენტის მერე..ჩვენი გზები გაიყო და ამის შემდეგ დემიენი მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე..იმ დღეს, როცა გაიგო, რომ შენთან ერთად ვიყავი სერიოზული ჩხუბი ატყდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით დემიენმა არ გამწირა, ბოლომდე ვერ გამიმეტა და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებდა ჩვენთან ცივილურ ურთიერთობას, რომ შენთვის რამე არ დაგვეშავებინა.. მაგრამ როგორც ხედავ.. ეხლა აქ ხარ… და აქ ხარ ერთი მიზეზით…ძალიან ვნანობ ყველაფერს…
პასუხის გაცემას ვაპირებდი…რეალურად არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა ეიდენის მონათხრობის შემდეგ, მაგრამ ლაპარაკის დაწყება სატელეფონო ზარმა არ დამაცადა…
ცოტა პატარა თავია, მაგრამ იმედია მაინც მოგეწონებათ 🙂 თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
P.S გამიხარდება თუ თქვენს აზრებსაც გამიზიარებთ.
[text_hash] => e9d6ad32
)