Array
(
[text] =>
დემიენს აღარ გადმოურეკავს, რაზეც ვაღიარებ ოდნავ გული დამწყდა. აღარც ჩემი გაკეთებული ბუტერბროტი მეგემრიელებოდა და არც უაზრო გადაცემა იქცევდა ჩემ ყურეადღებას, რომელიც ტელევიზორში გადიოდა.
დედაჩემი სახლში 6 საათზე დაბრუნდა. უნივერსიტეტის ამბები გამომკითხა და გამიკვირდა დემიენის შესახებ კითხვა რომ არ დამისვა. ალბათ, ძალიან დაღლილი იყო, თორემ ვიცი მისი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, სოფი ნამდვილად არ მომასვენებდა.
იმ საღამოს იმედიც არ მქონდა იმისა, რომ დემიენი შემეხმიანებოდა, რადგან ვიცოდი ზედმეტად გაბრაზებული იქნებოდა ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვების გამო. ალბათ, უკეთესიც იყო სახლში დარჩენა რომ მომიწევდა.. დემიენთან შეხვედრა ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ საერთოდ არ იქნებოდა მარტივი ამოცანა..
ცხელი ჩაი გავუმზადე დედას, რომელიც დაღლილი ტელევიზორთან მოკალათებულიყო და თვალები გაუბრწყინდა, როცა ჩემ მიერ მირთმეული გემრიელი მწვანე ჩაი დალია. უაზრო ფიქრებმა ისევ შემოაღწიეს ჩემში, რის გამოც ცუდ ხასიათზე დავდექი და არ მინდოდა სოფისთან ამის შემჩნევა, ამიტომ როგორც ყოველთვის ჩემს ოთახში გადავინაცვლე..
ლეპტოპი ჩავრთე და როცა მივხვდი, რომ სოციალურ ქსელში ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს ვნახავდი, წერა დავიწყე. ჩემი დღიური თავგადასავლებით აღსავსე წიგნს უფრო დაემსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ დღიურს უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვწერდი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 28 თებერვლის შემდეგ ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა.
წერაში გართულმა ყველანაირი ემოცია გადმოვიტანე ფურცლებზე, რადგან რაღაცნაირად წერა ყოველთვის მშველოდა. ზოგი თავის მეგობრებს ან უახლოეს ადამიანებს ესაუბრება თავისი ტკივილის ან პრობლემების შესახებ. მე კი რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ამ გრძნობების ფურცლებზე გადმოტანა მშველის ყველაზე მეტად. თითქოს ამ დროს ჩემს თავს ვესაუბრები, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის რა მაწუხებს და რა ტრიალებს ჩემს პატარა სამყაროში.
დრო მალე გავიდა და ემოციებისგან დაცლილს ძილი მომერია.
ვაღიაროთ, რომ ცუდ ხასიათს წერასთან ერთად ძილიც შველის. მეც ცოტახნით სიმშვიდეში მიმეძინა და სიამოვნება ვიგრძენი, როცა თვალებდახუჭული უაზრო ფიქრებით აღარ ვიყავი გართული.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ჩემი ჩაძინებიდან, მაგრამ კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა.. კარების მხარეს გადმოვტრიალდი და დავინახე როგორ შემოყო თავი სოფიმ, რომელიც უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა.
– ქეროლაინ, გელოდებიან გამოდი.
– ვინ? – თვალები ხელით მოვისრისე და ვცდილობდი გამოფხიზლებას.
– დემიენმა მოგაკითხა.- სოფიმ მისი სახელი წარმოთქვა თუ არა მუცელში პეპლების კორიანტელი ვიგრძენი. დემიენ ლუკასმა იმ ღამეს სახლში მომაკითხა.. სწრაფად წამოვჯექი და აბურდული თმები ხელით გავისწორე. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ოთახის კარი ნელა გამოვაღე.
დემიენი შემოსასვლელში იდგა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა დამალული, ცოტა მკაცრი გამომეტყველებით მიყურებდა, მერე თავიდან ფეხებამდე ამათვარიელა და გაეღიმა, როცა ნახევრად მძინარე ბარბაცით მივუახლოვდი და გადავკოცნე.
– დედაშენმა თავიდან არ შემომიშვა, ეგონა სხვა ქეროლაინს ვეძებდი. – ჩაეცინა, ისე მელაპარაკებოდა თითქოს გაბრაზებული არ იყო ჩემზე.
– აქ რას აკეთებ? – თან დედას გავხედე რომელიც სამზარეულოდან ცნობისმოყვარე თვალებით იყურებოდა ჩვენკენ და როგორც კი შევამჩნიე იქით გაიხედა.
– მოგაკითხე, რომ წვეულებაზე წაგიყვანო. დედაშენისგან თანხმობა უკვე მივიღე.
– წვეულებაზე? – წარბები მაღლა ავწიე და გაკვირვებული მზერით მივაშტერდი.
– ხო ქეროლაინ, წვეულებაზე.
– კი მაგრამ…. არ… ვერ მოვასწრებ გამზადებას…თან არც ვიცი რა უნდა ჩავიცვა.
– როგორც ხარ ეგრე წამოდი, მანქანაში რაღაც მაქვს და გაჩვენებ.
– ესე რანაირად წამოვიდე.- ჩემს უბრალო ტანსაცმელს დავხედე, რომელიც უნივერსიტეტიდან მოსვლის შემდეგ არც გამომიცვლია.
– შენ ყველანაირად ლამაზი ხარ.- მითხრა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ჩემი გულის ცემა კი როგორც ყოველთვის აჩქარდა.
– ამმ..არ ვიცი.
– ამდენი ფიქრი არ არის საჭირო, რაც გჭირდება აიღე და გავდივართ.
– დედამ იცის რომ იქ უნდა დავრჩეთ?- ჩუმად ვკითხე.
– კი, იცის.- დემიენმაც ჩუმად მიპასუხა და გაეცინა.
– კარგი ორ წუთში მოვალ, იქამდე დაჯექი ფეხზე ნუ იდგები.
– დემიენ მოდი ნუ გერიდება, თუ გინდა გემრიელ ყავას დაგალევინებ.- სოფიმ გამოსძახა სამზარეულოდან.
– არა, დიდი მადლობა ნუ შეწუხდებით, მალე გავდივართ. – დემიენმა მიმართა.
მე ჩემს ოთახში გადავინაცვლე, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი ჩანთაში ჩავტენე. სარკეში ჩავიხედე და თვალები ძილისგან დასიებული მქონდა. ტელეფონი, დამტენი, კბილის ჯაგრისი… მემგონი მნიშვნელოვანი არაფერი მრჩებოდა.
როცა დავრწმუნდი, რომ მზად ვიყავი, ღრმად ამოვისუნთქე, ოთახში შუქი ჩავაქრე და კარებისკენ დავიძარი.
დედაჩემი დემიენს რაღაცაზე ელაპარაკებოდა და როცა მათ მივუახლოვდი სოფიმ დემიენს მიმართა:
– იცი, საიდანღაც ძალიან მეცნობი დემიენ…
– ჰმ, საიდან? – თვალისმომჭრელად გაუღიმა დემიენმა.
– არ ვიცი, ვიღაცას ძალიან მაგონებ და ვერ ვიხსენებ ვის… – სოფიმ თვალები მოჭუტა და დემიენს მოურიდებლად აკვირდებოდა.
– დედა, მივდივართ.- სოფის ვანიშნე, რომ უაზროდ მიშტერება უხერხული იყო.
– კარგი, აღარ შეგაყოვნებთ. აბა ქეროლაინ ჭკვიანად და იცოდე დამირეკე.
– არ ინერვიულოთ, ყველაფერი რიგზე იქნება, ამაზე მე ვიზრუნებ, პირობას გაძლევთ. – დემიენმა სერიოზული სახით უთხრა, სოფის კი მისგან ამ სიტყვების მოსმენა ესიამოვნა.
დემიენი დაემშვიდობა დედაჩემს, მეც სოფის შევპირდი ,რომ აუცილებლად შევეხმიანებოდი, რის შემდეგაც დედამ გაგვაცილა და რამდენიმე წამში კარების მეორე მხარეს, გარეთ აღმოვჩნდით. დემიენს გამომეტყველება მომენტალურად შეეცვალა, თავი გააქნია და მანქანისკენ დაიძრა.
– მოდიხარ? – მისი ხმა გავიგე და მაშინ მივხვდი, რომ ადგილზე გაშეშებული დავრჩი.
მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ღვედი შევიკარი და სანამ რამეს ვიტყოდი დუმილი დემიენმა დაარღვია.
– უკან კაბა დევს და მინდა, რომ ის ჩაიცვა.
– კაბა?
– ჰო, მე ავარჩიე და ვფიქრობ, მოგიხდება.
– კარგი, რომ მივალთ მერე გამოვიცვლი.. – ვიფიქრე საპირფარეშოში მოვწესრიგდებოდი.
– არა, აქ გამოიცვალე.
– აქ? – თვალები გამიფართოვდა.
– ხო, უკან გადადი, არ შემოგხედავ.- გაეღიმა.
– კარგი. – მეც დავთანხმდი, უკანა სავარძელზე გადავინაცვლე და თან დემიენის თვალები შევამჩნიე, რომელიც სარკეში არეკლილიყო.
– იქით გაიხედე.
– კარგი.- დემიენს გაეღიმა და მზერა სარკეს მოაშორა. როგორღაც შევძელი და გამოვიცვალე ჩემი ტანსაცმელი. ლიფისა და ტრუსების ამარა დარჩენილმა, სწრაფი მოძრაობით გადავიცვი ძალიან ლამაზი ვერცხლისფერი კაბა, რომელიც გულთან ამოღებული იყო, მკლავები იდაყვამდე ჩამოდიოდა, სიგრძით კი მუხლებამდე ეშვებოდა.
– შეგიძლია გამოიხედო. – ვუთხარი.
– წინ გადმოდი და ისე შემოგხედავ. – ბოხი ხმით მომმართა.
მეც კარები გავაღე და ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი. დემიენმა ამათვალიერა, მძიმედ ამოისუნთქა და მითხრა:
– იღბლიანი ვარ ესეთ ლამაზს ჩემ გვერდით რომ გხედავ.
– მადლობა. – ვუთხარი და ვიგრძენი სახეზე პამიდვრის ფერი დამედო.
– კომპლიმენტებს ვერასდროს ეჩვევი ხომ?
– ალბათ…
– შენი თავის ფასი ყოველთვის უნდა იცოდე, გესმის?
– ჰო… – ვუთხარი და გზას გავხედე.
– მაგრამ… – ეს სიტყვა თქვა და უცბად დასერიოზულდა.
– რა? – გაკვირვებულმა გავხედე.
– ხშირად ძალიან, ძალიან არასწორედ რომ იქცევი ეგეც უნდა იცოდე.
– არასწორედ ვიქცევი? – ჩამეცინა, სიბრაზემ ისევ შემომიტია.
– ტელეფონში ბოლოს რა მითხარი გახსოვს? – მითხრა თან ზუსტად იმ დროს დაქოქა მანქანა, მთელი სიჩქარით მოვწყდით ადგილიდან, თვითონ კი საჭეს ხელებს მაგრად უჭერდა.
– კი მახსოვს.
– და არასწორ საქციელად ეგ არ მიგაჩნია ქეროლაინ?
– ვერ ხვდები რას გულისხმობ.
– ეიდენს იმ დღეს… ბოდიში შენთან და დედა მოვუტყანი ისე ვცემე და გაინტერესებს რატომ?
– რატომ? – დაძაბულობა ზენიტში ავიდა, ჩემი გული კი მემგონი ამოვარდნას აპირებდა.
– იმიტომ, რომ არ გვაქვს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, თვითონ ძალიან კარგად იცის შენი ვინაობის შესახებ, ისიც იცის რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ შენი სახით ყველაზე დიდი ბედნიერება წამართვას. – ერთი ამოსუნთქვით თქვა ეს წინადადება მე კი ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა.
– ვიცი, რომ კარგი ურთიერთობა არ გაქვს, მაგრამ დღეს შემთხვევით შევხვდი და…
– და შენც ლაპარაკი გაუბი, ალბათ ნომერიც მიეცი და შეხვედრასაც აპირებ ხო? – თავი გააქნია და საჭეს ისევ ხელები მოუჭირა. როცა არაფერი ვუპასუხე მწველი მზერით შემომხედა.
– ფრთხილად დემიენ, წინ იყურე. – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
– მართლა ნომერი მიეცი?!
– ხო…
– დედასშევეცი! – საჭეს ხელი დაარტყა მე კი ნელ-ნელა აზროვნების უნარს ვკარგავდი
– დამშვიდდი, გთხოვ…- ხელით მის ხელს შევხედე, მან კი შეხებისთანავე მოიშორა ჩემი ხელი.
– რატომ გამოგართვა ნომერი? პაემანი დაგინიშნა? -ჩაეცინა და თვალებ მოჭუტული გზას უყურებდა, ცდილობდა დამშვიდებულიყო.
– პიჯაკის დაბრუნება მთხოვა…
– ჰაჰ, პიჯაკის. ქეროლაინ მართლა ეგეთი სულელი ხარ? – ისევ მე გამომხედა.
– სულელი არ ვარ.
– აბა მართლა გგონია, რომ ეიდენს მარტო შენი პიჯაკი აინტერესებს და მეტი არაფერი?!
– არ ვიცი, თუ ესე ფიქრობ მაშინ არ ვნახავ და არ დავუბრუნებ იმ პიჯაკს!
– აა ესეიგი მე რომ ეს არ მეთქვა ნახვას აპირებდი?
– არ ვიცი დემიენ! თავი მეტკინა და გთხოვ ხმამაღლა ნუ მელაპარაკები.
– როგორც ჩანს სხვანაირად ვერ ხვდები რაღაცებს.
– არავისთან შეხვედრას არ ვაპირებ და შეგიძლია დამშვიდდე.
– იცი რას ვიზავ?
– რას? – ანერვიულებულმა ვკითხე და ვლოცულობდი შემაძრწუნებელი პასუხი არ გაეცა ჩემთვის.
– მაგ პიჯაკს გამოგართმევ და მე გადავცემ ეიდენს.
– რა?
– რაც გაიგე ქეროლაინ და არ შემეწინააღმდეგო.
– კარგი.- დავთანხმდი, რადგან ამ სიტუაციაში შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. გაბრაზებული და შეშინებული გზას მივშტერებოდი. ვიცოდი რაღაც მხრივ დამნშავე ვიყავი, მაგრამ სარას სახელის ხსენებამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი.
5 წუთიანი დუმილის შემდეგ მე ამოვიღე ხმა. გაბუტულად ჯდომას ჯობდა სიტუაცია ისევ მე გამომესწორებინა.
– სად მივდივართ?
– ჩემს მეორე სახლში. – მითხრა და ისევ გაჩუმდა.
– ბევრი ხალხი იქნება?
– კი.
– ესე უნდა იყო მთელი დღე?
– ქეროლაინ ადამიანს გაბრაზებასაც არ აცდი!
– კარგი, ხმას არ ამოვიღებ თუ გინდა.
– მაგიჟებ, მართლა მაგიჟებ.. ამდენი ემოცია ჩემში არცერთ ადამიანს არ აღუძვრია, იცი? – მითხრა და ვერ მივხვდი ამაზე რა პასუხი უნდა გამეცა.
– იგივე შემიძლია შენზე ვთქვა.
– მე და შენ პლიუსი და მინუსი ვართ ქეროლაინ..და იმაზე მეტად ვეწყობით ერთმანეთს ვიდრე შენ წარმოიდგენ.
– მე შენი ხასიათის ცვლილებები მაგიჟებს.
– მე კიდე შენი კაბა და შენი სხეული, რომელიც ამ კაბის ქვეშ იმალება. – გვერდულად გაეღიმა და ისევ მხიარულ განწყობაზე დადგა.
მართალი იყო დემიენი. ჩვენ ორი განსხვავებული პოლუსი ვიყავით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. მაგრამ ესე ბედნიერად არავის გვერდით არ ვგრძნობდი თავს. ვიდოდი დემიენი იყო ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რის გამოც ღირდა ცხოვრება და იმედი მქონდა, იგივე გრძნობა და ფიქრები მასაც ეუფლებოდა ჩემთან ერთად ყოფნისას.
იმედია მოგეწონებათ 🙂 <3 თუ გაინტერესებთ გაგრძელება არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
[text_hash] => ae552328
)