დაკავშირებული – თავი 18. ეიდენი
// qc

დაკავშირებული - თავი 18. ეიდენი

Array
(
[text] =>

   მუსიკა, რომლისგანაც ჩემმა ყურებმა ცოტა ხნით დაისვენა, უკვე მთელ ხმაზე ისმოდა. გაბრაზებული მივუახლოვდი ბარს და ვცდილობდი როგორმე თავიდან ამომეგდო უაზრო ფიქრები, რომელიც ვინმე სარას უკავშირდებოდა. სიმპატიურმა ბარმენმა დამინახა, მაგრამ აღარ შემიმჩნია. დემიენის სიტყვებმა, როგორც ჩანს, იმოქმედა მასზე. მართლაია წესით პირველი რაილი და სკოტი უნდა მენახა, რომლებიც უკვე სავარაუდოდ დიდი ხანია მეძებდნენ, მაგრამ ჯერ ცოტა აუცილებლად უნდა დამელია. „დღეს გასართობად ვარ მოსული და არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე ცუდად მაგრძნობინოს თავი.” გავიფიქრე.

– უკაცრავად.- ვუთხარი ბარმენს, რომელიც ჰაერში ბოთლებს ათამაშებდა, ვიღაცას ჩამოუსხა კოქტეილი და მე მაინც არ შემიმჩნია.

– უკაცრავად! – უკვე უფრო ხმამაღლა დავუძახე რაზეც მან გამოიხედა. სხვა გზა არც ქონდა, მაინც არ გავჩერდებოდი.

– არ ვიცოდი არასრუწლოვანი თუ იყავი, თორე არ დაგალევინებდი.. – თვალებში არ მიყურებდა და ამ ხმაურში მისი ტუჩების მოძრაობით ვცდილობდი გამეგო თუ რას მეუბნებოდა.

– პირველ რიგში სრულწლოვანი ვარ, მეორე კი რადგან ამ კლუბში ვარ ესეიგი შემიძლია თავისუფლად დავლიო რაც მინდა.

– კაი, რას დალევ? – მიხვდა უკან არ დავიხევდი, თვალებში შემომხედა და გამიღიმა. მერე თვალი მოავლო აქეთ-იქით, თავს დააჯერა, რომ არანაირ წესს არ არღვევდა და ჩემს პასუხს დაელოდა.

– რამე ძლიერი მინდა.

– მაშინ ვიცი რასაც დაგალევინებ.

– რას?

– უბრალოდ დალიე, აუცილებლად მოგეწონება.

– კარგი.

ერთი სული მქონდა ბარმენისგან მიმეღო კოქტეილი, რომელიც ჩემი გაუგებარი მდგომარეობიდან მიხსნიდა.

როგორც კი სასმელი გამომიწოდა, ფული გადავუხადე და მადლობა ვუთხარი.

კლუბში იმდენი ხალხი ირეოდა მიჭირდა რაილის და სკოტის მოძებნა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მაიკს მოვკარი თვალი, რომელიც ვიღაც ხუჭუჭთმიან გოგოს ეცეკვებოდა. მომერიდა ამ სასიამოვნო მომენტის გაფუჭება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მაიკს ვკითხე სად იყვნენ ისინი და მაიკმაც მიმითითა თუ რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი. როგორც კი რაილიმ დამინახა მთელ ხმაზე დამიყვირა.

– ქეროლაინ! ნორმალური ხარ?

– იცი რამდენი ხანია გეძებთ ? სად გაუჩნარდი? – მითხრა სკოტმა.

– ვიცი, ვიცი უბრალოდ ვიღაცას შევხვდი.

– ვინ ვიღაცას? ტელეფონი რისთვის გაქვს ქერ, 100 ჯერ დაგირეკეთ! მართლა შემეშინდა ვინმემ ხო არ გაიტაცათქო.

– კაი რაილს დამშვიდდი მთავარია ყველაფერი კარგადაა.- ვუთხარი და კოქტეილი დავლიე, რომელმაც მთლიანად ჩამწვა ყელი.

– ჩარლის შეხვდი? – სკოტმა მკითხა, თან რაილის ხელი გადახვია და მიმანიშნა მაგიდისკენ გადავნაცვლებულიყავით.

– არა რა ჩარლი..

– დემიენია აქ. – რაილიმ მშვიდი ტონით თქვა, კიდე გაბრაზებული იყო ჩემზე.

– საიდან იცი? – გამიკვირდა.

– წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი გამოშტერებული აქ არ იდგებოდი.- თან გაეცინა ვეღარ შეინარჩუნა სერიოზული სახე.

– ჰო…

– მერე რაო რა გითხრა რატომ აღარ გამოვჩნდიო? – დაინტერესდა რაილი.

– მაგას მერე მოგიყვები, ეხლა კი უნდა გავერთოთ! – ერთი ხელი მაღლა ავწიე და თავს დავაჯერე ვითომ ყველაფერი რიგზე იყო.

– მართალია ქეროლაინი, კიდევ 1 საათი დაგრჩა იმისთვის, რომ შეირგო მე 18 წელიწადი.

– მაგიდასთან კიდევ ვისხედით ერთი 10 წუთი და იმდენი დავლიეთ სამივემ, რაილისაც აღარ ახსოვდა, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო. ალკოჰოლმა ყველანაირი დარდი და უარყოფითი ემოცია გამოიტანა ჩემი სხეულიდან. ამ მომენტში არაფერი მაწუხებდა და თითოეული წამით ვტკბებოდი. არ ვიცი ბარმენმა რა კოქტეილი გამიკეთა, მაგრამ ფაქტია თავისი მოვალეობა სასმელმა მშვენივრად შეასრულა. ადრეც დამილევია ბევრი, მაგრამ ესე ძალიან სასმელს ჩემზე არასდროს უმოქმედია. ცოტახანში მაიკიც შემოგვიერთდა ხუჭუჭთმიან გოგონასთან ერთად. გოგონას როგორც გავიგე ჯესიკა ერქვა, მე კი უბრალოდ ჯესს ვეძახდი, რადგან გრძელი სიტყვების წარმოთქმა მიჭირდა. შემდეგ ხუთივემ ისევ ბართან გადავინაცვლეთ, დავლიეთ, მე კი ისევ იგივე კოქტეილი გავიმეორე და მივხვდი, რომ ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნოდა. ყურები დამიგუბდა, მუსიკაც თითქოს უფრო დადუმდა , თავბრუ მეხვეოდა და ვცდილობდი მეგობრებთან არ შემემჩნია ჩემი უუნარობა.

მალე ისევ ხალხში შევერიეთ, ვცეკვავდით, მაიკი ჯესისთან ერთად, რაილი სკოტთან ერთად.. მე, ცხადია, მარტო ვიყავი და რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს. უყურადღებოდ არ მტოვებდნენ მეგობრები, მაგრამ ცოტა ხანში ჩემი ნებით მათგან ოდნავ მოშორებით გადავინაცვლე. შეყვარებულ წყვილებს რომ ვხედავდი თავს კიდევ უფრო მარტოსულად ვგრძნობდი.

– ჰეი, არგინდა ვიცეკვოთ?- როგორც კი მოვშორდი მეგობრების წრეს, შემომიტრიალდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შავი თმები და ძალიან მუქი შავი თვალები ჰქონდა. მაშინვე დატოვა შთაბეჭდილება იმისა, რომ ღირდა ამ ადამიანთან ცეკვა.

– შენი სახელი ?- ცეკვის დროს მკითხა.

– ქეროლაინი.

– ეიდენი.

– ეი.. ვინ? – ყური ახლოს მივუტანე სახესთან, ჩემზე მაღალი იყო, დაიხარა თან ხელით დაიჭირა ჩემი მხარი, მიხვდა წონასწორობას ვკარგავდი.

– ეიდენი. – გაეღიმა.

– ჰმ კაი სახელი გაქვს.

– შენც. – სახე ახლოს მოიტანა, გული ამიჩქარდა და იმდენად მეზარებოდა ყველანარი მოქმედება, ალბათ, კოცნა რომ ეცადა წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი.

– გინდა ჰაერზე გავიდეთ? – შეატყო, რომ ცუდად ვგრძნობდი თავს.

– კი. – ვუთხარი, ეიდენმა ხელი შემომხვია წელზე და კარებისკენ დავიძარით. გზად შავი დერეფნისკენ გავიხედე, საიდანაც მხოლოდ სიბნელე მოსჩანდა. „სარა შენი დედაც” გავიფიქრე გულში. რომ შემხვედროდა აუცილებლად შევაგინებდი. ამ წამს სწორედ ეგ გამიხარდებოდა ყველაზე მეტად.

ეზოში გავედით და მივხვდი ჰაერზე ყოფნა ძალიან მესიამოვნა. მართალია ფიქრის უნარი ცოტა წართმეული მქონდა, მაგრამ ერთი წამით იმის გააზრება მოვასწარი, რომ ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად მარტო გამოსვლა არ იყო ბოლომდე კარგი იდეა.

ჩემი ცხოვრებისეული ფრაზა ხომ სწორედ ეს იყო, „არ ენდო არავის”. მე კი გარეთ მშვიდად ვიდექი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანთან ერთად.

– მოდი გავისეირნოთ. – ეიდენმა მითხრა, მე თავი დავუქნიე და ნელი ნაბიჯებით დავიწყეთ სვლა. ერთ მომენტში წონასწორობა კინაღამ დავკარგე, ეიდენმა ხელით დამიჭირა, გაეცინა და მითხრა:

– აშკარად ბევრი დაგილევია.

– ჰო ვიცი და არ მომწონს ესეთ მდგომარეობაში ყოფნა..

– ცივა, მოდი ეს მოიხურე. – ეიდენმა მოულოდნელად გაიხადა თავისი შავი შემოსაცმელი და მხრებზე მომახურა.

– მადლობა. – მესიამოვნა სითბო.

– რამდენი წლის ხარ?

– 23 ის – ვიცრუე, არმინდოდა ვინმეს კიდე გაეგო, რომ კლუბში „შემოპარული” ვიყავი.

– მე 27 ის.

– კარგია..

– აქ ხშირად ხარ ხოლმე? მე პირველად გხედავ- მკითხა.

– მართალი ხარ, პირველად ვარ. შენ?

– მე ხშირად მიწევს აქ ყოფნა.

– რატომ?

– რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.

– აქ?- გამეცინა, კლუბში რა საქმეებს აგვარებდა ვერ ვხვდებოდი.

– ხო გრძელი ამბავია… – მივხვდი არ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მეც აღარ დავუსვი მეტი შეკითხვა.

– იცი ჯობია შიგნით შევიდე, მეგობრები მელოდებიან. – მივხვდი ცუდი იდეა იყო დიდხანს ეიდენთან ერთად სეირნობა. მეთითონაც არ ვიცი რატომ გამოვედი მასთან ერთად.

– ეიდენ! – უკნიდან ვიღაცის ხმა მომესმა და როცა გამოვტრიალდი რამდენიმე კაცისგან შემდგარი დაჯგუფება დავინახე, რომელიც ჩვენ გვიახლოვდებოდა. ეიდენს გავხედე, რომელმაც ჩუმად მითხრა:

– ჯერ არ შეხვიდე. – დავიძაბე და გარისკვას მეც აქ დარჩენა ვამჯობინე.

– როგორც ვხედავ დროს არ კარგავ. – ყავისფერ თმიანი ბიჭი მოგვიახლოვდა, ჯერ მე შემომხედა და მერე ეიდენს. ბიჭის უკან კი კიდევ 5 ან 7 ბიჭი იდგა, ყველა შავებში ჩაცმული. უცნაური სანახაობა იყო, მე კი ამ სიტუაციასთან ნამდვილად არაფერ შუაში არ ვიყავი.

– შენი სახელი? – მეორე ბიჭი მომიახლოვდა, ამათვალიერა და მკითხა.

– მარია. – სანამ ხმას ამოვიღებდი ჩემ მაგივრად უპასუხა ეიდენმა. ვერაფერს ვხვდებოდი.

– თვითონ ვერ გვიპასუხებს? ხო შეგიძლია ლაპარაკი მარია? – მკითხა ერთ-ერთმა.

– დიახ.

– რა თავაზიანი ყოფილა. – გაეცინა და დანარჩენებიც აყვნენ სიცილში. მათი საუბრის მოსმენა ჟრუანტელს მგვრიდა. დამბურძგლა და თითქოს სისხლი გამეყინა. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო აქ გამოსვლა.

– აქ მაქვს. – თქვა ეიდენმა.

– მარიამ იცის? – ჩემზე კითხა.

– კი, სანდოა, არაფერს იტყვის. – ვცდილობდი რაიმე აზრი გამომეტანა მათი დიალოგიდან, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი

– ძალიან კარგი..- თქვა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ეიდენს რაღაც კონვერტების შეკვრა გამოართვა. არვიცი შიგნით რა იდო მაგრამ ძალიან მაინტერესებდა.

– დემიენი იმუქრება, მაგრამ თუ უარს იტყვის ძალიან ცუდად შეუტრიალდება ეგ მუქარა. – ცენტრში მდგომმა წარმოთქვა ეს სიტყვები და გულის ცემა ამიჩქარდა. როგორც ჩანს დემიენიც იყო გარეული ამ ამბავში.

– უარს არ იტყვის. – უპასუხა ეიდენმა. მე კი გაშტერებული ვისმენდი მათ დიალოგს. უცბად საათს დავხედე 2 წუთი აკლდა 12ს, რაილის დაბადების დღე კი ზუსტად 2 წუთში იწყებოდა და აუცილებლად უნდა მომესწრო შიგნით შესვლა.

– ბოდიში, ძალიან მეჩქარება. – ვუთხარი ეიდენს და კარებისკენ სწრაფი ნაბიჯებით დავიწყე სვლა. უცხო ბიჭებმა გაკვირვებული სახეებით შემომხედეს, ალბათ საეჭვოდ მოეჩვენათ ჩემი მოულოდნელი გაუჩინარება. როგორც ეიდენმა თქვა, მე მარია ვიყავი. არ ვიცი ეს მარია ვინ იყო, მაგრამ ფაქტია ჩემს ადგილას მარია ესე უცბად არ წავიდოდა იმ ადგილიდან. იმედი მქონდა მათ არასდროს აღარ შევხვდებოდი.

როგორც კი მივუახლოვდი კარებს უკან გავიხედე, დავრწმუნდი არავინ მომყვებოდა და ცოტა დავმშვიდდი.

შევაბიჯე თუ არა კლუბში, ცდუნებას ვერ გავუძელი და მარჯვენა მხარეს გავიხედე. დერეფანში ისევ სიბნელე იყო და არაფერი არ ჩანდა. უცბად შემოვტრიალდი და სანამ წონასწორობას დავკარგავდი და წავიქცეოდი, ძლიერმა ხელმა ჩემი სხეული დაიჭირა. თვალი ავაყოლე ამ სხეულს და გაბრაზებული დემიენი დავინახე, რომელიც მაგრად მიჭერდა ხელს და ცდილობდა მშვიდად წარმოეთქვა ეს სიტყვები.

– სად იყავი?! – ჩემს შავ მოსაცმელს დახედა, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი.

– რა მნიშვნ…

– სად იყავი ქეროლაინ! – ხელს არ მიშვებდა და მისი მზერა წვავდა ჩემს სხეულს.

– გარეთ და თუ შეიძლება ხელი გამიშვი. – მეც ხმამაღლა ვუთარი.

– გარეთ ვისთან ერთად? – ხელი ისევ არ გამიშვა, სახე ახლოს მოწია და მივხვდი, სანამ ყველაფერს არ ვეტყოდი აქედან არ გამიშვებდა.

– მეჩქარება დემიენ, რაილის უნდა მივულოცო!

– ამის დედაც შეგიძლია მითხრა გარეთ ვისთან ერთად იყავი?!

– ვიღაც ბიჭთან ერთად.. ეიდენი ერქვა მგონი..- დაბნეულმა ვუთხარი.

– დედასშევეცი! – მთელ ხმაზე წარმოთქვა ეს სიტყვები, ხელი გამიშვა და კარებისკენ გაემართა.

– დემიენ! – დავუძახე, უკან არ გამოიხედა.

– დემიენ! – კიდევ ერთხელ დავუძახე, დავინახე დაცვას რაღაც ჩაჩურჩულა ყურში და გარეთ გავიდა. ვიცოდი რაილის ეწყინებოდა ისევ ჩემი გაუჩინარება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დემიენს უნდა გავყოლოდი. კარებს მივუახლოვდი თუ არა, მოულოდნელად ახოვანმა დაცვამ ორივე ხელით დამიჭირა და მითხრა:

– თქვენთვის გასვლა აკრძალულია.

– უკაცრავად? გამიშვით! მეჩქარება.

– დიდი ბოდიში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გაგიშვებთ. – მაღალი დაცვა კარებს მთლიანად ფარავდა, აზრი არ ქონდა შეწინააღმდეგებას. „ამის დედაც” ჩავილაპარაკე. კისერში ბურთი მეჩხირებოდა და ცრემლების შეკავება მიჭირდა ნასვამ მდგომარეობაში. ვიცოდი ცუდი ამბავი ხდებოდა, რომლის მიზეზიც მე ვიყავი, ან კიდევ სხვა რამე. ყველაზე მეტად მინდოდა მოსალოდნელი საშიშროების თავიდან არიდება, მაგრამ, ფაქტია, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. კლუბის ცენტრისკენ გადავინაცვლე, თვალებით რაილის ძებნა დავიწყე, რომელიც ტორტის ნაჭერს გემრიელად მიირთმევდა. რაილისთან მივირბინე, უცბად მივულოცე, ჩავეხუტე, ბოდიში მოვუხადე და ორ სიტყვაში მოვუყევი რაც მოხდა.

რაილიმ კარგად ვერ გაიგო ჩემი მონათხრობი, მაგრამ სკოტთან ერთად ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე. ორივე მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჯესიკამ საპირფარეშოში გასვლა შემომთავაზა, ისიც მაწყნარებდა და ჩემს გამხიარულებას ცდილობდა. ჯესიკა ნამდვილად კარგი გოგო იყო. ცოტახანში ყველას ვუთხარი, რომ დავმშვიდდი და აღარ ვინერვიულებდი. ცხადია, მხოლოდ საკუთარ თავს ვამშვიდებდი, მაგრამ არ მინდოდა რაილისთვის განწყობის გაფუჭება. უკვე მერამდენედ ვტოვებდი მათ, მაგრამ მეგობრების ირგვლივ მშვიდად გაჩერება და თავის მოტყუება ვითომ ყველაფერი კარგად იყო, არ შემეძლო.

მეც ვუთხარი, რომ ცოტა ხნით საპირფარეშოში გავიდოდი. იქ მაინც დავიცლებოდი ემოციებისგან. საპირფარეშოსკენ წავედი, მაგრამ სანამ ბარს გვერდს ავუვლიდი, სავსე ჭიქით ხელში, ბარის სკამზე მჯდომი ლამაზი ქალბატონი დავინახე, რომელიც მშვიდად და აუღელვებლად მიირთმევდა თავის სასმელს. ალბათ, არ იცოდა დემიენის ადგილსამყოფელის შესახებ. ან პირიქით, იმაზე მეტი იცოდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი. მეც გეზი ვიცვალე და ინფორმაციის გასაგებად სკამზე მჯდომი ქალბატონისკენ, სარასკენ დავიძარი.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 50440aeb
)

//qc
//QC2