Array
(
[text] =>
– გისმენ.
– როგორც ჩანს მე და ჩემი პიჯაკი ზედმეტად დაგვივიწყე. – მეორე ხაზზე ჩაეცინა ეიდენს.
– ჰაჰ, მართალი ხარ..ბევრი საქმე გამომიჩნდა.
– მართლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და რჩეული პიჯაკია და იმედია, რომ დამიბრუნებ ხო?- არ ვიცი ხუმრობდა თუ არა მაგრამ იმის მომიზეზება, რომ პიჯაკი დამეკარგა, მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ ვეღარ შევძელი.
– ამმ..თუგინდა ეხლა მოგაწოდებ, რომ მერე არ გადაგვედოს.
– კარგი, გარეთ ხარ?
– არა ჯერ სახლში. – ჩემს ოთახში გადავინაცვლე და პიჯაკის ძებნა დავიწყე არეულ ტანისამოსსში.
– მაშინ მოგაკითხავ და გამოგართმევ.
– კარგი. – ტელეფონი გავუთიშე და ორი წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მისამართი არ მითქვამს, რის გამოც მის ნომერზე მაშინვე გადავრეკე.
– რა დებილი ვარ, მისამართის თქმა დამავიწყდა.
– ორ წუთში ვიქნები შენს სახლთან და გამოდი.
– ჩემს სახლთან? – ჩამეცინა, თან ოდნავ ავნერვიულდი.
– ხო.
– და საიდან იცი ჩემი სახლი სად არის?
– იმ დღეს მითხარი. – მშვიდად მითხრა.
– არა, ნამდვილად არ მითქვამს.
– ნასვამი იყავი და არამგონია გახსოვდეს რა მითხარი.- მელოდიურად ჩაეცინა, მე კი ვცდილობდი რაილის დაბადებისდღეზე განვითარებული მოვლენების კარგად გახსენებას.
– ჩემს მისამართს არ ვეუბნები უცნობებს.
– უცნობები აღარ ვართ მე და შენ, ქეროლაინ. – ისევ მელოდიური სიცილი. საერთოდ ღირს მასთან შეხვედრა? გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ფიქრისთვის დრო აღარ მქონდა დარჩენილი.
– მოვედი. – თქვა და ტელეფონი გათიშა.
ხელში ეიდენის პიჯაკი მეჭირა და თან ვგრძნობდი როგორ გამიოფლიანდა ხელის გულები. გული ამიჩქარდა და საერთოდ არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ესეთ სიტუაციაში ამოვყავი თავი.
ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ დემიენს წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემი და ეიდენის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.
თავში მისი სიტყვები მიტრიალებდა, მახსენდებოდა როგორი აგრესიით საუბრობდა ეიდენის შესახებ და თუ როგორ აპირებდა ამ პიჯაკის ეიდენისთვის გადაცემას.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვცდილობდი როგორმე ემოციების მოთოკვას. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ესე უფრო მშვიდობიანად მოგვარდებოდა სიტუაცია და თუ ამ პიჯაკს კიდევ დიდხანს დავიტოვებდი ჩემთვის, ედიენისა და დემიენის დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა.
იმის წარმოდგენა, თუ რას იფიქრებდა ან როგორ მოიქცეოდა დემიენი ჩემი საქციელის გაგების შემდეგ, ჟრუანტელს მგვრიდა მთელ სხეულში.. მხოლოდ ერთ რამეს ვიმედოვნებდი.. იმას, რომ დემიენი გამიგებდა.
კარების სახელური ჩამოვწიე, ძალა მოვიკრიბე და თამამად გადავდგი პირველი რამდენიმე ნაბიჯი. ეიდენი დიდ ჯიპთან მიყუდებული იდგა, სათვალეები ეკეთა და ვაღიარებ, მისი დანახვა, შორიდანვე დიდ ინტერესს აღძრავდა ჩემში.
მუქი ფერის ჯინსები და თეთრი პერანგი ეცვა, მხრებზე შავი ჟაკეტი ჰქონდა შემოგდებული, მუქი ფერის თმები კი ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა, რაც მის ჩაცმულობას კიდევ უფრო ამშვენებდა.
როგორც კი დამინახა გამიღიმა, სათვალეები მოიხსნა და შევამჩნიე თუ კიდევ როგორ დაპატარავდა მისი წვრილი თვალები. პიჯაკი მხარზე მქონდა გადაკიდებული და ერთი სული მქონდა მისთვის გადამეცა და შემდეგ ჩვენი გზები სამუდამოდ გაყოფილიყო. ეიდენი მომიახლოვდა და გადამკოცნა. ისე მიღიმოდა თითქოს დიდიხნის მეგობრები ვიყავით და ერთმანეთის დანახვა ძალიან გვიხაროდა.
– ესე მალე აქ საიდან გაჩნდი? – ვკითხე.
– აქვე ვცხოვრობ და თან უკვე მანქანაში ვიჯექი როცა დაგირეკე.
– ჩემი მისამართი საიდან გაიგე? – ვცდილობდი მზერა არ მომეშორებინა მისი სახიდან, რათა მარტივად შემემჩნია ცრუობდა თუ არა.
– ხომ გითხარი, იმ დღეს კლუბში შენთვითონ მითხარი.
– და რატომ უნდა მეთქვა ჩემი სახლის მისამართი? – წარბები შევჭმუხნე და მის გამოტეხვას ვცდილობდი.
– ეგ არ ვიცი.. ცუდად რომ გახდი და ჰაერზე გასვლა შემოგთავაზე, გითხარი თუ გინდა სახლში წაგიყვანთქო და ალბათ, მაშინ მითხარი.. – ისე დამაჯერებლად საუბრობდა მეც დავეჭვდი ჩემ თავში და ვცდილობდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნებას.
– კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ შენი პიჯაკი დაგიბრუნე. – ვუთხარი და შავი პიჯაკი გავუწოდე.
– მადლობა. – გამომართვა და ისევ მე მომაშტერდა.
– არაფრის. – გავუღიმე და ზურგი ვაქციე. სახლში შესვლა გადავწყვიტე, რადგან არ მინდოდა გაეგო, რომ სხვაგან მივდიოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მანქანით გაყვანას შემომთავაზებდა.
– ქეროლაინ. – უკნიდან მომაძახა, მე კი იძულებული გავხდი მისკენ შევტრიალებულიყავი.
– ჰო.
– არ გინდა ცოტა გავისეირნოთ? – თვალები ისევ მოჭუტა და საყვარლად გამიღიმა. ერთი შეხედვით, ისეთი გარეგნობა ჰქონდა, არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ცუდი პიროვნება იყო. ამის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა ზედმეტად არასწორი საქციელი იყო ჩემი მხრიდან.
– არა, მადლობა. სხვა საქმეები მაქვს. თან პიჯაკი უკვე დაგიბრუნე. – ვცდილობდი იმის მინიშნებას, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი უკვე აღარ არსებობდა. შემეძლო პირდაპირ მეთქვა, რომ შეყვარებული მყავდა და რომ ეს ადამიანი დემიენ ლუკასი იყო, რომელსაც კარგად იცნობდა ეიდენი. მაგრამ არ მინდოდა ამ საქმეში დემიენის გარევა. ჩემითაც მშვენივრად შევძლებდი არასაჭირო ადამიანების მოშორებას.
– კარგი, სხვა დროს იყოს. – მითხრა და ისევ თავისი შავი სათვალეები გაიკეთა. მანქანის კარი გამოაღო და სანამ ჩაჯდებოდა ისევ მომმართა.
– დემიენს ჩემგან მოკითხვა გადაეცი როცა ნახავ. – თქვა და მანქანის კარები მძიმედ მოაჯახუნა. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა ეიდენი ნაითვილის ქუჩებში.
ღრმად ამოვისუნთქე და კიდევ უფრო ავნერვიულდი, როცა ეიდენმა დემიენის სახელი ახსენა. ვიცოდი კარგს არაფერს მოასწავებდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა..ერთადერთი რამ რაც დამრჩენოდა უბრალოდ ამ ყველაფრის დავიწყება და დროებით სხვა თემაზე ყურადღების გადატანა იყო.
იმედი მქონდა, რომ ვერონიკასთან შეხვედრა შეძლებდა ჩემი ტვინიდან შემაძრწუნებელი ფიქრების ამოგდებას. სწორედ ამიტომ აღარ დავაყოვნე და ეიდენთან შეხვედრიდან ნახევარ საათში რესტორნის შესასვლელთან აღმოვჩნდი.
ვერონიკაც მალევე მოვიდა, თავისი ლამაზი ვერცხლისფერი მანქანიდან გადმოვიდა და ქუსლიანი ფეხსაცმელებით მომიახლოვდა. ხელები მაგრად გაშალა და გულში ჩამიკრა.
სიყვარული ზოგ ადამიანს რომ ზედმეტად ცვლის ამაში იმ დღეს დავრწმუნდი, როცა ვერონიკა ესეთი ლაღი, კეთილი და მოსიყვარულე დავინახე. ჯეიკის გამოჩენამ მხოლოდ ვერონიკას საუკეთესო თვისებები გამოიტანა სააშკარაოზე.
რესტორანში შევედით და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დავსხედით. ორივემ შევუკვეთეთ სასურველი კერძები და ვერონიკას ინიციატივით წითელი ღვინოც მოვატანინეთ.
ვერონიკა აღტაცებით მიყვებოდა თავის ამბებს, ამავდროულად, ცდილობდა როგორმე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაეგო ჩემი და დემიენის ურთიერთობის შესახებ.
ორივე მხიარულად ვიხსენებდით ოქროს ვარსკვლავში განვითარებულ მოვლენებსა და ჩვენ პირველ შეხვედრას. მართალია, ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ სანამ ყურებამდე გაღიმებულმა ვერონიკამ სახესთან ახლოს არ მომიტანა თითები, იქამდე ვერ შევამჩნიე ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მის ხელს ამშვენებდა.
როგორც აღმოჩნდა ჯეიკი და ვერონიკა დაინიშნენ და მალე გრანდიოზულ ქორწილსაც გეგმავდნენ, რომელშიც მე და დემიენი უკვე დაპატიჟებულნი ვიყავით. რამდენიმე ჭიქა ღვინო მოვწრუპეთ და სასიამოვნოდ ვატარებდით საღამოს. ვერონიკა სამსახურის თაობაზეც გამესაუბრა და როცა გაიგო როგორ მიყვარდა წერა და რომ ჟურნალისტიკას სერიოზულად ვეკიდებოდი, შემომთავაზა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორად მუშაობაში ბედი მეცადა. როგორც გაირკვა, ვერონიკას ნახევარ და სახელად სტეისი საკმაოდ გავლენიანი პიროვნება გახლდათ ამ სფეროში და თუ შესაბამისი მონაცემები აღმომაჩნდებოდა ვერონიკა მპირდებოდა, რომ ძალიან კარგ ადგილას შევძლებდი მუშაობის დაწყებას. ამ სიახლის გაგებამ მთლიანად შეცვალა ჩემი განწყობა და იმის მიუხედავად, რომ ეს ჯერ მხოლოდ და მხოლოდ შემოთავაზება იყო, გული მიგრძნობდა ეს საქმე ჩემ სასიკეთოდ წარიმართებოდა. ვერონიკას უამრავი მადლობა გადავუხადე იმ საღამოს და მართლა ვერ ვიაზრებდი რომ ჩემ წინ მჯდომი ლამაზი გოგონა ის ვერონიკა იყო, რომელიც ოდესღაც აბუჩად მიგდებდა და რომელსაც მეგობრის გარდა ყველაფერს ვუწოდებდი.
მოკლედ რომ ვთქვა, საღამომ იმაზეუკეთ ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდი. ტელეფონს დავხედე 11 საათი გამხდარიყო და ჩემდა გასაკვირად დემიენისგან არცერთი ზარი და არცერთი შეტყობინება არ დამხვდა.
კიდევ გავაგრძელეთ მედა ვერონიკამ სხვადასხვა თემაზე ჭორაობა, როცა ერთერთ მაგიდაზე ჩემთვის ზედმეტად ნაცნობდა უკვე ცოტა დავიწყებულ ადამიანს მოვკარი თვალი. ლუკმა კინაღამ ყელში გამეჩხირა,როცა ჩარლი ჯოუნსი დავინახე, რომელიც ვიღაც გოგოსთან ერთად ჩვენი მაგიდისგან ოდნავმოშორებით იჯდა. არ ვიცი რამდენი ხნის წინ შემოვიდა აქ, რადგან რესტორანში შემოსვლისას საერთოდ არ შემიმჩნევია იგი. არც ის ვიცი თვითონ დამინახა და უბრალოდ ყურადღება არ მომაქციათუ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ რამდენიმე მაგიდის მოშორებით მე ვიჯექი. მეორე ვარიანტის ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემმა ხველებამ ჩარლის ყურადღება ჩემკენ გადმოიტანა,თვალები ბავშვურად გაუბრწყინდა და ნელი ნაბიჯებით ჩემკენ სვლა დაიწყო. წითელი ღვინო მოვსვი, რომ კისერში გაჩხერილი ლუკმა მშვიდად გადასულიყო ჩემს კუჭში და სანამ წამოვდგებოდი ჩარლის სხეული უკვე თავზე დამყურებდა და ბედნიერად მიღიმოდა.
ესეც ახალი თავი 🙂 იმედია, რომ მოგეწონებათ და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
P.S ძალიან მაინტერესებს მთავარ პერსონაჟებად ვინმე კონკრეტული ადამიანები თუ გყავთ წარმოდგენილი. მართალია ეს არ არის Fanfiction, (რომელიც ასე ძალიან მიყვარს) მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს თუ როგორია თითოეული მათგანი თქვენს წარმოსახვაში 🙂 <3
[text_hash] => b9ef8bc4
)