Array
(
[text] =>
– ქერ.. – თავისი ბოხი ხმით მომმართა.
– ჰოუ. – ჭიქიდან ღვინო მოვსვი. ამ წუთიდანვე დავრწმუნდი დემიენის სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ მართლა დამჭირდებოდა ცოტა დალევა.
– ძალიან რომ მომწონხარ ეგ გითხარი უკვე ხო? – მომნუსხველად გამიღიმა. ისევ დავიძაბე და არ მომწონდა, როცა მისი სიტყვები ესე მოქმედებდა ჩემზე.. ან პირიქით, იქნებ მომწონდა კიდეც.
– კი.
– ხოდა მინდა ეგ ყოველთვის გახსოვდეს კარგი?
– კარგი. – დაბნეულმა ვუპასუხე.
– არ ვიცი რითი დავიწყო..- ჩაახველა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
– დეტალები არ მაინტერესებს, უბრალოდ სიმართლე მითხარი..
– რომ გითხრა ძალიან, ძალიან ცუდად მოვიქეცითქო გეწყინება?
– საქციელს გააჩნია..
– ანუ შეიძლება, რომ ამან შენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეცვალოს?
– ეს „ამან” არ ვიცი რა არის დემიენ, ამიტომ გულახდილად ვერ გიპასუხებ და თუ ისევ გამოცანებით უნდა მელაპარაკო, აზრი არ აქვს. – გავბრაზდი.
– მადლობა ესე რომ მიადვილებ შენთან ურთიერთობას.- ისიც გაბრაზდა. ფეხზე წამოდგა, ზურგი მაქცია და ორი ნაბიჯი გადადგა. მალევე ისევ ჩემკენ შემოტრიალდა, გვერდით მომიჯდა და ეხლა უკვე შეცვლილი გამომეტყველებით დაიწყო ლაპარაკი.
– კარგი.
– კარგი? – ვერ მივხვდი.
– დავიწყებ და ზედმეტი კითხვები არ დამისვა. რამეს თუ არ ვიტყვი ესეიგი იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. – თმა ხელით გაისწორა და თვალებში შემომხედა.
– კარგი, გისმენ.
– ეს ყველაფერი, რასაც ეხლა მოგიყვები, ძალიან, ძალიან ადრე ხდება.. მაშინ როცა ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი.. – რატომღაც ჩაეცინა- სულ თავიდან რომ დავიწყოთ მინდა გითხრა, რომ კეთილი და კარგი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, დიდად აგრესიულობით არ გამოვირჩეოდი უბრალოდ ადამიანები არასდროს არ მიყვარდა. არც მეგობრები მყავდა ბევრი და ძირითად დროს უბრალოდ გართობასა და მშობლებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში ვატარებდი. მაიკლ ლუკასმა, ანუ მამაჩემმა, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ადრეულ ასაკში, ცოლიც მალე შეირთო და ,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეც გავჩნდი ამ არეულ ოჯახში.
ხო, არეულს იმიტომ ვამბობ, რომ გვერდით არასდროს მყოლია მოსიყვარულე მშობლები. შეიძლება ეს მე მეჩვენებოდა, მაგრამ დღესაც კარგად მახსოვს ის დღეები, როცა მამაჩემი ყოველთვის ჰაერში იყო გამოკიდებული თავისი საქმეების და სამსახურის გამო.. დედაჩემი კი მხოლოდ თავისი სამოდელო სააგენტოთი, სალონებითა და თავისი მეგობრებით იყო დაკავებული. მე კი იმ მომენტში ყველაზე მეტად მინდოდა გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა, რომელიც გამიგებდა, რომელიც მეთამაშებოდა, შემაქებდა, ჩემს დაწერილ მელოდიებს მოიწონებდა..მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი გვერდით არასდროს მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არაფერი მაკლდა, ოჯახისგან ვერ ვიღებდი იმ სითბოს და ყურადღებას, რაც, ალბათ, ყველა ბავშვს სჭირდება. რეალურად ჩემი მშობლების შემცვლელები ძიძები იყვნენ. იმას არ ვამბობ, რომ არ მიყვარდა ან არ მიყვარს ჩემი მშობლები, მაგრამ, ფაქტია, დიდად ახლო ურთიერთბა არ მქონია მათთან. ალბათ, გახსოვს, ადრე გითხარი არასდროს მინდოდა და ან ძმა მყოლოდა, რადგან მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მომართულითქო.- ჩაეცინა და განაგრძო – სინამდვილეში კი ყველაზე მეტად მინდოდა ვინმე ჩემნაირი ყოფილიყო ჩემ გვერდით. ვინმე ისეთი, ვინც გამიგებდა და დიდ დროს დაუთმობდა ჩემთან ურთიერთობას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პატარა ასაკში ისე მძაფრად ვერ ვხვდებოდი, როგორც მერე, როცა უკვე ცოტა გავიზარდე და გარდატეხის ასაკი დამეწყო. ვიცი, რომ ჩემი ბრალია ცხოვრება რომ ამერია, მაგრამ ამასაც ხომ აქვს რაღაც წინაპირობა, ხოდა ეს წინაპირობა ჩემი აზრით, ზუსტად ჩემი ოჯახი იყო. მამაჩემი ბავშვობიდანვე ერთ რამეს მინერგავდა თავში – იყავი დაუნდობელი და წარმატებას მიაღწევო, – მე კი მაშინ საერთოდ არ მქონდა ამის სურვილი, რომ დაუნდობელი ვყოფილიყავი. ფორტეპიანოზე ვუკრავდი და სიმღერებს ვწერდი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ, როცა მამაჩემმა შეამჩნია, უფროსწორედ, დედაჩემისგან გაიგო, რომ სკოლას ხშირად ვაცდენდი და არ ვმეცადინეობდი, როიალთან დაჯდომა ამიკრძალეს და მითხრეს, რომ ჯობდა სხვა საქმისთვის მიმეხედა. არ ვიცი საერთოდ ამას რომელიმე ოჯახში თუ აკეთებენ, მაგრამ, ფაქტია, მე არ გამიმართლა. მუსიკას თავი დავანებე და თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ეს სფერო ბოლომდე ჩემი არ იყო და ჯობდა მშობლებისთვის დამეჯერებინა და კარგად მესწავლა, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, ყველაზე მეტად ჩემს როიალთან დაჯდომა და დაკვრა მენატრებოდა. მერე, როცა კიდევ უფრო გავიზარდე უიმედობის გრძნობა დამეუფლა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ფულსა და წარმატებაში არ იყო ბედნიერება.. უაზრო ბიზნესმენების სტუმრობები, ერთფეროვანი საღამოები, მუდმივი მოგზაურობა ერთი ქვეყნიდან მეორეში…რეალურად ვერც აღვიქვავდი თუ სად იყო ჩემი ნამდვილი სახლი.. დაკარგული ბავშვივით კუდში დავყვებოდი ჩემს მშობლებს და ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებდი ცხოვრებისგან. ყველაფერი განსაკუთრებით ჩემს მე 15 დაბადების დღეზე აირია, როცა გადავწყვიტე მთელი სანაცნობო დამეპატიჟებინა და მათთან ერთად აღმენიშნა ეს დღესასწაული. სწორედ იმ დღეს, როცა მამაჩემის ფულით უზარმაზარი სახლი ვიქირავე, უამრავი უცხო თინეიჯერი მოაწყდა ამ სახლს, სასმელებითა და ნარკოტიკებით. მე აქამდე არასდროს არ დამილევია, რაზეც ჩემმა ეგრედ წოდებულმა მეგობრებმა დამცინეს და აბუჩად ამიგდეს, მეც მინდოდა მაგარი ბიჭი გამოვჩენილიყავი და ზომაზე მეტი დავლიე და ნარკოტიკსაც გავუსინჯე გემო. ჩემი ცხოვრებაც ზუსტად აქედან აირია, თავი დიდი მეგონა და მაგარ ბიჭობად მიმაჩნდა ყოველ კვირას ესეთი ღრეობა, გართობა და უცნობებთან ერთად დროის გატარება, რაც, ალბათ, ერთგვარი წინააღმდეგობა და პროტესტიც იყო ჩემი მშობლების მიმართ. ალბათ, დღე არ გავიდოდა ისე, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არ დავბრუნებულიყავი სახლში.
მშობლები ჩემს ესეთ მდგომარეობას დიდად ვერც ამჩნევდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა რომც გაეწიათ, მათ არცერთ სიტყვას აზრი არ ექნებოდა, რადგან უკვე ბევრად უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა 12 წლის ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა ამიკრძალეს და ოცნებები დამიმსხვრიეს.
ერთ-ერთ ესეთ დღეს დილის 5 საათზე მოულოდნელად სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.. მეგობრებს ცხადია არც უკითხავთ სად მივდიოდი..ან რატომ უნდა ეკითხათ, მათ მხოლოდ ჩემი ფული და წვეულებები აინტერესებდათ. არაფხიზელ მდგომარეობაში ეს ყველაფერი კარგად გავაანალზიე, ცუდ ხასიათზე დავდექი და მთელი ჩემი არსებობა შემძულდა. არ მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ არც იმის სურვილი მქონდა, რამე გამომესწორებინა, რადგან არაფერი მაძლევდა მოტივაციას, ვიცოდი ისედაც ყველაფერი მექნებოდა, რასაც მოვინდომებდი.
სახლს მივუახლოვდი და კარებზე ვაბრახუნებდი, სანამ არ გამახსენდა, რომ გასაღები მქონდა. მამაჩემი ამ დროს საქმეებზე იყო წასული უცხოეთში და ვიცოდი მარტო დედაჩემი დამხვდებოდა სახლში. კარი შევაღე. სახლში სრული სიბნელე სუფევდა.. მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა მეორე სართულიდან. ბანცალ-ბანცალით კიბეებზე ავედი, და სანამ ჩემს ოთახს მივუახლოვდებოდი ქალის სიცილის ხმა მომესმა, რომელსაც მოულოდნელად მამაკაცის სიცილიც აჰყვა. ნასვამი ვიყავი და ბოლომდე ვერ გავაანალიზე რა შეიძლება დამხვედროდა ოთახში, რომლის კარსაც რამდენიმე წამში შევაღებდი. კარები შევაღე თუ არა დამხვდა ის სურათი, რომელიც, ალბათ, არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. – ეს თქვა და სუნთქვა გაუხშირდა. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, არ სიამოვნებდა ამ ცუდი მოგონების გახსენება, მაგრამ, ამავდროულად, სურვილი ჰქონდა ჩემთვის გული გადაეშალა. არ მინდოდა მას ლაპარაკი შეეწყვიტა და ჩემდა უნებურად ხელი მის ხელს მოვუჭირე და ვაგრძნობინე, რომ ყველაფერი რიგზე იყო. დემიენმაც საუბარი განაგრძო:
– შევედი ქეროლაინ და ეს ქალი… დედაჩემი… ვიღაც ყლე კაცთან ერთად საწოლში იწვა გესმის?! ვიღაც ყლე კაცთან, როცა ამ დროს მამაჩემი საქმეების მოსაგვარებლად ქვეყნიდან იყო წასული. დედაჩემის კივილი ეხლაც კარგად ჩამესმის ყურებში, როცა ზემოდან დავახტი ამ კაცს და რაც ძალა და ღონე მქონდა სახეში ვურტყი. მისი სისხლი სახეში მესხმებოდა და არ იცი ქეროლაინ თუ როგორ მსიამოვნებდა… როგორ მსიამოვნებდა, როცა ამხელა ძალას ვგრძნობდი, როცა ვხვდებოდი, რომ ადამიანს ვანადგურებდი, რომ მისი არსებობა ჩემს ხელში იყო.
მეგონა ეს გამწარება გადამივლიდა და ამ კაცის ცემით დავიკმაყოფილებდი ჩემს მოზღვავებულ ემოციებს.. მაგრამ ვცდებოდი და თურმე როგორ… იქვე მაგიდაზე შუშის ბოთლს მოვკარი თვალი და არც დავფიქრებულვარ რამდენიმე წამში ისე გამოვასალმე უცნობი ადამიანი სიცოცხლეს.. – ამ წინადადებას ბევრად უფრო მშვიდად ამბობდა ვიდრე უნდა ამბობდეს ადამიანის მკვლელი, მაგრამ ვიცოდი, ემოციის გამოხატვა კიდევ უფრო დაანგრევდა მას. კისერში ბურთი გამეჩხირა, ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემ სისუსტეს არ დავანახებდი და რაც მთავარია კიდევ უფრო არ შევაძულებდი საკუთარ თავს, რომელიც სინამდვილეში თავისი საქციელის გამო მას ასე ძალიან სძულდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თავი დავუქნიე, რომ თხრობა გაეგრძელებინა. როცა ხელი მისას მოვაშორე, გამომხედა, ორი წამით გაჩუმდა და გააგრძელა :
– ამის მერე ბევრი არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ პოლიციის სირენის ხმა გავიგე.. მაინც არ მქონდა გააზრებული ის, რომ …. რომ კაცი მოვკალი ქეროლაინ. ამას დღემდე ვერ ვიაზრებ.. ციხეში მხოლოდ 1 წელი გავატარე და ,ცხადია, რომ მამაჩემის დახმარებით გამომიშვეს იქიდან. დედა იმის მერე აღარ მინახავს, რამდენჯერმე ტელეფონით ველაპარაკე, ჩემი საქციელის მიუხედავად, მაინც ჰქონდა სურვილი ჩემი ნახვისა, მაგრამ უარი ვუთხარი.. რაც შეეხება მამაჩემს, ვერ ვიტყვი, ბოლომდე ნაწყენი იყოთქო.. რამდენად საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, მამაჩემი ამაყობდა ესე სასტიკად რომ გავუსწორდი დედაჩემის საყვარელს.. მასაც ხომ სწორედ ეს უნდოდა, ვყოფილიყავი დაუნდობელი ადამიანი, რომელიც შემდგომ წარმატებას მიაღწევდა.
ციხიდან გამოსვლის მერე ცალკე გადავედი საცხოვებლად, მამაჩემს მომხდარის გამო საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ამიტომ ნაითვილში თითქმის არ ჩამოდიოდა. მამამ ფული საკმარისად დამიტოვა იმისთვის, რომ ცხოვრება ისევ იგივე სტილით გამეგრძელებინა. მაშინ გავიცანი ეიდენი და მისი საძმო, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ. მათ ჩემში კარგი პარტნიორი დაინახეს, რომელსაც ფულიც ჰქონდა და დიდად არც აინტერესებდა ამ ფულს რაში გაფლანგავდა. ცხოვრება იგივე რეჟიმში გავაგრძელე, მეგონა ერთ დღესაც რომელიმე ბარში უგონოდ გათიშულს მიპოვნიდნენ და იტყოდნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭის სხეულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალაო. როგორც ჩანს ესეთი იღბლიანიც არ ვყოფილვარ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი ცხოვრებას, რომლის აზრსაც ვერაფერში ვერ ვხედავდი.
ერთ დღეს ესე უგონოდ გათიშული ვიღაც ქალის გამო ჩხუბში მოვყევი. ამ ქალბატონისა და კაცის დიალოგს მოვკარი ყური და არ იყო ძნელი შესამჩნევი, რომ ეს ქალი დიდ წინააღმდეგობას უწევდა მას. საბედნიეროდ ჩხუბი მსხვერპლით არ დამთავრებულა და ეიდენმა და ბიჭებმა გამაშველეს.. იქაურობას გავეცალეთ და პოლიციამაც ვერ მოგვაგნო.. ამის მიუხედავად, იგივე ბარში ერთი კვირის შემდეგ ისევ ამოვყავი თავი და ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, ისევ ის ლამაზი ქალბატონი იჯდა ბარის ერთ-ერთ კუთხეში. მან შემამჩნია, არ ვიცი სახეზე დამიმახსოვრა თუ უბრალოდ ჩემი დალურჯებული სახე ეცნო, მაგრამ, ფაქტია, მოურიდებლად მოგვიახლოვდა და ჩვენს მაგიდასთან ჩამოჯდა. ეს ქალბატონი სარა იყო, სარა დევისი, რომელიც 18 წლის ასაკში გავიცანი და მაშინვე მოხიბლული დავრჩი მისი პიროვნებით.
სარა მაშინ 28 წლის იყო, მე კი ყველაზე დიდ ბედნიერებად მიმაჩნდა ის, რომ ესეთ ლამაზ ქალბატონს, რომელიც ჩემზე მთელი 10 წლით უფროსი იყო, მოვეწონე. როგორც ჩანს სარამ კარგად იცოდა ჩემი ვინაობის შესახებ და დაენანა, როცა განადგურების პირას მყოფი დამინახა. ჩვენი ურთიერთობა მარტივად აეწყო, ამ ურთიერთობაში სარა იყო წამყვანი და იმდენად მოჯადოვებული ვიყავი მისით, რომ მის თითოეულ სიტყვას და დარიგებას ვითვალისწინებდი. ერთი სიტყვით, სარამ შეძლო და გამომიყვანა მდგომარეობიდან, ფეხზე წამომაყენა და ამის გამო ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. სარას წყალობით ნელ-ნელა ჩამოვშორდი ეიდენს და დანარჩენებს, რის შემდეგაც ფხიზელი თვალით დავიწყე სამყაროს აღქმა. სარა და მე ერთად ვცხოვრობდით, თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. მეც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სწავლა დავიწყე და, ვფიქრობ, ყველაფრის ანაზღაურება მოვასწარი, რაც უკანასკნელ წლებში დავკარგე. მამაჩემი კმაყოფილი იყო ჩემი სიახლეებით, ხოლო როცა სარას შესახებ გაიგო კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩა და მალე მე და სარას ქორწინების აღსანიშნავად ნაითვილში დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, სარას მამა მამაჩემის ბიზნეს პარტნიორი იყო, რის გამოც ბიზნესის გაძღოლა მალე მე და სარას გადმოგვაბარეს. მოკლედ რომ ვთქვა, 19 წლის ასაკში უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი წარსულის შავი ლაქა ჩემი ცხოვრებიდან გამექრო. ალბათ, თავს ვიტყუებდი, რადგან ამის მიუხედავად, ყოველ ღამე მაწუხებდა სიზმრები, რომელშიც სიკვდილის პირას მყოფ უცნობ მამაკაცს ვხედავდი. მისი დასერილი სახე კი მას შემდეგ აღარ წაშლილა ჩემი ცნობიერებიდან. მე მკვლელი ვარ ქეროლაინ, და ამ ფაქტს ვერასდროს შევცვლი, რამდენადაც უკეთესი არ უნდა გავხადო ჩემი ცხოვრება, მე ვერ შევიცვლები.. 15 წლის ასაკში კაცი მყავს მოკლული ქეროლაინ გესმის?! – ისევ ფეხზე წამოდგა, მე კი თვალს ვერ ვაშორებდი მას, ვერ ვიაზრებდი იმ ინფორმაციას, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ გამიზიარა და რაც მთავარია ვერ ვხვდებოდი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი რეაქცია ამ სიახლესთან დაკავშირებით. დემიენი არ ელოდებოდა ჩემს პასუხს და ისევ განაგრძო, თან წინ და უკან დადიოდა და უკვე მთელ ხმაზე ამბობდა ამ წინადადებას :
– ეხლა შენც იცი ეს ყველაფერი, შენც ამ ამბის მონაწილე ხარ, ქეროლაინ, ამბის, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ჩემ გარშემო. უკვე დაინახე ჩემი წარსული და ის პიროვნება, რომელიც ჩემში ამდენი წელია იმალება და სააშკარაოზე არასდროს გამოდის! შენ… შენ იმდენად სუფთა ხარ, იმდენად გამოუცდელი, არ მინდა შეხება გქონდეს ჩემნაირ ადამიანთან, რომელსაც სისხლში აქვს გასვრილი ხელები..მართლა არ მინდოდა მისი მოკვლა, ქეროლაინ… ეხლა ნამდვილად, ნამდვილად სხვანაირად მოვიქცეოდი.. ამის დედაც! არ ვიქნებოდი უგ… – სანამ წინადადებას დაასრულებდა ფეხზე წამოვდექი, მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე, რომელშიც ათასი ემოცია ერეოდა ერთმანეთში. მერე თითი ტუჩზე მივიდე და ვანიშნე, რომ გაჩმებულიყო.
– შენი ბრალი არ არის.
– რა? – ცინიკურად ჩაეცინა, თითქოს აქამდე ნაფლეთებად არ დაშლილიყო ჩემ წინ.
– ხო, დემიენ, შენი ბრალი არ არის. საზოგადოებამ და იმ გარემომ გაქცია ისეთ ადამიანად, რომელმაც გაუაზრებლად, უგონო მდგომარეობაში ჩაიდინა საქციელი, რომლითაც ის ტკივილი და დაგროვილი სევდა ამოანთხია, რასაც ამდენი ხანი თავისთვის ინახავდა. შენ… შენ ისედაც განადგურებული იყავი და შენი შეკეთება ვერავინ შეძლო.. ან უბრალოდ არც არავის უცდია და არც არვის უკითხავს თუ როგორ იყავი ან რა გაწუხებდა…
– სისულელეს ამბობ ქეროლაინ, მემგონი კარგად ვერ გაიგე რაც მოგიყევი. კაცი მოვკალი! ჩემი ხელით! დედაჩემის თვალწინ! რატომ არ გესმის! – გამწარდა და თვალები აუცრემლიანდა, ხმა უკანკალებდა და როცა მიხვდა, რომ მეტ წინააღმდეგობას ვერ გამიწევდა, ზურგი მაქცია და შუბლით კედელს მიეყრდნო, პირველად ვნახე ჩემ წინ ესეთი განადგურებული, ესეთი უსუსური და გულნატკენი.. არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა მის დახმარებას, მაგრამ ყველანაირად ვეცდებოდი მისი ცნობიერებიდან სიტყვა მკვლელის გაქრობას. დემიენი არ იყო მკვლელი, ის მსხვერპლი იყო თავისი ოჯახისა და ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობის. დემიენს იმ სითბოს ნახევარი მაინც რომ ეგრძნო, რასაც მე სოფი მთელი 18 წლის განმავლობაში მიზიარებდა, დარწმუნებული ვარ, ამ ზომამდე ის ვერასდროს ვერ მივიდოდა.
– დემიენ… – ვუთხარი და ხმა არ გამცა.
– დემიენ..- ამჯერად ხელით შემოვატრიალე ჩემკენ და თვალებში ჩავხედე. ძირს დაიხედა, მზერა ამარიდა და როცა ისევ შემომხედა, მისი ზურმუხტისფერი თვალიდან ერთი ცრემლი გადმოვარდა და ძირს დაეცა. დემიენმა იმ საღამოს მთელი გული გადამიშალა, თავისი ყველაზე მძიმე და მკივნეული მოგონება გამიზიარა, თავისი თვალით ჩამახედა წარსულში, რომელში დაბრუნებაც მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი და უმძიმესი ამოცანა იყო. მხოლოდ რამდენიმე ცრემლი გადმოცვივდა მისი ლამაზი თვალებიდან, მაგრამ ეს უკვე მანიშნებელი იყო იმისა, რომ ის მთელი თავისი არსებით ინანიებდა წარსულის ცოდვას. მან უსიტყვოდ გამოხატა თავისი ემოციები, რომელთა გამოაშკარავებამაც, ვფიქრობ, ერთგვარი შვება აგრძნობინა. დემიენს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი, ხელები გავშალე დაჩავეხუტე, ჩავეხუტე მთელი ძალით, რათა მას ეგრძნო ის სითბო, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. თითქოს, ამ მომენტში დემიენი დამშვიდდა და სუნთქვა ჩვეულ რიტმში დაუბრუნდა, მაგრამ მისი სწრაფი გულის ცემა კარგად ჩამესმოდა ყურებში. ხელებს მჭიდროდ ვუჭერდი და იქამდე არ გავუშვებდი, სანამ თვითონ არ გაუჩნდებოდა ამის სურვილი. დემიენმა რამდენიმე წამის შემდეგ თვითონაც შემომხვია ხელები და მძიმედ ამოისუნთქა. თითქოს მოხსნეს ის მძიმე ტვირთი რასაც ამდენ ხანს თან დაატარებდა. ესე ჩახუტებულები კიდევ დიდხანს ვიდექით ოთახის კუთხეში, უსიტყვოდ ვმეტყველებდით და ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ამ მომენტში ყველანაირი სიტყვა ზედმეტი იყო.
თუ მოგწონთ და გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂 ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი 🙂
[text_hash] => d032f02d
)