Array
(
[text] =>
დემიენის დაბადებისდღიდან ერთი კვირა გავიდა.. სახლში დაბრუნებულს სოფიმ 250 კითხვა მომაყარა დემიენის შესახებ, მე კი 250-ვე უპასუხოდ დავტოვე და ვუთხარი, რომ როცა დრო მოვიდოდა ყველაფერს მოვუყვებოდი. დემიენის თხოვნა გავითვალისწინე და დედასთვის არ გამიმხელია მისი ნამდვილი ვინაობა.. არ ვიცი რა განაპირობებდა მის ამ სურვილს, მაგრამ თუ თავს ასე უფრო კომფორტულად იგრძნობდა, თანახმა ვიყავი ხმა არ ამომეღო მის შესახებ.
სასწავლო რეჟიმს დავუბრუნდი და ამავდროულად ვცდილობდი დემიენისთვის დროის გამონახვას. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თავს იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი მეშინოდა ეს დიდი ბედნიერება ჩემთვის ვინმეს ხელიდან არ გამოეგლიჯა. ამ ერთ კვირაში საღამოობით დემიენი სახლთან მაკითხავდა ხოლმე, ძვირადღირებულ რესტორნებში მივყავდი, გემრიელ საჭმელებს მივირთმევდით და უსასრულოდ ვსაუბრობდით ყველაფერ იმაზე, რისი გაგებაც ერთმანეთის შესახებ გვინდოდა.
ვაღიარებ, თავისი ისტორიის მოყოლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დემიენმა გული ბოლომდე გადამიშალა, იგი უფრო გულახდილი გახდა. მარტივი შესამჩნევი იყო, რომ არაფრის დამალვას აღარ ცდილობდა. ხშირად გაჩუმდებოდა, მაკვირდებოდა და თავის გრძნობებს ხმამაღლა გამოხატავდა. არ მეგონა ადამიანის შეყვარებას ესე ადვილად და ესე მალე თუ შევძლებდი, მაგრამ ფაქტია, ეს ასე მოხდა. დემიენი იმაზე მეტად მიყვარდა, ვიდრე უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი.. და ვიცოდი, დემიენიც ზუსტად იგივეს გრძნობდა ჩემ მიმართ.
შეიძლება გაგიკვირდეთ, ერთმანეთისთვის ხომ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია ესე უსაზღვროდ რომ შეგვყვარებოდა ერთმანეთი, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ დროს არგუმენტებით იმის დასაბუთება თუ რატომ გიყვარს ადამიანი, ძალიან უაზრო და უადგილოა.
ერთ-ერთ დღეს როცა რესტორანში გემრიელ შამპანიურს მივირთმევდით დემიენს ვკითხე სჯეროდა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების, მან კი ცხადია მიპასუხა, რომ ეს შეუძლებელი იყო ეხლაც კარკად მახსოვს მისი შემდეგი სიტყვები:
„ერთი ნახვით შეყვარების რა გითხრა ქეროლაინ, მაგრამ როგორც კი ოქროს ვარსკვლავში პირველად დაგინახე და შენს ლამაზ ლურჯ თვალებში ჩაგხედე, ზუსტად ვიცოდი, რომ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდი ჩემს ცხოვრებაში.”
ამ სიტყვების მოსმენამ გული გამითბო და უბრალოდ ვტკბებოდი იმ ბედნიერი წუთებით, რომელსაც დემიენის გვერდით ვატარებდი.
ერთ კვირიან ბედნიერებასაც გამოუჩნდა დასასრული და მალე დემიენისგან შევიტყვე, რომ მალე სამსახურიდან უცხოეთში მიემგზავრებოდა რამდენიმე დღით. პირველი კითხვა, რაც დემიენს დავუსვი სარას შესახებ იყო. მაინტერესებდა ისიც თუ მიემგზავრებოდა დემიენთან ერთად. დემიენს ამ კითხვის მოსმენისას ჩაეცინა, თმები ხელით ამიჩეჩა და მითხრა, რომ ამ საქმესთან სარა არაფერ კავშირში არ იყო.
ვაღიარებ, დიდად არ მომწონდა ჩემი თავი ამ როლში, როდესაც ვინმეზე ვეჭვიანობდი, მაგრამ სარა დევისი არც ჩემთვის და განსაკუთრებით დემიენისთვის არ წარმოადგენდა უბრალოდ „ვინმეს”.
უნივერსიტეტში საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა. შეყვარებულ ადამიანს წესით გონება უნდა გაეფანტოს მე კი პირიქით, ესეთი მოწადინებული არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცი შემოქმედებითმა მხარემ გაიღვიძა თუ არა ჩემში, მაგრამ ფაქტია, წერას კიდევ უფრო მოვუხშირე, ლექტორები კი კიდევ უფრო კმაყოფილები რჩებოდნენ ჩემით.
ერთი დიდი საშიშროება სწორედ სწავლის საფასური იყო, რომელიც გადაუხდელობის შემთხვევაში წამართმევდა უნივერსიტეტში სიარულის შესაძლებლობას.
ვიცოდი სამსახური უნდა მეშოვნა, მაგრამ გამორიცხული იყო ამაში დემიენი გამომეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ყოველდღე მთავაზობდა სხვადასხვა ადგილას სამსახურის დაწყებას, მას ყოველ ჯერზე უარით ვისტუმრებდი. მიდნოდა ჩემით გამეკეთებინა ყველაფერი და რაც მთავარია არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ დემიენის გვერდით ამ მიზეზის გამო ვიყავი.
სამსახურზე ფიქრმა ჩარლიც გამახსენა, რომელიც ასე გადამავიწყდა..იმ დღის შემდეგ არც შევხმიანებივარ და რატომღაც ნამუსმა შემაწუხა. მართალია, ჩარლი გრძნობებში გამომიტყდა და ამის შემდეგ ახლო მეგობრებად დარჩენა არც ისე კარგი იდეა იქნებოდა, მაგრამ ასე უყურადღებოდ და უპასუხოდ დატოვებაც არ იყო კარგი საქციელი ჩემი მხრიდან.
პარასკევს საღამოს უნივერსიტეტის შემდეგ რაილისა და სკოტთან ერთად ბევრი ვისეირნე. ამ ბოლო დროს ბევრ დროს ვეღარ ვატარებდი მათთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ, საპატიო მიზეზი მქონდა ამისთვის. ბევრი ვილაპარაკეთ, მე კი ზედმეტად გახარებული ვიყავი, როცა ჩემ ორ საუკეთესო მეგობარს ყურებამდე შეყვარებულებს ვხედავდი. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათი სიყვარული შენც გადმოგდებოდა. ორივე ბედნიერებას ასხივებდა, როცა ერთად მოძრაობდნენ, მე კი ძალიან ამაყი ვიყავი მათი სახით ესეთი კარგი და ახლო მეგობრები რომ მყავდა.
რაილიმ უკვე მერამდენეჯერ შემახსენა, რომ დემიენის გაცნობა უნდოდა. მართალია, რაილი ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა მის შესახებ, მაგრამ ახლოს გაცნობა მისი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი იყო. სკოტი დიდად ინიციატივას არ იჩენდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი მასაც ძალიან აინტერესებდა და უნდოდა დემიენ ლუკასის ახლოს გაცნობა.
სახლში დაბრუნებულმა მაშინვე დემიენს დავურეკე, ორი ზარი გავიდა და ხავერდოვანი ხმის მოსმენამ მაშინვე ბედნიერების ტალღა მაგრძნობინა.
– ქეროლაინ, რატომ არ პასუხობ ტელეფონს, როცა გირეკავენ?
– ამმ.. რაილისთან და სკოტთან ერთად ვსეირნობდი და ჩანთაში მედო ტელეფონი. – სამზარეულოში გადავინაცვლე და ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე.
– მერე ხმა გამორთული გაქვს? – ჩაახველა.
– ხო, ლექციების მერე ჩართვა დამავიწყდა.
– მაინც არ მესმის ესე ძალიან რატომ გიყვარს სეირნობა.
– და რატომ არ უნდა მიყვარდეს? – წარბები შევჭმუხნე.
– არ ვიცი.. სიცივეში უაზროდ სიარულს ჯობდა ჩემთან მოსულიყავი.
– პირველ რიგში სიცივე საერთოდ არ არის დღეს, მეორე რიგში რაილი და სკოტი კარგად დიდი ხანია არ მინახავს და მესამე რიგში შენ სამსახურში იყავი და როგორ მოვიდოდი შენთან?
– ჩემთან მოხვიდოდი სამსახურში, ქეროლაინ. – სიტყვა სამსახური გამოკვეთილად თქვა.
– აქამდე არ შემოგითავაზებია, ასე რომ…
– ასე რომ? – ჩაეცინა – ჩემი შემოთავაზება არამგონია შენ გჭირდებოდეს.
– კარგი, შემდეგისთვის გავითვალისწინებ. – ჩაი დავისხი და ოთახში გადავინაცვლე.
– როცა დრო მაქვს მე ყოველთვის გირეკავ, შენ კიდევ როგორც ჩანს ისე ხშირად არ გახსენდები.- ამოისუნთქა.
– ყოველთვის მახსოვხარ დემიენ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ შენ გარდაც მყავს მეგობრები, რომელთა გაცნობაც როგორც ვატყობ შენ დიდად არ გინდა.
– რა სისულელეს ამბობ ხოლმე ხანდახან. მინდა და გავიცნობ კიდეც აუცილებლად, უბრალოდ ზედმეტად დაკავებული ვარ და თავისუფალი დრო მირჩევნია მარტო შენ დაგითმო ვიდრე შენ მეგობრებს.
– გასაგებია.
– დღეს საღამოს მოდი ჩემთან, სახლში.
– ვერ მოვალ…
– და რატომ?
– ვერონიკა უნდა ვნახო.
– ვერონიკა? – ჩაეცინა.
– ხო რაიყო?
– არაფერი უბრალოდ ეგეც თუ შენი მეგობრების სიაში ეწერა არ ვიცოდი.
– შევპირდი და უარს ვერ ვეტყვი.
– როგორც ჩანს მეც წინასწარ უნდა ჩავეწერო ხოლმე მაგ სიაში.
– რა სიაში?
– შენი მეგობრების, რომლებსაც ნახულობ.
– არ უნდა ვნახო? – ვერ ვხვდებოდი რატომ მელაპარაკებოდა ცინიკურად.
– კი, უნდა ნახო, მაგრამ შენ გეგმებს მე რატომ არასდროს არ მითანხმებ?
– არ ვიცი, ხანდახან შენც არ მითანხმებ ხოლმე, დემიენ.
– აჰა, გასაგებია..- ჩაახველა და განაგრძო- წავედი არ მცალია და საღამოს მეც შეიძლება გამომიჩნდეს საქმეები. – ეს მითხრა და ყურმილი გათიშა, ვიცოდი განაწყენდა დღეს რომ ვერ ვნახულობდი, მაგრამ არ მინდოდა დემიენს გადაეფარა და დაეჩრდილა სხვა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად სწორედ მის გვერდით ყოფნა მესიამოვნებოდა მეც, მაგრამ მის გარდა სხვა საქმეებიც მქონდა და სხვა ადამიანებთანაც უნდა მქონოდა კონტაქტი. დემიენს კი ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ მისთვის დამეთმო ჩემი თავისუფალი დრო.
ჩვენ დიალოგზე ბევრი აღარ მიფიქრია. გავემზადე, შავი გრძელსახელოებიანი კაბა ჩავიცვი, რომელიც მუხლებამდე ეშვებოდა, ყელზე კი დემიენის ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე, რომელმაც ჩემი თილისმა, ლურჯთვლიანი ყელსაბამი იმ დღიდანვე ჩაანაცვლა, როცა ეს საჩუქარი მივიღე.
სოფის დავურეკე, სამსახურში იყო და ვუთხარი, რომ მეც გავდიოდი სახლიდან. ვერონიკას, გასვლამდე კიდევ ერთხელ დავურეკე და ერთ-ერთ რესტორანში წასვლაზე შევთანხმდით. ზუსტად იქ, სადაც ჩარლის ჩემს რეალურ გრძნობებში გამოვუტყდი და მეგობრებად დარჩენა შევთავაზე.
ის იყო სახლის კარებს ვკეტავდი, რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა, რომელსაც დღეს ყველაზე და ყველაფერზე ნაკლებად ველოდებოდი. ეიდენი იყო და წარმოდგენაც არ მინდოდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა დემიენს ამ ზართან დაკავშირებით.
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი, წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები განვითარდება 🙂 სამწუხაროდ, ხშირად ვეღარ ვდებ, რადგან მალე გამოცდები მეწყება.. მაგრამ თუ გაინტერესებთ გაგრძელება, არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
[text_hash] => c40826d6
)