დაკავშირებული – თავი 30. ოცდაექვსი
// qc

დაკავშირებული - თავი 30. ოცდაექვსი

Array
(
[text] =>

           

როგორც კი მათკენ მიმავალი დამინახეს, დემიენმა ძალით გაიღიმა, გასწორდა და თვალებში შემომხედა. სარამ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მხოლოდ მას შემდეგ მოშორდა დემიენს.

–         შეგიძლია ერთი წუთით გამოხვიდე? რაღაც უნდა გითხრა.- რამდენადაც შემეძლო, იმდენად მშვიდად ვუთხარი, ისე, რომ სარასკენ არც გამიხედავს.

–         ჯერ არ მიულოცავ? – სარას ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც გულის რევის შეგრძნებას იწვევდა ჩემში.

–         მივულოცავ? – გამეცინა, ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. ალბათ, შერიგდნენ და ეს უნდა მივულოცო.

–         დღეს დემიენის დაბადებისდღეა, არ იცოდი? – სარამ ხელი შეიცურა თავის გრძელ თმებში, რომელიც  მუქ წითელ ფერში ჰქონდა შეღებილი. ვაღიარებ, უხდებოდა.

–         შენი დაბადების დღეა? – დემიენს გავუსწორე მზერა და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და ნაფლეთებად არ დავშლილიყავი მის წინ.

–         12-ს გადაცდა და 26 ის გავხდი… – ბედნიერი სახით წარმოთქვა ეს სიტყვები და დაამატა – წეღან სარამ მომილოცა.- დემიენმა ჭიქიდან სასმელი დალია და ისევ მე მომაშტერდა. თითქოს უცნაურს ვერაფერს ხედავდა იმაში, რომ რამდენიმე წამის წინ თავის ყოფილ ცოლთან ზედმეტად ახლო კონტაქტში იყმყოფებოდა.

–         ხო, დავინახე, მაგრამ არ ვიცოდი დაბადებისდღეს თუ გილოცავდა. – ორივე, თვალებით ავათვალიერე და კისერში ბურთი გამეჩხირა. არ ვიცოდი ესე ცუდად კიდევ რა მაგრძნობინებდა თავს. ისე იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს მათ ისევ უყვარდათ ერთმანეთი, მე კი უბრალოდ მესამე დამატება ვიყავი, რომელიც ბედნიერ მომენტს უფუჭებდა მათ.

–         კარგი, მე დაგტოვებთ.- სარამ მხარზე ხელი დაადო დემიენს, მერე მე შემომხედა, გვერდულად გამიღიმა და ხალხში გაუჩინარდა.

–         რატომ არ მითხარი? – ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას. არ დავანახებდი დემიენს, თუ რამხელა გავლენა იქონია მის გვერდით სარას დანახვამ. ჩემს სიძლიერეს სწორედ ჩემი სიმშვიდით დავამტკიცებდი.

–         რა? – დემიენი დაიბნა, ხელი მკლავზე მომკიდა, მიღიმოდა და უნდოდა მასთან უფრო ახლოს მივსულიყავი. მე ხელი გავაშვებინე და გავუმეორე:

–         რომ შენი დაბადების დღეა.

–         არ ვიცი, არ მინდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება.

–         ჰო მართალი ხარ, ესეთი რაღაცები ჯობია სარამ იცოდეს, ის ხომ ბევრად უფრო კარგად გიცნობს.

–         ქეროლაინ! – მომიახლოვდა, ცდილობდა რაღაცის თქმას და შეწინააღმდეგებას, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ  მართალი ვიყავი.

–         უნდა წავიდე, ძალიან დავიღალე და მეძინება.

–         წამო ზემოთ, ოთახში ავიდეთ.- წელზე ხელი შემომხვია, მე კი მის შეხებაზე ისევ განზე გავიწიე.

–         არა, სახლში წასვლას ვგულისხმობ.

–         სახლში? – წარბები შეჭმუხნა.

–         ხო, აქ დავიღალე და იქნებ მითხრა ზუსტად მისამართი, რომ ტაქსი…

–         სახლში ვერ გაგიშვებ. – ამჯერად ხელები ჯიბეებში ჩააწყო და გაქვავებული მზერით მიყურებდა.

–         შენი გაშვება არ მითხოვია, მისამართს გეკითხები.

–         დღეს აქ რჩები, სახლში ვერ წახვალ. დედაშენს პირობა მივეცი.

–         დემიენ,- ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი – შენი ნებართვა არ მჭირდება. დედაჩემზე კი მე ვიზრუნებ, მადლობა.

–         რა თქვი? – ცინიკურად ჩაეცინა, ღმერთო როგორ მიშლის ნერვებს!

–         თუ გინდა მეორეჯერაც გაგიმეორებ, რომ შენი ნებართვა არ მჭირდება. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.

–         ესე გვიან, ამ დროს, აქ არანაირი ტაქსი არ მოგაკითხავს.

–         კარგი, რამეს მეთვითონ მოვიფიქრებ. – ზურგი ვაქციე და შემოსასვლელი კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით დავიწყე სიარული.  ძალა აღარ მყოფნიდა იმის მოსაჩვენებლად, რომ კარგად ვიყავი. თვალებიდან ჩემდა უნებურად ცრემლები ჩამომცვივდა და ძალიან, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სრულიად უცხო გარემოში ვიმფყოფებოდი, სადაც დემიენის გარდა არავის ვიცნობდი. ეხლა კი ყველაზე ნაკლებად მის სიახლოვეს ყოფნა მინდოდა. გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, რომ დემიენი ვერაფერს ხვდებოდა და დამნაშავედაც არ მიაჩნდა თავი, მე კი ზედმეტ ახსნა განმარტებებს არ ვაპირებდი.

დიდი კარები მთელი ძალით გამოვაღე. სუფთა ჰაერზე გასვლა თითქოს მესიამოვნა, მაგრამ როცა მუსიკა მიწყნარდა და გავიაზრე, რომ ეზოში მარტო მე ვიმყოფებოდი, კიდევ უფრო უსუსურ არსებად ვიგრძენი თავი. ამ წამს  ყველაზე მეტად მინდოდა სახლში, ჩემს თბილ ოთახში ვყოფილიყავი. ამის მაგივრად კი შინაგანად განადგურებული, სრულიად მარტო დიდ ეზოში ვიდექი და ვტიროდი. ხალხის თანდასწრებით ტირილი არ მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ცრემლებს მისი გამომწვევი ადამიანი ხედავს, მაგრამ  ემოციები იმდენად მომაწვა, ვერ ვჩერდებოდი, ჩემი ცრემლები კი ნელ-ნელა მთლიანად ასველებდა ლამაზ კაბას.

ორ წამში შემოსასვლელი კარი გაიღო, სწრაფი ნაბიჯებით დემიენი მომიახლოვდა, მკლავზე ძლიერად მომიჭირა ხელი და მთელი ძალით მისკენ შემომატრიალა.

–         შენ რა ნორმალურ…ქეროლაინ, ტიროდი?! – ძლიერად სუნთქავდა, თან სახეზე მათვალიერებდა, აღელვება დაეტყო და ხელი გამიშვა.

–         არა, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა. – თვალები ავატრიალე და ვცდილობდი როგორმე ისევ სიმშვიდის შენარჩუნებას. ვითომ ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ ვტიროდი!

–         ქეროლაინ!

–         ქეროლაინ, ქეროლაინ! ამის მეტს ვერაფერს ამბობ დემიენ?! არ ვიცი შენ როგორი შეხედულებები გაქვს, მაგრამ ის რაც ორი წამის წინ დავინახე…. – კისერში კვლავ ბურთი გამეჩხირა და ვიცოდი ერთი სიტყვაც და ისევ ცრემლებად დავიღვრებოდი მის წინ.

–         შენ რა მართლა ამაზე გაბრაზდი? – ჩაეცინა – იმაზე, რომ სარამ დაბადების დღე მომილოცა?

–         ამის დედაც, მემგონი რაღაც პრობლემები გაქვს დემიენ, და ამის მოგვარებაში მე ვერ დაგეხმარები. – ისევ ზურგი ვაქციე, არ ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ ფაქტია აქ გაჩერების სურვილი საერთოდ არ მქონდა.

–         უაზროდ იქცევი! – უკნიდან მომაძახა. ამ სიტყვების გაგონებამ კი დემონი გააღვიძა ჩემში, რომელიც იმაზე მეტად ყოფილა გამწარებული, ვიდრე მე ვიფიქრებდი. დემიენისკენ გამოვტრიალდი, მივუახლოვდი და სახეში ხელი გავარტყი.

–         უაზროდ ვიქცევი?! დემიენ გულს მტკენ და ამას საერთოდ ვერ ხვდები… – ისევ ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან, დემიენი კი გაშეშებული იდგა და უბრალოდ მიყურებდა, ხმას არ იღებდა, მხოლოდ იდგა და მიყურებდა…

–         არაფერს იტყვი?! – გავბრაზდი ხმას რომ არ იღებდა. პასუხი კვლავ არ გამცა.

–         მეზიზღები! – მკერდზე ხელები დავარტყი, – საერთოდ რატომ გამოგყევი ამ სულელურ წვეულებაზე…- ხელები ისევ მკერდზე მივარტყი და ამ დროს  მისმა ძლიერმა მკლავებმა ადგილზე გამაშეშა:

–         ესე მეორეჯერ აღარ მოიქცე, გასაგებია? – ნესტოები გაებერა და გაბრაზებული სახით მიყურებდა. ხმა ვერ ამოვიღე, სახეზე ცრემლები შემაშრა, მაგრამ შინაგანად ისევ იგივეს ვგრძნობდი.

–         ეხლა ნასვამი ხარ, ემოციები მოგაწვა და შენც არ იცი რაზე ბრაზდები. სარა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, შეგიძლია ოჯახის წევრადაც ჩათვალო, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში სწორედ ის გამოჩნდა და მიხსნა ჯოჯოხეთიდან. – ამ სიტყვებს ისე ამბობდა,  ხელს კიდევ დიდი სიამოვნებით გავარტყავდი, ერთ ადგილას რომ არ გამოვემწყვდიე.

–         გაიხედე რამდენი ხალხია მოსული.- თვალებით შენობაზე მიმანიშნა – შენ კიდე პატარა ბავშვივით იქცევი, უაზროდ იბუტები და მერე გარბიხარ ისე, რომ არც მემშვიდობები! დაბადების დღეც კი არ მომილოცე ქეროლაინ. – ცინიკურად მელაპარაკებოდა და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა. ისე დამიხატა სცენარი, თითქოს უმიზეზოდ გავბრაზდი, თითქოს მისი ესეთი საქციელი და სიტყვები გულს არ მტკენდეს.. მინდოდა ყველაფერ იმის თქმა, რაც ტვინში მიტრიალებდა, მაგრამ სიტყვები არ ამოდიოდა ჩემი პირიდან. დემიენი დომინირებდა ამ დიალოგში და ვიცოდი, ვერაფერს გავაკეთებდი მისთვის საპირისპირო აზრის დასამტკიცებლად.

–         ეხლა მეორე სართულზე ავალთ, შენ გამოიცვლი, დაიძინებ და ხვალ საღ გონებაზე როცა იქნები, მერე ვილაპარაკებთ, კარგი? – ხელს ისევ არ მიშვებდა, ძალიან მშვიდი ტონით მელაპარაკებოდა, თვალებში მიყურებდა და თვითონაც კარგად იცოდა, თუ ჩემზე რამხელა ზემოქმედება ჰქონდა მის თითოეულ სიტყვას.

–         არ მინდა აქ დარჩენა. – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

–         სხვა გზა არ გაქვს.

–         მეტკინა და ხელი გამიშვი.- ისე ძლიერად მიჭერდა ხელებს, დილას აუცილებლად დასინიაკებული გავიღვიძებდი.

–         ამომყევი მეორე სართულზე და გაგიშვებ.

–         ამოგყვები იმ შემთხვევაში თუ ვილაპარაკებთ.

–         კარგი. – მითხრა და მაშინვე ხელი გამიშვა. წინ არ წავიდა, მე მელოდებოდა, რადგან ეშინოდა ისევ არ გავქცეულიყავი. „მართვის მოწმობას აუცილებლად ავიღებ და მანქანისთვის ფულსაც შევაგროვებ!”  ჩემს თავს შევპირდი. მანქანა რომ მყოლოდა ამ ადგილას არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდებოდი. მეც კარგად ვიცოდი, რომ  სხვა გზა მართლა არ მქონდა. საკმარისი ფულიც არ მედო ჩანთაში, რომ ნაითვილში დავბრუნებულიყავი. ჩემი სახლში დაბრუნება კი სოფის ნერვიულობას გამოიწვევდა და ამავდროულად, მას შთაბეჭდილებაც გაუფუჭდებოდა დემიენზე, რისი სურვილიც, ვაღიარებ, არ მქონდა.

ალბათ, სიყვარულის ყველაზე ცუდი თვისება სწორედ ეს არის. როცა ვინმე გიყვარს, შენ თავს ბოლომდე აღარ ეკუთვნი, და რამდენადაც არ უნდა გინდოდეს შეწინააღმდეგება, თუ ადამიანის მიმართ ეს დიდი გრძნობა გაგიჩნდება , მას მხოლოდ სარას გამოჩენა, ჩხუბი და კონფლიქტი ესე მარტივად ვერ წაშლის.

თუ გაინტერესებთ გაგრძელება არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂 ასევე ძალიან გამიხარდება, თუ თქვენ აზრს დააფიქსირებთ <3

[text_hash] => c1c40e4b
)

//qc
//QC2