დაკავშირებული – თავი 31. ყელსაბამი
// qc

დაკავშირებული - თავი 31. ყელსაბამი

Array
(
[text] =>

   რამდენიმე წუთში სახლის მეორე სართულზე ამოვყავი თავი, სადაც შედარებით უფრო სიმშვიდე იყო. ხალხის რაოდენობამ იკლო, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ღამე აქედან წასვლას ბევრი არ აპირებდა. დემიენი წინ გამიძღვა და ერთერთი ოთახის კარები გამოაღო. ოთახი მდიდრულად იყო მოწყობილი, ცენტრში დიდი და ძალიან ლამაზი საწოლი იდგა, იქვე დივანსა და ტელევიზორსაც მოვკარი თვალი. საწოლის მარჯვენა მხარეს კი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით საპირფარეშო მოჩანდა. საწოლის უკან დიდი ფანჯრები იყო, რომელსაც კრემისფერი გრძელი ფარდები ამშვენებდა.

ოთახში უხერხულად ვიდექი და გონებაში ვატრიალებდი რამდენიმე წუთის წინ განვითარებულ მოვლენებს. ვერ ვიტყვი, რომ სიბრაზემ ბოლომდე გადამიარა, მაგრამ ამ აგრესიის ჩემთვის შენახვა ეხლა უკეთ შემეძლო. დემიენმა კარები მოხურა და დივანზე დაჯდა, მე საწოლის კიდეში ჩამოვჯექი და ხელებით თვალები მოვისრისე, მეძინებოდა. დემიენი ჩუმად იჯდა იდაყვით თავის მუხლებს ეყრდნობოდა და უბრალოდ მიყურებდა.

– სანამ გახვალ დავილაპარაკოთ.- ვუთხარი და ფეხი ფეხზე გადავიდე.

– არსად არ გავდივარ, საკმარისი მილოცვები მივიღე.- პოზა არ უცვლია და სერიოზული სახით მეუბნებოდა.

– ალბათ, შენც ამ ოთახში არ რჩები ხომ? – სწრაფად წარმოვთქვი ეს სიტყვები.

– ეს ჩემი ოთახია, ქეროლაინ, ასე რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ აქ ვრჩები. – ეშმაკურად გამიღიმა.

– მე? – გულის ცემა გამიხშირდა და ვგრძნობდი ლოყებს სიწითლე ემატებოდა.

– რა შენ? – ვითომ ვერ მიხვდა რაც ვკითხე.

– მე რომელ ოთახში ვრჩები?

– ამ ოთახში.- მზერას არ მაშორებდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვდილობდი ჩემი დაბნეულობა არ შემემჩნია. ვიცოდი, სიამოვნებას სწორედ იმით იღებდა, რომ აღელვებულს მხედავდა.

– ხელი არ უნდა დამერტყა…- ჩავილაპარაკე და ძირს დავიხედე.

– კარგია თუ მიხვდი. – სავარძელში გასწორდა და ხელი თმებში შეიცურა.

– უბრალოდ იცი რა მიკვირს? – ამჯერად მზერა მასზე გადავიტანე.

– რა? – ამოისუნთქა, ალბათ, უკვე ამზადებდა რაიმე პასუხს.

– რომ გაგიკვირდა ჩემი გაბრაზება და ალკოჰოლს დააბრალე ჩემი საქციელი. – ჩამეცინა, არ მინდოდა ისევ ამტირებოდა.

– ჰო, გამიკვირდა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ისტორია კარგად გაქვს მოსმენილი.

– ისევ გიყვარს? – მოულოდნელად ვკითხე.

– სარა? – უაზროდ ეღიმებოდა, მე კი გული მტკიოდა ამ კითხვის დასმით.

– ხო.

– არა, ქეროლაინ, არ მიყვარს.

– თვითონ უყვარხარ. – ისევ ძირს დავიხედე, არ მსიამოვნებდა სარაზე ლაპარაკი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..

– კი, ოღონდ როგორც მეგობარი. – მშვიდი ტონით ამბობდა.

– ყოველ დღე ნახულობ ? – ცნობისმოყვარეობა მალაპარაკებდა და ალბათ, ალკოჰოლიც, რადგან სხვა შემთხვევაში ამ კითვებს მას ნამდვილად არ დავუსვამდი.

– სარაზე სალაპარაკოდ უნდა დავხარჯოთ ჩვენი დრო? – თვალები ოდნავ მოჭუტა და ისევ მოურიდებლად მათვალიერებდა.

– არა, უბრალოდ ვცდილობ ლოგიკურობა დავინახო ამ სიტუაციაში.

– ქეროლაინ, – თქვა და ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა ოდნავ დაიხარა და მითხრა – ალოგიკური არაფერია იმაში, რომ სარა დღეს აქ არის, ჩემს დაბადების დღეზე, რადგან 8 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ასევე ისიც უნდა გახსოვდეს, რომ სარა ჩემი ბიზნეს პარტნიორი და მეგობარია.

– თან შენი ყოფილი ცოლიც. – დავამატე.

– ჰო რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს და არც არაფერს ცვლის.

– გასაგებია. – ვუთხარი, რადგან მივხვდი აზრი არ ქონდა მასთან კამათს. რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა და ზემოდან დამყურებდა. ძალიან უხერხულად ვიჯექი, მაგრამ მოვიტყუები, რომ ვთქვა ესეთი სიახლოვე დისკომფორტს მიქმნიდათქო.

უცბად დემიენის ტელეფონმა დარეკა, რის გამოც უკან გაიწია, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მაშინვე შევამჩნიე, რომ დიდად არ გაუხარდა იმ სახელის წაკითხვა, რომელმაც ღამის პირველ საათზე შეაწუხა. ეკრანს უყურებდა რამდენიმე წამი, მერე თვითონ გაუთიშა და ადგილზე გაშეშდა. მერიდებოდა კითხვის დასმა თუ ვინ იყო, ამიტომ უბრალოდ ვუთხარი :

– თუ გინდა გავალ და დაილაპარაკე. – საწოლიდან წამოვდექი და როცა მივუახლოვდი, მაჯაზე ხელი მომკიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა.

– არ გახვიდე.

– კარგი…

– დედაჩემია. – მოულოდნელად მითხრა, თან მზერა მომაშორა და ფანჯარას მიაშტერდა.

– დედაშენი? – გაკვირვებული სახით ვკითხე.

– ხო, ალბათ, დაბადების დღის მოლოცვა უნდა. – ჩაეცინა, მაგრამ ადვილი შესამჩნევი იყო რამხელა ტკივილი იმალებოდა ამ სიცილის უკან.

– მერე რატომ არ პასუხობ?

– მარტივი მიზეზის გამო. არ ველაპარაკები.

– ხო მაგრამ…

– არანაირი მაგრამ. შენ ეს არ გეხება და რჩევა არ მიკითხავს.- მკაცრი სახით მითხრა, მე კი გავჩუმდი.

– მეძინება. – დაღლილი სახით ვუთხარი.

– დაწექი, მე დივანზე დავიძინებ. – მითხრა, მე კი რატომღაც, ამ პასუხს მისგან არ ველოდებოდი.

– ამმ.. კარგი.

– კარგი. – გაიმეორა და გამიღიმა. აუცილებლად ჩავეხუტებოდი მასზე გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი.

– გამოვიცვლი და დავბრუნდები. – ჩემი ჩანთა ავიღე და საპირფარეშოში შევედი. გული აჩქარებული მქონდა,არ ვიცოდი რაზე ვნერვიულობდი, მაგრამ ფაქტია დემიენთან ერთად ღამის გატარება არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა.

მოვწესრიგდი, გამოვიცვალე და ჩემი ლურჯი ღამის პერანგი ჩავიცვი, რომელიც მუხლამდე ეშვებოდა. სარკეში ჩავიხედე, თმები ოდნავ გავისწორე და როცა მივხვდი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო კარების სახელური ჩამოვწიე და ოთახში დავბრუნდი.

დემიენი ოთახში არ დამხვდა, მეც დრო ვიხელთე და საწოლში ჩავწექი. იმხელა ბალიშები იყო, ალბათ, შორიდან კარგად არც გამოვჩნდებოდი.

ცოტახანში კარები გაიღო და დემიენი შემოვიდა, მაისური აღარ ეცვა და ზედმეტად კარგად ჩანდა მისი დაკუნთული სხეული.. არ მინდოდა დიდხანს მიშტერება, ამიტომ ხელში ტელეფონი ავიღე..

– მალე რომ აღარ გამოხვედი, მეორე საპირფარეშოში შევედი.

– აჰამ… – გვერდი ვიცვალე, არ მინდოდა მისთვის შემეხედა.

– მაგ საწოლში ყოველთვის ტკბილად მძინავს. – თქვა და თვითონ დივანზე წამოწვა. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ აქ დაწოლას არც ერთ შემთხვევაში არ შევთავაზებდი.

– კარგია. – ვუთხარი და Facebook გავხსენი.. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, არ ვიცოდი დემიენს უკვე ეძინა თუ არა, მაგრამ რამდენიმე წუთში დუმილი დემიენმა დაარღვია :

– ქერ..

– ჰო. – ტელეფონი დავბლოკე და ჭერს მივაშტერდი.

– როგორ ფიქრობ, დედაჩემს კიდევ ვუყვარვარ? – მოულოდნელად მკითხა, მე კი დავიბენი, არ ველოდებოდი ამ კითხვას.

– ყველა დედას უყვარს თავისი შვილი.

– ჩემს საქციელს თუ გავითვალისწინებთ მაინც?

– კი, მაინც.. სიყვარულს მხოლოდ ადამიანის საქციელი არ განსაზღვრავს..

– შენ გიყვარვარ?

– კი დემიენ, მიყვარხარ.. მაგრამ, ხშირად ნერვებს მიშლი. – ეს სიტყვები ვუთხარი თუ არა შევამჩნიე, რომ დემიენის სილუეტი მომიახლოვდა. დავიბენი, თან ავნერვიულდი და არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა.

– კაბასთან ერთად ეს ყელსაბამიც შეგირჩიე და მოცემა დამავიწყდა.. მგონია, რომ ძალიან მოგიხდება. – ჩემ თავთან ჩამოჯდა და ულამაზესი კულონი გამომიწოდა. სიბნელეშიც კი ბრჭყვიალებდა და ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რამდენად ძვირფასი იქნებოდა იგი.

– რატომ წუხდები. – ვუთხარი და თან ხელში ვათამაშებდი ლამაზ ყელსაბამს, რომელსაც ვიცოდი არასდროს აღარ მოვიხსნიდი კისრიდან.

– მოგწონს? – გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა.

– კი, ძალიან… დიდი მადლობა. – გამეღიმა, თვალებში შევხედე და გული სითბოთი ამევსო.

– გახსოვს, ერთხელ მკითხე რა გიყვარს ყველაზე მეტადო? – ოდნავ მომიახლოვდა და მის ცხელ სუნთქვას კარგად ვგრძნობდი ტუჩებზე.

– მახსოვს.

– ჩემი პასუხიც ხომ გახსოვს?

– კი. მითხარი, რომ ცხოვრება გიყვარს ყველაზე მეტად.

– მემგონი მაგ სიტყვამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. – მითხრა და ხელით თმა ყურზე გადამიწია. მის შეხებაზე თითქოს მთელ სხეულში დენმა გაიარა.

– და რატომ? – გული გამალებით მიცემდა, ეიფორიაში ვიყავი.

– ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ქეროლაინ. ჩემი ცხოვრება უშენოდ არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც ეხლაა. – სერიოზული სახით მითხრა, მე კი მზერას ვერ ვაშორებდი მის ლამაზ თვალებს.

– თუ ამ სიტყვებს გულწრფელად ამბობ, გული ესე აღარ მატკინო.

– შენ კიდევ შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ.

– თუ ამის მიზეზს არ მომცემ, არა.

– შემპირდი. – არ ნებდებოდა, მეც სხვა გზა არ მქონდა.

– გპირდები. – ვუთხარი, დემიენის სახე კი კიდევ უფრო მომიახლოვდა. რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს და სანამ პეპლების კორიანტელი ბოლომდე შემომიტევდა, ჩემს ტუჩებს დაეწაფა და მაკოცა. თვალები დავხუჭე და ხელი თმებში შევუცურე. მეგონა ჩემი გულის ცემას ისიც გაიგებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისი ტუჩები ჩემს კისერზე გადაიტანა. ემოციების ტალღა მომაწვა, ეიფორიაში ვიყავი და არ მეგონა ამ გრძნობას თუ გადავურჩებოდი. როცა თვალს ვახელდი ვერ ვიაზრებდი იმას თუ სად ვიყავი და ვისთან ერთად… რამდენიმე თვის წინ დემიენის უბრალოდ დანახვაც კი მაბედნიერებდა, დღეს კი ის სიყვარულს მეფიცებოდა. ძალიან უცნაურია ცხოვრება და ბევრი მოულოდნელობით აღსავსე… მართლა არასდროს იცი წინ რა გელოდება, მაგრამ ამ წამს, ამ ბედნიერ მომენტში იმედი მქონდა, რომ დემიენი არასდროს გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან. რაც უფრო ახლოს ვიყავი მასთან, კიდევ უფრო მიუწვდომლად მიმაჩნდა იგი. როცა ადამიანი ტკივილამდე გიყვარს, ყველაზე მეტად სწორედ მისი დაკარგვა გაშინებს. სწორედ ამიტომ დემიენს უნდოდა მისთვის პირობა მიმეცა, რომ არასდროს მივატოვებდი, მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ თუ თავისი ნებით არ იტყოდა უარს ჩემზე, მასთან განშორებას არასდროს გადავწყვიტავდი.

დემიენს კოცნა შევაწყვეტინე და ჩუმად ვუთხარი :

– მზად არ ვარ… – თვალები დავხარე და ვცდილობდი ჩემს გრძნობებთან და მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავებას.

– ვიცი და არ გაჩქარებ ქეროლაინ. ყოველთვის ისე მოიქეცი, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, კარგი? – მითხრა, მე უბრალოდ თავი დავუქნიე და დემიენმა შუბლზე მაკოცა.

– ოღონდ აქ რომ არ დაიძინებ ხომ იცი? – ჩამეცინა.

– რომც მთხოვო არ დავიძინებ, ჯოჯოხეთში ჩემი ნებით რატომ უნდა ამოვყო თავი. – თვითონაც ჩაეცინა და საწოლიდან წამოდგა. ლამაზი ნაბიჯებით დივანს მიუახლოვდა და სანამ დაწვებოდა მითხრა.

– და ქეროლაინ..

– ჰო.

– ღამე ლიფით არ იძინებენ, რომ იცოდე. – გაეცინა, მე კი ბალიში ავიღე და ვესროლე. მართალია დემიენი დამცინოდა, მაგრამ რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ესე თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი.

– ძილინებისა. – სიცილნარევი ხმით ვუთხარი.

– ძილინებისა, ქეროლაინ. – დემიენის ხავერდოვანი ხმა ჩამესმა ყურებში და ვიცოდი, ეს ხმა ძილის წინ საუკეთესო რამ იყო მოსასმენად.

იმედია მოგეწონებათ ახალი თავი და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂 

[text_hash] => d336a8be
)

//qc
//QC2