დაკავშირებული – თავი 21. სიმართლე
// qc

დაკავშირებული - თავი 21. სიმართლე

Array
(
[text] =>

სახლიდან გამოვედი თუ არა მაშინვე დავინახე დემიენი, რომელიც მანქანასთან მიყუდებული იდგა და სიგარეტს ეწეოდა. შორიდან მის სახეს კარგად ვერ დავაკვირდი, მაგრამ როცა მივუახლოვდი დავინახე ცალი თვალი გაწითლებული და დასინიაკებული ჰქონდა.

–         ეს რა არის?! – თვალები გამიფართოვდა და ადგილზე გავშეშდი.

–         ნუ გეშინია გამივლის. – მითხრა და ერთი ნაპასი დაარტყა.

–         სერიოზულად დემიენ! ესეიგი იჩხუბე ხო?

–         ჯერ არ გადამკოცნი? – გამიღიმა კითხვას თავს არიდებდა. მეც დაბნეული ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. მერე ძალა მოვიკრიბე და ისევ გავუმეორე კითხვა:

–         ვის ეჩხუბე?

–         დაკითხვაზე არ ვარ ქეროლაინ. – გაბრაზება დაეტყო, კიდევ დაარტყა ერთი ნაპასი, მერე სიგარეტი ჩააქრო და ურნაში ჩააგდო.

–         ეიდენს ეჩხუბე ხო?

–         ხო.

–         რატომ?

–         ჩხუბის დეტალები გაინტერესებს?

–         კი მაინტერესებს.

–         მე შენთან სხვა რაღაცაზე სალაპარაკოდ მოვედი.

–         რა კავშირში არიან შენთან ეიდენი და  ის ბიჭები?

–         ვინ ბიჭები? – ღრმად ამოისუნთქა შევატყვე ცდილობდა ნერვები მოეთოკა.

–         გუშინ ედიენს შეხვდნენ ვიღაცეები და..

–         და?

–         უთხრეს დემიენი იმუქრება და ცუდად შეუტრიალდება ეგ მუქარაო.

–         პირველ რიგში შენ რატომ იყავი იქ? მეორე კიდევ საერთოდ რატომ მოისმინე ეს ყველაფერი?! ეს შენ არ გეხება ქეროლაინ და ამ თემაზე მოვრჩეთ ლაპარაკს! – ხმას აუწია.

–         იმ პირობით გამოვედი, რომ რაღაცებს ამიხსნიდი. – თვალებში შევხედე და გვერდით აღარ გამიხედავს. როგორმე უნდა გამეძლო მისი მზერისთვის.

–         ყველაზე მეტად რასაც არ გისურვებ ამ ცხოვრებაში, ზუსტად ეს არის ქეროლაინ! არ მინდა ბინძურ საქმეებში იყო გარეული გესმის? ისინი საშინელი ადამიანები არიან, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ადრე მეც მქონდა კავშირი, მაგრამ დიდიხანია უარი ვთქვი მათთან ერთად საქმეების კეთებაზე. ეხლა კი ძალიან გთხოვ ნუ მომაყოლებ ნურაფერს მათთან დაკავშირებით და ამის ახსნა მეტჯერ აღარ მთხოვო გასაგებია? – ერთი ამოსუნთქვით თქვა ეს წინადადება. მე კი გავჩუმდი.

–         ბოდიში, ვიცი რომ ხმამაღლა არ უნდა გელაპარაკო, უბრალოდ სხვანაირად არ გესმის. – მითხრა მე კი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.

–         რაზე გინდოდა ლაპარაკი?

–         აქ ლაპარაკს ჯობია სხვაგან წავიდეთ.

–         კარგი ოღონდ დიდხანს არ მცალია.- ძირს დავიხედე.

–         დიდხანს არც მე მცალია, დაჯექი. – მითხრა და მანქანის კარი გამოაღო.

–         სად მივდივართ? – ღვედი შევიკარი და ვკითხე.

–         ჩემთან სახლში წავიდეთ. – შემომხედა.

–         არა სხვაგან ჯობია.

–         ხალხმრავლობაში არ მიყვარს კამათი.

–         და აუცილებლად უნდა ვიკამათოთ?

–         უკვე ვკამათობთ ქეროლაინ. – მზერა დაძაბა.

–         ხოდა მაშინ აქ ვილაპარაკოთ, მანქანაში.

–         კაი როგორც შენ გინდა.

–         გისმენ.

–         მე მისმენ? – გაეცინა.

–         ხო , ჩემს კითხვებს მაინც არ პასუხობ და ამიტომ შენ გისმენ.

–         მარტო იმ ვიღაც სირ ეიდენზე გინდა გელაპარაკო?

–         არა და ეგ შენც კარგად იცი! უბრალოდ ვნერვიულობ შენზე და გუშინ რაც მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ კარგ ამბავში არ ხარ გახვეული.

–         თუ ჩემზე ნერვიულობ ქეროლაინ, შეგიძლია თავიდან ამოიგდო ეგ უაზრო ფიქრები და მეტჯერ აღარ გამამეორებინო, რომ ეგ შენი საქმე არ არის!

–         ხოდა მაშინ გისმენ, მითხარი რისი თქმაც გინდოდა და დავამთავროთ.

–         დავამთავროთ? ესეიგი ტელეფონში ბოლოს რაც მითხარი  ეგ იყო შენი სათქმელი გუშინდელთან დაკავშირებით?

–         რა გინდა რომ გითხრა დემიენ? რამდენი რამე არ ვიცი შენ შესახებ, შენ კიდე მაინც ყველაფერს მიმალავ, გუშინ შენი ყოფილი ცოლი გამოჩნდა, ხვალ შეიძლება ვიღაც საყვარელიც გამოჩნდეს, მერე აღმოჩნდება, რომ შვილიც გყავს ან იქნებ….

–         გეყოფა.

–         მითხარი რისთვის მოხვედი და რა გინდა ჩემგან. – გზას გავხედე კისერში ბურთი მეჩხირებოდა, ცოტაც და ვიტირებდი.

–         კარგი. რადგან ესე მოკლედ და კონკრეტულად გინდა გითხრა ყველაფერი მაშინ გეტყვი და არ შემაწყვეტინებ გესმის?

–         მესმის! – დავიღალე ყოველ წინადადებაში ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა. ჯერ არ დავყრუებულვარ და ყველაფერი კარგად მესმოდა.

–         მოვედი იმიტომ, რომ შენი უაზრო, ბავშვური საქციელებით დავიღალე. – მითხრა მე კი პირი გავაღე, შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ არ დამაცადა .

–         გითხარი რომ არ გამაწყვეტინებთქო. – მკაცრი მზერით შემომხედა და განაგრძო:

–         დავიღალე ყოველ ჯერზე სისულელეებს რომ აკეთებ. ხან ვიღაც ჩარლის თანხმდები სამსახურზე, ხან ეიდენს მიყვები გარეთ სასეირნოდ, ხან ვიღაც ბიჭების ბანდის ლაპარაკებს ისმენ, მერე სარას ელაპარაკები და იგებ, რომ თურმე ცოლი მყავს, რომელსაც სინამდვილეში 2 წლის წინ დავშორდი. მერე ბრაზდები რატომ არ გიყვები არაფერს და ინტერესდები ისეთი რაღაცებით, რაც შენ საერთოდ არ გეხება და ზიანის გარდა  არაფერს მოგიტანს!

–         ესეიგი შენიშვნების მოსაცემად მოხვედი. – ჩამეცინა, ვერ ვხვდებოდი რის თქმას ცდილობდა.

–         არა ქეროლაინ, იმის სათქმელად მოვედი ,რომ თუ ჩემთან ურთიერთობა გინდა წარსულის ქექვას თავი უნდა დაანებო. იქ კარგს ვერაფერს იპოვი და წინასწარ გეტყვი, რომ იმედები გაგიცრუვდება. არ გამოვიარე მარტივი ცხოვრება ამ 25 წლის განმავლობაში და ჩემი წარმატებულობა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ნათელი გზით მოვედი. ბევრ რამეს ვნანობ, ბევრი შეცდომა დავუშვი და მინდა ეხლა გამოვასწორო. უბრალოდ არ მინდა იმ ბნელი წარსულის ნაწილი შენც იყო.- თქვა და თითებით თვალები მოისრისა. მძიმედ სუნთქავდა და ვიცოდი, ბევრად მეტი იმალებოდა მისი სიტყვების უკან.

–         მესმის, მაგრამ იმას ვერ ხვდები, რომ ეს წარსული შენი აწმყოც არის? დღეს სარა გამოჩნდა, ხვალ კიდე ვინ გამოჩნდება არავინ იცის. მე კი არმინდა ჩემზე გადაიაროს ამ ყველაფერმა, არც სარასთან დაპირისპირებას და მტრობას ვაპირებ..

–         რა გითხრა სარამ?

–         ისეთი არაფერი..

–         ნუ მახვეწნინებ ყოველ ჯერზე ქეროლაინ! რამდენსაც შენთან ვლაპარაკობ ცხოვრებაში ამდენი არ მილაპარაკია!

–         მითხრა, რომ მე შენი დროებითი გატაცება ვარ და მეტი არაფერი, რომ ბევრ ჩემნაირთან გქონია ურთიერთობა და..

–         და შენც, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიჯერე.

–         რატომაც არა? ის შენი ცოლი იყო…

–         სარა არ მიყვარდა და არც არასდროს მყვარებია. უბრალოდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

–         ისევ გამოცანებით მელაპარაკები!

–         ესე ძალიან გაინტერესებს სიმართლე?

–         მაინტერესებს.

–         მპირდები, რომ სიმართლის გაგების მერე არ მიმატოვებ? – სევდიანი თვალებით შემომხედა.

–          გპირდები. – არ ვიცი სიმართლე ვუთხარი თუ არა იმ მომენტში, მაგრამ  სხვა გზა არ მქონდა.

–         მაშინ ამ თემაზე სალაპარაკოდ აუცილებლად სხვაგან უნდა წავიდეთ. – საჭეს ერთი ხელი მაგრად მოუჭირა და შემომხედა. სახეზე ეტყობოდა, ფიქრობდა ღირდა თუ არა იმ სიმართლის თქმა, რასაც ცოტა ხანში გამიზიარებდა. ამიტომ, სანამ გადაიფიქრებდა  დავთანხმდი.

–         კარგი, იქამდე დედას დავურეკავ და ვეტყვი, რომ რაილისთან ერთად ვიქნები.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => cb6c869a
)

//qc
//QC2