Array
(
[text] =>
-“ოქროს ვარსკვლავში?!”- რაილი ვერ მალავდა აღფრთოვანებას, როდესაც ყველაფერი მოვუყევი.
-ზუდტად მანდ- მეც ბედნიერმა ღიმილისგან 32-ვე კბილი გამოვაჩინე.
-შენი ბოსი მართლა ესეთი სიმპატიურია როგორც შენ აღწერე?
-ერთი შეხვედრის თაობაზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა..
-ძმაც ხოარ ჰყავს შენს მილიონერ ბიჭუნას!- ცალი წარბი ამიწია და ისე მკითხა.
-პირველ რიგში, ჩემი არ არის “მილიონერი ბიჭუნა” როგორც შენ მას მოიხსენიებ, და მეორე, საერთოდ არ ვიცი ჰყავს თუ არა ძმა.
-შეიძლება შენი ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება.
-კი, ოღონდ მხოლოდ ოცნებებში.
-ქერ, ხომ იცი როგორი წინათგრძნობაც მაქვს, ხოდა ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე ეგ ბიჭი შენი გახდება.
-და რატომ გგონია, რომ მინდა ის ბიჭი ჩემი გახდეს?
-გინდა,გინდა ქეროლაინ, ამას შენს ლამაზ თვალებში ვხედავ.-ალმაცერად გამიღიმა.
-რაილი!- გაბრაზებულმა რამდენიმე ბატიბუტი ვესროლე სახეში.
-კარგი ხო, გავჩუმდები, მაგრამ ვნახოთ, დაახლოებით ერთ თვეში როგორ ილაპარაკებ.
-ვნახოთ! მე ეს სამსახური მილიონერი ბიჭის გამოსაჭერად არ მიშოვია.
-ნუ დაგავიწყდება, რომ ეგ სამსახური სწორედ მაგ მილიონერმა ბიჭმა გიშოვა-რაილიმ ნიშნის მოგებით მიპასუხა.
-რა მნიშვნელობა აქვს, მისტერ ლუკასის ნაირი ბიჭი მე არასდროს არ შემომხედავს.
-ქერ,ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს, არადა შენც კარგად იცი, რომ შენი გარეგნობით შეგიძლია ნებისმიერი მამაკაცი შენ ნებაზე ატარო.
-საერთოდ არ მაქვს ამის სურვილი, მისტერ ლუკასს კი დარწმუნებული ვარ, უკვე ჰყავს თავისი ცხოვრების მეგზური.-მეთვითონ გამეცინა უკანასკნელ სიტყვაზე.
-არვიცი შეიძლება მართლაც ჰყავდეს, მაგრამ მისი საქციელი სხვანაირად მეტყველებს არსებულ გარემოებაზე.
-რაილი, ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი ეწევა ქველმოქმედებას და ბევრი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს,ისეთებს როგორიც, მაგალითად, მე ვარ, ამიტომ მისი ეს საქციელი უბრალოდ მის კეთილშობილებაზე მეტყველებს და მეტი არაფერი.
-კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა იყო ამ ადამიანთან ერთად, სიმპატიურთან ერთად კეთილშობილიც ყოფილა.
-მოდი აღარ ვილაპარაკოთ მისტერ ლუკასზე, და უბრალოდ ჩვენ გაგვიმარჯოს- ჭიქა ავწიე და რაილის მივუჭახუნე.
-გაგვიმარჯოს!
……………..
თვალები გავახილე. წყურვილის საშინელმა გრძნობამ შემაწუხა, წამოვჯექი და წყალი დავლიე..ძლივს გამოხფხიზლდი და ქრონოლოგიურად დავალაგე გუშინ განვითარებული მოვლენები. სამწუხაროდ ორი წუთი დამჭირდა იმის გასააანალიზებლად, რომ მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა, რომ გუშინ მე და რაილიმ იმაზე მეტი დავლიეთ, ვიდრე ვგეგმავდით, რომ უკვე 08:35 იყო და რომ სამსახურში პირველივე დღეს მაგვიანდებოდა!
ყოჩაღ ქეოლაინ, ჩემმა ქვეცნობიერმა ცინიკურად შემომძახა. მე და რაილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დიდხანს ვჭორაობდით, ვცეკვავდით, კარაოკეს ვმღეროდით და სამომავლო გეგმებს ვაწყობდით..მოგვიანებით გამახსენდა, რომ დედამ გუშინ გვიან დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ამ ღამეს მორიგე იქნებოდა საავადმყოფოში, შესაბამისად, მეც არავინ მყავდა ისეთი, ვინც სამსახურისთვის დროულად გამაღვიძებდა..მაღვიძარა იყო ჩემი ერთადერთი იმედი, რომლის დაყენებაც სასმელმა სამუდამოდ გადამავიწყა..
კარგად არც მახსოვს როგორ მოვასწარი გამზადება და სახლიდან გარეთ გამოსვლა, ძალიან ვჩქარობდი და ყველანაირად ვცდილობდი დროზე მიმესწრო “ოქროს ვარსკვლავში”, მაგრამ იმედგაცრუებამ კვლავ შემომიტია, როდესაც საათს დავხედე, 09:15 გამხდარიყო, ტვინში კი მისტერ ლუკასის სიტყვები მიტრიალებდა, რომლემაც მკაცრად გამაფრთხილა, რომ რესტორანში ზუსტად 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი და, რომ მისი ერთი იმედგაცრუება, სამსახურს დამატოვებინებდა.
რესტორნის შესასვლელს და ორ უძრავ დაცვას მივუახლოვდი,ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, ძალები მოვიკრიბე და თავდაჯერებულად შევაღე კარები.
ვერონიკას მალევე მოვკარი თვალი, თან გულში ვლოცულობდი, რომ მისტერ ლუკასს არ შევხვედროდი.
რესტორნის სამზარეულოსკენ დავიძარი, როდესაც მივხვდი, რომ საშიშროება არ მემუქრებოდა. მეგონა გადავრჩი და გამოვძვერი სიტუაციიდან, სანამ ვერონიკას ხმა არ გავიგე.
-ქეროლაინ სვონ- ნელა შემოვტრიალდი და დაველოდე იმ საშინელი სიტყვების მოსმენას რასაც რამდენიმე წამში ვერონიკას პირი წარმოთქვამდა.
-მისტერ ლუკასი გელოდება კაბინეტში.
პირი გამიშრა, ძალიან ავღელდი, არმინდოდა ძლივს ნაშოვნი სამსახური ჩემი უაზრო პახმელიის გამო დამეკარგა.
-რაიმე აუცილებელი საქმე აქვს?-ვცდილობდი როგორმე თავი გამომეძვრინა მოსალოდნელი დაძაბულობისგან.
-მაგას მისტერ ლუკასთან გაარკვევ,5 წუთის წინ გიკითხა და რადგან აქ არ დახვდი და პირველივე დღეს 10წუთუთ დააგვიანე, სახეზე დაეტყო იმედგაცრუება.
-მის კაბინეში ასვლა აუცილებლად სამსახურის დატოვებას ნიშნავს?-თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მივიღებდი, მერჩივნა ჩემი ნებით დამეტოვებინა ეს ადგილი, ვიდრე საყვედური მომესმინა და დამნაშავედ მეგრძნო თავი.
არვიცი ვერონიკამ ჩემი ფიქრები ამოიკითხა თუ არა, მაგრამ მისი პასუხი საკმაოდ შემაძრწუნებლად ჟღერდა:
-თუ მისტერ ლუკასის კაბინეტს გვერდს აუვლი და სახლში წახვალ, შეგიძლია სხვა ნებისმიერ სამსახურს მინიმუმ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაემშვიდობო.
რა ბედნიერებაა! თურმე მისტერ ლუკასის გაბრაზება ჩემს სამომავლო კარიერაზეც აისახება..სხვა გზა არ მქონდა, უნდა ავსულიყავი მის კაბინეტში და ადამიანურად უნდა ამეხსნა ჩემი დაგვიანების მიზეზი. იქნებ არც იყო საჭირო ამდენი ნერვიულობა, ბოლოსდაბოლოს ვის არ დაუგვიანია სამსახურში..იმედია მისთვის ეს არ გახდებოდა ჩემი გათავისუფლების საბაბი.
მეორე სართულზე ავედი და დიდ შავ კარებს მივუახლოვდი. კაბინეტზე თეთრი ასოებით იყო ამოტვიფრული მისტერ ლუკასის სახელი. უნდა ვაღიარო, ალბათ, ესე ძალიან არ ვინერვიულებდი იგი ასეთი მომხიბვლელი და შარმიანი მამაკაცი რომ არ ყოფილიყო..როდესაც ვინმე მოგწონს რთულია ტვინში სწორი ფიქრების დალაგება, ხოლო როდესაც ასეთი ადამიანის წინაშე თავის მართლებაც გიწევს სიტუაცია ორმაგად რთულდება. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მოვახერხე კარებზე დაკაკუნება.. პასუხმაც არ დააყოვნა და ხრინწიანი ხმის კიდევ ერთხელ გაგონებამ ადგილზე გამაშეშა.
-მობრძანდით.
კარები შევაღე და შავ-თეთრ ფერებში გაწყობილ ულამაზეს კაბინეტში შევაბიჯე. ოთახი საკმაოდ დიდი იყო და ზუსტად შეესაბამებოდა მის მეპატრონეს. დიდი ზომის ფანჯრები, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, კიდევ უფრო ამშვენებდა მისტერ ლუკასის კაბინეტს. ცენტრში დიდი შავი მაგიდა იდგა, რომელთანაც ტყავის სავარძელში მოკლათებული მისტერ ლუკასი იჯდა. თითქოს წარბები ოდნავ შეჭმუხნული ჰქონდა, მაგრამ ერთი შეხედვით რთული სათქმელი იყო, თუ როგორ ხასიათზე იყო და თუ რა ფიქრები ტრიალებდა მის თავში. თმები იდეალურ მდგომარეობაში ეშვებოდა მის ლამაზ მხრებზე, მწვანე და ლურჯმა თვალებმა კი თავიდან ფეხებამდე აათვალიერეს ჩემი გაქვავებული სხეული, რომელსაც საერთოდ დავიწყებოდა აქ ყოფნის მიზეზი.
-დაბრძანდი, ქეროლაინ-თვალებით მის მოპირდაპირე მდგარ სკამზე მიმითითა.
მეც გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი სკამისკენ და მდუმარედ დავჯექი.
-გისმენთ.
ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია, მაგრამ აზრების დალაგება მაინც მიჭირდა.მიხვდა ჩემს დაძაბულობას და მისი მოთხოვნა უფრო დეტალურად განმიმარტა.
-დაგვიანების მიზეზი..?
-აა,მმ,- ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე- იცით,გუშინ დაბადების დღე მქ..
-უფრო მოკლედ.
-მაღვიძარა დავაყენე, მაგრამ არ დარეკა-ვიცრუე.
-მიზეზი?
-რისი მიზეზი?
-რატომ არ დააყენეთ მაღვიძარა?
-მე გითხარით, რომ დავაყენე, მაგრამ არ დარეკა.-ხელებზე დავიხედე, მის მწველ მზერას ვეღარ უძლებდა ჩემი სხეული.
-დიახ, მითხარი, მაგრამ იცრუეთ. როცა თქვენს ხელებზე იხედებით და თვალებს ვერ უსწორებთ თქვენთან მოსაუბრე ადამიანს, ეს ნიშნავს რომ იტყუებით. ეხლა კი ჩემ კითხვას უპასუხე, გულახდილად.
-დამავიწყდა მაღვიძარას დაყენება.- ამჯერად თვალებში შევხედე,მას გაეღიმა.
-მიზეზი?
-რისი მიზეზი?
-რატომ დაგავიწყდათ?- ამჯერად გვერდულად გამიღიმა, რამაც კიდევ უფრო დამაბნია.
-გულახდილად?
-დიახ ქეროლაინ, გულახდილად-ჩემს ყურებს ძალიან ესიამოვნა მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელის გაგება. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა როდესაც სრული სახელით მომმართავდნენ, მისტერ ლუკასისგან ამის მოსმენა თითქოს უფრო..სექსუალური იყო.
-როგორც გითხარით დაბადების დღე მქონდა და დავლიე, ეს არის ჩემი მიზეზი.
როდესაც ეს ვთქვი სახე ბედნიერი და გამარჯვებული გამომეტყველებით შეეცვალა, უნდოდა რომ ჩემი პირით მეღიარებინა ჩემი ნამდვილი მიზეზი, მაგრამ იმას, თუ ამით რის მიღწევას ცდილობდა, ვერ მივხვდი.
-რამდენი წლის გახდით?-ისევ ჩემი თვალიერება განაგრძო, ვგრძნობდი რომ მისი მზერა შინაგანად მჭამდა.მიკვირდა მისგან ასეთი პირადი კითხვების მოსმენა, მეგონა სამსახურის თაობაზე გამესაუბრებოდა ის კი ჩემი წლოვანებით დაინტერესდა.
-18 ის.-როდესაც ეს ვუთხარი მკაცრი გამომეტყველება გაოცებით შეეცვალა, რაც დიდად არ გამიკვირდა, რადგან მიჩვეული ვიყავი ხალხისგან მსგავს რეაქციებს, ყოველთვის უფრო დიდს ვგავდი ვიდრე სინამდვილეში ვიყავი, მაგამ მის გამომეტყველებაში იყო კიდევ რაღაც, რაღაც ემოცია, რომლის დასახელებაც მიჭირს.. ალბათ, რაღაცის დიდი სურვილი, გატაცება და წადილი.
-საინტერესოა.- მხოლოდ ეს თქვა ცალი წარბი აწია და ქვედა ტუჩზე ნაზად იკბინა. ამ ჟესტმა გულის ძგერა კიდევ უფრო ამიჩქარა.
გავჩუმდი და არაფერი ვუპასუხე, ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, რადგან რეალურად მისგან უნდა გამეგო ჩემი საბოლოო განაჩენი. ჩვენი საუბარი, უფრო კონკრეტულად კი მისი საუბარი, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა.
-თავისუფალი ხართ მისის სვონ, შეგიძლია დაუბრუნდე სამუშაოს, მაგრამ მეორეჯერ იმედია აღარ დააგვიანებ, არ მიყვრს როდესაც დისციპლინას არ იცავენ თანამშრომლები.-ისევ თვალისმომჭრელად გაიღიმა.
თავი დავუქნიე, რადგან საუბრის უნარი ამ ოთახში შემოსვლისთანავე წამერვა. ავდექი და როდესაც ზურგი შევაქციე, სანამ კარებს მივუახლოვდი, ვიგრძენი, რომ მის მზერას ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ. ის იყო კარების სახელური ჩამოვწიე, რომ მოულოდნელად მისმა ბოხმა ხმამ ისევ მისკენ შემომაბრუნა:
-ისე ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ ამიერიდან ბევრი აღარ დალიოთ, ქეროლაინ, მითუმეტეს, რომ ჯერ ასეთი ახალგაზრდა ხართ.
პასუხი ისევ ვერ გავეცი, თავი დავუქნიე და უბრალოდ გავუღიმე.
-მომავალ შეხვედრამდე ქეროლაინ.
-მომავალ შეხვედრამდე მისტერ ლუკას.
როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი მძიმედ ამოვისუნთქე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ტვირთი მომხსნეს ზურგიდან, რომელსაც ამდენ ხანს თან ვატარებდი. ერთი შეხედვით მისტერ ლუკასის გამოჩენამ კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი ისედაც უკვე დამძიმებული ცხოვრება, მაგრამ, ამავდროულად, ვგრძნობდი მისი არსებობისგან გამოწვეულ იმ სხვადასხვა ერთმანეთში არეულ გრძნობას, რომელიც მხოლოდ ბედნიერებას აღძრავდა ჩემში.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი – Vote & Comment <3
[text_hash] => 63daa998
)