დაკავშირებული – თავი 22. ვერონიკა
// qc

დაკავშირებული - თავი 22. ვერონიკა

Array
(
[text] =>

– მანდ არა რა…

– რატომ?- გაკვირვებულმა გამომხედა.

– არ ვიცი, ოქროს ვარსკვლავში ყოფნას მარტო თანამშრომლის სტატუსით ვარ მიჩვეული.

– და? – მაინც ვერ ხვდებოდა.

– არ მინდა დანარჩენების ნახვა.

– ვერონიკას გულისხმობ? – გაეღიმა.

– თუნდაც.

– ჩემ გვერდით გამოჩენა გრცხვენია?- ჩაეცინა.

– არა, უბრალოდ…

– ქეროლაინ, შენც არ იცი რისი თქმა გინდა, ამიტომ იქ მივდივართ.

– კარგი. – დავნებდი და ფანჯარაში გავიხედე. იმდენად მაინტერესებდა რას მომიყვებოდა ყველაფერზე თანახმა ვიყავი, მათ შორის, მოულოდნელად ოქროს ვარსკვლავში გამოჩენაზე. ჩემი დრამატული წამოსვლის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა კიდევ თუ დავბრუნდებოდი იქ..

ნაცნობ ქუჩას მოვკარი თუ არა თვალი, გული სითბოთი ამევსო. მიუხედავად ჩემი წამოსვლისა, ამ ადგილთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებდა. რეალურად ჩემი ცხოვრების საინტერესო ისტორიები ხომ სწორედ ამ რესტორნიდან დაიწყო.

ოქროს ვარსკვლავის შესასვლელს მივუახლოვდით თუ არა, შესასვლელთან მდგომმა ორივე დაცვამ კარები გაგვიღო. რა თქმა უნდა, არ უნდა გამკვირვებოდა პირველ დღეს მე მარტო რომ მომიწია მძიმე კარების გაღება. დემიენს ყველა ისე მოწიწებით ექცეოდა, ხანდახან მავიწყდებოდა, რომ ის ჩვეულებრივი 25 წლის ახალგაზრდა იყო.

დემიენს ზურგს უკან ამოვეფარე და მოიდებულად ვდგავდი თითოეულ ნაბიჯს. თურმე როგორ მომნატრებია აქ ყოფნა.

– გენატრება აქ მუშაობა? – დემიენმა გამომხედა და მკითხა. თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა.

– არა.- ვიცრუე და წარბები შევჭმუხნე. სიმართლეს მასთან არ ვაღიარებდი.

დემიენი კიბეებისკენ წავიდა, მე კი უცბად უკნიდან წვრილი ხმა მომესმა.

– ქეროლაინ?! – ვერონიკა გაოცებული სახით მიყურებდა. ჩემი სახელის გაგონებაზე დემიენიც ვერონიკასკენ შემოტრიალდა და როგორც კი ვერონიკამ შეამჩნია, გაოცებული სახე მაშინვე თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და დემიენს მიესალმა.

– მისტერ ლუკას. – უთხრა და თან თბილად გაუღიმა.

– მე კაბინეტში ავალ და იქ დაგელოდები.. – დემიენი მიხვდა ვერონიკასთვის ორი სიტყვა მაინც უნდა მეთქვა.

მეც თავი დავუქნიე და თან თვალი ავაყოლე როგორ ავიდა კიბეებზე. გული ოდნავ ამიჩქარდა, თითქოს ისევ წარსულში დავბრუნდი. წარსულში, სადაც დემიენის შორიდან დანახვაც მაჰიპნოზებდა.

– აქ რას აკეთებ პატარა ქალბატონო? – ვერონიკას სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში.

– დემიენს რაღაც საქმე აქვს და უნდა დავილაპარაკოთ.

– აა.. საქმე.. – წარბი ასწია და ალმაცერად შემომხედა.

– ხო საქმე. – ჩამეცინა.

– მე კიდევ მეგონა სამსახურში დაბრუნდი და გამიხარდა. – მოწყენილი სახე მიიღო.

– მეც მომენატრა აქაურობა…

– და მეც ხო?

– კი შენც.- გამეღიმა, ვერონიკა შეცვლილი მეჩვენებოდა.

– შენკენ რა ხდება, მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ დღეს თხოვნა რომ შემისრულე..

– ეგ არაფერი, მზად ვარ ყოველთვის დაგეხმარო.

– რაღაც შეცვლილი მეჩვენები.- ვერ მოვითმინე და ვუთხარი.

– ჰო, რავი შეიძლება.. – გაეღიმა და ოდნავ გაწითლდა. ვერონიკა და გაწითლდა? რაღაცაში იყო საქმე.

– მოკლედ მითხარი აბა რა ხდება? – თან სიცილს ძლივს ვიკავებდი, ჩემ წინ მდგარი ადამიანი თითქოს სრულიად შეცვლილიყო.

– მე და ჯეიკი ერთად ვართ. – ღიმილი ყურებამდე აუვიდა და მეც გამიხარდა ესეთ ბედნიერს რომ ვხედავდი.

– დაცვა ჯეიკი?! – თვალები გამიფართოვდა.. თურმე მართლა მოსწონდა ჯეიკს ვერონიკა.

– ჰო..

– რამაგარია ვერ!

– ვიცი. – მითხრა და ფრჩხილებზე დაიხედა.

– კაი წავალ ეხლა და მერე შევხმიანდეთ.

– კი აუცილებლად. უფრო კარგად მოგიყვები ამბებს. – ვიცოდი ერთი სული ჰქონდა დეტალებში მოეყოლა ყველაფერი.

– ძალიან მაინტერესებს. მოკლედ იმ კვირაში რამე დავგეგმოთ – ვუთხარი, მერე დავემშვიდობე და კიბეებზე ავედი.

დემიენის კაბინეტს მივუახლოვდი თუ არა ისევ ავნერვიულდი, თითქოს ძველმა მოგონებებმა და ემოციებმა გაიღვიძეს ჩემში. მე კი ისევ უცნობი ადამიანი ვიყავი მისთვის. ადამიანი, რომელიც პირველივე დღეს დაგვიანების გამო უფროსის კაბინეტში დაიბარეს.

კარებზე დავაკაკუნე და დემიენის ხმა მომესმა.

– მობრძანდით.

– რა ოფიციალური ხარ. – გამეღიმა და დემიენს მივუახლოვდი, რომელიც სავარძელში მოკალათებულიყო.

– შენ შეგიძლია აღარ დააკაკუნო ხოლმე. – გამიღიმა.

– აჰა, ანუ ნებართვა არ მჭირდება.

– ვფიქრობ, რომ არა. – სკამიდან წამოდგა და მომიახლოვდა. თვალებში ვუყურებდი და მუცელში პეპლები ვიგრძენი.

– წამომყევი. – მითხრა და ფიქრებიდან გამომარკვია.

კუთხეში მივიდა და კარები გამოაღო, რომელიც აქამდე მის კაბინეტში არ შემიმჩნევია. კარები გაიღო თუ არა დიდი სივრცე დავინახე. ოთახი ჩაბნელებული იყო მის კაბინეტთან შედარებით, მაგრამ ძალიან მყუდრო ჩანდა იქაურობა.

– ვაუ.

– მოგწონს? – გვერდულად გამიღიმა.

– არ მეგონა აქაც თუ გექნებოდა საიდუმლო ოთახი.

– ჰო. ჩემი კუთხე ყველგან მჭირდება, სადაც კომფორტულად ვიგრძნობ თავს.

– უკრავ? – გაკვირვება ვერ დავმალე, როცა კუთხეში მდგარ შავ როიალს მოვკარი თვალი.

– ხანდახან. – მითხრა და სავარძელთან ახლოს მდგომი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და ღვინო ჩამოასხა.

– არ მინდა იყოს.. – ვუთხარი, როცა ჭიქა მომაწოდა.

– დამიჯერე, მოგინდება. – გამიღიმა, მაგრამ მისი ღიმილის უკან სხვა ემოციაც იმალებოდა.

– კარგი. – ჭიქა გამოვართვი და სავარძელში მოვკალათდი, დემიენი ჩემს გვერდით დაჯდა, ოღონდ ცოტა მოშორებით. ნამდვილად მჭირდებოდა სივრცე, რომ მისი მონათხრობის შემდეგ ფიქრები და ჩემი სათქმელი თავში კარგად დამელაგებინა.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 0d45d7c4
)

//qc
//QC2