დაკავშირებული – თავი 2.2 – novelfull.online
// qc

დაკავშირებული - თავი 2.2

Array
(
[text] =>

იმ მომენტში, როცა შემოვტრიალდი,მეგონა სამყარო დამცინოდა ან რაღაცისთვის მამზადებდა, რადგან ბოხი ხმის პატრონი ფილმიდან გადმოსულ უსიმპატიურეს გმირს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დაბალი ვიყავი, ამ ადამიანთან შედარებით თავი მიამიტ არსებად ვიგრძენი. ნელ-ნელა თვალი ავაყოლე სიმპატიური მამაკაცის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა ბიჭის სხეულს, რომელსაც შავი პიჯაკი და შავი ჰალსტუხი ამშვენებდა. მისი საუბრის ტონიდან და ჩაცმულობიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ამ რესტორანში იგი საკმაოდ გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. მისი  გრძელი,ოდნავ ხუჭუჭა, მუქი ყავისფერი თმები მხრებამდე ეშვებოდა, ტუჩები მუქი ვარდისფერი ჰქონდა, აი ისეთი, მისი შემხედვარე მარწყვის ჭამა რომ მოგინდება. სწორი უნაკლო ცხვირი კიდევ უფრო ამშვენებდა მის უნაკლო სახეს, მაგრამ ის, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღბა მისი თვალები იყო. ასეთ თვალებს ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ. ცალი თვალი ოკეანისფერი ლურჯი ჰქონდა, ცალი კი მუქი მწვანე. იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა ამ უცნობ ადამიანს, რომ აზროვნების უნარს გაკარგვინებდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ესე ძალიან ცხოვრებაში არავინ მომწონებია და არც არავის დაუტოვებია ამხელა შთაბეჭდილება ჩემზე. მისმა მზერამ, თითქოს ჩემს სხეულში გაიარა და ყველა ჩემი ფიქრი თავიდან ბოლომდე ამოიკითხა. ალბათ, ასეთი გარეგნობის პატრონი მიჩვეული იყო ქალბატონების დაბნეულ რეაქციებს, სახეზე ეტყობოდა როგორ ზუსტად მიხვდა, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე. როდესაც გვერდულად გაიცინა, ცალ ლოყაზე ღრმული გამოუჩნდა, მეც უაზროდ მივაშტერდი ამ ლამაზ სანახაობას. ფიქრებიდან ამ ადამიანის ხმამ გამომარკვია, რომელიც არანაკლებ მომაჯადოვებელი იყო.

-თქვენი სახელი?

-აა..მმ..ქეროლაინი..ქეროლაინ სვონი. – დაბნეულმა ხელები ერთმანეთს მოვუჭირე.

-სასიამოვნოა, მისტერ ლუკასი- ეს თქვა და ხელი გამომიწია, მივხვდი რომ უზრდელობა იქნებოდა სხვანაირად მოქცევა და მეც ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე, თან გამეცინა იმაზე, თუ რამდენად პატარა ჩანდა ჩემი ხელი მის დიდ ხელთან და გრძელ თითებთან შედარებით. როცა ხელი ჩამომართვა, დავაკვირდი, თითებზე რამდენიმე ბეჭედი ეკეთა, რაც კიდევ უფრო ამშვენებდა მის სრულყოფილ გარეგნობას.

დუმილი, რომელიც, ალბათ, მხოლოდ 2 წამიანი იყო, მომეჩვენა, თითქოს, 10 წუთს გაგრრძელდა, სანამ მისტერ ლუკასმა ხმა არ ამოიღო.

-მისის სვონ, ხვალ 9 საათზე გელოდებით, რომ დილიდანვე სამუშაოს შეუდგეთ.

როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში.

-კი მაგრამ..- შეწინააღმდეგება დავაპირე, ვერ მივხვდი რამ განაპირობა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მერე მივხვდი რა უაზრობა იქნებოდა ეს ყველაფერი, ჯობდა უბრალოდ მიმეღო ეს შემოთავაზება და ბედს დავმორჩილებოდი. მეც გადავაკეთე ჩემი წინადადება:

-უღრმესი მადლობა მისტერ ლუკას, არ..არ ვიცი ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო თქვენ მიიმართ.

როდესაც ეს ყველაფერი ძლივს ამოვღერღე და ვუთხარი, სახეზე ისევ მისი ლამაზი ღიმილი გამოჩნდა, მაგრამ მალე ეს ბედნიერი და კეთილი ღიმილი, სერიოზულმა და მკაცრმა გამომეტყველებამ შეცვალა.

-სამადლობელი არაფერი გაქვს, იცოდე, თუ იმედებს გამიცრუვებ სამსახურს მაშინვე დაემშვიდობები. ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვო ქეროლაინ.

ამ სიტყვებით გაუჩინარდა მისტერ ლუკასი, უფრო სწორად „მისტერ შარმი”, რომელსაც სიარულშიც ეტყობოდა როგორი თავდაჯერებული იყო და თუ რამხელა გავლენას ახდენდა ირგვლივ მყოფ საზოგადოებაზე.

დაბნეული, ქერა გოგოსკენ, თუ სწორად მახსოვს სახელი, ვერონიკასკენ შემოვტრიალდი და მის სახეზე მარტივად ამოვიკითხე გაოგნება და ცოტა შური.

-წამობრძანდი ქეროლაინ, სამზარეულოს დაგათვალიერებინებ, როგორც ჩანს ძალიან იღბლიანი ხარ.მისტერ ლუკასი იშვიათად თანხმდება ასე მარტივად ახალი თანამშრომლების მიღებას.

ვერონიკა წინ გამიძღვა, მეც უკან გავყევი და თან ვცდილობდი როგორმე სწორი ნაბიჯები გადამედგა.

-და რას წარმოადგენს მისტერ ლუკასი?

ეს ვიკითხე თუ არა ვერონიკა გაჩერდა და როცა შემოტრიალდა იმდენად ცინიკური სახით შემომხედა, თავი გაუნათლებელ ადამიანად ვიგრძენი.

-კიდევ ერთი მიზეზი,თუ აქ რატომ არ უნდა იწყებდე მუშაობას ის არის, რომ მისტერ ლუკასის ვინაობა არ იცი.პირველ რიგში ის ჩვენი ბოსია, ანუ ამ რესტორნის მფლობელი და მეორე, იგი საყოველთაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც თავისი საქმით მილიონები აქვს ნაშოვნი. მაგრამ პრინციპში რა მიკვირს, შენნაირებს ცოტა რამ თუ გაეგებათ ასეთი წარმატებული ადამიანების შესახებ.

მის ბოლო წინადადებას ყურადღება არ მივაქციე და ვკითხე:

-მილიონერობისთვის საკმაოდ ახალგაზრდა მომეჩვენა.

-ამბობენ, რომ მამამისი კიდევ უფრო დიდ ფულს ფლობს და, რა თქმა უნდა, მისტერ ლუკასის მილიონრობაში მასაც მიუძღვის დიდი წვლილი.

ისე აღტაცებით ლაპარაკობდა ვერონიკა ამ ყველაფრის შესახებ, ადვილი გამოსაცნობი იყო,თუ როგორ უყვარდა ჭორები და ჭორაობა, ისე სიამოვნებდა ამ ამბის მოყოლა, ისიც აღარ ადარდებდა, რომ მისი მსმენელი ამ შემთხვევაში მე ვიყავი.

თითოეული ნაბიჯის გადადგმა ამ რესტორანში კიდევ ახალ ემოციებთან და აღფრთოვანებასთან იყო დაკავშირებული. ვერონიკამ, ჩემდა გასაკვირად, გულმოდგინედ ამიხსნა ყველაფერი და რესტორანიც დეტალებში დამათვალიერებინა. ასევე გამაფრთხილა, რომ დაუკითხავად მეორე სართულის მარჯვენა მხარეს არ გადამეხვია. როგორც მითხრა, ეს აკრძალული ზონა იყო, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მისტერ ლუკასის კაბინეტი და მისი პირადი სივრცე, რომლის დარღვევაც არაფრით არ შეიძლებოდა.

რესტორნის დატოვებამდე, ჩემი კუთვნილი სამუშაო ფორმა და ვერონიკას საბოლოო გამოსამშვიდობებელი ცინიკური ღიმილი მივიღე.

საათს რომ დავხედე 6 საათი გამხდარიყო. ქუჩაში იმდენად დაბნეული და ბედნიერი მივაბიჯებდი არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს. პირველი რაილის გადავურეკე, რადგან მისი 37 გამოტოვებული ზარი დამხვდა ტელეფონში, ასე თუ ისე მოვუყევი სადაც ვიყავი და ისიც ვუთხარი, რომ ხვალიდან მუშაობას ვიწყებდი, უბრალოდ გავაფრთხილე რომ დეტალებში მაშინ მოვუყვებოდი ყველაფერს, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით. რაილიმაც დამარწმუნდა რომ ჩემს დაბადების დღეს კიდევ ერთი მიზეზი დაემატა, რის გამოც ეს დღე კარგად უნდა აღგვენიშნა.

არჩევანი ჩემს სახლზე შევაჩერეთ, რადგან სახლში დედას გაკეთებული გემრიელობები და ერთი ბოთლი კონიაკი მეგულებოდა. დღევანდელმა დღემ იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდი. რაილიც სულმოუთქმელად ელოდა ახალი ამბების მოსმენას, მე კი უბრალოდ ძალიან მიხაროდა ჩემი სამუშაო ფორმის ჩაცმა და საოცნებო რესტორანში მუშაობის დაწყება. ბედნიერი ვიყავი, რადგან პირველად ჩემს ცხოვრებაში ბედთან ერთად, სიმპატიურმა მისტერ ლუკასმაც გამიღიმა, ჩემი ბედნიერება კი სწორედ ამ უცნობი ადამიანის დამსახურება იყო.არვიცი როგორ, როდის და რანაირად, მაგრამ მისთვის მადლობა აუცილებლად უნდა გადამეხადა, რადგან შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერთ დღეში ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება  თავდაყირა დააყენა, ოღონდ არ ვიცი რამდენ ხანს  გავუძლებდი ასე თავდაყირა ყოფნას…

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი, არ დაგავიწყდეთ vote&comment 🙂 <3

[text_hash] => 1143cb27
)

//qc
//QC2