დაკავშირებული – თავი 36. სიზმარი თუ რეალობა?
// qc

დაკავშირებული - თავი 36. სიზმარი თუ რეალობა?

Array
(
[text] =>

     ” ვიცი, რომ ჯერ დილაა, მაგრამ არ გინდა გავისეირნოთ? 😉 „ – ეს სიტყვები ორჯერ გადავიკითხე, ღრმად ამოვისუნთქე და რაილის გავხედე, რომელიც კვლავ თავის ფიქრებში გართულიყო.

– რატომ ფიქრობს, რომ მასთან რაიმე საერთო მაქვს?

– ვისთან? – რაილი ფიქრებიდან გამოერკვია და ეხლა უკვე ცნობისმოყვარე თვალებით მომაშტერდა.

– ეიდენთან.

– საერთოდ რატომ გწერს ეგ ტიპი, რა უნდა? – წარბები შეჭმუხნა და თან ტელევიზორის პულტს დაავლო ხელი.

– მეც არ ვიცი.

– ხოდა არ უპასუხო.

– არა? მერე უფრო არ გაუღვივდეს ინტერესი ჩემ მიმართ.

– მაგის ინტერესი შენი სადარდებელი არ არის, თუ უპასუხებ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გააქტიურდება.

– მართალი ხარ, მაგრამ..

– რა მაგრამ? – ტელევიზორიდან ამჯერად მზერა ჩემზე გადმოიტანა.

– მისი ჩემდამი ინტერესის გარდა სხვა რაღაც დგას უკან, ამაში დარწმუნებული ვარ.

– ხო, მაგას რათ უნდა ბევრი ფიქრი, რომ დემიენი არის ერთ-ერთი მიზეზი. – რაილიმ მხრები აიჩეჩა და ისევ არხების გადართვა განაგრძო.

– ჰო შეიძლება, მაგრამ უაზრო შეჯიბრში მარტო არ უნდა იყოს საქმე.

– თუ ესე ძალიან გაინტერესებს, მიწერე და გაიგებ. – რაილიმ ახალ შოკოლადს დაავლო ხელი და ელოდებოდა ჩემს პასუხს.

– არა, არ ვაპირებ. – თავი გავაქნიე და ფიქრებში ისევ დემიენთან წავედი. მაინტერესებდა სად იყო ამ მომენტში. სავარაუდოდ მალე ჩაფრინდებოდნენ და იმედი მქონდა, რომ 5 საათიანი ფრენის განმავლობაში სარა მის გვერდით არ იჯდებოდა თვითმფრინავში.

– ჰეი, ქერ! დაეშვი ღრუბლებიდან. – რაილიმ ხმამაღლა მომმართა და მივხვდი, რომ ორი წუთის განმავლობაში ესე გაშტერებული ვიჯექი და არ ვუსმენდი.

– ბოდიში, რაღაცაზე ვფიქრობდი.

– წავედი და მოკლედ თუ კიდე შეგაწუხებს ეგ ვიღაც ეიდენი უთხარი რაილისთან გექნება საქმეთქო. – სერიოზული სახით წარმოთქვა ეს სიტყვები და ფეხზე წამოდგა.

– კი აუცილებლად მაგას გადავცემ. – გამეცინა და კარებამდე მივაცილე.

– იცოდე არანაირი დეპრესია და ცუდი ხასიათი არ გამაგონო! დღეს შაბათია და მე და შენ გასართობად მივდივართ. – სანამ კარებს მოვხურავდი მივაძახე.

– გართობა ნამდვილად არ მაწყენდა. – ეშმაკურად გამიღიმა, მერე ხელი დამიქნია და გზას გაუყვა.

რაილისა და სკოტის ამბავი მართლა გულის დამწყვეტი იყო ჩემთვის. ორივე ზედმეტად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელთა ბედნიერებაც ჩემს ბედნიერებას ნიშნავდა. ეხლა კი მათ შორის დიდი ხიდი გაჩნდა, რომლის როლსაც მე ვასრულებდი და ამიტომ არაფერს დავიშურებდი, რომ მათ შერიგებაში მეც შემეტანა წვლილი.

  სახლში მარტო დავრჩი და დემიენის  ნაჩუქარი ყვავილებით ვტკბებოდი. გულს მითბობდა ის ფაქტი, რომ წასვლამდე მან ესე გამოხატა თავისი სიყვარული ჩემ მიმართ და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში იმის განცდა მეუფლებოდა, რომ ყველაფერი სტაბილურად და კარგად იქნებოდა. ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და დემიენი და არაფერი ხელს არ შეუშლიდა ჩვენ ერთად და ბედნიერად ყოფნას… ერთი სული მქონდა დემიენს დაერეკა ჩემთვის, რომ დიდი მადლობა გადამეხადა მისთვის და მეთქვა თუ როგორ ძალიან მიყვარდა.

ის იყო მობილური ხელში ავიღე, როცა იმავე წამს ზარი შემოვიდა ჩემს ნომერზე. უცხო ნომერი რეკავდა და დიდი იმედი მქონდა, რომ დემიენი იყო.

– გისმენთ?

– ქეროლაინ. – მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ ბედნიერებისგან გულის ცემა გამხშირებოდა.

– როგორ იმგზავრე? – არ მინდოდა პირდაპირ საჩუქარზე ყურადღების გამახვილება.

– რავი ნორმალურად, მაგრამ დავიღალე.. – ხმა ოდნავ ჩახლეჩილი ჰქონდა.

– გაციებული ხარ?

– ჰო, ცოტა.

– ხოდა თავს მიხედე, სანამ უარესად არ გახდი.

– ჰმ, მიყვარს მზრუნველი ქეროლაინი. – ჩაეცინა და ძალიან მომინდა მისი სახის დანახვა, რომელსაც ღიმილის დროს ღრმულები განსაკუთრებით კარგად ეტყობა.

– მე კიდევ ყურადღებიანი და ცოტა რომანტიკოსი დემიენი.

– არ ვარ რომანტიკოსი. – სერიოზული ხმით მითხრა.

– მაშინ ყურადღებიანი ნამდვილად ხარ და მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო საჩუქრისთვის, მართლა სიტყვები არ…

– რა საჩუქრისთვის? – დემიენმა სიტყვა შემაწყვეტინა და მისმა ამ კითხვამ დამაბნია.

– ყვავილები და შოკლადები… შენი წერილიც წავიკითხე..

– კარგი, გეხუმრები. მიხარია თუ მოგეწონა. – მელოდიურმა სიცილმა დამაბრუნა რეალობაში.

– არ იყო სასაცილო.

– რატომ? სხვა ვინმესგანაც ხოარ ელოდებოდი საჩუქრებს? – გამეხუმრა, მაგრამ მის ხმაში სერიოზულობა მარტივი შესამჩნევი იყო.

– არა.. – ვუთხარი და თან ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ეიდენის მესიჯის შესახებ.

– რაღაცის თქმა გინდა და ჯობია მალე მითხრა სანამ უფრო არ გავბრაზდი.

– და რატომ გგონია, რომ უნდა გაბრაზდე?

– როცა ნელა ლაპარაკობ და მერე ჩუმდები ესეიგი კარგი ამბავი არ გაქვს სათქმელი.

– ეიდენმა მომწერა დღეს, გავისეირნოთო…

– მერე? – ღრმად ამოისუნთქა და მინდოდა მალე დამემთავრებინა ამ თემაზე საუბარი.

– მერე არაფერი.. არ ვუპასუხე და არც ვაპირებ, უბრალოდ იმიტომ გეუბნები, რომ მერე არ მითხრა დამიმალეო.

– კარგი გოგო ხარ. მარტო ერთ რაღაცას გეტყვი ქეროლაინ და კარგად დაიმახსოვრე, კარგი?

– გისმენ.

– ეიდენს კარგად ვიცნობ, ზედმეტად კარგად.. – ისევ ამოისუნთქა და ცდილობდა ჩვეულებრივი ტონი შეენარჩუნებინა. – ის ფაქტი, რომ ეხლა მანდ არ ვარ დიდი ალბათობით მან კარგად იცის, ამიტომ ფრთხილად იყავი და არ უპასუხო არც მის მესიჯს და არც ზარებს გასაგებია?

– გასაგებია. უკვე სასტუმროში მიხვედით? – თემა შევცვალე.

– ყურადღება სხვა რამეზე ნუ გადაგაქვს. მე კარგად ვარ და ჯობია შენ თავს მიხედო, რომ ვიღაც სირი ტიპები არ აიკიდო სანამ მანდ არ ვარ.

– მადლობა ესე ტაქტიანად რომ მაფრთხილებ.

– ხო ქეროლაინ, გაფრთხილებაა და უმიზეზოდ არ გეუბნები ესე. ვნერვიულობ შენზე და ყველაზე მეტად ვინც მეზიზღება ამ ცხოვრებაში სწორედ ის ცდილობს შენთან დაახლოვებას.

– ვიცი და გავიგე, რომ მასთან კონტაქტი არ უნდა მქონდეს. არ შეიძლება, რომ სხვა თემაზე ვილაპარაკოთ?

– შეიძლება, ოღონდ ეხლა ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და ცოტა გვიან დაგირეკავ, კარგი?

– ხო, სხვა რა გზაა.. სარა მანდ არის?

– წავედი და მერე შეგეხმიანები. მიყვარხარ. – მითხრა და ისე გამითიშა ტელეფონი პასუხის გაცემა არ დამაცადა. ალბათ, აღიზიანებდა ამდენი კითხვა სარასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. ამის მიუხედავად ვცდილობდი კარგი განწყობა შემენარჩუნებინა და ლამაზი ყვავილები იმის დამადასტურებელ ფაქტად მიმეჩნია, რომ დემიენს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი.

ვიცოდი მოსაწყენი იქნებოდა ეს ერთი კვირა დემიენის გარეშე. მართალია სამეცადინოც ბევრი მქონდა და ვერონიკას შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით ზედმეტად მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის, მაგრამ დღის დანარჩენი ნაწილი რისთვის უნდა დამეთმო არ ვიცოდი. ხანდახან როცა წარსულს თვალს გადავავლებდი ხოლმე, მიკვირდა დემიენის გამოჩენამდე თავისუფალ დროს ნეტა რაში ვატარებდითქო. როცა ადამიანი გიყვარს მგონია სამყარო თავდაყირა ტრიალდება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ესეთი კომფორტული იქნებოდა თავდაყირა ყოფნა.

დღეს შაბათია და ჩემს პირველ ამოცანას რაილის გართობა და მისი ყურადღების სხვა თემაზე გადატანა წარმოადგენს. ამის პირველი წამალი კი გართობა იყო. ამიტომ გადავწყვიტე საღამომდე დრო მოწესრიგებისთვის დამეთმო, სანამ სადმე წასვლას გადავწყვეტდით. აბაზანაში შესვლამდე ტელეფონზე ისევ შემოვიდა ზარი, ოღონდ ამჯერად ეიდენი მირეკავდა. ცხადია, არ ვუპასუხე და ტელეფონს ხმა გამოვურთე, რომ მეტჯერ აღარ შევეწუხებინე გამაყრუებელ მონოტონურ ზარს. არ ვიცოდი რა წარსული აკავშირებდათ დემიენსა და ეიდენს ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა უცნაური იყო ეიდენის მხრიდან ჩემთან ესე უცბად დაახლოვების სურვილი.. შეიძლება მეფიქრა, რომ უბრალოდ მოვეწონე, მაგრამ შინაგანი მე მკარნახობდა, რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე. ბევრ ფიქრს აზრი არც ჰქონდა, დანარჩენი დრო მოწესრიგებაში გავატარე და როცა მივხვდი, რომ საღამომდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო და სხვა საქმეც არაფერი მქონდა, მაღაზიაში წასვლა და გასეირნება გადავწყვიტე.

თმები გავიშრე, გრძელი ნაწნავი დავიწენი და სპორტულად ჩავიცვი. ყურსასმენებს ხელი დავავლე, ჩანთაში ერთი ცალი ვაშლი ჩავიგდე, მხარზე გადავიკიდე და სახლიდან გამოვედი.

სანამ მუსიკას ჩავრთავდი შევამჩნიე, რომ ტელეფონი 7 პროცენტზე მქონდა. სახლში შებრუნება და დამტენის აღება გადავწყვიტე, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდხანს გარეთ ყოფნა არ მომიწევდა და ამის გამო გზა აღარ გავიგრძელე.

გარეთ ძალიან კარგი ამინდი დამხვდა, მზე პირდაპირ თვალებში მიჭყიტინებდა და ვინანე, რომ სათვალე სახლში დავტოვე. მუსიკა დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული და ამიტომ არ გამიჭირდა იმის გაგება, რომ უკნიდან მანქანა ასიგნალებდა, ან იქნებ მისიგნალებდა კიდეც..თავდაპირველად არაფერი შევიმჩნიე, გზა გავაგრძელე და ოდნავ ნაბიჯებს ავუჩქარე. ფაქტია, ამ მანქანის გარდა ჩემი სახლის ჩიხში არცერთი ავტომობილი არ იყო, სიგნალის ადრესატი კი დიდი ალბათობით მე ვიქნებოდი.

 ორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ყურსასმენებში სიმღერა ჩემმა სატელეფონო ზარმა შეცვალა, ჯიბიდან ამოვიღე ტელეფონი და როცა ეკრანს დავხედე ადგილზე გავშეშდი. კვლავ ეიდენი მირეკავდა, მანქანა კი ისევ მოურიდებლად მისიგნალებდა უკნიდან. სხვა გზა არ მქონდა ან ტელეფონი უნდა ამეღო ან მანქანისკენ შევტრიალებულიყავი. არ ვიცოდი უკან მოხედვა უფრო მაშინებდა თუ ეიდენის ზარი, მაგრამ მანქანისკენ გახედვა ვამჯობინე. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა შავი ავტომობილი, რომელსაც შუშები დაბურული ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ ამოვიცანი საჭესთან მჯდომი პიროვნება, როცა ფანჯარა ჩამოწია და ნაცნობ შავ სათვალეებს მოვკარი თვალი. ეიდენი იყო, რომელსაც ტელეფონი ყურზე ჰქონდა მიდებული და ისევ მე მირეკავდა.

– ესეიგი ჩემს ზარებს არ პასუხობ ხო? – მითხრა, მობილური სახეს მოაშორა და სათვალეები მოიხსნა.

– სწორედ გამოიცანი. – თამამად ვუპასუხე, მაგრამ შინაგანად იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო.

– მერე რატომ?

– არ მინდა შენთან ურთიერთობა და მაგიტომ.

– ვაუ, ესეთი უარი ჯერ არ მიმიღია, არასდროს. – ჩაეცინა და შავი წვრილი თვალები კიდევ უფრო დაუპატარავდა. ერთი შეხედვით საყვარელი და სიმპატიური ბიჭი რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო იმდენად მაშინებდა იმ მომენტში, რომ ცოტაც და სიმშვიდეს ვეღარ შევინარჩუნებდი.

– ყველაფრისთვის არსებობს პირველი ჯერი. – გავუღიმე და სანამ ზურგს ვაქცევდი და გზას გავაგრძელებდი მანქანის კარი გააღო და მომიახლოვდა.

– მოდი ჩაჯექი გავისეირნოთ და მერე სადმე დავსხდეთ, თან რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.. – თვალებში ჩამხედა და ნერვიული მოძრაობით ხელი თმაში შეიცურა. ვერ ვხდებოდი ესე ძალიან რატომ უნდოდა ჩემთან ერთად „გასეირნება”.

– არა მადლობა, უკვე უარი გითხარი და მეჩქარება, უნდა წავიდე.

– შეგვიძლია ეს ყველაფერი ბერვად მარტივად მოვაგვაროთ და ნუ გაართულებ სიტუაციას. – ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ამჯერად მზერა თავისი მანქანისკენ გადაიტანა.

– რა ყველაფერი? – გაურკვევლობაში ვიყავი და გულის ცემა იმდენად გახშირებული მქონდა, მეგონა ეიდენსაც ესმოდა მისი ხმა.

– გთხოვ, უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში..თორემ.. – თითქოს უკვე მემუდარებოდა, მაგრამ სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, მოულოდნელად ეიდენის შავი ჯიპის კარებები გაიღო და სამი ახოვანი მამაკაცი, უფროსწორედ ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, რომელთა სახეები არც ისე უცხო იყო ჩემთვის.

– ჩაჯექი საყვარელო მანქანაში, თორემ შენს დედიკოს დღეს ცუდი ღამე გაუთენდება. – ერთერთი მათგანი მომიახლოვდა და ხელი თავის იარღს დაადო, რომელიც ჯიბიდან საკმაოდ კარგად მოსჩანდა. ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ უცნობი პიროვნება მოკვლით მემუქრებოდა. ადგილზე გავშრი, ერთი წამით გონება დამებინდა და ყველაფერი გაშავდა. მეგონა ყველანაირი ძალა გამომეცალა და თითქოს ჟელედ გადავიქეცი.. ხმის ამოღება მინდოდა და ვერაფერს ვამბობდი, აი ზუსტად ისე, სიზმრებში როგორც ხდება ხოლმე. გაქცევა გინდა და ვერ გარბიხარ, ყვირილი გინდა და ვერ ყვირი… ამ შემთხვევაში კი ჩემი სიზმარი ზეტმეტად რეალური იყო. მხოლოდ მას შემდეგ გავაანალიზე ყველაფერი. როცა პატარა ჩხვლეტა ვიგრძენი მხარში. მოქმედების უნარწართმეული ეიდენის მკლავებში აღმოვჩნდი, სამი უცნობი მამაკაცი კი ზემოდან დამყურებდა.. წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ მქონდა და სანამ ყველაფერი ბოლომდე გაშავდებოდა მხოლოდ ერთი სიტყვა ჩამესმა ყურებში : „ბოდიში”.

იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. წინ მნიშვნელოვანი ამბები განვითარდება და თუ გაინტერესებთ გაგრძელება არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂 

[text_hash] => 6de84778
)

//qc
//QC2