Array
(
[text] =>
– ეხლა მე და შენ აქაურობას დავტოვებთ, შეუმჩნევლად გავალთ და ჩემს მანქანაში ჩავსხდებით. შენ მალევე დემიენს დაურეკავ და ეტყვი, რომ პირველივე რეისით ნაითვილში ჩამოფრინდეს. – როგორც კი ეიდენმა ეს სიტყვები მითხრა, ვერაფერს მივხვდი, უბრალოდ გაოგნებული სახით ვუყურებდი და ჩემი ტვინი ვერ ასწრებდა იმ ინფორმაციის გადახარშვას, რასაც იგი ამ წუთებში მეუბნებოდა. ხმის ამოღება ვცადე, კითხვების დასმა მინდოდა, მაგრამ ეიდენმა თავისი ცივი თითი ტუჩზე მომადო და გამაჩუმა :
– ზედმეტი კითხვები არ დასვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან ცოცხლები ვერც შენ და ვერც მე ვერ გავაღწევთ. – ეს მითხრა და ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან დანა ამოიღო და მომენტალურად ხელ-ფეხი გამიხსნა.
– უბრალოდ ხმა არ ამოიღო და უკან გამომყევი. – მართალია მისი სიტყვები კარგად მესმოდა, მაგრამ ამის მიუხედავად კვლავ გაუნძრევლად ვიჯექი სკამზე და ვერ ვიაზრებდი იმას, თუ როგორ იცვლებოდა სიტუაცია ამ რამდენიმე წამში.
ვერ ვხვდებოდი რა განაპირობებდა ეიდენის ასეთ საქციელს და ისიც არ ვიცოდი, თუ რა ჰქონდა მას დაგეგმილი.
გულახდილად რომ გითხრათ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს მას შემდეგ განვითარებული მოვლენები როცა ოთახის მეორე კარიდან პატარა დერეფანში გადავინაცვლეთ, დერეფნიდან კი შენობის გასასვლელს მივუახლოვდით. როცა სახეზე გრილი ჰაერი მომხვდა მესიამოვნა, მზის სხივების დანახვამ კი შედარებით გონზე მომიყვანა და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ გადავრჩი. წარმოდგენა არ მქონდა სად მივყვებოდი ეიდენს, მაგრამ შიშის შეგრძნება აღარ მეუფლებოდა და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა. სავარაუდოდ შუადღის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა, რადგან როგორც ეიდენმა მითხრა ჩემი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ორი საათი იყო გასული. ეიდენს უსიტყვოდ კუდში მივყვებოდი და მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მოწყდა მისი ავტომობილი ამ საზარელ ადგილს.
ის ხმას არ იღებდა მე კი ბოლომდე საღად ვერ ვაზროვნებდი და იმის ძალაც არ მქონდა, რომ მისთვის კითხვები დამესვა. ამხელა შიშისა და ნერვიულობის შემდეგ ისიც მიკვირდა, საერთოდ როგორ გადავრჩი, მაგრამ ყოველი ამოსუნთქვა იმის დასტური იყო, რომ მე სიცოცხლეს ვაგრძელებდი და რომ ყველაზე უარესი უკვე წარსულს ჩაბარდა.
– სად..სად მივდივართ? – აკანკალებული ხმით ვკითხე და ღვედი შევიკარი. ეიდენს ჩემკენ არ გამოუხედავს, უბრალოდ გზას გაჰყურებდა და ძალიან, ძალიან სწრაფი სიჩქარით მართავდა მანქანას.
– კითხვების დასმის დრო არ არის ქეროლაინ, მემგონი კარგად ვერ ხვდები რა მოხდა ცოტახნისწინ. – სერიოზული ტონით მითხრა, ორი წამით შემომხედა და შემდეგ თვალები კვლავ გზას მიაპყრო.
– ეს რატომ გააკეთე? – მინდოდა მისი ასეთი საქციელი რაიმე ლოგიკური მიზეზით ამეხსნა, რადგან ეხლანდელი ეიდენი რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ეიდენისგან, რომელიც ცოტახნისწინ მემუქრებოდა, მაშინებდა და შემაძრწუნებელ დიალოგს მართავდა ჩემთან.
– მაქსიმუმ ორ წუთში ისინი უკვე შეამჩნევენ ჩვენ გაუჩინარებას და მემგონი ესეთი კითხვების დასმა დროული არ არის.
– უკან გამოგვყვებიან? – ისევ ავნერვიულდი და შიშმა შემიპყრო.
– აუცილებლად.
– შენ…ვერ ვხდები… იქამდე ისე მელაპარაკებ…. – სანამ დავასრულებდი გამაწყვეტინა :
– დეტალებს მერე მოგიყვები, როცა საიდვილში ჩავალთ.
– საიდვილში? – წარბები შევჭმუხნე და ვკითხე.
– აქ დარჩენა ზედმეტად სარისკოა.
– დედას რა ვუთხრა?
– მემგონი მაგაზე ნერვიულობას ჯობია შენ სიცოცხლეზე ინერვიულო, რომლის შენაჩუნების გარანტიას ჯერ ნამდვილად ვერ მოგცემ. – ეს სიტყვები მითხრა თუ არა მთელ სხეულში დამბურძგლა. როგორც ჩანს, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
– დემიენს დაურეკე და უთხარი, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოფრინდეს. მარტო მე ვერ დაგიცავ და ვერ შევძლებ დიდხანს შენ დამალვას.
– ჩემი…ჩემი ტელეფონი სად არის? – ვკითხე და ვგრძნობდი ნელ-ნელა ძალა როგორ მეცლებოდა. ეიდენმა მომაწოდა მობილური და სანამ დემიენის ნომერს ავკრიფავდი ამდენ ემოციას ჩემმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და თვალებში კვლავ სიბნელე ჩამოწვა.
მართალია პატარა თავია, მაგრამ იმედია, მაინც მოგეწონებათ 🙂 <3 ძალიან გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ, რადგან ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის <3
[text_hash] => 3102e844
)