Array
(
[text] =>
დილას საშინელმა წყურვილის გრძნობამ გმაღვიძა, საწოლიდან წამოვდექი და თავბრუ დამეხვა. „არასდროს აღარ დავლევ” შევპირდი ჩემს თავს. სამსაზრეულოში გამოვედი, მადისაღმძვრელი სუნი მეცა და მივხვდი დედა გემრიელ წვნიანს აკეთებდა, ზუსტად ისეთს, რომელიც პახმელიას ყველაზე მეტად უხდება. დედასთან არ შევიმჩნიე უხასიათობა. მოკლედ მოვუყევი გუშინდელი ამბები და მალე ჩემს ოთახში გადავინაცვლე. გაურკვევლობაში ვიყავი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე ჩემი ფიქრები და წინათგრძნობა გამართლდა და ჩემი ბედნიერებაც ხელიდან გამომგლიჯეს.
დემიენთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ რანაირად დავურეკავდი, როცა მისი ზარი ყოველთვის დაფარული ნომრიდან შემოდიოდა. მთელი ღამე ველოდებოდი მის ზარს, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის დაურეკავს. იმედია ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მხოლოდ რაღაცის იმედზე ვერ ვიქნებოდი. იქნებ სარამ არც უთხრა დემიენს, რომ ჩემთვის დაერეკა.. მოკლედ დიდხანს ვერ მოვიცდიდი, ამიტომ გამოსავალს ერთ ადამიანში ვხედავდი, რომელიც დემიენთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა.
დიდიხანია მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ საბედნიეროდ მისი ნომერი მქონდა ტელეფონში. ორი ზარის გასვლის შემდეგ მეორე ხაზიდან ვერონიკას წვრილი ხმა გავიგე:
– ღმერთო, ეს ვის გავახსენდი? – გაეცინა, ვაღიარებ ხანდახან სასიამოვნო იყო ვერონიკასთან ურთიერთობა.
– ჰეი ვერონიკა, როგორ ხარ?
– მე მშვენივრად, საინტერესოა შენ როგორ ხარ სამსახურის დაკარგვის შემდეგ. – რა თქმა უნდა , მტკივნეული მოგონება უნდა გამახსენოს.
– მეც კარგად, დიდად არ განვიცდი მაგ ამბავს..
– რატო უკვე იშოვე შემცვლელი საქმე?
– არა..
– მაშინ რატომ არ ბრუნდები, მისტერ ლუკასმა ხომ შემოგთავაზა დაბრუნება?
– შენ საიდან იცი? – გამიკვირდა.
– რავი მე დამაბარა თავიდან, რომ დამერეკა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მითხრა პირადად შევატყობინებო.
– აა..
– რა ხდება, ანუ გამოიჭირე მილიონერი ბიჭი ხო? – გაეცინა და მეც გამეცინა, აღარ მწყინდა მისი ასეთი რეპლიკები.
– არა, ნუ გეშინია ეგ ჭორი არ არის რეალობა.
– ყველა ჭორში დევს რეალობის მარცვალი ქერ.
– კარგი მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი რაღაც სათხოვარი მაქ..
– ხო მაგას მივხვდი. აბა ისე რატო დამირეკავდი. – თითქოს ნაწყენი ხმა ჰქონდა. რამდენჯერმე მეც გავიფიქრე ხოარ დავურეკოთქო, მაგრამ მე წამოვედი სამსახურიდან და შეეძლო თვითონაც მოვეკითხე.
– მოკლედ, დემიენის ნომერი უნდა მითხრა.
– მისტერ ლუკასის? – გაკვირვებული ხმით მკითხა.
– ხო, სხვა დემიენს იცნობ?
– კი, სხვათაშორის ვიცნობ.- ნიშნისმოგებით მიპასუხა.
– კაი რა მნიშვნელობა აქვს, შეგიძლია მითხრა ნომერი ?
– რაში გჭირდება?
– რაღაც საქმე მაქვს.
– თუ ახლოს ხართ ნომერი რატო არ იცი?
– ვერონიკა რატო მაწვალებ? თუ შეგიძლია მითხარი.
– კაი ჰო დამშვიდდი, გეტყოდი უბრალოდ არ მაქვს ამის უფლება.
– თუ რამე საყვედურს მიიღებ მე დამაბრალე.
– სანამ შენ დაგაბრალებ ეგ საყვედური მე უნდა მივიღო.
– გთხოვ.
– აჰჰ, კაი მოგწერ!
– მადლობა.
ვერონიკამ მომწერა დემიენის ნომერი. ეკრანს დავხედე და მივხვდი, რამდენადაც არ უნდა მეცადა დემიენის დავიწყება, მისი ნომერი უკვე ზეპირად ვიცოდი. დამახსოვრებას დიდი წვალება არც ჭირდებოდა, ნომერში სულ 7-ანები იყო გარეული.
ჯერ საათს დავხედე, ორის ნახევარი იყო. დავრწმუნდი, რომ უდროო დროს არ ვრეკავდი და მეც დავრეკე.
3 ზარი გავიდა და გაითიშა. უფროსწორად გამითიშა. გავბრაზდი, აღარ ვაპირებდი გადარეკვას, მაგრამ ორ წამში დაფარული ნომრით შემოვიდა ზარი ჩემს ტელეფონზე.
– საიდან გაიგე ნომერი?
– მაგას არ აქვს მნიშვნელობა. როგორ ხარ?
– კარგად..
– გუშინ.. იჩხუბე ვინმესთან?
– თუ ეიდენს გულისხმობ, არა. ისე დაახლოვდით ხო?
– არა. სახელის ცოდნა დაახლოვებას არ ნიშნავს.
– შეიძლება მე ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნა რატო.. – ამოისუნთქა- რატო გახვედი მაგასთან ერთად?
– ბევრი დავლიე, ცუდად გავხდი და სანამ შენ შენს ცოლს ელაპარაკებოდი ან არ ვიცი რას შვებოდი, ეიდენმა სუფთა ჰაერზე გასვლა შემომთავაზა.
– ჩემ ვის? – გაეცინა.
– კარგად გაიგე.
– ვა თურმე ცოლიც მყოლია.
– ნუ მატყუებ.
– სარას ელაპარაკე?
– შეიძლება.
– შეიძლება თუ ელაპარაკე?
– ველაპარაკე.
– ხოდა თუ სარას გულისხმობ ქეროლაინ, ჩემი ყოფილი ცოლია.
– და ეს არ უნდა გეთქვა?
– უნდა მეთქვა?
– არ ვიცი, თუ საჭიროდ არ ჩათვალე, ალბათ, არა. მაგრამ მე ნუ მთხოვ პასუხისმგებელი ვიყო იმაზე, თუ ვის გავყვები გარეთ და ვის არა.
– და ეხლა სერიოზულად ამბობ მაგას?
– რას?
– ეს დედააფეთქებული განსხვავებას თუ ვერ ხედავ მაგ ორ რაღაცას შორის რა უნდა გელაპარაკო! -ხმას აუწია.
– ხო, ვერ ვხედავ განსხვავებას და ეგეთი ტონით ნუ მელაპარაკები.
– სარა წარსულია, მე კიდე არ მიყვარს ჩემ წარსულზე ლაპარაკი. ეხლა კი ურთიერთობის დაწყებას შენთან ვცდილობ, შენ კიდე ვიღაც ეიდენს გარეთ მიყვები და არ უნდა გავბრაზდე?
– თუ ყოფილი ცოლია, რატო გნახულობს და რატო შემოდის შენთან დაუკითხავად?
– ქეროლაინ, რაც შენ არ გეხება იმას ნუ მეკითხები.
– გასაგებია, შენც ნუ მკითხავ ხოლმე იმას, რაც საერთოდ არ გეხება.
– ქეროლაინ!
– მიხარია თუ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, ეიდენს კი შეგიძლია გადასცე, რომ როცა მოუნდება პიჯაკს დავუბრუნებ. – გაბრაზებულმა წარმოვთქვი ეს სიტყვები, რომელსაც არ ვიცი მომავალში ვინანებდი თუ არა, მაგრამ ეხლა მინდოდა თვითონაც ტკენოდა გული. რეალობა კი ჩემი სიტყვებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ნამდვილად აღარ ვაპირებდი ეიდენთან შეხვედრას.
ტელეფონი გავთიშე თუ არა, ორ წამში ისევ შემოვიდა ზარი დაფარული ნომრიდან. ეკრანს ვუყურებდი და ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა. ბევრი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი, მათ შორის მინდოდა დემიენის დამოკიდებულება გამეგო ჩემ მიმართ, რადგან სარას სიტყვებმა დამაფიქრა და მივხვდი, რომ დემიენთან მომავალი მართლაც არ მეწერა. ტელეფონი არ ჩერდებოდა, ვიცოდი სხვა გზა არ მქონდა და ისევ ვუპასუხე.
– რა გინდა?
– გარეთ გამოდი.
– რა?
– ქეროლაინ, თუ შეგიძლია გარეთ გამოდი.
– ეხლა?
– ხო ეხლა.
– ეხლა არ მცალია. – მოვატყუე.
– ორი წუთი შეგიძლია დამითმო.
– კი იმ შემთხვევაში თუ გასაგებად ამიხსნი რაღაცებს.
– რისი გაგება გაინტერესებს?
– ყველაფრის.
– მაგისთვის 2 წუთი ნამდვილად არ გეყოფა.
– გამოვდივარ. – ტელეფონი გავთიშე და რაც ხელში მომხვდა უცბად ჩავიცვი. სარკეში ჩავიხედე, თმები დავივარცხნე და სანამ კარებს მივუახლოვდებოდი სოფის ვუთხარი, რომ სასეირნოდ მივდიოდი. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და კარების სახელური ჩამოვწიე.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => cc70b670
)