Array
(
[text] =>
– ქერ! მარტო ტელეფონით მოყოლა საკმარისი არ არის! – რაილის სახლში მოსვლისთანავე შევატყობინე სიახლე. ვიცოდი ვერანაირად შევძლებდი ამ ყველაფრის დამალვას.
– ვიცი, და ხვალ გნახავ აუცილებლად…
– დღეს!
– დღეს არ შემიძლია რაილს. სოფი უკვე რაღაცას იეჭვებს. -ვუთხარი, ჩემი ოთახიდან სამზარეულოში გავედი და ჩაი დავისხი.
– კაი ჰო. – წინააღმდეგობა აღარ გამიწია.
– აბა როგორ აპირებ მე19 წელთან შეხვედრას ? – ვკითხე და თან ჩაიში ლიმონი ჩავაგდე. ღიმილს უბრალოდ ვერ ვიკავებდი. არ მჯეროდა რა მოხდა სულ რაღაც 1 საათის წინ.
– არვიცი.. მინდა სადმე კლუბში წავიდეთ, ბევრი დავლიოთ და ვიცეკვოთ.
– მშვენიერი იდეაა.
– ვიცი და მინდა დემიენიც წამოიყვანო.
– დემიენი? – არ ვიცოდი მისი დაპატიჟება რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა.
– ხო უკვე ერთად ხართ და პირველ რიგში მე უნდა გავიცნო კარგად.
– ვიცი რაილს, მაგრამ …
– რა მაგრამ ?
– რამდენად „ერთად” ვართ ეგ არ ვიცი.
– აბა ყველაფერი მოიგონე დღეს რაც მომიყევი?
– მხოლოდ ერთი ესეთი საღამო არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ერთად ვართ.
– კაი რა, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მოწონხარ მაგ ბიჭს, გაკოცა უკვე, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ამიტომ არ მაინტერესებს ან შენ ეტყვი ან მე დავურეკავ პირდაპირ.
– არ ვიცი, მოვიფიქრებ..
– მოფიქრება არ გინდა, უკვე გადაწყვეტილია ეგ ამბავი.. უი ერთი წამით… ბოდიში ქერ წავედი სკოტი მირეკავს.
– მიდი აღარ შეგიშლით ხელს.
– ხვალ გნახავ.
– კი, აუცილებლად.
რაილის გავუთიშე ტელეფონი და სამზარეულოში ჩაის სმა განვაგრძე. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. რაც არ უნდა მეკეთებინა და რაზეც არ უნდა მეფიქრა თვალწინ დემიენი მედგა ყოველთვის.
მალე ისიც გამახსენდა, რომ ჩარლისთან უნდა დამერეკა და ჩემი თანხმობა უკან უნდა წამეღო. პირდაპირ უარის თქმა მომერიდა რის გამოც გაციება და მაღალი სიცხე მოვიმიზეზე. არ მიყვარს ტყუილები, მაგრამ ნამდვილად რაღაცას იეჭვებდა ჩარლი, როცა ესე სპონტანურად უარს ვეტყოდი სამსახურის დაწყებაზე. მეც გადავწყვიტე როგორმე დრო გამეწელა, ხვალ გასაუბრებაზე არ მივიდოდი და ნელ-ნელა სიმართლესაც შევაპარებდი.
ჩარლიმ გამოჯანმრთელება მისურვა და როგორც კი ტელეფონი გამითიშა მეორე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონში. დაფარული ნომერი. გული ეხლა 100 ჯერ უფრო მეტად ამიჩქარდა. ამ ამბის მერე ცხადია ჩემი გრძნობებიც უფრო გაიზარდა და არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი და თუ რამდენად უნდა გამომეხატა ისინი დემიენის მიმართ. ტელეფონი ავიღე.
– უკვე აღარ არის ძნელი გამოსაცნობი, რომ შენ მირეკავ.
– ჰეი ქერ, არადა ვიფიქრე მოვატყუებთქო. – სკოტი?
– სკოტ?
– ხო, სხვა გეგონა აშკარად. – ჩაეცინა.
– დაფარული ნომრით რატომ მირეკავ?
– სერიოზულ საქმესთან დაკავშირებით გირეკავ და ამიტომ.
– ჰმმ საინტერესოა, აბა რა საქმე?
– მოკლედ, რაილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გირეკავ. რაღაც მოვიფიქრე და მინდა კარგი სიურპრიზი გავუკეთოთ, აბა რას იტყვი?
– და დაფარული ნომრით მირეკავ იმიტომ… – გული დამწყდა დემიენი რომ არ აღმოჩნდა და ამიტომ დავინტერესდი ესე ძალიან.
– იმიტომ,რომ ვიფიქრე იქნებ ისევ რაილის გადაურეკოსთქო და როცა ჩემი ზარი შემოვიდოდა არ მინდოდა გეთქვა რომ მეორე ხაზზე მე ვიყავი.
– აა, გასაგებია . როგორი წინდახედული ხარ სკოტ. – გამეცინა.
– რა თქმა უნდა. სიყვარული ბევრ რამეს გასწავლის.
– აბა რა მოიფიქრე? რა თქმა უნდა, რომ მზად ვარ ნებისმიერი მზაკვრული გეგმის შესრულებისთვის.
– რაილი გეტყოდა უკვე რომ კლუბში უნდა წასვლა. მაგრამ მის საოცნებო კლუბში,underground- ში, აი ნაითვილის ოდნავ მოშორებით რო გაიხსნა, შესვლა 21 წლის ზემოთ შეიძლება.
– მერე?
– მერე ის რომ ჩემი კალათბურთის გუნდელი როა მაიკი ხო იცი?
– კი ვიცი.
– ეგ ჩვენზე უფროსია, 23 წლის არი და მითხრა, რომ შესვლაში დაგვეხმარება
– მერე ერთი სრულწლოვანი საკმარისია ჩვენს შესაყვანად ?
– არა, უბრალოდ მაიკი თურმე კარგად იცნობს ამ კლუბის მეპატრონეს და რაღაცნაირად შეგვაპარებს. კაი ტიპია და უარს არ გეტყვითო.
– ვააუ, სკოტ გენიოსი ხარ! რაილი გაგიჟდება სიხარულისგან.
– ვიცი და მეც სწორედ ეს მინდა.
– ხოდა ეგ შენი ჩანაფიქრი აუცილებლად განხორციელდება.
– ძალიან კაი თუ მოგეწონა ქერ, წავედი მოკლედ და ხვალ გნახავ უნივერსიტეტში.
– კაი სკოტ.
– და იცოდე არაფერი წამოგცდეს.
– არ ინერვიულო ჩათვალე ბოქლომი მადევს პირზე. – გამეცინა და სკოტს გავუთიშე.
სკოტის იდეა ძალიან მომეწონა და ვიცოდი რაილი უბედნიერესად გაატარებდა თავის მე 19 დაბადების დღეს.
დავწექი, ათასნაირი პოზა ვიცვალე და მივხვდი არ მეძინებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი ყველაფრით რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ ამავდროულად მეშინოდა. მეშინოდა იმის, რომ ეხლახანს მოპოვებულ ბედნიერებას ვიღაც ისევ ესე მარტივად გამომგლიჯავდა ხელიდან.
* * *
მეორე დღეს ადრე წავედი უნივერსიტეტში, ადგომა საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან რეალურად წესიერად არც მძინებია.
ფეხით ნელა მივსეირნობდი და გულის სიღრმეში ველოდებოდი, რომ დემიენის მანქანის ხმას გავიგებდი. ის კი მაინც არ ჩანდა.
ვერ ვხვდებოდი რატომ გაუჩინარდა იმ საღამოს მერე.
რაღაც გრძნობა მკარნახობდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. არა ჩემთან მიმართებაში, არამედ მის პირად ცხოვრებაში.
შეიძლება უბრალოდ ბევრი საქმე გამოუჩნდა და დღეს დილიდან სამსახურში იყო.. „მაგრამ შენც კარგად იცი რომ თუ მოუნდებოდა გამოჩნდებოდა ქეროლაინ.” მწარედ მითხრა ჩემმა ქვეცნობიერმა.
ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე, როცა უნივერსიტეტს მივუახლოვდი და რაილისა და სკოტს შევეგებე. სკოტი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა მთელი ლექციის განმავლობაში. ერთი სული ქონდა რაილისთვის ეხარებინა, რომ 3 მოსაწვევით დღეს ღამე ნაითვილის ყველაზე მაგარ კლუბში მივდიოდით რაილის დაბადების დღის აღსანიშნავად. როგორც კი ლექციები დაგვიმთავრდა, ეზოში გამოვედით, რაილი სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. სკოტი გაბრაზდა, თითებიდან გამოგლიჯა სიგარეტი, შუაზე გადახლიჩა და ურნაში ჩააგდო. რაილი გაბრაზდა მაგრამ თან ეცინებოდა, მოწონდა სკოტი ესე რომ უფრთხილდებოდა მის ჯანმრთელობას.
– სკოტ!
– შენც კარგად იცი რა საშინელ რაღაცას აკეთებ. – სკოტი გაბრაზდა დიდი მონოლოგით ცდილობდა რაილი სიგარეტის მავნებლობაში დაერწმუნებინა.
– ვიცი და მალე დავანებებ.
– შეხედე ქეროლაინს, აი რო არ ეწევა მაგიტომ აქვს ესეთი ლამაზი თმები.
– მე ძალიან მომწონს ჩემი თმები. – თავის ქერა ნაწნავებს დახედა რაილიმ და თითებით აათამაშა.
სკოტის კომენტარზე გულიანად გამეცინა და მეც ჩემი ორი სიტყვა ვუთხარი რაილის, მავნე ჩვევის გადაგდებასთან დაკავშირებით.
მალე ეს თემა დაიხურა და სკოტმა გაბადრული სახით ყველაზე მოულოდნელ მომენტში ჩანთიდან სამი მოსაწვევი ამოიღო.
რაილიმ როგორც კი დახედა მოსაწვევს მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მეც კარგად ვიცოდი ოცნებად ქონდა ქცეული ამ ადგილას წასვლა. ჩემგან განსხვავებით რაილი კლუბებში სიარულის მოყვარული გახლდათ, განსაკუთრებით ეხლა, როცა იცოდა, რომ თავის საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდოდა თავის საოცნებო ადგილას.
რაილიმ ბედნიერებისგან ხტუნაობა დაიწყო, სკოტს შემოეხვია, აკოცა და მერე მე ჩამეხუტა.
– საუკეთესო მეგობრები რომ ხართ, ეს ადრეც მითქვამს ხო?
სამივე ერთმანეთს გადავეხვიეთ და ვტკბებოდით რაილის ბედნიერებით.
* * *
რაილის დემიენი აღარ უხსენებია. როცა ვუთხარი, რომ იმ საღამოს მერე აღარ გამოჩენილა, რაილი გაბრაზდა და ცდილობდა ნაკლები ელაპარაკა მასზე, რათა ჩემთვის გული არ ეტკინდა. მეც ვიცოდი დემიენი არ აცდებოდა რაილის კრიტიკას. არ მოსწონდა ჩემს საუკეთესო მეგობარს დემიენის საქციელი. რაშიც მეც ვეთანხმებოდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო ამ უკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად.
საღამო მალე მოახლოვდა, მეც გამზადება დავიწყე. არ ვაპირებდი დიდად გამომწვევად ჩაცმას, ეს ისედაც არასდროს გამომდის, მაგრამ დემიენზე გაბრაზებულმა, გავიფიქრე-რატომაც არა. ამიტომ მაღალ ქუსლიანები და ლურჯი ოდნავ გრძელი, მუხლთან ჩახსნილი კაბა ჩავიცვი. ბევრი გამოსასვლელი კაბა არც მქონდა მაგრამ ეს კაბა, რომელიც თავის დროზე დედაჩემს ეკუთვნოდა, ჩემი ფავორიტი იყო.
როგორც შევთანხმდით რაილისთან ვიკრიბებოდით. სკოტმა მანქანით გამომიარა და 15 წუთში რაილის სახლთან აღმოვჩნდით. ავედით, გემრიელად ვჭამეთ, ცოტა დავლიეთ და სანამ გამოვიდოდით სკოტმა რაილი დიდ ვერანდაზე გაიყვანა და ზუსტად ორ წამში ულამაზესი ფეიერვერკები გამოჩნდა ცაზე. რაილის სიხარულისგან აეტირა და სკოტს ჩაეხუტა. როგორც ჩანს სკოტის სიურპრიზებს ბოლო არ უჩანდა.
როცა გამოვედით ქვემოთ მაიკი დაგხვდა, რომელიც მანქანში ჩავისვით და ერთად გავუდექით გზას.
ვგრძნობდი, რომ ალკოჰოლმა იმოქმედა ჩემზე. მანქანში მუსიკები გვქონდა მთელ ხმაზე ჩართული და ყველა ვიმედოვნებდით, რომ მაიკი მარტივად მოგვიგვარებდა კლუბში შესვლის საქმეს.
ნაითვილს ოდნავ გავცდით თუ არა გამოჩნდა მუქი ფერის შენობა, რომელსაც დიდი განათებული ასოებით ეწერა “Underground”, გარედან კი შენობას იასამნისფერი განათებები ამშვენებდა.
რიგში საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა და შიგნიდან გამომავალი მუსიკა გარეთაც მთელ ხმაზე ისმოდა. მივხვდი ეხლა სწორედ ეს მაკლდა ყველაზე მეტად. მაიკიმ გვანიშნა, რომ ორ წამში დაბრუნდებოდა. ტელეფონი ამოიღო, რაღაც ნომერზე დარეკა თან ხალხის ტალღა გაჭრა და დაცვას მიუახლოვდა.
რაილი და სკოტი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ სულ რომ უარი ეთქვათ მაინც გახარებულები დატოვებდნენ აქაურობას.
ცოტა ხანში მაიკიც გამოჩნდა, რომელმაც შორიდან ხელი დაგვიქნია და გვანიშნა რომ შიგნით უნდა შევსულიყავით, როგორც ჩანს პრობლემაც მოგვარდა და კლუბში მარტივად შევიდოდით.
სკოტმა მე და რაილის ხელი გადაგხვია და დაცვამ ჩვენ ოთხნი ურიგოდ შეგვიშვა. შიგნით როგორც კი შევედით უამრავ ხალხს მოვკარი თვალი. უმეტესობა მთვრალი იყო, და არა მხოლოდ მთვრალი, ნახევარზე მეტს ამ სიბნელეშიც ეტყობოდა, რომ დაექსტაზებული და სხვადასხვა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.
ის ფაქტი, რომ კარგი მუსიკა საუკეთესო განწყობას ქმნის, მოგონილი ნამდვილად არ არის. კლუბში შესვლისას დიჯეიმ niggas in paris ჩაგვირთო. მე, რაილი, სკოტი და მაიკი ბარისკენ ცეკვა-ცეკვით დავიძარით.
სანამ ისინი შეკვეთას აძლევდნენ, დავინახე სადაც რიგი არ იყო და ერთ- ერთ ბარმენს მივუახლოვდი.
– ერთი რედ ბულ ვოდკა.
– რედ ბულ კოლა? – საკმაოდ სიმპატიური ბარმენი ვითომ მეხუმრებოდა.
– კოლა არა ვოდკა. – ხმამაღლა ვუთხარი მას და ვგრძნობდი თვალებით როგორ მეფლირტავებოდა.
ბარმენმა გამიღიმა, თავი დამიქნია და კოქტეილის მომზადება დაიწყო ლამაზი მოძრაობებით.
ალკოჰოლური სასმელი, კარგი მუსიკა, საუკეთესო მეგობრები.. რა იდეალური კომბინაციაა, მაგრამ ცოტა ფიქრი არ სჭირდება იმის გაანალიზებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთ აუცილებელ კომპონენტს- ბიჭს საჭიროებს.
ესეთ მომენტში ყველანაირი გაბრაზება გავიწყდება და ყველაზე მეტად გინდება შენი საყვარელი ადამიანი ამ წამს, ამ მომენტში, გერდში გყავდეს.
– ინებეთ თქვენი რედ ბულ კოლა. – მომღიმარმა ბარმენმა გამომიწოდა ჩემი კუთვნილი კოკტეილი და თან თვალი ჩამიკრა. ფული ამოვიღე და მითხრა რომ ეს საჩუქრად უნდა მიმეღო. მეც, ცხადია, უარი არ ვუთხარი.
– მადლობა. – გავუღიმე.
– მეორე წრეზეც ჩემთან მოდი და უფრო გემრიელ რაღაცას გაგასინჯებ.
– 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის კოქტეილების მიყიდვა რომ არ შეიძლება დაგავიწყდა ჯიმ? – უკნიდან ხავერდოვანი ხმა მომესმა და მთლიანად სხეულში დამბურძგლა. ნასვამ მდგომარეობას ვაბრალებდი ჩემს ამ მოლანდებას, მაგრამ როგორც კი ბარმენის შეშინებული სახე დავაფიქსირე და უკან გამოვტრიალდი, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მდგარი ახოვანი სხეული დავინახე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, დემიენს ეკუთვნოდა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => f4cc18e0
)