დაკავშირებული – თავი 29. ახალი ნაცნობები
// qc

დაკავშირებული - თავი 29. ახალი ნაცნობები

Array
(
[text] =>

ჩვენი მგზავრობა ზუსტად ნახევარ საათს გაგრძელდა.. დემიენი კარგ ხასიათზე დამდგარიყო და ვამჩნევდი ხშირად როგორ იხედებოდა ჩემკენ და მათვალიერებდა. რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს, უხერხულობას კი ნერვიულობაც ემატებოდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა სად მივყვებოდი დემიენს.. ვაღიარებ, მაინტერესებდა მისი მეგობრების ვინაობა, მაგრამ არ მინდოდა უცხო სხეულად მეგრძნო თავი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში.

მართალია დემიენი აღარ იყო გაბრაზებული, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობდი გზაში ბევრი არ მელაპარაკა, რომ ისევ უთანხმოება არ მოგვსლოდა ერთმანეთთან.

მხოლოდ მანქანაში ჩართული სიმღერები ინარჩუნებდა ჩემს დადებით განწყობას, დემიენი კი აღტაცებული რჩებოდა, როცა თითოეული სიმღერის ტექსტს უშეცდომოდ ვყვებოდი..

მანქანა მალე ულამაზეს სახლს მიუახლოვდა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე დემიენის მეორე სახლი ნაითვილში.. ვინ იცის კიდევ ესეთი რამდენი სახლი ჰქონდა მას.. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით, ნერვიულობამ პიკს მიაღწია.. კარების გაღების სურვილი არ მქონდა, ცოტაც და იქ შესვლას გადავიფიქრებდი.. მაგრამ სანამ ტვინში ათასგვარ სცენარს ვატრიალებდი ამ დროს დემიენი მანქანიდან გადმოვიდა და ჩემი კარები გააღო. თან ეღიმებოდა, თვითონაც კარგად იცოდა როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ ამის აღიარება მასთან არ მინდოდა. რაც უფრო მეტად გაამახვილებ ყურადღებას შენს სისუსტეებზე, სხვაც უფრო მეტად შეამჩნევს ამას. ამიტომ მეც გადავწყვიტე თავი ისე მომეეჩვენებინა, თითქოს არაფერი მიქმნიდა დისკომფორტს.

სახლი როგორც გითხარით ულამაზესი იყო, მისი დიდი და გრძელი ფანჯრები კი თითქოს ცას უერთდებოდა.. სანამ სახლს მივუახლოვდებოდით დიდი ეზო გავიარეთ, რომელშიც უამრავი ხალხი ირეოდა თავიანთი კოქტეილებით ხელში.. და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა ის იყო, რომ დემიენი არცერთ მათგანს არ მიესალმა. როცა ვკითხე თუ რატომ მოიქცა ესე, დემიენს გაეცინა და მიპასუხა, რომ აქ ბევრი უცნობი ადამიანიც იმყოფებოდა.. ნამდვილად უცნაურ წვეულებაზე ამოვყავი თავი და ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩემი აქ ყოფნისას.

დემიენმა მოულოდნელად წელზე შემომხვია ხელი და ისე შევაბიჯეთ სახლში, რომელიც სასახლეს უფრო გავდა ვიდრე სახლს. შემოსასვლელი იმდენად დიდი იყო, თავგზა აგებნეოდა საით უნდა წასულიყავი.. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა მდიდრულ ტანისამოსსში იყო გამოწყობილი და ძნელი მისახვედრი არ იყო ის, რომ ყველა დემიენის წრის წარმომადგენელი იყო.

მაგიდებზე უგემრიელესი საჭმელები ეწყო, აი ისეთი, ყველას გასინჯვა რომ მოგინდებოდა. თვალებგაფართოვებული ვაკვირდებოდი ჩემ წინ გადაშლილ სილამაზეს, სანამ არ შევამჩნიე, რომ დემიენს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიაწყდა. არც მესმოდა რაზე ელაპარაკებოდნენ და ვცდილობდი როგორმე გავრიდებოდი მათთან შეხვედრას, მაგრამ დემიენის სიტყვებმა მთლიანად ჩაშალა ჩემი გეგმები.

– გაიცანი ტომ, ეს ქეროლაინია. – დემიენმა ხელი გადამხვია და ვინმე ტომს თვალები გავუსწორე, რომელმაც მოურიდებლად ამათვალიერა და დემიენს კმაყოფილი სახით შეხედა. მერე ისევ მე მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:

– გამარჯობა ქეროლაინ, სასიამოვნოა შენი გაცნობა. – ტომმა გამიღიმა.

– ჩემთვისაც. – მეც ხელი ჩამოვართვი.

– დიდი ხანია იცნობთ ერთანეთს? შენზე არაფერი მსმენია, სამწუხაროდ. – ტომმა თავისი კოქტეილი მოწრუპა და ისევ მე შემომხედა.

– ამმ… არც ისე.. – დაბნეულმა ხელები ერთმანეთს ჩავჭიდე და ჩემ ირგვლივ მოსიარულე ახალგაზრდებს ვაკვირდებოდი.

– ცუდია მხოლოდ დღეს რომ გაგვაცანი შენი ულამაზესი ქეროლაინი. – ამჯერად დემიენს მიმართა.

– საუკეთესოს მარტო ჩემთვის ვინახავ, ხომ იცი, ტომ. – დემიენს გაეღიმა და ხელი ამჯერად წელზე შემომხვია. მიუხედავად იმისა, რომ ათასი ხალხი ირეოდა ჩვენ ირგვლივ და ამჯერად ყურადღება ტომისკენ უნდა მიმემართა, დემიენის ხელი, რომელიც ჩემს წელზე იყო შემოხვეული, აზროვნებას მაკარგვინებდა და მუცელში პეპლების შემოტევას ვგრძნობდი.

– სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. – ტომს ჩაეცინა და დემიენს მხარზე ხელი დაადო, რის შემდეგაც იგი დაგვემშვიდობა და ეხლა უკვე დემიენის დანარჩენი მეგობრების გაცნობა მომიწია.

მარტივი შესამჩნევი იყო, რომ დემიენს დიდად არ სიამოვნებდა ამდენ ხალხთან კონტაქტი. იმას კი ვერ ვხვდებოდი, თუ ვინ რამდენად ახლოს იყო მასთან. სახეზე მიმხმარი ღიმილით, თითოეულ მათგანს ერთნაირად ვესალმებოდი, ვეცნობოდი და შემდეგ კვლავ დემიენს ვაშტერდებოდი. ამ საღამოს ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ დემიენი იყო.

რამდენიმე საათის შემდეგ, თითქმის ყველაფერი დავაგემოვნე, როცა დემიენს კიდევ სხვა ნაცნობები უნდა ენახა, ვუთხარი, რომ დაღლილი ვიყავი და მერჩივნა დავლოდებოდი.

მაგიდაზე ჩამოვუარე გემრიელ საჭმელებს, თან შამპანიურიც დავაგემოვნე, რომელიც იმდენად მეგემრიელებოდა, ცოტა ხანში ასეთი 5 ჭიქა ჩავცალე დემიენის არ ყოფნაში.

ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ იქ მყოფი ქალბატონების უმრავლესობა მე მაკვირდებოდა. ცხადია, თითქმის ყველას შურით აღსავსე თვალები ჰქონდა, ალბათ, მათ დემიენისთვის შეუფერებლად მივაჩნდი. შამპანიურის დალევამ და გრადუსში ყოფნამ, ვაღიარებ, საერთოდ დამავიწა გარშემო მყოფი საზოგადოების აზრი ჩემ შესახებ და უბრალოდ ვცდილობდი არსებული სიტუაციით დატკბობას. კარგი მუსიკა ცხადია ამ ამოცანას უფრო მარტივად შესასრულებელს ხდიდა.

ჩემს ფიქრებში გართულს უცბად ორი ახალგაზრდა ქალბატონი მომიახლოვდა. ერთი მულატი იყო, ყვითელი კაბა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა, მეორე კი ქერათმიანი, შავ კაბაში გამოწყობილი. ორივეს განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა და ვაღიარებ მათი მოახლოებისას ნერვიულობამ ისევ შემომიტია.

– გამარჯობა, შენ როგორც გავიგე ქეროლაინი ხარ ხომ? – ქერა გოგომ ყალბი ღიმილით შემომხედა, მულატი კი ჩუმად გვისმენდა.

– კი, სწორად გაგიგია. – გამეცინა და შამპანიური ისევ მოვსვი.

– ჩვენ დემიენის მეგობრები ვართ.. დიდიხანია ერთმანეთს ვიცნობთ.

– ძალიან სასიამოვნოა. – ხელი გავუწოდე, ქერა გოგონას კი ჩაეცინა და უყურადღებოდ დამტოვა მეც და ჩემ მიერ გაწვდილი ხელიც. უხერხულად ვიგრძენი თავი და იმ მომენტში მინდოდა მისთვის სახეში გამერტყა. უზრდელები იყვნენ, ქერა გოგო კი განსაკუთრებით, ამიტომ ძალიან მაინტერესებდა მასთან რა საერთო ნახა დემიენმა.

– დემიენს დიდი ხანია იცნობ? ან სად გაიცანით ერთმანეთი, მოგვიყევი. – ამჯერად მულატი ჩაერთო საუბარში.

– გრძელი ისტორიაა, მერე იყოს. – ყალბად გავუღიმე.

– მე ნიკოლი ვარ, ეს კი ამანდაა.- მითხრა მულატმა და გამიღიმა. აშკარად ამანდა ბევრად უფრო ცუდად იყო განწყობილი ჩემ მიმართ.

– სასიამოვნოა.

– ვაღიარებ, – ამანდა მომიახლოვდა და ოდნავ ჩუმად მითხრა, – დემიენი საუკეთესო პარტნიორია და გირჩევ არ დაკარგო ის. – წვრილი ხმით ჩაეცინა და ნიკოლთან ერთად ხალხში გაუჩინარდა.

პარტნიორი? როცა დავფიქრდი, მარტივად მივხვდი რა საერთო ნახა დემიენმა ამანდაში. ამანდა ლამაზი, მდიდარი და წარმატებული გოგო ჩანდა. არ იყო გასაკვირი, რომ გარეგნობით ძალიან ბევრ ბიჭს მოაწონებდა თავს.. მაგრამ, როგორც ადამიანი არამგონია განსაკუთრებული თვისებებით ყოფილიყო დაჯილდოვებული.

გამეცინა და შამპანიური კიდევ დავლიე, მაინტერესებდა კიდევ დემიენის რამდენ ყოფილს შევხვდებოდი ამ წვეულებაზე. როცა მივხვდი, რომ მოვიწყინე თვალებით დემიენის ძებნა დავიწყე, თან ვბრაზდებოდი მარტო რომ მიმატოვა. მართალია მე ვუთხარი უარი გაყოლაზე, მაგრამ ესე უყურადღებოდ არ უნდა დავეტოვებინე, იმის მიუხედავად, რომ ასობით ადამიანი ჰყავდა სანახავი. საათს დავხედე 11 საათი გამხდარიყო.. მეგონა ბევრად უფრო დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ამოვყავი თავი.

დავიღალე და ხასიათის გასაუმჯობესებლად ხალხში შევერიე და ნაცნობი მუსიკის მოსმენის შემდეგ, სხეული სიმღერის რითმს ავაყოლე და ცეკვა დავიწყე. თვალები დახუჭული მქონდა და სიამოვნებას ვიღებდი ცეკვით, მუსიკითა და ალკოჰოლით… მარტოც მშვენივრად შემიძლია გართობა, გავიფიქრე ჩემთვის, სანამ უკნიდან ვიღაც არ ჩამეხუტა. თვალები სასწრაფოდ გავახილე მაგრამ სანამ შემოვტრიალდებოდი ძლიერმა სხეულმა ადგილზე გამაშეშა, ერთი ხელი თვალებზე ამაფარა და ყურში ჩამჩურჩულა :

– ესე გამომწვევად რომ არ უნდა იცეკვო არ იცი, ქეროლაინ? – ამ სიტყვებმა ჟრუანტელი მომგვარა და თან გამიხარდა, როცა მივხვდი, რომ დემიენი იყო და სხვ არავინ. ჩემი ხელით თვალებიდან ხელი ჩამოვაწევინე და მისკენ სახით შემოვტრიალდი.

– სად იყავი?

– მეგობრები ვნახე. ხომ ხედავ, ყველას უხარია ჩემი დანახვა, ამიტომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. – მითხრა, თან ეღიმებოდა და შევატყვე თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა.

– ბევრი დალიე? – ვკითხე.

– არა, ცოტა. – ჩაეცინა და ჩამეხუტა, თავი დახარა და მხარზე დამადო. მის სუნთქვას კისერში ვგრძნობდი. სახე ავაწევინე და ვკითხე:

– შენ რა მოწიე? – დემიენს ჩემს სიტყვებზე გაეცინა თვალებში უაზროდ მომშტერებოდა და ისევ სიცილს აგრძელებდა.

– ჰო, თუ გინდა შენც გაგასინჯებ.

– არ მინდა, მადლობა. – ისევ ზურგით შემოვტრიალდი, ნერვებს მიშლიდა სხვანაირად რომ იქცეოდა.

– ქერ,ქეერ, რა გჭირს ვერ ერთობი? – ისევ მისკენ შემომატრიალა და უაზროდ ეღიმებოდა.

– იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ არავის არ ვიცნობ და შენც მიმატოვე, ვერა. – გავბრაზდი.

– ეხლა აქ ვარ, შენ გვერდით და მინდა, რომ ჩემთან ერთად გაერთო.

– ცოტა ხანში მოვალ. – ვუთხარი და ზურგით გამოვტრიალდი. მომენტალურად დემიენმა მკლავზე ხელი მომიჭირა და შემაჩერა.

– სად მიდიხარ? – გამომეტყველება ისევ გაუმკაცრდა.

– საპირფარეშოში. – თავი გავიქნიე.

– არ წახვიდე რა…

– ნუ გეშინია, ორ წუთში დავბრუნდები. – ვერ ვხდებოდი ამაში რას ხედავდა პრობლემურს.

– კარგი. – თავი დამიქნია, მაგრამ ხელი არ გაუშვია ჩემთვის.

– დემიენ, ხელი გამიშვი. ისე ვერ წავალ. – სერიოზული სახე ვეღარ შევინარჩუნე და მეც გამეცინა.

– მაკოცე და ისე წადი. – თვითონ არ ეღიმებოდა.

უცბად მოცეკვავე სხეულებს გავხედე, რომლებიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ უგონოდ მოძრაობდნენ. როცა მივხვდი არავინ მიყურებდა, დემიენს მივუახლოვდი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე. დემიენმა ჩემი სახე ხელებში დაიჭირა და იმდენად ძლიერად და ხანგრძლივად მაკოცა, თითქოს ტრანსში გადავვარდი. ჩვენი სახეები ერთმანეთს მხოლოდ მაშინ მოშორდა, როცა მივხვდით, რომ ჟანგბადი გვესაჭიროებოდა. დემიენს ბედნიერი და გამაჯვებული გამომეტყველება ჰქონდა, მე კი პამიდორის ფერი მედო სახეზე. გამეღიმა და უცბად გამოვტრიალდი და საპირფარეშოს საძიებლად გავემართე, უკნიდან კი დემიენის ხმა მომესმა:

– მალე დაბრუნდი.

როცა მივხვდი საპირფარეშოს ვერ ვაგნებდი იქვე მდგომ ახალგაზრდა გოგოს ვკითხე, რომელმაც თავაზიანად მიმითითა მიმართულება. კიდევ კარგი ნორმალური ვიღაც შემხვდა, ამანდასნაირს შეიძლება მოვეტყუებინე და საპირფარეშოს ნაცვლად სარდაფში გავეგზავნე.

„დემიენი საუკეთესო პარტნიორია” ეს სიტყვები ტრიალებდა ჩემს თავში და ნერვები მეშლებოდა, რომ ამანდაზე ფიქრს დროს ვუთმობდი. საპირფარეშოში მოვწესრიგდი, სარკეში ჩემი თავი ავათვალიერე, სახეში წყალი შევისხი და ოდნავ გამოვფხიზლდი. შამანიურმა გამაბრუა და არ მინდოდა უცხო ადამიანების წინ ნასვამ მდგომარეობაში ვყოფილიყავი.

ტელეფონი ამოვიღე, რომელშიც რაილის მესიჯები დამხვდა.

„იმედია კარგად ერთობი” ; „ვეღარ ვითმენ მალე მომიყევი ყველაფერი”. რაილის სიტყვებზე გამეცინა და მივწერე, რომ ხვალ საღამოს აუცილებლად ვნახავდი და ყველაფერს მოვუყვებოდი.

სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე. ვაღიარებ, ჩემი თავი მომწონდა და დემიენის მიერ ნაჩუქარი კაბაც ამშვენებდა ჩემს სხეულს. საპირფარეშოდან გამოვედი და ისევ ნაცნობი ადგილისკენ დავიძარი. თვალებით დემიენს ვეძებდი და როცა მივხვდი, რომ მას ვერ ვპოულობდი, ტელეფონზე დავურეკე.

რამდენიმე ზარი გავიდა და როცა მივხვდი, რომ ამ ხმაურში ზარს ნამდვილად ვერ გაიგებდა, დავნებდი და გავუთიშე.

უკვე ვიღლებოდი უაზრო ბოდიალით და მუდმივად დემიენის ძებნით. ბევრად სასიამოვნო იქნებოდა მარტო ჩვენ ორს რომ გაგვეტარებინა ეს საღამო. მალე ისევ ხალხში შევერიე, მუსიკა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდა, რის გამოც ყურები დამიგუბდა.

ისევ ხალხს ვაკვირდებოდი და დემიენს ვერსად ვხედავდი სანამ…..სანამ სარა არ დავინახე, რომელიც ვიღაც ბიჭზე ჩამოკიდებულიყო და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, შორიდან ვაკვირდებოდი და ვლოცულობდი დემიენი არ ყოფილიყო ის, ვიზეც სარა იყო მოურიდებლად შემოხვეული. თვალები დავხუჭე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს დემიენი არ იქნებოდა.

ცოტახანში თვალები ისევ გავახილე, ჩემ წინ გადაშლილი სურათი კი არ ქრებოდა. ეს ბიჭი მართლაც დემიენი იყო, რომელსაც ერთი ხელი სარას წელზე ჰქონდა შემოხვეული და ეცინებოდა. არ ვიცოდი რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ არ იყო რთული შესამჩნევი, რომ ამით ორივე სიამოვნებას იღებდა. სანამ გავიაზრებდი, ვიგრძენი, რომ ცალი თვალიდან ცრემლი ჩამომვარდა. მაშინვე ხელით მოვიწმინდე, ღრმად ამოვისუნთქე, ძალა მოვიკრიბე და სარასა და დემიენისკენ გავემართე.

თუ მოგწონთ და გაგრძელება გაინტერესებთ ,არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂 

[text_hash] => 7a7a5517
)

//qc
//QC2