Array
(
[text] =>
– მიყვარხარ. – ყურებში მკაფიოდ ჩამესმა ეს სიტყვა, რომელიც მისმა ბოხმა ხმამ წარმოთქვა. იქნებ მომესმა? სანამ დემიენის სხეულზე ხელები მქონდა შემოხვეული და თავი მის მკერდზე მედო, დემიენის გახშირებული გულისცემა კარგად მესმოდა. უცბად ხელები გავუშვი და თვალებ გაფართოვებულმა შევხედე.
– რა? – აკანკალებული ხმით ვკითხე.
– ქეროლაინ, კარგად გაიგე, რაც გითხარი.. – ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ერთი ხელით ჩემი ხელი თავის გულზე მიიდო. მეგონა ადგილზე ვიყავი გავქვავებული და ჩემ ირგვლივ სამყარო გაიყინულიყო. რეალობაში მხოლოდ დემიენის გულის ცემამ დამაბრუნა, რომელსაც ჩემი პატარა ხელის მეშვეობით მთელი სხეულით ვგრძნობდი.
– მიყვარხარ, ქეროლაინ. ადრეა შენთვის ამ სიტყვების მოსმენა? – გაეღიმა.
– მე.. არ… არ ვიცი.. – ხელი ჩამოვწიე და დემიენის სახეზე სევდა აღიბეჭდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, თან ძალიან.
– შენ არ გიყვარვარ? – თვალები გამისწორა და ოდნავ მკაცრი გამომეტყველებით შემომხედა.
– არ ვიცი სიყვარულში შენ რას გულისხმობ…
– რა? რას უნდა ვგულისხმობდე? გგონია ამ სიტყვებს უბრალოდ გეუბნები?! – დემიენი თვალს არ მაცილებდა და მწველი მზერით მიყურებდა.
– არა, არ მგონია…მაგრამ..
– რა მაგრამ? მითხარი პირდაპირ, რომ შენ არ გიყვარვარ ქეროლაინ, არ მეწყინება.
– მეშინია…
– რისი?- ჩაეცინა. – ხომ გითხარი არ მეწყინებათქო..
– არა… იმის მეშინია, რომ…
– რომ? – მითხრა, მე კი ოდნავ უკან დავიხიე, ვერ ვუძლებდი მის სიახლოვეს ყოფნას.
– რომ მეც მიყვარხარ და არ მინდა გული მატკინო.
– გაიმეორე.
– რა?
– გაიმეორე, რომ გიყვარვარ.- ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და იმდენად ახლოს იდგა მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მელამუნებოდა.
– მიყვარხარ, დემიენ. – ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და გულის ცემა ასჯერ გამიხშირდა..დემიენს ჩაწითლებული თვალები გაუბრწყინდა, თითქოს ისევ აუცრემლიანდა თვალები, მაგრამ ემოციის გამოხატვისგან თავს იკავებდა. მთელი ძალით გულში ჩამიკრო, მერე შუბლზე მაკოცა და ჩუმად მითხრა.
– დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს იცი?
– მეც..- ჩამეცინა და ხელები შემოვხვიე. ნუთუ რეალური იყო ეს ყველაფერი? არ ვიცი.. ფაქტია, იმ წამს უბედნიერესი ვიყავი და არაფერში გავცვლიდი ამ ბედნიერებას.
დემიენმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ეს კოცნა სრულიად განსხვავებული იყო. კოცნა აღარ იყო მხოლოდ ვნებიანი, ის ბევრად უფრო თბილი და უდიდესი სიყვარულით იყო აღსავსე. დემიენი სველ კოცნებს ტოვებდა ჩემს კისერზე, მერე ისევ ჩემს ტუჩებს უბრუნდებოდა და ესე გრძელდებოდა უსასრულოდ, სანამ ბოლოს დიდ სავარძელზე არ ამოვყავი თავი. დემიენი ზემოდან მეწვა და ჩემი სხეული ვეღარ უძლებდა მოზღვავებულ ემოციებს. დემიენმა ხელი ოდნავ ფეხებს ქვემოთ ჩააცურა, მე კი მაშინვე დავიჭირე და შევაჩერე.
– დემიენ..
– რა? – ის არ ჩერდებოდა ისევ მკოცნიდა და ზუსტად იცოდა რამდენად მაგიჟებდა მისი თითოეული მოქმედება. „წინააღმდეგობა გაუწიე ქეროლაინ, სანამ დროა!” ჩაილაპარაკა ჩემმა ქვეცნობიერმა, რომელსაც 100%- ით ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი სხეული სრულიად სხვა ფიქრებით იყო გართული.
– გთხოვ, გაჩერდი.- ხელით მის მკერდს შევეხე და ვცდილობდი როგორმე წარმომეთქვა ეს სიტყვები, რომელთა თქმაც გულის სიღრმეში საერთოდ არ მინდოდა.
– რატომ? – წარბებ შეჭმუხნული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი.
– არ მინდა… არ მინდა, რომ უფრო შორს შევტოპოთ…
– ნუ გეშინია არ შევტოპავთ. – მითხრა და ისევ მაკოცა. ამჯერად უფრო მკაცრად ვუთხარი.
– დემიენ!
– ამის დედაც, ნუ გეშინია ქეროლაინ ძალით არ გაგაუპატიურებ. – გაბრაზებულმა მითხრა მე კი ხმამაღლა გამეცინა. ვიცი იმედგაცრუებული იყო ბედნიერი მომენტი რომ გავუფუჭე, მაგრამ სხვა გზა არც ჰქონდა. წამოჯდა და შავი პერანგი შეიკრა.
– რა გაცინებს? – თვითონაც ეცინებოდა.
სახეზე ხელები ავიფარე და სიცილს ვერ ვიკავებდი, სინამდვილეში მეც არ ვიცოდი კონკრეტულად რაზე მეცინებოდა, ფაქტია, ეიფორიაში ვიყავი.
– ჩემზე გეცინება? – ხელები სახიდან ჩამომაშორა.
– შეიძლება.- ვუთხარი და ისევ გამეცინა.
– ყველაზე მელოდიური ხმა შენი სიცილია და გთხოვ, რომ არასდროს შეწყვიტო იგი. – ჩემი ხელები ისევ მას ეჭირა და თვალებში მიყურებდა. გული სითბოთი მევსებოდა, როცა მის გვერდით ვიყავი და მინდოდა ეს ბედნიერება არასდროს დამთავრებულიყო.
მეგობრებო, ცოტა დიდხნიანი პაუზა მქონდა, გამოცდები მაქვს ამ კვირაში და ხშირად ვერ ვდებ ახალ თავს. იმედია მოგეწონებათ და არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => c70d9c85
)