დაკავშირებული – თავი 17. თავსატეხი
// qc

დაკავშირებული - თავი 17. თავსატეხი

Array
(
[text] =>

           

–         აქ რას აკეთებ? – ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები. არ მეგონა ჩვენი შემდეგი შეხვედრა თუ ესეთი მოულოდნელი იქნებოდა.

–         შემიძლია იგივე კითხვა შენ დაგისვა. – გამიღიმა და ცალი ხელით ბარის მაგიდას დაეყრდნო.

–         მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავ. – ოდნავ უკან დავიხიე, პასუხების მოფიქრება ასე უფრო გამიადვილდებოდა.

–         რომელი მეგობრის? – თან იქით გაიხედა, ელოდებოდა როგორ მივუთითებდი რომელიმე ჩემს მეგობარზე.

–         მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – საწრუპით ჩემი კოქტეილი მოვსვი. ჯერ ჩემს სასმელს, მერე კი მე შემომხედა, გაეცინა და მითხრა:

–         მაინტერესებს რომელ შენ მეგობარს გავუკეთე დაბადების დღის საჩუქარი.

–         საჩუქარი? – თვალებში შევხედე, მერე ისევ მოცეკვავე სხეულებს გავხედე. რატომღაც ძალიან დაძაბული ვიყავი.

–         შეგიძლია მეგობრის  მაგივრად შენ გადამიხადო მადლობა რომ შემოგიშვეს.

–         მადლობა მაიკს უკვე გადავუხადე, იმისთვის, რომ დაგვეხმარა აქ შემოსვლაში. – დაახლოებით ვხვდებოდი საითკენაც მიჰყავდა საუბარი, მაგრამ მისი გაუჩინარების გამო მადლობის გადახდას არ ვაპირებდი.

–         არ მეგონა იმ არასრულწლოვნებს შორის, ვისაც კლბში შემოპარვა უნდოდათ, შენც თუ იყავი. – ჩემი მთლიანი სხეული აათვალიერა, მე კი ისევ კოქტეილი დავლიე.

–         ეს კლუბი …

–         ჩემია ? – არ დამასრულებინა წინადადება. – ხო, ჩემია. – სერიოზული სახით მითხრა.

–         კარგია.

–         გვიანობამდე აპირებ ყოფნას?

–         ჯერ არ ვიცი. – ჩამეცინა, ვერ ვხვდებოდი ესეთ კითხვებს რატომ მისვამდა.

–         შეგიძლია ერთი წუთით გამომყვე?

–         სად?

–         მინდა დაგელაპარაკო.

–         არა, მეგობრებს ვერ დავტოვებ.

მოულოდნელად ჭიქა ხელიდან გამომართვა, მაგიდაზე დადო და უკვე ცოტა მკაცრი გამომეტყველებით თავისი მოთხოვნა გამიმეორა:

–         ორი წუთით და მერე შეგიძლია გააგრძელო გართობა.

–         კარგი,  ორი წუთით.

დემიენმა გაჭრა კლუბში მყოფი ახალგაზრდების ტალღა და შავი დერეფნისკენ გაემართა. გზად  ალკოჰოლის, ან სხვა რაიმე ნარკოტიკის, ზემოქმედების ქვეშ მყოფი შეყვარებული წყვილი დავინახე. ბიჭს გოგო კედელზე ჰყავდა მიყუდებული და აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც უმჯობიესია განმარტოვებით გააკეთო. დემიენმა გამომხედა ჩაეცინა და სვლა განაგრძო.

როცა დიდ ყავისფერ კარებს მივუახლოვდით, დემიენმა რაღაც ბარათი ამოიღო, გაატარა და  ოთახის კარები გააღო.

ოთახზე მეტად სასტუმროს ნომერს უფრო გავდა. ყველაფერი შავ ფერებში იყო გაწყობილი. დიდი შავი მაგიდა ოთახის ცენტრში იდგა, იქვე ტელევიზორს მოვკარი თვალი და ჩემდა გასაკვირად, საწოლიც კი დავინახე კუთხეში. არმეგონა კლუბში ესეთი ოთახებიც თუ არსებობდა. დემიენმა კარები მოკეტა და მითხრა, რომ სავარძელზე დავმჯდარიყავი.

–         იყოს, დაჯდომა არ მინდა.

–         ესე გეჩქარება ? – დემიენი მაგიდას მიეყრდნო და ხელები ჯიბეებში ჩააწყო. ოთახის მსგავსად დემიენსაც შავ ფერებში ეცვა. თითქოს მის სამყაროში ამოვყავი თავი. სამყაროში, სადაც ყველაფერი ბნელი იყო, მე კი ჩემი  მკვეთრი ლურჯი კაბით ვარღვევდი ამ სამყაროს ბალანსს.

–         ხო, რაილი არ გამიფრთხილებია და სავარაუდოდ მეძებენ.

–         შეყვარებული წყვილი თუ ერთადაა სხვა დიდად აღარ აინტერესებთ. – ჭიქაში ვისკი ჩამოასხა და დალია. ჩემთვის არ შემოუთავაზებია სასმელი.

–         შენ საიდან იცი?

–         მე ბევრი რამე ვიცი ქეროლაინ.

–         აქ რატომ გამოვედით?

–         ყოველთვის მაგ კითვას მისვამ. – გაეღიმა.

–         შენ კიდე არასდროს მპასუხობ.

–         იმ დღეს გიპასუხე. – მწველი მზერა მომაპყრო და თვალწინ დამიდგა კოცნა, რომელიც ზუსტად ამ კითხვას მოჰყვა.

–         რამე მოხდა? – გავბედე და ვკითხე.

–         რასთან დაკავშირებით? – კონიაკი მოსვა.

–         არაფერი, დაივიწყე. – ამოვისუნთქე. ცუდი იდეა იყო ამ შეკითხვის დასმა.

–         თუ დაიწყე დაამთავრე.

–         რატო გაუჩინარდი?

–         სად გავუჩინარდი? – ჩაეცინა. არ ვიცი მართლა ვერ ხვდებოდა თუ მე მატყუებდა.

–         იმ დღის მერე.. მეგონა გამოჩნდებოდი.

–         შენი ვარაუდიც გამართლდა, ეხლა აქ ვარ.

–         შემთხვევითობას არ ვგულისხმობ.

–         ქეროლაინ,  ლამაზი საღამოების გარდა ძალიან, ძალიან ბევრი რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში.

–         ვიცი, ეგ გავიგე უკვე. – ყელში ბურთი გამეჩხირა, ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო, რომ ცოტაც და ამეტირებოდა.

–         მოგენატრე? – მკითხა, მე კი ჩამეცინა, თან გული ამიჩქარდა და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.

–         შენ მოგენატრე?

–         კითხვაზე კითხვით არ პასუხობენ.- მაგიდას მოშორდა, ჭიქა დადგა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.

–         გუშინ გნახე.

–         მერე რა, მე მაინც მომენატრე. – ერთი ნაბიჯი ისევ წინ გადმოდგა. ვიცოდი რასაც აპირებდა მე კი უკან დავიხიე.

–         ალბათ, სხვანაირად მოიქცეოდი ამ შემთხვევაში.

–         სხვანაირად? – გაბრაზება დაეტყო სახეზე, არ ესიამოვნა ის, რომ უკან  გავიწიე და  ცდუნებას გავუძელი.

–         ხო.

–         ის, რომ სასიყვარულო მესიჯები არ მოგწერე, ეს გაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ არ მომენატრე?

–         სასიყვარულო მესიჯები არაფერ შუაში არაა.. უბრალოდ…

–         რა უბრალოდ?

გავჩუმდი, ვერაფერი ვუპასუხე.

–         შენც არ იცი რისი თქმა გინდა ქეროლაინ.

–         ვიცი, უბრალოდ.. სიტყვა არ მაქვს ნათქვამი, რომ უკვე მოფიქრებული გაქვს რა უნდა მითხრა.

–         კაი მაშინ გავჩუმდები და მითხარი რისი თქმაც გინდა. 

–         განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ იმ დღის მერე.. მოკლედ გამიკვირდა გუშინ საღამოს მერე რომ აღარ შემეხმიანე..

–         ქეროლაინ, ისევ იგივეს მეუბნები მე კი ისევ იგივეს გპასუხობ…

–         გავიგე. ძალიან დაკავებული ხარ. ეხლა კი მე არ მცალია, მეგობრები მელოდებიან.- როგორც იქნა მეც შევაწყვეტინე პასუხი.

–         არ გაინტერესებს, რისი თქმა მინდოდა ?

–         თუ თქმას აპირებ, მითხარი. – მოთმინებას ვკარგავდი, ერთი სული მქონდა ოთახი დამეტოვებინა.

–         ცუდი ტონით მელაპარაკები. – მშვიდად მითხრა, მისი სიმშვიდე კი უფრო მაღიზიანებდა.

–         ხო შეიძლება ეხლა ეგეთ განწყობაზე ვარ.

–         გაბრაზებული ხარ?

–         გულახდილად რომ გითხრა კი.

–         რაზე?

–         შენზე. – სუნთქვა გამიხშირდა, ნერვები მეშლებოდა, რომ ვერ ხვდებოდა რა იყო ჩემი გაბრაზების მიზეზი.

–         იცი ყველაზე მეტად რა არ მიყვარს? – მოულოდნელად მკითხა.

–         ნამდვილად არ ვიცი. – დავიღალე გამოცანებით.

–         ხალხთან ხშირი კონტაქტი.

–         გასაგებია.- ვუთარი და გამოვტრიალდი, კარების სახელური ჩამოვწიე მაგრამ ჩაკეტილი იყო. დემიენი უკნიდან მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა :

–         გახსოვს იმ დღეს რა გითხარი ქეროლაინ?

–         არა. – მისკენ არ შევტრიალებულვარ.

–         რომ ზურგი არასდროს არ უნდა მაქციო. – შემოვტრიალდი დემიენი კი რადმენიმე სანტიმეტრის დაშორებით მედგა წინ.

–         გისმენ. – ღრმად ამოვისუნთქე.

–         როგორც გითხარი ძალიან ბერვი რამე ხდება ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი საქმე და პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. იმ საღამოს სწორედ ერთ-ერთი ასეთი საქმე გამომიჩნდა და მაპატიე, რომ საქმის კურსში არ ჩაგაყენე.

–         გასაგე…

–         ჯერ არ დამისრულებია. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს ხალხთან ხშირი კონტაქტია. ამას არ ვარ მიჩვეული და არასდროს არავის არ ვეკითხები ან ვუზიარებ იმას, თუ როდის რას ვაკეთებ, სად მივდივარ და რატომ ვუჩინარდები, გესმის?

–         მესმის, და ისიც მესმის, რომ როგორც შენ  გგონია, სამყარო მხოლოდ  შენ გარშემო ტრიალებს.

–         მე არ მგონია ქეროლაინ, ეს ისედაც ცხადია. – ჩაეცინა, ცინიკურად მელაპარაკებოდა და თავბრუს მახვევდა მისი ეს თავსატეხები.

–         შეგიძლია უბრალოდ მითხრა რისი თქმა გინდოდა?

–         არ მინდა იფიქრო, რომ …

–         რომ? – უჭირდა წინადადების დასრულება.

–         რომ შენთან ურთიერთობა არ მინდა.. პირიქით, ძალიან მინდა და ზუსტად მაგიტო მეშინია რამე შეცდომა არ დავუშვა.

–         ხანდახან მგონია ამ სიტყვებს სპეციალურად ამობობ რო მერე…

–         მერე რა ქეროლაინ? – ხელი თმაში შეიცურა, გაკვირვება დაეტყო სახეზე.

–         რო მერე მიზანს მიაღწიო და ცოტახანში უარი მითხრა. ისევ ბევრი საქმე მოიმიზეზო, სინამდვილეში კი აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ ყველაფერი მოგბეზრდა. რომ მე მოგბეზრდი.

–         დამიჯერე, ქეროლაინ, რომ მინდოდეს, აქამდე  უკვე ბევრჯერ გაიღვიძებდი ჩემს საწოლში. –  მითხრა და პირი გამიშრა, ჩვენი დიალოგი წამში იცვლიდა მიმართულებას.

–         ესეიგი გინდა ჩემთან ურთიერთობა ? – დაბნეულმა ვკითხე.

–         მთელი გულით, თუ შენი სურვილიც ჩემსას ემთხვევა.

–         კი, მინდა – გავუღიმე. დემიენი მომიახლოვდა თმა ყურზე გადამიწია და მითხრა:

–         ულამაზესი ხარ.

–         მადლობა. – მუცელში პეპლებმა გაითამაშეს.

–          ალბათ, იცი, როცა ამ კაბაში გამოწყობილს გხედავენ, ყველა იგივეს ფიქრობს.

–         არა, ეგრე ნამდვილად არ ვფიქრობ.

–         ცუდია თუ არ ფიქრობ. – მითხრა და უცბად ტელეფონის ხმა გავიგე, დემიენს ვიღაც ურეკავდა. მალევე ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, ეკრანს დახედა, სახის გამომეტყველება ოდნავ შეეცვალა და გათიშა. ცხადია, არ მიკითხავს ვინ იყო. არადა ინტერესით ვკვდებოდი.

–         დღეს აქ რჩები? – საწოლს გავხედე და ვკითხე.

–         სანამ შენ წახვალ აქ ვიქნები, მერე არ ვიცი.

–         არ გინდა შემოგვიერთდი, გავერთობით..

–         ჯერ არა, საქმეები მაქვს.

–         კაი, მაშინ მერე შემოგვიერთდი. ეხლა წავალ თორე რაილი გაგიჟდება. -გავუღიმე, დემიენმა თავი დამიქნია მე კი კარებისკენ დავიწყე სვლა. გადაკეტილი კარები გავაღე და სანამ სახელურს ჩამოვწევდი უკნიდან ხმა მომესმა.

–         ქეროლაინ.

–         ჰო. – ისევ დემიენს შევხედე, რომელიც მომენტალურად მომიახლოვდა თვალებში შემომხედა, მერე ჩემს ტუჩებს დახედა მერე ისევ მე და სანამ გავიაზრებდი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. თვალები ისევ დავხუჭე დემიენმა კი მთელი ძალით მიმიკრა თავის სხეულზე. თითქოს ჩემი გაშვება არ უნდოდა. ვაღიარებ იმ მომენტში, მეც ყველაზე ნაკლებად მისგან წასვლა მინდოდა. ეს კოცნა წინასთან შედარებით უფრო სხვანაირი იყო..  თითქოს უფრო  ვნებიანი და გაბედული.

ალკოჰოლის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ ფაქტია, თავს ეხლა ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობდი. ყველაფერი იმდენად სინქრონულად მიმდინარეობდა ვერც გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი კედელთან მიყუდებული. დემიენის თითოეულ მოქმედებას და ტუჩების მოძრაობას ეტყობოდა თუ როგორი გამოცდილი იყო ჩემგან განსხვავებით. კოცნა ტუჩებიდან კისერზე გადაიტანა, თვალები ისევ დახუჭული მქონდა და სრულ ეიფორიაში ვიყავი. მოულოდნელად ხელებით დემიენს სახე ავაწევინე და კოცნა შევაწყვეტინე, მეშინოდა უფრო შორს არ შეეტოპა და მეც არ ავყოლოდი ამ თამაშში. თვალებში შემომხედა, მე კი შევამჩნიე მისი თვალები კიდევ უფრო ელავდა, ბედნიერება და სიამოვნება ირეოდა ერთმანეთში. დემიენს გაეღიმა და შუბლზე მაკოცა. მის ამ მოქმედებაზე გამეცინა. მერე შემომხედა და მითრა.

–         ჭკვიანად იყავი და თუ ვინმე რამეს შემოგთავაზებს, სასმელს ან ნარკოტიკს, არ აქვს მნიშვნელობა, არ დათანხმდე არავითარ შემთხვევაში, გესმის?

ის იყო მისთვის პასუხი უნდა გამეცა, რომ უცბად კარები ვიღაცამ დაუკითხავად შემოაღო. ალბათ დემიენის ახლობელი ან კლუბის თანამშრომელი თუ იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არამგონია დემიენს მოსწონებოდა ასეთი საქციელი. ოთახის კარი ბოლომდე გაიღო თუ არა ახალგაზრდა ქალბატონი დავინახე, რომელიც გამოსასვლელ კაბაში იყო გამოწყობილი. ქალს ცოტა მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და ვაღიარებ, ძალიან ლამაზი იყო.

–         სარა დატოვე ოთახი. – დემიენმა მშვიდი ტონით უთხრა.

–         მეგონა მელოდებოდი. – სარამ ჯერ დემიენს შეხედა მერე კი  კედელთან გაქვავებულს შემომხედა, თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და გაეღიმა.

–         სარა, დატოვე ოთახი, დაკავებული ვარ. – დემიენმა ტონს აუწია, ჩემკენ აღარ გამოუხედავს და თვალს არ აშორებდა ვინმე სარას.

–         არა, შეგიძლიათ შემობრძანდეთ, ისედაც მივდიოდი.

–         ქეროლაინ. –  დემიენმა მომმართა. ყურადღება არ მივაქციე და კარებს მივუახლოვდი, სარამ გზა დამითმო და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი.

–         ქეროლაინ! – უკნიდან ისევ გავიგე დემიენის ბოხი ხმა, რომელსაც თითოეულ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად მუსიკა შთანთქავდა.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 3e5ddaa0
)

//qc
//QC2