Array
(
[text] =>
– ჰეი – ჩარლის გავუღიმე, ფეხზე წამოვდექი და გადავკოცნე. ვერონიკა ღვინოს წრუპავდა და თან ორივეს გვათვალიერებდა.
– ჰეი ქერ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ხომ ყველაფერი რიგზეა? – თავისი ცისფერი თვალები მომანათა და ნამუსმა კიდევ უფრო შემაწუხა ჩემი გაუჩინარების გამო.
– კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ იმდენი საქმე გამომიჩნდა ვეღარ შეგეხმიანე… – ერთი ხელით სკამს დავეყრდენი და მინდოდა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ჩვენი უხერხული დიალოგი.
– ისეთი დაკავებული იყავი, რომ სამსახურის თაობაზე უარიც კი ვერ მომწერე ტელეფონზე? – ჩაეცინა მე კი გული ას ნაწილად გამეყო. ვიცოდი ცუდად მოვიქეცი.
– ვიცი, მაპატიე.. – სევდიანი თვალებით შევხედე და ვცდილობდი როგორმე დანაშაული გამომესყიდა.
– ეგ არაფერი, მერედითიმა დაიწყო შენ მაგივრად მუშაობა. – თავით მის მეწყვილეზე მიმანიშნა, რომელიც ზურგით იჯდა და ტელეფონს ათამაშებდა ხელში.
– ჰო.. ძალიან კარგი.. უი ეს ვერონიკაა მემგონი გახსოვს ხომ? – ვერონიკას გავხედე რომელმაც მოურიდებლად თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ჩარლი.
– არამგონია ჩემთან შეხვედრის მერე ვინმეს დავავიწყდე. – თავისი წვრილი ხმით თქვა და საყვარლად გაიღიმა.
– აამ, გამარჯობა.- ჩარლიმ ვერონიკას ხელი ჩამოართვა და განაგრძო- ცხადია, მახსოვს, მაპტიე უბრალოდ ვერ შეგამჩნიე და რატომღაც თქვენ ორს ერთად არ გელოდებოდით აქ. – თბილად გაუღიმა ვერონიკას და ისევ მე მომაპყრო მზერა.
– ესეიგი სხვაგან დაიწყე მუშაობა… – ძალით გამიღიმა.
– არა, ჯერჯერობით არსად არ ვმუშაობ, მაგრამ ვაპირებ ახლო მომავალში.
– აბა ბევრი საქმეები მქონდაო? – წარბები შეჭმუხნა, ვერ ხვდებოდა რომ „საქმეები” უბრალოდ მოვიმიზეზე.
– ამ… არა უნივერსიტეტის საქმეები ვიგულისხმე.
– აჰა, გასაგებია… – ძირს დაიხედა და კვლავ უხერხულობამ დაისადგურა.
– ესეიგი მისტერ ლუკასი არ გაძლევდა ჩემთან ურთიერთობის უფლებას. – მოულოდნელად ეს წინადადება სწრაფად წარმოთქვა მე კი სხეულში სისხლი გამეყინა. დღეს უკვე მეორე შემხვედრი ახსენებდა მის სახელს. ეს ორივე ადამიანი კი საერთოდ არ ეხატებოდა გულზე დემიენს.
– რა სისულელეს ამბობ? – ჩამეცინა, ვცდილობდი იუმორში გამეტარებინა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები.
– ბოდიში, არ ვიცი ეს რატომ გითხარი…
– არაუშავს.. კარგი ჩარლი, გამიხარდა რომ გნახე და იმედია მაპატიებ გაუჩინარებას. – ვუთხარი, სკამი გამოვწიე მაგრამ სანამ დავჯდებოდი მოულოდნელად ჩარლიმ გულში ჩამიკრა და ხელები ძლიერად მომიჭირა.
– მეც გამიხარდა ქერ შენი ნახვა, და მივხვდი რომ ძალიან მომენატრე.
– ჩარლი, ესე გავიგუდები. – გამეცინა და თავი მის კისერში მქონდა მოქცეული.
ის იყო თავი გავითავისუფლე როცა ჩვენკენ მომავალი, შავ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ახოვანი სხეული დავინახე.
დემიენი იყო.. ჩარლიმ ხელები გამიშვა და ისევ უაზროდ მომაშტერდა, როგორც ჩანს არ აპირებდა თავის მერედითთან დაბრუნებას. ჩემმა შეშფოთებულმა მზერამ კი ისიც საპირისპირო მხარეს შეატრიალა და გაბრაზებულ დემიენს ახლა უკვე ყველამ მოვკარით თვალი.
გული მუცელში ჩამივარდა და საშინელი ნერვიულობის გრძნობა დამეუფლა. მეც არ ვიცოდი ესე ძალიან რას განვიცდიდი, მაგრამ საქმე რეალურად არა ჩარლიში არამედ ეიდენში იყო.. დემიენის მოულოდნელი სტუმრობა იმ რესტორანში, რომელშიც მე ვიმყოფებოდი კიდევ უფრო მაფიქრებდა იმაზე, რომ შესაძლოა დემიენი უკვე ფლობდა ინფორმაციას ჩემი და ეიდენის შეხვედრის შესახებ.
ჩავახველე და ვცდილობდი როგორმე ემოციების მოთოკვას. თავს ვინუგეშებდი, რომ სანერვიულო არაფერი ხდებოდა, რომ უბრალოდ ჩემმა შეყვარებულმა მომაკითხა და რომ არანაირი საჩხუბარი მიზეზი არ არსებობდა…
– დემიენ? – გაკვირვებული სახით შევხედე, ჩარლიმ კი დემიენის დანახვისთანავე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
– სასიამოვნო იყო შენი ნახვა ქეროლაინ, მერედითი დიდხანს მივატოვე და ჯობია დავუბრუნდე ჩემს მაგიდას. მომავალ შეხვედრამდე. – მითხრა და კიდევ ერთხელ გახედა დემიენს, რომელიც ჩუმად იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და მწველი მზერით მათვალიერებდა.
– კარგად. – ვუთხარი და დემიენს მივუახლოვდი.
– აქ რას აკეთებ? – გავუღიმე, ვცდილობდი არ დამტყობოდა რომ აღელვებული ვიყავი.
– ჩემი დანახვა ესე ძალიან რატომ გიკვირს, ქეროლაინ?- მომიახლოვდა და მისი სუნთქვა ტუჩებზე მელამუნებოდა. მერე ვერონიკას გახედა გაუღიმა და თავი დაუკრა.
– გამარჯობა, მისტერ ლუკას. – ვერონიკამაც ღიმილით უპასუხა და ოდნავ მასაც დაეტყო დაძაბულობა. ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი აქ გამოჩენა.
– შეგიძლია უბრალოდ დემიენი დამიძახო. სამსახურის გარეთ, რა თქმა უნდა. – მომხიბვლელად გაიღიმა და როცა ჩემკენ გადმოიტანა მზერა ისევ დასერიოზულდა.
– ქეროლაინ, შენთან სალაპარაკო მაქვს და თუ წინააღმდეგი არ იქნები ცოტახნით გამომყევი.
– უკვე ისედაც დაშლას ვაპირებდით ამიტომ მე დაგტოვებთ. – ვერონიკა ფეხზე წამოდგა და თავისი გრძელი პალტო მოიცვა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და საფულე ამოიღო.
– უკვე გადახდილია. – თქვა დემიენმა და ისევ მე შემომხედა. ვერ ვხვდებოდი რატომ მიყურებდა ესეთი სახით, მაგრამ მარტივი მისახვედრი იყო, რომ მშვიდი საუბარი არ გვეწერა.
– დიდი მადლობა მისტერ ლუ… დემიენ. – უცბად გადააკეთა ვერონიკამ და გაიღიმა.
– ჩვენც გამოვდივართ, ჩანთა აიღე.- მითხრა მე კი დაბნეულმა ჩემი მოსაცმელი და ჩანთა ავიღე. კიდევ ერთხელ გავხედე ჩარლის, რომელიც ამჯერად ვინმე მერედითს ესაუბრებოდა და ხმამაღლა იცინოდა. დემიენმა წელზე ხელი შემომხვია და ნელი ნაბიჯებით რესტორნის გასასვლელს მივუახლოვდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე დიდი ალბათობით გაბრაზებული იყო, მისი შეხება ყოველთვის უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებდა თავს. სანამ თავის მანქანაში ჩაჯდებოდა, ვერონიკა დაგვემშვიდობა და სასიამოვნო საღამოს გატარება გვისურვა.. მე კი წარმოდგენაც არ მინდოდა რამდენად „სასიამოვნო” იქნებოდა მე და დემიენის დიალოგი.
– აქ საიდან გაჩნდი? – ვკითხე და თან საათს დავხედე, მალე 12 ხდებოდა..
– წამომყევი, მანქანაში ჩავსხდეთ. – მხოლოდ ეს მითხრა და თავისი შავი მანქანისკენ დაიძრა.
მანქანაში ჩავსხედით და სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა, სიტუაციის განსამუხტად მაგნიტოფონს მივაჭირე ხელი, ვიფიქრე მუსიკა უკეთეს ხასიათზე დააყენებდა, მაგრამ სიმღერა არც იყო დაწყებული, როცა მომენტალურად დემიენმა მუსიკა გამორთო.
– მუსიკების მოსასმენად აქ არ მოვსულვარ.
– რა გჭირს? ცუდ ხასიათზე ხარ?- გაკვირვებული სახით შევხედე, მან უბრალოდ მანქანა დაქოქა და მითხრა:
– ღვედი შეიკარი.
– სად მივდივართ?
– ორ წუთიანი საქმე მაქვს Underground-ში და მერე დავილაპარაკოთ.
– და მე არ მეკითხები მინდა თუ არა მანდ წამოსვლა?
– ხო მართალი ხარ, ალბათ, იმ გამოსირებული ჩარლის ნახვა გირჩევნია. არ არის პრობლემა თუ გინდა მოვატრიალებ და მივბრუნდეთ იქ. – არც შემოუხედავს ჩემთვის ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, მე კი გული მეტკინა არაფრის გამო დამნაშავედ რომ მაგრძნობინებდა თავს.
– როგორც ჩანს ცუდ ხასიათზე ხარ და არ იცი ვიზე გადაიტანო ეს შენი უარყოფითი ემოცია.
– კი, ქეროლაინ, ცუდ ხასიათზე ვარ და იქნებ იფიქრო, რომ ამ ცუდი ხასიათის მიზეზი შენ ხარ? – ამჯერად ორი წამით შემომხედა და მერე ისევ გზას გახედა.
– დარწმუნებული ხარ, რომ ამის მიზეზი მე ვარ? – ჩამეცინა და ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
– დღეს მთელი დღე ფეხებზე რატომ დამიკიდე?
– დემიენ, რაღაც სისულელეს ლაპარაკობ და შენც ვერ ხვდები რისი თქმა გინდა.
– პირველ რიგში ეგეთი ტონით ნუ მელაპარაკები, მერე კიდე მთელი დღეა შენი ნახვა მინდა, შენ კიდევ ხან ქუჩაში სეირნობ, მერე რაღაც რესტორნებში დადიხარ ვერონიკასთან ერთად, რომელსაც შეგახსენებ, რომ საერთოდ არ ემეგობრები. ყველაფერთან ერთად ისიც იცი, რომ ხვალ მივდივარ და ვეღარ გნახავ 1 კვირა და საერთოდ არ ცდილობ, რომ ცოტა დრო ჩემთვისაც გამონახო. ამის დედავატირე შენ ხარ უამრავ ბიზნესში ჩართული თუ მე? – შედარებით მშვიდად წარმოთქვა ეს წინადადება, მაგრამ გული მაინც მუცელში ჩამივარდა.
– ხვალ მიდიხარ? – თვალები გამიფართოვდა.
– ხო, ხვალ მივდივარ.
– არ ვიცოდი.
– ხოდა ეხლა იცი.
– თუ არ მეტყოდი საიდან გავიგებდი, რომ ხვალ მიდიხარ.
– დღეს შეიცვალა რაღაც გეგმები და ხვალ მივდივარ. – საჭეს ხელები მაგრად მოუჭირა და ცდილობდა ემოციების მოთოკვას.
– ამ ჩარლის კიდევ საერთოდ რატომ ხვდები? – ისევ მან დაარღვია სიჩუმე.
– მე ვხვდები? ხანდახან მგონია არც ფიქრობ რას ლაპარაკობ. – უკვე მეც გავბრაზდი და განვაგრძე – როცა ადამიანს შეხვდები, თვალებში უნდა ჩახედო, არ უნდა შეიმჩნიო და ისე უნდა მოიქცე ვითომ არც დაგინახავს?
– კი, ეგრეც შეიძლება. ვისი ნახვაც არ მინდა იმას ყურადღებას არ ვაქცევ.
– ვაუ, კარგი მანერები გქონია. – ვუთხარი და ცინიკურად ჩაეცინა როცა შემომხედა, სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა და ნაცნობ გზას მოვკარი თვალი, რომელიც Underground-ისკენ მიდიოდა.
– არ მოვდივარ მანდ.
– უკაცრავად?
– ხო დემიენ, სახლში მინდა, მეძინება.
– წეღან ისე ეხუტებოდი ჩარლის, არაფერი გეტყობოდა დაღლილობის.
– იცი ყველაზე მეტად რას ვერ ვიტან შენში?
– რას?
– უაზრო ეჭვიანობას, ხანდახან მგონია, რომ მაზოხისტი ხარ და შენთვითონ იგონებ ისეთ ამბებს, რაც აქამდე არ მომხდარა.
– ეჭვიანი არ ვარ, უბრალოდ არ მსიამოვნებს, როცა უაზრო ადამიანებით ხარ გარშემორტყმული.
– ცუდია შენ გარდა ყველა ადამიანი რომ უაზრო გგონია.
– როგორც ჩანს მართლა არ გინდა ჩემთან ამ საღამოს გატარება, მიუხედაად იმისა, რომ ხვალ მივდივარ და ვეღარ გნახავ.
– ხო დემიენ, ესეთ ხასიათზე როცა ხარ არამგონია ვინმეს უნდოდეს შენ გვერდით ყოფნა.
– საათს დახედე და მითხარი რომელია. – მოულოდნელად მითხრა.
– რა?
– საათს დახედე.
– უკვე 12 საათია. – ვერ მივხვდი რატომ გადაიტანა თემა.
– ესეიგი გზაში უკვე 15 წუთია ვართ, ხომ სწორი ვარ? – გამომხედა და მწველი მზერა მომაპყრო.
– ჰო… – ნერვიულობამ ისევ იმატა, უკვე ზედმეტად კარგად ვიცოდი მისი გამოცანებით ლაპარაკი რას მოასწავებდა ხოლმე.
– ხოდა ქეროლაინ უკვე 15 წუთია ველოდები….- მძიმედ ამოისუნთქა და განაგრძო. – ველოდები როდის მეტყვი შენთვითონ დღეს რაც მოხდა.
– დღეს რა მოხდა? – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გულში ვლოცულობდი ის არ ეთქვა, რასაც ვფიქრობდი რომ იტყოდა.
– ვაა, ყოჩაღ.. როგორც ვატყობ თქმას, ალბათ, არც აპირებდი.
– პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდა.
– ვიცი, რომ დღეს ეიდენი ნახე. – ჩემკენ აღარ გამოუხედავს, სიჩქარეს უმატებდა და უემოციო სახით ამბობდა ამ სიტყვებს.
– ხო, ვნახე. უფროსწორედ პიჯაკი მივაწოდე, რომ ამის მერე არასდროს აღარ მომიწიოს მისი ნახვა. – ძალა მოვიკრიბე და როგორღაც ვუთხარი.
– მემგონი შევცდი, როცა მეგონა ძალიან კარგად გიცნობდი.
– რას გულისხმობ? – გული მტკიოდა ამ სიტყვების მოსმენით.
– იმას, რომ ბევრ რამეს მიმალავ ქეროლაინ, მე კი მთელი გული გადაგიშალე, გესმის? ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული და მძიმე მოგონება გაგიზიარე! შენ კიდევ რას აკეთებ?! პატივს არ მცემ და ჩემ დაუკითხავად აკეთებ ყველაფერს! ამით გულს მტკენ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი გულის ტკივილი ბევრს არაფერს ნიშნავს შენთვის.
– იმას რატომ არ ფიქრობ, რომ შენ სასიკეთოდ ვიქცევი ესე? არ ვარ პატარა ბავშვი და სხვისი დახმარების გარეშეც შევძლებ არასაჭირო ადამიანების ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას. აბა რა გინდოდა რომ მეთქვა?! ეიდენმა დამირეკა და მიდი ეხლა დამიცავი, ეჩხუბე და ცემე ჩემ მაგივრადთქო? – ვუთხარი და კისერში ბურთი გამეჩხირა, ცოტაც და ცრემლებად დავიღვრებოდი.
– პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ ვერ ხვდები რას ვგულისხმობ. – თავი გააქნია.
– მანქანა გააჩერე.
– რა?
– დემიენ, მანქანა გააჩერე!
– სახლში დაგტოვებ.
– არ მინდა.. უბრალოდ გთხოვ, რომ მანქანა გააჩერო. – ვეუბნებოდი ის კი ყურადღებას არ მაქცევდა.. უცბად მანქანა მოატრიალა და მიმართულება შეცვალა.
– რას აკეთებ?
– სახლში მიმყავხარ.
– მეთვითნ წავალ.
– ამის დედაც, გაჩუმდი ორი წუთით თუ შეგიძლია და მერე ერთი კვირა ჩემგან დაისვენებ. – როგორ ვთქვა გამიხარდა ეს წინადადებათქო, მაგრამ მისგან დასვენებაში მხოლოდ ერთი კვირა რომ მოიაზრა იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ უაზრობის გამო არ დასრულდებოდა.
გზა ძალიან ხანგრძლივი მომეჩვენა.. დემიენი ხმას არ იღებდა, მე კი ვცდილობდი მისთვის არც შემეხედა, რომ ემოციების ტალღას ისევ არ გავენადგურებინე. სახლს მივუახლოვდი და სანამ კარებს გავაღებდი დემიენმა ხელით ჩემი მაჯა დაიჭირა და მითხრა:
– დღეს ძალიან, ძალიან გამაბრაზე და ეს შენც კარგად იცი. – ამ დროს პირი გავაღე შეწინააღმდეგებას ვცდილობდი მან კი თითი ტუჩზე დამადო და გამაჩუმა.
– ნუ შემეწინააღმდეგები, ერთ აზრზე მაინც ვერ შევთანხმდებით.. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამაბრაზე და ცუდად მოიქეცი, ეს ერთი კვირა მაინც ძალიან მომენატრები… – ყველაფერს ველოდებოდი ამ სიტყვების მოსმენის გარდა, პირი გაოცებისგან გავაღე და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. იმდენად არაპოგნოზირებადი იყო დემიენი, შეიძლება ჩხუბის შემდეგ მეორე წამს სიყვარული აეხსნა.
– მინდა, რომ ეს ერთი კვირა რაღაცებზე დაფიქრდე და უაზროდ არ მოიქცე. იცოდე რამდენი კილომეტრიც არ უნდა მაშორებდეს შენ თავს, ჩემ სახელს თუ ვინმეს უხსენებ არასაჭირო ადამიანები თავს დაგანებებენ, დახმარება თუ დაგჭირდება დაგეხმარებიან და ასე შემდეგ, ხომ გესმის? – ჩემი ხელი ისევ მას ეჭირა, მე კი დაჰიპნოზებული ვუსმენდი მის სიტყვებს.
– მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ ქეროლაინ, და ამ სიტყვებს უკან ვერავინ და ვერაფერი წამაღებინებს.. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ცოტა დაჭკვიანდები და ისე უაზროდ აღარ მოიქცევი როგორც დღეს. ეიდენი არ არის ვინმე შენი სკოლელი, ან რიგითი კურსელი.. ჩემი ისტორიის უკან ბევრი პატარა დეტალი დგას, რომელთა გაგებაც არ არის შენთვის საჭირო..ერთადერთი რამ, რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ ეს დიდების სამყაროა, სამყარო, რომელშიც ბევრი ცუდი რამე ხდება და ყველაზე მეტად არ მინდა, რომ შენც იყო ამ სამყაროს ნაწილი..
– ერთ კვირაში ჩამოხვალ? – მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე.
– თუ კიდე გეგმები არ შეიცვლება, კი. – ხელი თმაში შეიცურა და ისევ მე შემომხედა.
– მარტო მიდიხარ?
– ჩემ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად… – მზერა ამარიდა და მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე.
– ესეიგი სარაც მოდის.
– კი, მოდის.
– გასაგებია, თუ გაგახსენდები შემეხმიანე სანამ ჩამოხვალ. – გაბრაზებულმა მანქანის გაღება ვცადე, ცხადია, ჩაკეტილი იყო.
– შენ ვერ იტან, მე კი ძალიან მომწონს, როცა ეჭვიანობის გამო გაბრაზებულს გხედავ. – ჩაეცინა და ლოყაზე ღრმულები დაეტყო.
– ცუდი გემოვნება გქონია, თუ ეგ მოგწონს..
– მიყვარხარ, ქეროლაინ.
– მადლობა, შეგიძლია მანქანა გააღო. – ჩემს პასუხზე რატომღაც ჩაეცინა, იცოდა რომ ძალიან მიყვარდა მაგრამ ეხლა ამ სიტყვას ნამდვილად არ ვეტყოდი.
– მიპასუხე.
– გიპასუხე უკვე, შეგიძლია მანქანა გააღო.
– მითხარი და გაგიღებ. – უაზროდ ეღიმებოდა, ღმერთო როგორი რთული ადამიანია!
– მიყვარხარ, ოღონდ დღეს უფრო ნაკლებად ვიდრე გუშინ. – ცინიკურად ვუპასუხე.
– დასამშვიდობებლად არ მაკოცებ? – გვერდულად გამიღიმა, მუცელში კი პეპლებმა გაითამაშეს. ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ დღის ესეთ დასასრულს ნამდივლად ვერ წარმოვიდგენდი.
ისე მომიახლოვდა ,ვიგრძენი გული კისერში როგორ ამომივიდა, თვითონაც ზუსტად იცის რას მიკეთებს და როგორ მაჰიპნოზებს ამ დროს. ცდუნება ზედმეტად დიდია, მაგრამ ვიცი ერთხელ უნდა ვაგრძნობინო ის, რომ მიუწვდომელი ვარ და რომ გული არ უნდა მატკინოს ესეთი საუბრებით. შეიძლება გარკვეულწილად მართალი იყო ეიდენთან დაკავშირებით, მაგრამ ესე დამნაშავედაც არ უნდა მეგრძნო თავი, როგორც დემიენმა მაგრძნობინა. ძნელია ესეთ დროს შენს გრძნობებს და ამხელა ვნებას არ აყვე… ეხლაც ვუყურებ მის მარწყვისფერ ტუჩებს, მის მწვანე და ლურჯ თვალებს და უდიდესი სურვილი მიჩნდება ვაკოცო.. მაგრამ მეც გაბრაზებული ვარ და მინდა იგრძნოს ის, რომ იგი ყოველთვის მართალი არაა და რომ სამყარო მხოლოდ მის გარშემო არ ტრიალებს.
– სხვა დროს იყოს, დემიენ. – ეს სიტყვები ვუთხარი, გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. დემიენს გაურკვევლობა დატყობოდა სახეზე, თან ეცინებოდა და აშკარა იყო, ჩემგან ამ პასუხს არ ელოდებოდა. სახლსიკენ მიმავალს ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, ზუსტად ვიცოდი როგორ მოვენატრებოდი ამ ერთი კვირის განმავლობაში და იმედი მქონდა ჩემ დანაკლისს სარა არ შეავსებდა.
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი და გამიხარდება, თუ თქვენს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ 🙂 მაინტერესებს რას ფიქრობთ ქეროლაინზე? სწორად მოიქცა როცა ეიდენს შეხვდა თუ დემიენს ეთანხმებით? ^_^ გაგრძელება თუ გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote and Comment <3
[text_hash] => e38a088e
)