დაკავშირებული – თავი 25. ნარკოტიკი
// qc

დაკავშირებული - თავი 25. ნარკოტიკი

Array
(
[text] =>

ნებისმიერი ბედნიერი მომენტი ოდესღაც მთავრდება, მათ შორის ჩემიც დასასრულს მიუახლოვდა და თურმე, მას არც ისეთი ბედნიერი დასასრული ჰქონდა, როგორსაც მე წარმოვიდგენდი. დემიენთან ერთად დღევანდელი დღის გატარება ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად შემიძლია აღვნიშნო ჩემი ცხოვრების კალენდარში. დრო ზედმეტად სწრაფად გავიდა, მე კი დემიენის კაბინეტთან მდებარე საიდუმლო ოთახიდან გამოსვლის სურვილი საერთოდ არ მქონდა. გამეცინა, როცა გამახსენდა როგორ შევთანხმდით ორივე, რომ გვეჩქარებოდა, საბოლოოდ კი ამ მყუდრო ოთახში სულ რაღაც 6 საათი გავატარეთ ერთად. დემიენს საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და ბოდიში მომიხადა თვითონ რომ ვერ დამტოვებდა სახლში. ჩემი თავი მან თავის მძღოლს ჩააბარა და სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ჩამეხუტა. ამ დროს ღიმილი ყურებამდე ამივიდა, არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ამხელა ბედნიერების განცდა, თუნდაც, ადამიანის ჩახუტებით. დემიენს დავემშვიდობე, ვუთხარი, რომ მოგვიანებით შევეხმიანებოდი, რაზეც მან თავი დამიქნია და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ უბედნიერესი იყო ამ სიტყვების მოსმენით. ვიცოდი, მასაც ჩემსავით უხაროდა ჩვენი ყოველი ერთად გატარებული წუთი და თუ რას გვიმზადებდა მე და დემიენს მომავალი, ეს ორივესთვის ძალიან საინტერესო იყო.

მანქანაში ჩავჯექი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა ჩემი ტელეფონის არსებობის შესახებ, რომელსაც ჩარლის ინციდენტის შემდეგ სპეციალურად ხმა გავუთიშე, რომ დემიენს საუბარი უაზრო ზარების გამო არ შეეწყვიტა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე , რომ უაზროდ მოვიქეცი, როცა რაილის, სკოტის და დედაჩემის 57 გამოტოვებული ზარი დამხვდა. “ღმერთო რა დებილი ხარ ქეროლაინ!”გავიფიქრე. გული ამომივარდა და ავნერვიულდი, მართალია გვიანი არ იყო, ჯერ მხოლოდ 8 ის ნახევარი ხდებოდა, მაგრამ გული რატომღაც ცუდს მიგრძნობდა. არასდროს ვატყუებდი სოფის ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ვითომ რაილისთან ერთად სასეირნოდ წასული სახლში მხოლოდ 6 საათის შემდეგ ვბრუნდებოდი ისე, რომ დედას არც შევხმიანებივარ! სიყვარული ხანდახან აშტერებს, როგორც ჩანს.

სახლს მივუახლოვდით, მაიკლს, დემიენის მძღოლს მადლობა გადავუხადე, მანქანიდან გადმოვედი, ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ზარი დავრეკე. სახლის კარები არც მეტი არც ნაკლები რაილიმ გამიღო. თვალები გამიფართოვდა და  გულის ცემა ამიჩქარდა… „აი სად დაგერხა” გავიფიქრე ჩემთვის, როცა რაილის ანერვიულებული სახე შევამჩნიე. თვალებით მანიშნა, რომ დედაჩემი სამზარეულოში იმყოფებოდა, მე კი  პირველად ჩემს ცხოვრებაში შემეშინდა სოფისთან შეხვედრის.

–         აქ რას აკეთებ?! – გაოცებულმა ვკითხე რაილის.

–         მაგის დრო არ არის! რატომ არ გამაფრთხილე, სულ გაგიჟდი? ან შენ სად იყავი საერთოდ?!

– დემიენთან… არ ვიცი, რატომღაც გაფრთხილება გადამავიწყდა! – თვალებს სწრაფად ვახამხამებდი და ვცდილობდი ტვინში აზრების დალაგებას.

–         ეგ როგორ დაგავიწყდა! სოფის გული გაუსკდა ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი! ძლივს გადავაფიქრებინე, რომ პოლიციაში არ დაერეკა. – ჩუმად მეუბნებოდა და თან სამზარეულოსკენ იხედებოდა.

–         8 ის ნახევარზე რადგან სახლში ვბრუნდები რა არის ამაში საგანგაშო? – ვითომ ვერ ვხვდებოდი.

–         ქეროლაინ ის, რომ დედაშენს მთელი ამდენი ხნის მანძილზე ჩემთან ერთად ეგონე. მე კი რადგან ტელეფონს არ იღებდი შენთან მოსვლა გადავწყვიტე, სკოტიც წამომყვა, მეთქი ერთად გავისეირნებთთქო. 4 საათი იყო რომ მოვედი და დედაშენს გული გაუსკდა ჩვენი დანახვისას.. მეც ვერაფერი მოვიფიქრე, შენც კარგად იცი, რომ მე და სკოტის გარდა ახლო მეგობარი არავინ გყავს. – რაილიმ სიმართლეს ახადა ფარდა, მე კი მის უკანასკნელ სიტყვაზე რატომღაც გული მეტკინა.

–         რა ვქნა? – მხოლოდ ეს კითხვა დავსვი.

–         არ ვიცი, მე ჯობია დაგტოვოთ, არაუშავს, რამენაირად გამოძვრები სიტუაციიდან ან იქნებ უბრალოდ აუხსნა და სიმართლე უთხრა.. ვერ ვხდები სოფის საერთოდ რატომ უმალავ იმას, რომ დემიენს ხვდები.

–         საქმეც მაგაშია, აქამდე მეგონა, რომ წერტილი დაესვა ყველაფერს და რატომ უნდა მეთქვა დედაჩემისთვის?

–         არ ვიცი, მოკლედ წარმატებები ქერ და არ ინერვიულო.. დამირეკე და მომიყევი მერე ყველაფერი! სხვა დეტალებიც ოღონდ. – უცბად გამომეტყველება შეეცვალა და თვალი ჩამიკრა. მე კი უაზროდ გამეღიმა. ისევ გამახსენდა ის ბედნიერება, რასაც რამდენიმე წუთის წინ განვიცდიდი დემიენის გვერდზე ყოფნისას. მაგრამ ამ ბედნიერებას ერთგვარი საფრთხეც მოჰყვა თან…

რაილი გავაცილე და სამზარეულოსკენ დავიძარი, დედა სკამზე გაშეშებული იჯდა და როგორც კი დამინახა ფეხზე წამოდგა, ერთი წამით გაუხარდა ჩემი დანახვა, როცა მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და არანაირ საფრთხეში არ ვიყავი, მაგრამ ორ წამიანი სიხარულის შემდეგ, მისი სახე გაქვავებულმა მზერამ შეცვალა, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა.

–         სად ბრძანდებოდი ქეროლაინ?! შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?! – მომიახლოვდა, მე კი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.

–         რა გჭირს დედა? 8-ის ნახევარია, რა უნდა მომხდარიყო ამ დროს ისეთი, რაც ნერვიულობის საბაბს მოგცემდა? – თავი გავიქნიე, ვცდილობდი მართალი გამომეყვანა ჩემი თავი, მაგრამ ჩემ ყველანაირ მცდელობას განხორციელება არ ეწერა.

–         სულ ორი მეგობარი გყავს, რომელთან ერთადაც თითქმის ყოველ დღეს ატარებ, დღეს კი მთელი დღით გაუჩინარდი ისე, რომ მე რაილისთან და სკოტთან ერთად მგონიხარ, ცოტა ხანში კი ვიგებ, რომ ორივეს თვალით არ უნახიხარ დღეს!

–         ვიცი…. მაპატიე.

–         პატიება არ შველის ქეროლაინ, შეგიძლია უბრალოდ მითხრა სად იყავი და მეც აღარ ვინერვიულებ! ტელეფონს მაინც რატომ არ იღებდი?! – სოფი პირველად ვნახე ესეთი გაბრაზებული და რამდენადაც არ უნდა მდომოდა შეწინააღმდეგება, ვიცოდი მართალი იყო.

–         ხმა გამორთული მქონდა.. რაღაც საქმეზე ვიყავი წასული და შეგიძლია დამშვიდდე, არაფერი არ არის სანერვიულო, შენც კარგად იცი, რომ არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რის გამოც ღირს ნერვიულობა!

–         შენ არა ქეროლაინ, მაგრამ სხვამ შეიძლება გააკეთოს. ალბათ, იმ ჩარლის ხვდები ხო? – ჩარლის სახელის ხსენებაზე ცუდი შეგრძნება დამეუფლა, გამახსენდა, რომ იმ დღის მერე მას აღარც შევხმიანებივარ..-  შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავ, მეგონა ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდი ეხლა კიდევ არ ვიცი.. იქნებ ბევრ რამეს მატყუებ! ქეროლაინ ჩვენ ხომ გულახდილები ვართ ერთმანეთთან?- თვალები ოდნავ აუცრემლიანდა მე კი ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. მიუხედავად განცდილი ბედნიერებისა, რაც დემიენთან ყოფნას უკავშირდებოდა, რატომღაც ნამუსი მაწუხებდა, როცა მახსენდებოდა დემიენის კაბინეტში განვითარებული მოვლენები.

–         ვიცი დედა და მაპატიე, რომ დაგიმალე. არანაირი ჩარლი არ არის კავშირში ჩემთან.. სიმართლის თქმა მეშინოდა,  იმიტომ, რომ არ მინდოდა მოვლენებისთვის გამესწრო, თორემ შენ არასდროს არაფერს არ გიმალავ და ეგ კარგად იცი.

–         ამაზე რას იტყვი ქეროლაინ? მაშინ ჩარლის თუ არა ვის ეკუთვნის ეს? – დედა სავარძელს მიუახლოვდა და შავი პიჯაკი სახეში მომაჩეჩა. პიჯაკი, რომელიც ეიდენს ეკუთვნოდა. მესამე ბიჭის სახელის ხსენება ნამდვილად უფრო გაართულებდა სიტუაციას ამიტომ მეც ვიცრუე.

–         დემიენის პიჯაკია.

–         ვისი?

–         დემიენის, ჩემი… ჩემი შეყვარებულის.- ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები.

–         მასთან ერთად იყავი? – უცბად, ჩემდა გასაკვირად, სახე დაუმშვიდდა, მე კი ნამდვილად სხვა რეაქციას ველოდებოდი.

–         ხო… და მეც არ ვიცი, აქამდე რატომ არაფერი არ გითხარი, უბრალოდ ჯერ არ იყო რაღაცეები გარკვეული..

–         ვინ არის ან საერთოდ რას წარმოადგენს? – რატომღაც ეღიმებოდა, მისი ღიმილის დანახვამ კი მეც სიმშვიდე მომგვარა.

–         დედა!

–         რა იყო, უბრალოდ გეკითხები, ხო უნდა ვიცოდე, ვინ არის ბიჭი, ვის გამოც ჩემი საკუთარი შვილი პირველად ცხოვრებაში მატყუებს და უგზო უკვლოდ უჩინარდება სახლიდან.

–         მაგას მერე მოგიყვები, ეხლა დაღლილი ვარ. შენ კი ამიერიდან შეგიძლია მშვიდად იყო, კარგი ბიჭია დემიენი და ვიცი, იმედებს არ გამიცრუვებს.

–         თავიდან ყველა ბიჭი ეგეთი ჩანს ქეროლაინ,- სოფიმ ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო- წინასწარ ნურაფერს ნუ იტყვი, სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობ.. და რაც მთავარია, ფრთხილად იყავი, ქეროლაინ, ჩემზე მეტად რომ არავის უნდა შენი ბედნიერება ხომ იცი ეგ? – სოფი მომიახლოვდა და ჩამეხუტა, მეც ხელები შემოვხვიე და გამიხარდა, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.

–         ვიცი..

– ამიერიდან არანაირი ტყუილები არ იქნება ჩვენ შორის, ხომ მპირდები? – თბილი გაომეტყველებით მითხრა.

– კი დედა, გპირდები..

–         და მაინც, რას წარმოადგენს უცნობი ბიჭი დემიენი? ან რამდენი წლის არის? – ცნობისმოყვარეობა კლავდა დედაჩემს, მეც ვაწვალებდი და ჯერ არაფრის თქმას არ ვაპირებდი.

–         სოფი! როცა დრო მოვა მოგიყვები.- ხელები გავუშვი და ჩემი ოთახისკენ გადავინაცვლე.

–         ოჰ რა ჯიუტი ხარ ქეროლაინ! – უკნიდან სიცილნარევი ხმით მომაძახა.

ოთახში შევედი და სანამ გამოვიცვლიდი, რაილის მოკლედ მივწერე, რომ ყველაფერი რიგზე იყო და რომ უაზრო იყო ჩემი განგაში. ხანდახან მავიწყდებოდა როგორი გამგები დედა მყავდა და ამის გამო ნამდვილად გამიმართლა  ცხოვრებაში. რაილის სიტყვები არასწორი იყო, როცა მითხრა, რომ მისი და სკოტის გარდა მეგობრები არ მყავდა. ჩემი ნომერ პირველი მეგობარი სწორედ დედაჩემი იყო და ამის გააზრების შემდეგ, ნამუსმა კიდევ უფრო შემაწუხა.. არ ვიცოდი აქამდე რატომ არაფერი მოვუყევი დემიენის შესახებ.

დემიენი… გამოჩნდა თუ არა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დამიტრიალა. სიყვარული, ალბათ, მართლა სიგიჟეებს აკეთებინებს ადამიანს, მე კი ზუსტად ვიცოდი  ეს  სიგიჟეები სულ მალე დაიწყებოდა ჩემს ცხოვრებაში, დაუსრულებლად გაგრძელდებოდა და კიდევ უფრო გაამძაფრებდა და გააფერადებდა ჩემს ყოველდღიურობას.

საწოლისკენ გავემართე და უცბად ტელეფონმა ჩემს ხელში დაიზუზუნა. ეკრანს დავხედე და ღიმილი კვლავ ყურებამდე ამივიდა, როცა უცნობი ნომრის მაგივრად უკვე დემიენის სახელი ამოვიკითხე.

1 საათიც არ გასულა ჩვენი დამშვიდობებიდან. ვიცოდი დემიენი რაღაც საქმის მოსაგვარებლად იყო წასული, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მაინც გამონახა დრო ჩემ მოსაკითხად.

„მომენატრე” იყო ის ერთი სიტყვა,რომელიც დემიენმა მომწერა. მე კი ვიცოდი, რომ ამიერიდან ჩვენი განშორების ხანგრძლივობის მიუხედავად, დემიენი ყოველთვის მომენატრებოდა. ძნელი ასახსნელია, მაგრამ მის გვერდით ყოფნისასაც კი დემიენის დანაკლისს განვიცდიდი. ის ნარკოტიკივით იყო, ნარკოტიკივით, რომელზეც მთელი არსებით გავხდი დამოკიდებული და რომლისთვისაც თავის დანებება ურთულესი ამოცანა იქნებოდა ჩემთვის.

ესეც ახალი თავი. იმედია, რომ მოგეწონებათ 🙂 და თუ გაგრძელება გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ Vote & Comment. <3

[text_hash] => 60f3712a
)

//qc
//QC2