Array
(
[text] =>
სარას გვერდით დავჯექი, გავხედე და არ შემიმჩნია. ვერ მოვითმინე და სანამ ჩემკენ გამოიხედავდა პირდაპირ ვუთხარი:
– გამარჯობა. – ჩემი ხმა გაიგო თუ არა გამომხედა, სასმელი მაგიდაზე დადო და ცივად გამიღიმა.
– გიცნობთ? – თვალები ოდნავ მოჭუტა და ამათვარიელა.
– კი მე …
– აა თქვენ დემიენის მეგობარი ხართ, გამახსენდა. – ვითომ არ ვახსოვდი. მეგობარი? ნეტა თვითონ ვინ არი დემიენის.
– დიახ.
– აბა გისმენ, რა გაინტერესებს? შენობით რო მოგმართო შეიძლება ხო? – მოსვა თავისი კოქტეილი, მე კი გრძელ, წითლად შეღებილ ფრჩხილებზე დავხედე. ლამაზი თითები ჰქონდა.
– კი, შეიძლება. მაინტერესებს რა იცი ეიდენის შესახებ?
– ჰაჰ ეიდენი? არმეგონა კიდევ თუ გამოჩნდებოდა აქ.. შენ საიდან იცნობ ეგ მითხარი ჯერ.
– მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა უბრალოდ…
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შენი სახელი?
– ქეროლაინი.
– ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქეროლაინ.
– შეიძლება, მაგრამ რადგან ამ ისტორიით დაინტერესდი, როგორც ჩანს, არ იცი დემიენის შესახებ. – ვუთარი, მან კი წარბები აწია და ჩაეცინა. ალბათ, არ ესიამოვნა ჩემი ტონი.
– საყვარელო, დემიენის შესახებ ყველაფერი ვიცი.
– მაშინ ისიც გეცოდინება რატომ გავარდა გარეთ გაგიჟებული, როცა ეიდენის სახელი გაიგო.
– ოთახიდან გაბრაზებული ნამდვილად არ გამოსულა. – თვალებში შემომხედა, გამარჯვებული გამომეტყველებით მიყურებდა. არა, ნამდვილად არ ავყვებოდი თამაშში.
– თუ ესე ახლოს ხარ დემიენთან, არ ნერვიულობ სად არის?
– დემიენი დიდი ბიჭია, თავისით მიხედავს საქმეს. აქ ეგეთი რაღაცები ყოველთვის ხდება. ნუ გეშინია არ დახოცავენ ერთმანეთს.
– დარწმუნებული ხარ?
– კი, 100 პროცენტით.
– დემიენს ემუქრებიან? – არ მოვეშვი, იქამდე არ წავიდოდი, სანამ რაიმე ინფორმაციას არ გავიგებდი მისგან.
– ქეროლაინ, ვიცი, რომ პატარა ხარ და ვფიქრობ არ არის საჭირო ბევრი იცოდე არსებული სიტუაციის შესახებ. – ჰაჰ პატარა? ვინ გონია თავისი თავი?!
– შეიძლება თქვენზე პატარა ვარ, მართალი ხართ, ამიტომ ისევ თქვენობით მოგმართოთ ჯობია. თქვენგან განსხვავებით მე მაღელვებს დემიენის მდგომარეობა. შეიძლება ცოტა ხანში სერიოზული ჩხუბი ატყდეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო და თუ რამე იცით შეგ…
– ცოტა დავიღალე ამდენი ლაპარაკის მოსმენით. მოკლედ გეტყვი, ქეროლაინ, დემიენს ბევრ შენნაირთან ჰქონია ურთიერთობა. მესმის, პატარა ხარ და მოგეწონა, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი. უბრალოდ მისი ცხოვრება შენ მხოლოდ პატარა პერიოდის განმავლობაში თუ დაგიტევს და არ გეგონოს, რომ ჩხუბი შენ გამო მოხდება. ბევრად მეტი პრობლემა აქვს დემიენს მოსაგვარებელი ეიდენთან და თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ. – თან ჩემს პიჯაკს, უფროსწორედ ეიდენის პიჯაკს დახედა და ისევ ნერვები ამეშალა ჩემ თავზე. საერთოდ რატომ გავყევი მას გარეთ.
– ჩემზე უფროსი ხართ და ვფიქრობ წესით უნდა იცოდეთ, რომ ორი ადამიანის ურთიერთბა თქვენი გასარჩევი არ არის. არ ვამბობ, რომ ჩემ გამო ხდება ჩხუბი და სწორედ ამ მიზეზის გასაგებად მოგმართეთ თქვენ, რადგან მეგონა გამიზიარებდით რაიმე ინფორმაციას. – სკამიდან ავდექი, კაბა გავისწორე და ისევ სარას შევხედე, რომელიც გაყინული მზერით მომშტერებოდა, მე კი ისევ გავაგრძელე საუბარი:
– მაგრამ, როგორც ჩანს, არაფრის თქმას არ აპირებთ. მე არ ვიცი რა ხდება ამ კლუბში, არც ის ვიცი თქვენ რას წარმოადგენთ ან რა როლი გაქვთ დემიენის ცხოვრებაში. უბრალოდ თუ მშვიდობით დაბრუნდება, იქნებ გადასცეთ, რომ შემეხმიანოს.
– მე დემიენის მეუღლე ვარ, ოღონდ ყოფილი.- ისევ მოწრუპა კოქტეილი, თვითონაც ფეხზე წამოდგა და მშვიდი ტონით მითხრა. – და აუცილებლად გადავცემ, რომ მისი მდგომარეობით დაინტერესდი.
სარამ მხარი გამკრა და სწრაფი ნაბიჯებით გზა გააგრძელა შემოსასვლელი კარებისკენ, მე კი გაოცებული დავრჩი. ჩემი ტვინი ვერ ასწრებდა იმ ყველაფრის გაანალიზებას, რაც სარამ მითხრა. ყოფილი ცოლი? არმეგონა დემიენს ესეთი იდუმალებით მოცული წარსული თუ ექნებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს წარსული მას არ ანებებდა თავს ან პირიქით. არ ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სარა დემიენის ცხოვრებაში, მაგრამ მივხვდი მასთან დაპირისპირება არ ღირდა. საერთოდ ისიც აღარ ვიცოდი ღირდა თუ არა დემიენთან ურთიერთობა ან ჰქონდა თუ არა მას ამის სურვილი. „დემიენს ბევრ შენნაირთან ჰქონია ურთიერთბა.” ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და ვერაფერს ვეღარ ვხვდებოდი. საერთოდ ყოფილ ცოლთან ურთიერთობის გაგრძელებაც ძალიან მეუცნაურებოდა. იქნებ შვილი ჰყავდა დემიენს სარასგან ან არ ვიცი… ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ძალიან შორს შევტოპე დემიენის სამყაროში, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ჩემი ინტერესი მის მიმართ ყოველ ჯერზე იზრდებოდა. სწორედ ამიტომ, მივხვდი სანამ დრო იყო უკან უნდა დამეხია და დამესრულებინა ის, რაც ჯერ არც დაწყებულა. სარას საუბარმა დამარწმუნა, რომ მე დემიენისთვის უბრალოდ დროებითი გატაცება ვიყავი. ეს როლი კი მე საერთოდ არ მომწონდა. დემიენს ეიდენის გამოჩენა სხვა მიზეზის გამო არ ესიამოვნა და აქ არაფერ შუაში არ იყო ჩემზე ეჭვიანობა. ან საერთოდ რატომ გავიფიქრე ეს? დემიენს სარა ჰყავდა გვერდით, რომელიც იმაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილა მისთვის ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ფაქტია, მათ საერთო წარსული აერთიანებდათ, რაც მათ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებდა.
ვერ ვიტყვი იმ წამს რა გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ვიცოდი, ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი. დემიენის მდგომარეობა მართლაც მაღელვებდა, მაგრამ ახალი ინფორმაციის გაგებამ, მაიძულა უკანა ფლანგზე გადამენაცვლა და უბრალოდ შორიდან დავკვირვებოდოი მოვლენებს.
აუცილებლად მოვიკითხავდი და გავიგებდი მის მდგომარეობას, მაგრამ ნელ-ნელა თავიდან უნდა ამომეგდო ჩემს ცხოვრებაში დემიენ ლუკასის არსებობა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => f1d35031
)