დაკავშირებული – თავი 27. ეჭვიანობა
// qc

დაკავშირებული - თავი 27. ეჭვიანობა

Array
(
[text] =>

ცხადია, დემიენმა მაშინვე გადმომირეკა, მაგრამ არ ავიღე. შეიძლება ბავშვურად ვიქცეოდი, მაგრამ არ მქონდა მასთან ლაპარაკის სურვილი, ამიტომ გათიშვისთანავე  ტელეფონი გამოვრთე, რომ მას დარეკვა აღარ ეცადა. მეც არ ვიცოდი ესე ძალიან რა მაბრაზებდა, მაგრამ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ თუ ჩემთან ურთიერთობას აპირებდა, სარასთან ხშირი შეხვედრები როგორმე თავიდან უნდა აეცილებინა, თუ ამის სურვილი თვითონ ექნებოდა, რა თქმა უნდა.

ვცდილობდი ხასიათი არ გამფუჭებოდა, ამიტომ ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის მოსმენა დავიწყე. თან ვფიქრობდი რა სიტუაცია დამხვდებოდა ხვალ ჩემთვის გაურკვეველ წვეულებაზე. ვიცოდი, ბოლოს აუცილებლად იქ ამოვყოფდი თავს, მაგრამ დემიენთან ცუდ ნოტაზე დამშვიდობებამ ცოტა გაურკვევლობაში დამტოვა. არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა იმაზე, რომ იქნებ ადრე გამოვუტყდი დემიენს ჩემს გრძნობებშითქო. იმას არ ვამბობ, რომ მის გრძნობებში ეჭვი მეპარებოდა, ვიცოდი, რომ დემიენს თავისებურად მართლაც ვუყვარდი, მაგრამ იქნებ ჩემი გრძნობა აღემატებოდა მისას? ან იქნებ ეს კიდევ უფრო ართულებდა ახლად დაწყებულ ურთიერთობას, რომელშიც გაუგებრობები არც ისე იშვიათი იყო?… ბევრ ფიქრს აზრი არც ჰქონდა.. ისღა დამრჩენოდა როგორმე დამეძინა და დედასთვის დილიდანვე შემეპარებინა დემიენთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.

* * *

თვალები ჩემს ოთახში შემოღწეულმა მწველმა მზის სხივებმა გამახელინა. ღამე ფარდის გადაწევა დამავიწყდა და გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი, როცა მივხვდი, რომ  ძილის გაგრძელებაში მზე ზედმეტად მიშლიდა ხელს. ტელეფონის ეკრანს დავხედე და როცა რეაქცია არ ჰქონდა, გამახსენდა, რომ ღამე გამორთული დავტოვე. ტელეფონი ჩავრთე თუ არა 23 გამოტოვებული ზარი დამხვდა დემიენის ნომრიდან, მათ შორის ორი მესიჯიც : „აიღე ტელეფონი” ; „ამის გამო დაისჯები”. თვალები გადავატრიალე მესიჯების წაკითხვისას და პასუხის გაცემას არ ვაპირებდი, სანამ არ გამოვფხიზლდებოდი. ტელეფონის ეკრანმა შემახსენა, რომ დღეს 6 მაისი იყო. იმდენად გავითიშე თავიდან ამომმვარდა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში ლიტერატურის სემინარზე პრეზენტაცია უნდა წარმედგინა.  ოთახიდან როცა გამოვედი დედა სამსახურში წასული დამხვდა და მაცივარზე მისი დატოვებული მესიჯი დამხვდა მიკრული, რომელშიც მკაცრი ტონით ეწერა :

„ აუცილებლად შემატყობინე თუ სადმე წასვლას დააპირებ”. სწორედ იმ წამს დავფიქრდი კარგი იდეა იყო თუ არა სოფისთვის სიმართლის თქმა. დედები ხომ ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნერვიულობენ ჩვენზე, ვიდრე საჭიროა. მე კიდევ არ მინდოდა სოფის ნერვიულობის მიზეზი მე ვყოფილიყავი, მაგრამ სიმართლის დამალვაც არასწორი იქნებოდა. სხვა გზა გუშინ არც დამრჩენოდა.

საათს დავხედე, უკვე პირველის ნახევარი ხდებოდა, ორზე კი უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ უცბად გავემზადე. ლურჯი ჯინსები და თეთრი მაიკა ჩავიცვი, ზემოდან შავი ტყავის ქურთუკი მოვიცვი, ფეხზე კი სადა შავი შუზები ჩავიცვი. თმები დავივარცხნე, ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი. სანამ უნივერსიტეტს მივუახლოვდებოდი ყავის მაღაზიაში შევიარე. სახლში ჭამას ვერ მოვასწრებდი, ამიტომ ცივი ლატე ავიღე კარამელის არომატით და პატარა შოკოლადის მაფინი. ის იყო მაღაზიიდან გამოვდიოდი, როცა კარებში არც მეტი არც ნაკლები ეიდენს შევეჩეხე. ნაცნობი სილუეტის დანახვამ მაშინვე უხერხულად მაგრძნობინა თავი. ეიდენმა ჩემი დანახვისთანავე ჩემკენ დაიწყო სიარული. ალბათ არც შევიმჩნევდი თვალებში რომ არ მივშტერებოდი რამდენიმე წამის წინ. მეც სხვა გზა არ მქონდა, როცა მომიახლოვდა გადავკოცნე და მივესალმე.

–         არ მეგონა დღეს თუ გნახავდი.- ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და თავისი მუქი და ონდავ წვრილი შავი თვალებით ამათვალიერა. ვაღიარებ სიმპატიური იყო.

–         არც მე. – ჩამეცინა, ვერ ვხვდებოდი საუბარი უნდა გამეგრძელებინა მასთან თუ უნდა დავმშვიდობებოდი. ფაქტია, გაშეშებული ვიდექი მის წინ და ველოდებოდი რას მეტყოდა.

–         ჩემი პიჯაკი, ალბათ, არ გადააგდე ხო. – გამიღიმა.

–         არა, ნამდვილად არ გადამიგდია. – ცივი ლატე მოვსვი და დაბნეული კარებისკენ ვიხედებოდი.

–         ხოდა ძალიან კარგი, იქნებ ხვალ შევხვდეთ და თან პიჯაკსაც დამიბრუნებდი. – მომნუსხველად გამიღიმა.

–         ამმ..პიჯაკს აუცილებლად დაგიბრუნებ, მაგრამ ხვალ არ მცალია…

–         ესეიგი დაკავებული ხარ.. მაშინ სხვა დროს იყოს.

–         კარგი. – გავუღიმე და კარებისკენ გავემართე, როცა უკნიდან ეიდენის ხმა მომესმა.

–         ეი, ქეროლაინ.

–         ჰოუ. – გამოვტრიალდი, ეიდენი მომიახლოვდა და მითხრა:

–         შენი ნომერი არ ვიცი, მითხარი და მერე შეგეხმიანები.

–         ამმ… კარგი, მომეცი შენი ტელეფონი და ჩავწერ.- ვუთხარი და ეიდენმა თავისი ტელეფონი გამომიწოდა. ჩემი ნომერი ავკრიფე და შინაგანი მე უკვე მეჩხუბებოდა, თუ რატომ მოვიქეცი ესე. ვიცოდი, მასთან შეხვედრა არ იქნებოდა კარგი იდეა და ჯობდა თავიდანვე მომეტყუებინა, რომ პიჯაკი დავკარგე, მაგრამ ჩემი ტვინი საჭირო დროს ხომ ყოველთვის უნდა გაითიშოს! სხვა გზა არ მქონდა, ერთ დღეს დავუბრუნებდი თავის პიჯაკს და ამის მერე არასდროს აღარ მომიწევდა მასთან შეხვედრა… ან იქნებ უბრალოდ თავს ვიმშვიდებდი.

ეიდენს კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და ღრმად ამოვისუნთქე, როცა გარეთ გამოვედი. საათს დავხედე, მაგვიანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით  გავემართე უნივერსიტეტისკენ და როცა საბოლოოდ ლექციაზე შევედი და რაილის და სკოტს გვერდზე მივუჯექი, ტელეფონმა დაიზუზუნა. დემიენი მეგონა, მაგრამ როცა კარგად დავაკვირდი, იმედები გამიცრუვდა.  ეიდენი მწერდა.

„გამიხარდა რომ გნახე 🙂 „

ვიცოდი მისი ეს მესიჯი ცუდის ნიშანი იყო, ამიტომ მისი უპასუხოდ დატოვება გადავწყვიტე.

ეხლა კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, აქამდე დემიენს რომ არ შევეხმიანე, მაგრამ ჩემს თავს შევპირდი, რომ ლექციიდან გამოსვლისთანავე შევეხმიანებოდი.

პრეზენტაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, ლექტორი ზედმეტად კმაყოფილი დარჩა ჩემი გამოსვლით და დიდი აუდიტორიის წინაშე ისე შემაქო, ჩემმა ლოყებმა წითელი ფერი ვერ მოიშორეს. რაილი და სკოტი ბედნიერი სახეებით მიყურებდნენ და უხაროდათ ჩემი წარმატებული გამოსვლა.

დრო საკმაოდ მალე გავიდა. რაილის და სკოტს ყველაფერი მოვუყევი, რაც გამოტოვეს და ორივე იმდენად ყურადღებით მისმენდა, თითქოს რაიმე დეტექტივის შესახებ ვსაუბრობდი.

როცა ეიდენთან მოულოდნელი შეხვედრის შესახებ მოვყევი, სკოტს სახის გამომეტყველება შეეცვალა და გაბრაზდა. ავუხსენი, რომ სხვა გზა არ მქონდა, სკოტმა კი ამ სიტყვებით მიპასუხა. :

–         რაილი რომ შენსავით მოქცეულიყო დიდად არ მესიამოვნებოდა.- მხრები აიჩეჩა.

–         ვიცი სკოტ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა!

–         გქონდა, სხვა ნომერი მიგეცა და ვერსად მოგაგნებდა.

–         ჰო ეგეც მართალია, მაგრამ რა მოხდა სკოტ, ჩვენ გოგოებსაც არ მოგვწონს ბიჭების ბევრი საქციელი, ამიტომ ეს ერთგვარი კომპენსირებაა. – რაილის გაეცინა და მეც ავყევი სიცილში. ოღონდ რამდენად გულრწფელი იყო ჩემი მხიარული განწყობა ვერ გეტყვით. სკოტის თქმის არ  იყოს, მეც არ მომწონდა უნივერსიტეტში მოსვლამდე განვითარებული მოვლენები და არ ვიცოდი ამის შესახებ დემიენისთვის რამე უნდა მეთქვა თუ არა.

რაილის და სკოტს დავემშვიდობე და სახლისკენ გავემართე. გზაში დემიენთან დარეკვა გადავწყვიტე. რამდენიმე ზარი გავიდა და როცა მივხვდი, რომ არავინ მპასუხობდა გავთიშე. ნამუსი მაწუხებდა უპასუხოდ რომ დავტოვე ამდენ ხანს, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ იგრძნობდა, რომ არ მსიამოვნებდა მისი და სარას ყოველდღიური შეხვედრები.

სახლში როცა დავბრუნდი 5 საათი გამხდარიყო. გამოვიცვალე და გემრიელი ბუტერბროტი მოვიმზადე ჩემთვის. ტელევიზორთან კომფორტულად მოვკალათდი და ჭამა დავიწყე. ერთი ლუკმა ჩავიდე თუ არა ტელეფონმა დარეკა და კინაღამ საჭმელი გადამცდა. ჩავახველე, წყალი დავლიე და ომახიანი ხმით ავიღე.

–         გისმენ.

–         მისმენ? – მეორე ხაზიდან გაბრაზებული დემიენი მესაუბრებოდა.

–         ხო, როგორ ხარ?

–         ქეროლაინ, ისე ნუ იქცევი ვითომ დამნაშავე არ ხარ და ცუდად არ მოიქეცი გუშინ.

–         ცუდად? არ ვიცი რას გულისხმობ. – სპეციალურად ნერვებს ვუშლიდი.

–         ნერვებს მიშლი. – ორ წამში მითხრა.

–         და რატომ?

–         ამის დედაც, ტელეფონს რომ მითიშავ ეგ ყველაზე მეტად მეზიზღება და შენ ეს კარგად იცი. მერე საერთოდ ტელეფონს რთავ და მესიჯიც არ გინდა მომწერო, რომ კარგად ხარ.

–         ცუდად რატომ უნდა ვიყო?

–         იქნებ რამე შეგემთხვა, მე საიდან უნდა გამოვიცნო, რომ ყველაფერი რიგზეა? – აღელვებული ხმით მეკითხებოდა.

–         ხოდა ეხლა გეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა,

–         ყველაფერი?

–         კი, ყველაფერი.

–         რაღაც ეგრე არ მგონია.

–         ხოდა მაშინ შენ მითხარი რა არ არის რიგზე. – ამოვისუნთქე და ჭამის მადა დამეკარგა.

–         ძალიან რთულია შენთან კონტაქტი.

–         ხოდა მაშინ მერე დამეკონტაქტე, როცა ამის თავი გექნება.

–         ქეროლაინ! – თავისი ხრინწიანი ხმით მომმართა.

–         იცი ყველაზე ცუდი რა არის?- ვუთხარი.

–         არ ვიცი და გამარკვიე აბა. – თვითონ ირონიულად მესაუბრებოდა.

–         ის, რომ ვერ ხვდები რა არ შეიძლება იყოს რიგზე.

–         ხო, ქეროლაინ, ვერ ვხვდები და იქნებ შენ მითხრა.

–         ცუდია არა, როცა გამოცანებით გელაპარაკებიან? – ნიშნის მოგებით ვუპასუხე.

–         მითხარი, შეხვედრაზე უნდა შევიდე.

–         მიდი შედი, არ დაგაგვიანდეს.

–         კიდე ეგრე ცინიკურად დამელაპარაკები და…

–         და?

–         სარას ხსენებამ გამოიწვია შენი ეს უაზრო და ბავშვური საქციელი?

–         ვაა ყოჩაღ, თურმე ხვდები რაშიც არის საქმე.

–         ცუდი ტონით მელაპარაკები, ქეროლაინ.

–         შენც. ბავშვური საქციელი საერთოდ არ არის ის, რომ…

–         რომ? – მითხრა და ზუსტად წარმოვიდგინე როგორი სახე ექნებოდა ამ მომენტში. მომენატრა.

–         რომ არ არის სასიამოვნო, როცა ამდენ დროს შენს ყოფილ ცოლთან ერთად ატარებ.

–         ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ და მანამ, სანამ რამეზე გაბრაზდები ჯობია კარგად დაფიქრდე ხოლმე.

– უი, დღეს ეიდენი შემხვდა უნივერსიტეტშიწასვლამდე და შენც კარგად დაფიქრდი, სანამ რამეზე გაბრაზდები, მერე კი მეც უფრო კარგად მოგიყვები დეტალებს. – გაბრაზებულმა სწრაფად ჩავილაპარაკე ეს წინადადება და  გავუთიშე.

ზუსტად ვიცოდი როგორც გაბრაზდებოდა და იმასაც ვხვდებოდი, რომ უაზროდ მოვიქეცი, როცა მასთან ეიდენი ვახსენე. მაგრამ მინდოდა მასაც განეცადა ის საშინელი გრძნობა, რომელიც შინაგანად გჭამს და მოსვენების საშუალებას არ გაძლევს. თუ დემიენს ამ საშინელი გრძნობის გამომწვევ ძალად სარა ეყოლებოდა, მე ეიდენის საშუალებით ვაგრძნობინებდი იგივეს. მართალია, როცა ამბობენ სანამ შენთვითონ ტაფაზე თითს არ დაიწვავ, ტკივილს ვერ გაიგებო.

წინ საინტერესო მოვლენები განვითარდება და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment 🙂 <3

[text_hash] => 4552f20e
)

//qc
//QC2