დაკავშირებული – თავი 26. ქალაქგარეთ
// qc

დაკავშირებული - თავი 26. ქალაქგარეთ

Array
(
[text] =>

    გაღიმებული უაზროდ მივშტერებოდი ტელეფონის ეკრანს და უკვე მე10 ჯერ გადავიკითხე სიტყვა „მომენატრე”. ის იყო დემიენისთვის უნდა მეპასუხა, რომ მოულოდნელად ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. დემიენი იყო.

– ეხლა გწერდი. – ჩავახველე, მემგონი ვცივდებოდი.

– რას შვები? – მშვიდი ხმით მითხრა.

– არაფერს, სახლში ვარ, შენ?

– შეხვედრიდან გამოვედი..

– მერე როგორ ჩაიარა?

– დავიღალე.

– ცუდ ხასიათზე ხარ?

– არა, უბრალოდ დავიღალე.

– კარგი, თუ გინდა დაისვენე და მერე შემეხმიანე…

– ქეროლაინ.- ამოისუნთქა.

– ჰო.

– ჩემთვის არ გცალია?

– კი…

– მაშინ რატომ მემშვიდობები?

– დაღლილი ხარ და ვიფიქრე…

– მაშინ არ დაგირეკავდი.

– მართალი ხარ.

– როგორც ყოველთვის. – ჩაეცინა.

– ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო. – უცბად ვუთხარი.

– რაილი და სკოტი?

– ჰო.

– ვიცნობ, ოღონდ შორიდან.

– ხოდა მინდა, რომ ახლოდანაც გაიცნოთ ერთმანეთი.

– ხვალ ხომ გახსოვს სადღაც რომ უნდა წამომყვე? – რატომღაც თემა შეცვალა.

– ხვალ?

– ხო, ერთი კვირის წინ გთხოვე წვეულებაზე გამომყევითქო..

– აა.. კი, მახსოვს.. და რასთან დაკავშრებით იმართება ეგ წვეულება?

– ამმ… რა ვიცი, უბრალოდ..

– უბრალოდ? – ჩამეცინა.

– ხო, ხანდახან ჩემი სამეგობრო აწყობს ესეთ წვეულებებს.

– მეგონა მეგობრები არ გყავდა.

– ნუ გეშინია მყავს, არც ისეთი მარტოსული ვარ როგორც შენ გგონია.

– გასაგებია..

– ესეიგი მოდიხარ.

– კი, ოღონდ…

– რა ოღონდ?

– გვიანობამდე ვერ გავჩერდები..

– შუადღეს ჩამოვალთ.

– სად ჩამოვალთ?

– ხვალ იქ უნდა დავრჩეთ.

– სად იქ? – დავიბენი და თან გული ამიჩქარდა.

– ქალაქგარეთ მივდივართ.

– დემიენ წამოგყვები, მაგრამ ნამდვილად ვერ დავრჩები.

– რატომ? – ცოტა გაბრაზდა.

– დედას გამოვუტყდი ჩვენ შესახებ…

– მერე? – ვერ ხვდებოდა.

– ტყუილში გამომიჭირა და ამიტომ მომიწია სიმართლის თქმა.

– და რა უთხარი?

– ის, რომ…

– რომ? – არ მეშვებოდა.

– რომ ერთად ვართ..

– ერთად ვართ? – სერიოზული ხმით მკითხა.

– მე.. არრ.. – დავიბენი და უცბად მელოდიურმა სიცილის ხმამ გამომაფხიზლა.

– ვხუმრობ ქერ.. მიხარია თუ დედაშენმა იცის ჩემ შესახებ. – მითხრა და ღრმად ამოვისუნთქე, ორ წამიანი უხერხულობა თითქოს მთელი ცხოვრება გაგრძელდა.

– ხო, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ღამე ვერ დავრჩები.

– სხვა გზა არ გაქვს.

– უკაცრავად? – ჩამეცინა.

– ხო, სხვა გზა არ გაქვს. პრობლემას თუ დედაშენის თანხმობა წარმოადგენს, მაშინ მე დაველაპარაკები.

– სერიოზულად ამბობ? – არ ვიცოდი ხუმრობდა თუ არა.

– ხო სერიოზულად. ოღონდ… ჯერ არ უთხრა ჩემი ვინაობის შესახებ.. მინდა ისე გამიცნოს, როგორც რიგითი ახალგაზრდა.

– და რატომ? – ვერ ვხვდებოდი ამის მიზეზს.

– არ ვიცი, არ მიყვარს ჩემს სტატუსსა და საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება..

– კარგი, როგორც შენ გინდა.. – დავთანხმდი.

– მალე დაიძინე, ხვალისთვის ენერგია გჭირდება.

– არავის რომ არ ვიცნობ?

– მე მიცნობ და ეგ არის მთავარი.

– ეხლა სად მიდიხარ? – ცნობისმპოყვარეობამ მძლია.

– კლუბში.

– Underground-ში?

– ჰო.

– სარაც იქნება?

– ალბათ..

– კარგი, ხვალ შემეხმიანე. – გავბრაზდი და ტელეფონი გავუთიშე სანამ რამეს მეტყოდა. პირველ რიგში არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ისევ იმ კლუბში აპირებდა წასვლას, სადაც ჩხუბი მოხდა დემიენსა და ეიდენის ბანდას შორის. ვიცოდი, რომ დემიენს ეკუთვნოდა „Underground” და რომ ეს კლუბი მისი ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესი იყო, მაგრამ რატომღაც წინათრძნობა მკარნახობდა, რომ კარგი ამბები იქ არ ტრიალებდა. თითქოს დემიენი ორი ცხოვრებით ცხოვრობდა. ცხოვრების ნახევარს, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, ისე ატარებდა, ნახევარს კი ყოველ საღამოს კლუბში სიარულს უთმობდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ მას ეკუთვნოდა, მისი ბნელი წარსულის ანარეკლი იყო.

ამ ყველაფერს სარა დევისიც ემატებოდა,რომელიც როგორც გავიგე დემიენის ყოფილ ცოლობასთან ერთად, მისი ბიზნეს პარტნიორიც გახლდათ და შესაბამისად კლუბის მეწილე ისიც იყო.. მე კი სარას დანახვისთანავე დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ქალბატონი ჩემი კეთილის მსურველი ნამდვილად არ იქნებოდა…დემიენის მონათხრობმა კი იმაშიც დამარწმუნა,რომ სარა დევისი ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა დემიენის ცხოვრებაში, რომლიდანაც გაქრობას ის საერთოდ არ აპირებდა. 

მოკლე თავია, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი ამბები განვითარდება 🙂 თუ გაინტერესებთ გაგრძელება, არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 11eb1117
)

//qc
//QC2